მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
2. დადგენილებით დამტკიცებული „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების“ (შემდგომში – წესი) მე-2 მუხლის აღსრულების მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე – უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, ამავე სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილი პირები.
3. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
ა) 2021 წლის იანვრიდან 1 აგვისტოს მდგომარეობით, თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისთვის არ წარმოადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის საფასურის ნაწილობრივი ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და შესაბამის იურიდიულ პირებს (ლიცენზიატებს) შორის წინამდებარე დადგენილების აღსრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
ბ) 2021 წლის 1 აგვისტოდან თანხის გადარიცხვა ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტებისთვის არ წარმოადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის საფასურის ნაწილობრივი ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და „შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მაისის №236 დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს ან თავისუფალ მიმწოდებლებს (შემდგომში – მიმწოდებელი) შორის, ან ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების“ პირველი მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამის მეწარმე სუბიექტებს შორის ამ დადგენილების აღსრულების მიზნით დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №419 – ვებგვერდი, 23.08.2021წ.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ეს პუნქტი ძალაში შევიდეს სამინისტროსთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვის გადაუდებელი ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით.
|
1. ამ წესის მიზანია, მეწარმე სუბიექტების დახმარების მიზნით, ამ წესის დანართით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის სახეებში (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი – სეკ 006-2016 (NACE-Rev-2)) მოქმედი მეწარმე სუბიექტებისათვის 2021 წლის განმავლობაში საანგარიშო თვეში (თითოეული თვისათვის) (შესაბამისი თვის ქვითარში მითითებულ აღრიცხვის პერიოდში) მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის (ორმოცდაათი პროცენტის) ოდენობით სუბსიდირება.
2. თუ მეწარმე სუბიექტი სარგებლობს ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდებით და ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს, მეწარმე სუბიექტისათვის შესაბამისი სხვაობის 50 პროცენტის (ორმოცდაათი პროცენტის) სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფი გულისხმობს შესაბამისი მიმწოდებლისთვის დადგენილი მიწოდებისა (უნივერსალური მომსახურების მიწოდების, საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ან ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფი) და განაწილების ტარიფების, აგრეთვე გადაცემის ტარიფის ჯამს.
3. თუ მეწარმე სუბიექტი ელექტროენერგიას შეისყიდის საბალანსო ბაზარზე და საბალანსო ელექტროენერგიის ფასისა და განაწილებისა და გადაცემის მომსახურებების საფასურის ჯამი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედი ელექტროენერგიის ტარიფს, შესაბამისი სხვაობის 50 პროცენტის (ორმოცდაათი პროცენტის) სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
4. თუ მეწარმე სუბიექტი ელექტროენერგიას შეისყიდის ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის საფასურისა და ქსელის მომსახურების საფასურის ჯამი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის ტარიფს, შესაბამისი სხვაობის 50 პროცენტის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასეთ შემთხვევაში, თუ ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების ფასი აღემატება საბალანსო ბაზარზე არსებულ ფასს, სუბსიდიის გაანგარიშებისას გაითვალისწინება საბალანსო ბაზარზე არსებული ფასი.
5. თუ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №246 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული მცირე საწარმო ელექტროენერგიას შეისყიდის თავისუფალი მიმწოდებლისგან და ელექტროენერგიის სახელშეკრულებო ფასი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედი ელექტროენერგიის ტარიფს, შესაბამისი სხვაობის 50 პროცენტის (ორმოცდაათი პროცენტის) სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასეთ შემთხვევაში, თუ მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების ფასი აღემატება უნივერსალური მომსახურების მიწოდებისათვის დადგენილ ტარიფს, სუბსიდიის გაანგარიშებისას გაითვალისწინება უნივერსალური მომსახურების მიწოდებისათვის დადგენილი ტარიფი.
