სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №01-69/ნ/№451 |
|
2017 წლის 15 დეკემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდული იმ საქონლის ნუსხა, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე, შემდეგი სახით: |
1.
ჰემოდიალიზის ფარგლებში:
ა) ჰემოდიალიზური მოწყობილობები (ხელოვნური თირკმელები, ხელოვნური თირკმლის აპარატები, დიალიზატორები); ბ) ჰემოდიალიზატორი; გ) ნატრიუმის ბიკარბონატი (ნებისმიერი ფორმით - ფხვნილი, კარტრიჯი, ,,ბიბეგი“); დ)ჰემოდიალიზური ა/ვ სისხლის მაგისტრალი; ე)ჰემოდიალიზური ა/ვ საპუნქციე ნემსი. |
2.
პერიტონეული დიალიზის ფარგლებში:
ა) პერიტონეული დიალიზის კათეტერის დამცავი სადეზინფექციო ხუფი; ბ) კათეტერის დამაგრძელებელი (გადამყვანი); გ) პერიტონეული დიალიზის კათეტერი; დ) კათეტერის ადაპტორი (ტიტანის); ე) გამომავალი მაგისტრალის ჩამკეტი; ვ) მაგისტრალი ჩამცლელი ჩანთით (აპდ მიმღები); ზ) კასეტა (აპდ სისტემა). |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
+
ბრძანება №01-69/ნ/№451
სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 25 მაისის ერთობლივი ბრძანება №01-22/ნ / №202- ვებგვერდი, 28.05.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ერთობლივი ბრძანება №01-96/ნ / №216- ვებგვერდი, 02.09.2020წ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ1“ ქვეპუნქტის და 309-ე მუხლის 127-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ერთობლივი ბრძანება №01-96/ნ / №216- ვებგვერდი, 02.09.2020წ.
+
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
განისაზღვროს სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი იმ საქონლის ნუსხა, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლების გარეშე, შემდეგი სახით:
1. ჰემოდიალიზის ფარგლებში:
1. ჰემოდიალიზის ფარგლებში: |
2. პერიტონეული დიალიზის ფარგლებში:
2.
პერიტონეული დიალიზის ფარგლებში:3. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ):
ა) 3822 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები;
ბ) 3926 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ბახილები პლასტმასის მასალისგან;
გ) 3926 90 970 00 და 9004 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული სახის დამცავი ფარები;
დ) 4015 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელთათმანები ნიტრილის ქირურგიული და 4015 19 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელთათმანები ნიტრილის დანარჩენი;
ე) 6210 10 920 00 და 6210 10 980 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული კომბინიზონები საიზოლაციო, სამედიცინო ხალათები, სამედიცინო ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტები;
ვ) 6307 90 980 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული პირბადეები და ნიღბები, ბახილები კოტონის მასალისგან ლანჩის გარეშე და ბახილები ტექსტილის მასალისგან;
ზ) 6506 99 909 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული სამედიცინო ქუდები;
თ) 9004 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული დამცავი სათვალეები პლასტმასის;
ი) 9025 19 200 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული თერმომეტრები უკონტაქტო;
კ) 2804 40 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ჟანგბადი;
ლ) „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იმპორტირებული/მიწოდებული:
ლ.ა) 3822 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ნერწყვის/ნაცხის შესაგროვებელი აპლიკატორის რეაგენტი;
ლ.ბ) 3923 21 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული შესაფუთი პარკი აპლიკატორის ტრანსპორტირებისთვის.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 25 მაისის ერთობლივი ბრძანება №01-22/ნ / №202- ვებგვერდი, 28.05.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 აპრილის ერთობლივი ბრძანება №01-36/ნ / №89- ვებგვერდი, 01.04.2020წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 აპრილის ერთობლივი ბრძანება №01-37/ნ / №91- ვებგვერდი, 02.04.2020წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №01-124/ნ / №283- ვებგვერდი, 30.11.2020წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 8 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №01-128/ნ / №291- ვებგვერდი, 08.12.2020წ.
+
მუხლი 11
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება (გარდა 12 მუხლით გათვალისწინებული მიწოდებისა) დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია 2020 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 აპრილის ერთობლივი ბრძანება №01-36/ნ / №89- ვებგვერდი, 01.04.2020წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ერთობლივი ბრძანება №01-96/ნ / №216- ვებგვერდი, 02.09.2020წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის ერთობლივი ბრძანება №01-106/ნ / №241- ვებგვერდი, 30.09.2020წ.
+
მუხლი 12
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული საქონლის მიწოდება 2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით, თუ იგი წარმოებულია საქართველოში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ერთობლივი ბრძანება №01-96/ნ / №216- ვებგვერდი, 02.09.2020წ.
+
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკოსაქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.12.2020.
- როდის იქნა მიღებული „სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან“?
- „სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან“ მიღებულია 15.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-69/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016478.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან“-ში?
- დოკუმენტში სულ 8 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2020.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან“, №01-69/ნ, 15.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016478 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3893311/