ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.12.2020 ბოლო ცვლილება 27.11.2025
ნომერი
№68
სარეგისტრაციო კოდი
300320000.16.009.016429
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №68

2020 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 13 მაისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 14.05.2021 წ.
 

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის, 23-ე მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:


+
მუხლი 1
თანდართული სახით დამტკიცდეს:

ა) „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი №1);

ბ) „ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი №2);

გ) „ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი №3);

დ) „ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი №4);

ე) „ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილებისა და  საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი №5);

ვ) „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგია“(დანართი №6);

ვ​1) „საბითუმო საჯარო მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი 6​1);

ვ​2) „გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი 6​2);

ზ) „სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთის/ამორტიზაციის ნორმები (დანართი №7).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 13 მაისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 14.05.2021 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 14 ივლისის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 15.07.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 ივნისის დადგენილება  №28 - ვებგვერდი, 04.07.2023 წ.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“, №68, 15.12.2020, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016429 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5058936-9/