6. თუ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №80 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული მსხვილი მომხმარებელი ელექტროენერგიას შეისყიდის თავისუფალი მიმწოდებლისგან და ელექტროენერგიის სახელშეკრულებო ფასი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის ტარიფს, შესაბამისი სხვაობის 50 პროცენტის (ორმოცდაათი პროცენტის) სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასეთ შემთხვევაში, თუ მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების ფასი აღემატება ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდებისათვის დადგენილ ტარიფს, სუბსიდიის გაანგარიშებისას გაითვალისწინება საჯარო მომსახურების სახით მიწოდებისათვის დადგენილი ტარიფი.
7. ამ წესის მოქმედება ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ ამ წესის დანართის შესაბამისად განსაზღვრულ საქმიანობებს.

1. ამ წესით განსაზღვრული ნაწილობრივი სუბსიდირების მიღების მიზნით, მეწარმე სუბიექტი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით (https//www.registration.gov.ge) 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში ავსებს განაცხადს.
2. მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, სრულყოფილად შეავსოს ელექტრონული პლატფორმა.
3. ამ წესის დანართით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მეწარმე სუბიექტების მიერ ელექტრონულ პლატფორმაზე განაცხადების მიღების პერიოდის დასრულებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში განაცხადებს პირველადად ამოწმებს სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და შემოწმების შედეგად უთითებს შემდეგი სახის ინფორმაციათაგან ერთ-ერთს:
ა) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;
ბ) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა არ შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;
გ) ვერ დადგინდა მეწარმე სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის სახე.
4. სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იდენტიფიცირებული მეწარმე სუბიექტები, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარედგინება უწყებათაშორის კომისიას.
5. სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების განსაზღვრიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში მეწარმე სუბიექტების მეორად შემოწმებას ახორციელებს სსიპ –შემოსავლების სამსახური და უთითებს შემდეგი სახის ინფორმაციათაგან ერთ-ერთს:

6. სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, წარმოდგენის დღისთვის მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, ახორციელებენ თუ არა მეწარმე სუბიექტები ამ წესის დანართით განსაზღვრულ ეკონომიკურ საქმიანობას.
7. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იდენტიფიცირებული მეწარმე სუბიექტები, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინება უწყებათაშორის კომისიას.
8. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად იდენტიფიცირებული მეწარმე სუბიექტების ეკონომიკური საქმიანობის სახის დამატებით შემოწმებას 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და უთითებს შემდეგი სახის ინფორმაციათაგან ერთ-ერთს:

9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იდენტიფიცირებული მეწარმე სუბიექტები, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარედგინება უწყებათაშორის კომისიას.
10. უწყებათაშორისი კომისია არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 თებერვლისა იხილავს სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სსიპ – შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარდგენილ მეწარმე სუბიექტთა შესახებ ინფორმაციას და ნაწილობრივი სუბსიდირების განხორციელების თაობაზე ადგენს მეწარმე სუბიექტთა სიას, რომლებიც მიიღებენ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივ სუბსიდირებას ამავე დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ სიას უწყებათაშორისი კომისია წარუდგენს სამინისტროს.
12. მეწარმე სუბიექტი მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების თაობაზე დადებით/უარყოფით პასუხს იღებს მის მიერ წარდგენილ მიმართვაში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
1. სამინისტრო, ამ დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, მიმწოდებლებს მიაწვდის ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების სიას, რომლებიც მიიღებენ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივ სუბსიდირებას.
2. დასაფინანსებელი თანხის ოდენობის გაანგარიშებასა და სამინისტროსათვის მიწოდებას, საკუთარი პასუხისმგებლობით, კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოფენ მიმწოდებლები ამ წესებისა და პირობების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხოლო ამ წესებისა და პირობების პირველი მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – შესაბამისი მეწარმე სუბიექტები. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება. ამ პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის წარმომდგენ სუბიექტს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები, კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ვალდებულნი არიან, 2021 წლის იანვრის თვეში მრიცხველის წაკითხვის შედეგად უზრუნველყონ 2020 წლის დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გამიჯვნა იმგვარად, რომ 2020 წლის დეკემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გაანგარიშებულ იქნეს 2020 წელს მოქმედი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შესაბამისად.
