სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.12.2017 ძალადაკარგული 29.12.2020
ნომერი
№01-69/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016478
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება   №01-69/ნ/№451

2017 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 25 მაისის ერთობლივი ბრძანება №01-22/ნ / №202- ვებგვერდი, 28.05.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ერთობლივი ბრძანება №01-96/ნ / №216- ვებგვერდი, 02.09.2020წ.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ​​1“ ქვეპუნქტის და 309-ე მუხლის 127-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ერთობლივი ბრძანება №01-96/ნ / №216- ვებგვერდი, 02.09.2020წ.


+
მუხლი 1
განისაზღვროს სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი იმ საქონლის ნუსხა, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლების გარეშე, შემდეგი სახით:
1. ჰემოდიალიზის ფარგლებში:

ა) ჰემოდიალიზური მოწყობილობები (ხელოვნური თირკმელები, ხელოვნური თირკმლის აპარატები, დიალიზატორები);

ბ) ჰემოდიალიზატორი;

გ) ნატრიუმის ბიკარბონატი (ნებისმიერი ფორმით - ფხვნილი, კარტრიჯი, ,,ბიბეგი“);

დ)ჰემოდიალიზური ა/ვ სისხლის მაგისტრალი;

ე)ჰემოდიალიზური ა/ვ საპუნქციე ნემსი.

2. პერიტონეული დიალიზის ფარგლებში:

ა) პერიტონეული დიალიზის კათეტერის დამცავი სადეზინფექციო ხუფი;

ბ) კათეტერის დამაგრძელებელი (გადამყვანი);

გ) პერიტონეული დიალიზის კათეტერი;

დ) კათეტერის ადაპტორი (ტიტანის);

ე) გამომავალი მაგისტრალის ჩამკეტი;

ვ) მაგისტრალი ჩამცლელი ჩანთით (აპდ მიმღები);

ზ) კასეტა (აპდ სისტემა).

3. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ):

ა) 3822 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები;

ბ) 3926 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ბახილები პლასტმასის მასალისგან;

გ) 3926 90 980 00 და 9004 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული სახის დამცავი ფარები;

დ) 4015 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელთათმანები ნიტრილის ქირურგიული და 4015 19 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელთათმანები ნიტრილის დანარჩენი;

ე) 6210 10 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული კომბინიზონები საიზოლაციო, სამედიცინო ხალათები, სამედიცინო ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტები;

ვ) 6307 90 990 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული პირბადეები და ნიღბები, ბახილები კოტონის მასალისგან ლანჩის გარეშე და ბახილები ტექსტილის მასალისგან;

ზ) 6506 99 909 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული სამედიცინო ქუდები;

თ) 9004 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული დამცავი სათვალეები პლასტმასის;

ი) 9025 19 200 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული თერმომეტრები უკონტაქტო.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 25 მაისის ერთობლივი ბრძანება №01-22/ნ / №202- ვებგვერდი, 28.05.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 აპრილის ერთობლივი ბრძანება №01-36/ნ / №89- ვებგვერდი, 01.04.2020წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 აპრილის ერთობლივი ბრძანება №01-37/ნ / №91- ვებგვერდი, 02.04.2020წ.

+
მუხლი 1​1
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება (გარდა 1​​2 მუხლით გათვალისწინებული მიწოდებისა) დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია 2020 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 აპრილის ერთობლივი ბრძანება №01-36/ნ / №89- ვებგვერდი, 01.04.2020წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ერთობლივი ბრძანება №01-96/ნ / №216- ვებგვერდი, 02.09.2020წ.

+
მუხლი 1​2
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული საქონლის მიწოდება 2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით, თუ იგი წარმოებულია საქართველოში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ერთობლივი ბრძანება №01-96/ნ / №216- ვებგვერდი, 02.09.2020წ.

+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან“, №01-69/ნ, 15.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016478 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3893311-4/