სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.12.2017 ძალადაკარგული 29.12.2020
ნომერი
№01-69/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016478
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება   №01-69/ნ/№451

2017 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლების გარეშე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 25 მაისის ერთობლივი ბრძანება №01-22/ნ / №202- ვებგვერდი, 28.05.2018წ.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ​1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
განისაზღვროს სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი იმ საქონლის ნუსხა, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლების გარეშე, შემდეგი სახით:
1. ჰემოდიალიზის ფარგლებში:

ა) ჰემოდიალიზური მოწყობილობები (ხელოვნური თირკმელები, ხელოვნური თირკმლის აპარატები, დიალიზატორები);

ბ) ჰემოდიალიზატორი;

გ) ნატრიუმის ბიკარბონატი (ნებისმიერი ფორმით - ფხვნილი, კარტრიჯი, ,,ბიბეგი“);

დ)ჰემოდიალიზური ა/ვ სისხლის მაგისტრალი;

ე)ჰემოდიალიზური ა/ვ საპუნქციე ნემსი.

2. პერიტონეული დიალიზის ფარგლებში:

ა) პერიტონეული დიალიზის კათეტერის დამცავი სადეზინფექციო ხუფი;

ბ) კათეტერის დამაგრძელებელი (გადამყვანი);

გ) პერიტონეული დიალიზის კათეტერი;

დ) კათეტერის ადაპტორი (ტიტანის);

ე) გამომავალი მაგისტრალის ჩამკეტი;

ვ) მაგისტრალი ჩამცლელი ჩანთით (აპდ მიმღები);

ზ) კასეტა (აპდ სისტემა).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 25 მაისის ერთობლივი ბრძანება №01-22/ნ / №202- ვებგვერდი, 28.05.2018წ.

+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან“, №01-69/ნ, 15.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016478 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3893311-1/