4. მიმწოდებლები და მეწარმე სუბიექტები საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 19 რიცხვამდე უზრუნველყოფენ სამინისტროსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენას შემდგომი ანგარიშსწორებისათვის, მხარეთა შორის ამ დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

1. მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც ექვემდებარებიან ნაწილობრივ სუბსიდირებას და გადახდილი აქვთ/ექნებათ 2021 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე, გარდა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად მიღებული ნაწილობრივი სუბსიდირება არ უნდა იქნეს მიმართული მეწარმე სუბიექტის მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.
1. მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ნაწილობრივ სუბსიდირებაზე.
2. მეწარმე სუბიექტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ნაწილობრივ სუბსიდირებაზე უარის თქმის გამარტივებული პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული იქნება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული სათანადო ელექტრონული პლატფორმა.
დანართი: ეკონომიკური საქმიანობების კოდები
|
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №5
2021 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო:

მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესი და პირობები“.
+
მუხლი 2🔗
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურსა (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დაევალოთ, ხოლო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეთხოვოს, უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
2. დადგენილებით დამტკიცებული „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების“ (შემდგომში – წესი) მე-2 მუხლის აღსრულების მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე – უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, ამავე სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილი პირები.
3. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
+
მუხლი 3🔗
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის საფასურის ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით:
ა) 2021 წლის იანვრიდან 1 აგვისტოს მდგომარეობით, თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისთვის არ წარმოადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის საფასურის ნაწილობრივი ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და შესაბამის იურიდიულ პირებს (ლიცენზიატებს) შორის წინამდებარე დადგენილების აღსრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
ბ) 2021 წლის 1 აგვისტოდან თანხის გადარიცხვა ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტებისთვის არ წარმოადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის საფასურის ნაწილობრივი ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და „შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მაისის №236 დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს ან თავისუფალ მიმწოდებლებს (შემდგომში – მიმწოდებელი) შორის, ან ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების“ პირველი მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამის მეწარმე სუბიექტებს შორის ამ დადგენილების აღსრულების მიზნით დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №419 – ვებგვერდი, 23.08.2021წ.
+
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისთვის არ წარმოადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის საფასურის ნაწილობრივი ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და შესაბამის იურიდიულ პირებს (ლიცენზიატებს) შორის წინამდებარე დადგენილების აღსრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილებით განსაზღვრული 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „24 07 03 − ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებების“ პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
+
მუხლი 5🔗
1. სამინისტროს დაევალოს ელექტრონული პლატფორმის შექმნა, მართვა და ადმინისტრირება.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ეს პუნქტი ძალაში შევიდეს სამინისტროსთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვის გადაუდებელი ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ეს პუნქტი ძალაში შევიდეს სამინისტროსთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვის გადაუდებელი ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით.
+
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია
+
მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესი და პირობები
მუხლი 1🔗
+
1. ამ წესის მიზანია, მეწარმე სუბიექტების დახმარების მიზნით, ამ წესის დანართით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის სახეებში (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი - სეკ 006-2016 (NACE-Rev-2)) მოქმედი მეწარმე სუბიექტებისათვის 2021 წლის განმავლობაში საანგარიშო თვეში (თითოეული თვისათვის) (ლიცენზიატის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის (ორმოცდაათი პროცენტის) ოდენობით სუბსიდირება.
1. ამ წესის მიზანია, მეწარმე სუბიექტების დახმარების მიზნით, ამ წესის დანართით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის სახეებში (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი – სეკ 006-2016 (NACE-Rev-2)) მოქმედი მეწარმე სუბიექტებისათვის 2021 წლის განმავლობაში საანგარიშო თვეში (თითოეული თვისათვის) (შესაბამისი თვის ქვითარში მითითებულ აღრიცხვის პერიოდში) მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის (ორმოცდაათი პროცენტის) ოდენობით სუბსიდირება.
