იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 5 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (5)
- სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28 05.01.2011
- "ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტ 05.01.2011
- სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავ 15.12.2017
- ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქ 21.02.2019
- ფარმაცევტული საწარმოს მიერ ამ საწარმოს მიერვე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწ 16.01.2020
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №01-132/ნ/322 |
|
2020 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) ,,სამკურნალო/ფარმაცევტული მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებში შემავალი ნედლეულისა და სუბსტანციების ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N1);
ბ) სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N2);
გ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებისათვის აუცილებელი საქონლის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N3);
დ) ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N4);
ე) საქართველოში წარმოებული სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის ან ფარმაცევტული საწარმოს მიერ, მისივე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხა, რომელთა მიწოდება გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N5).
ა) „სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებში შემავალი ნედლეულისა და სუბსტანციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 იანვრის №1/ნ–№6 ერთობლივი ბრძანება;
ბ) „სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №01-69/ნ/№451 ერთობლივი ბრძანება;
გ) „ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებისათვის აუცილებელი საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა დასაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 21 თებერვლის №01-15/ნ/№50 ერთობლივი ბრძანება;
დ) „ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 იანვრის №2/ნ–№5 ერთობლივი ბრძანება;
ე) „ფარმაცევტული საწარმოს მიერ ამ საწარმოს მიერვე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 16 იანვრის N01-8/ნ/№21 ერთობლივი ბრძანება.
|
+
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჯ“ ქვეპუნქტის, 173-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული: ა) ,,სამკურნალო/ფარმაცევტული მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებში შემავალი ნედლეულისა და სუბსტანციების ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N1); ბ) სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N2); გ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებისათვის აუცილებელი საქონლის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N3); დ) ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N4); ე) საქართველოში წარმოებული სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის ან ფარმაცევტული საწარმოს მიერ, მისივე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხა, რომელთა მიწოდება გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N5).+
ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე.
+
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებში შემავალი ნედლეულისა და სუბსტანციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 იანვრის №1/ნ–№6 ერთობლივი ბრძანება; ბ) „სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №01-69/ნ/№451 ერთობლივი ბრძანება; გ) „ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებისათვის აუცილებელი საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა დასაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 21 თებერვლის №01-15/ნ/№50 ერთობლივი ბრძანება; დ) „ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 იანვრის №2/ნ–№5 ერთობლივი ბრძანება; ე) „ფარმაცევტული საწარმოს მიერ ამ საწარმოს მიერვე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 16 იანვრის N01-8/ნ/№21 ერთობლივი ბრძანება.+
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძესაქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.06.2024.
- როდის იქნა მიღებული „იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“?
- „იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ მიღებულია 29.12.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-132/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016823.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.06.2024.
- რამდენი მუხლისგან შედგება „იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 5 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“, №01-132/ნ, 29.12.2020, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016823 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5065282/