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ ამ წესის დანართის შესაბამისად განსაზღვრულ საქმიანობებს.
2. თუ მეწარმე სუბიექტი სარგებლობს ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდებით და ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს, მეწარმე სუბიექტისათვის შესაბამისი სხვაობის 50 პროცენტის (ორმოცდაათი პროცენტის) სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფი გულისხმობს შესაბამისი მიმწოდებლისთვის დადგენილი მიწოდებისა (უნივერსალური მომსახურების მიწოდების, საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ან ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფი) და განაწილების ტარიფების, აგრეთვე გადაცემის ტარიფის ჯამს.
3. თუ მეწარმე სუბიექტი ელექტროენერგიას შეისყიდის საბალანსო ბაზარზე და საბალანსო ელექტროენერგიის ფასისა და განაწილებისა და გადაცემის მომსახურებების საფასურის ჯამი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედი ელექტროენერგიის ტარიფს, შესაბამისი სხვაობის 50 პროცენტის (ორმოცდაათი პროცენტის) სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
4. თუ მეწარმე სუბიექტი ელექტროენერგიას შეისყიდის ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის საფასურისა და ქსელის მომსახურების საფასურის ჯამი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის ტარიფს, შესაბამისი სხვაობის 50 პროცენტის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასეთ შემთხვევაში, თუ ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების ფასი აღემატება საბალანსო ბაზარზე არსებულ ფასს, სუბსიდიის გაანგარიშებისას გაითვალისწინება საბალანსო ბაზარზე არსებული ფასი.
5. თუ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №246 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული მცირე საწარმო ელექტროენერგიას შეისყიდის თავისუფალი მიმწოდებლისგან და ელექტროენერგიის სახელშეკრულებო ფასი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედი ელექტროენერგიის ტარიფს, შესაბამისი სხვაობის 50 პროცენტის (ორმოცდაათი პროცენტის) სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასეთ შემთხვევაში, თუ მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების ფასი აღემატება უნივერსალური მომსახურების მიწოდებისათვის დადგენილ ტარიფს, სუბსიდიის გაანგარიშებისას გაითვალისწინება უნივერსალური მომსახურების მიწოდებისათვის დადგენილი ტარიფი.
6. თუ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №80 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული მსხვილი მომხმარებელი ელექტროენერგიას შეისყიდის თავისუფალი მიმწოდებლისგან და ელექტროენერგიის სახელშეკრულებო ფასი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის ტარიფს, შესაბამისი სხვაობის 50 პროცენტის (ორმოცდაათი პროცენტის) სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასეთ შემთხვევაში, თუ მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების ფასი აღემატება ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდებისათვის დადგენილ ტარიფს, სუბსიდიის გაანგარიშებისას გაითვალისწინება საჯარო მომსახურების სახით მიწოდებისათვის დადგენილი ტარიფი.
7. ამ წესის მოქმედება ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ ამ წესის დანართის შესაბამისად განსაზღვრულ საქმიანობებს.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №419 – ვებგვერდი, 23.08.2021წ.
მუხლი 2🔗
1. ამ წესით განსაზღვრული ნაწილობრივი სუბსიდირების მიღების მიზნით, მეწარმე სუბიექტი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით (https//www.registration.gov.ge) 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში ავსებს განაცხადს.
2. მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, სრულყოფილად შეავსოს ელექტრონული პლატფორმა.
3. ამ წესის დანართით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მეწარმე სუბიექტების მიერ ელექტრონულ პლატფორმაზე განაცხადების მიღების პერიოდის დასრულებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში განაცხადებს პირველადად ამოწმებს სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და შემოწმების შედეგად უთითებს შემდეგი სახის ინფორმაციათაგან ერთ-ერთს:
ა) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;
ბ) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა არ შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;
გ) ვერ დადგინდა მეწარმე სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის სახე.
4. სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იდენტიფიცირებული მეწარმე სუბიექტები, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარედგინება უწყებათაშორის კომისიას.
5. სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების განსაზღვრიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში მეწარმე სუბიექტების მეორად შემოწმებას ახორციელებს სსიპ –შემოსავლების სამსახური და უთითებს შემდეგი სახის ინფორმაციათაგან ერთ-ერთს:
ა) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;
ბ) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა არ შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;
გ) ვერ დადგინდა მეწარმე სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის სახე.
6. სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, წარმოდგენის დღისთვის მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, ახორციელებენ თუ არა მეწარმე სუბიექტები ამ წესის დანართით განსაზღვრულ ეკონომიკურ საქმიანობას.
7. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იდენტიფიცირებული მეწარმე სუბიექტები, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინება უწყებათაშორის კომისიას.
8. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად იდენტიფიცირებული მეწარმე სუბიექტების ეკონომიკური საქმიანობის სახის დამატებით შემოწმებას 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და უთითებს შემდეგი სახის ინფორმაციათაგან ერთ-ერთს:
ა) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;
ბ) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა არ შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;
გ) ვერ დადგინდა მეწარმე სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის სახე.
9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იდენტიფიცირებული მეწარმე სუბიექტები, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარედგინება უწყებათაშორის კომისიას.
10. უწყებათაშორისი კომისია არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 თებერვლისა იხილავს სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სსიპ – შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარდგენილ მეწარმე სუბიექტთა შესახებ ინფორმაციას და ნაწილობრივი სუბსიდირების განხორციელების თაობაზე ადგენს მეწარმე სუბიექტთა სიას, რომლებიც მიიღებენ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივ სუბსიდირებას ამავე დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ სიას უწყებათაშორისი კომისია წარუდგენს სამინისტროს.
12. მეწარმე სუბიექტი მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების თაობაზე დადებით/უარყოფით პასუხს იღებს მის მიერ წარდგენილ მიმართვაში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
მუხლი 3🔗
1. სამინისტრო, ამ დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, მიმწოდებლებს მიაწვდის ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების სიას, რომლებიც მიიღებენ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივ სუბსიდირებას.
1. სამინისტრო, ამ დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს მიაწვდის ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების სიას, რომლებიც მიიღებენ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივ სუბსიდირებას.
2. დასაფინანსებელი თანხის ოდენობის გაანგარიშებასა და სამინისტროსათვის მიწოდებას, საკუთარი პასუხისმგებლობით, კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოფენ მიმწოდებლები ამ წესებისა და პირობების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხოლო ამ წესებისა და პირობების პირველი მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – შესაბამისი მეწარმე სუბიექტები. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება. ამ პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის წარმომდგენ სუბიექტს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. დასაფინანსებელი თანხის ოდენობის გაანგარიშებასა და სამინისტროსათვის მიწოდებას, საკუთარი პასუხისმგებლობით, კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება. წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები, კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ვალდებულნი არიან, 2021 წლის იანვრის თვეში მრიცხველის წაკითხვის შედეგად უზრუნველყონ 2020 წლის დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გამიჯვნა იმგვარად, რომ 2020 წლის დეკემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გაანგარიშებულ იქნეს 2020 წელს მოქმედი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შესაბამისად.
4. მიმწოდებლები და მეწარმე სუბიექტები საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 19 რიცხვამდე უზრუნველყოფენ სამინისტროსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენას შემდგომი ანგარიშსწორებისათვის, მხარეთა შორის ამ დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 19 რიცხვამდე უზრუნველყოფენ სამინისტროსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენას შემდომი ანგარიშსწორებისათვის, მხარეთა შორის ამ დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №419 – ვებგვერდი, 23.08.2021წ.
მუხლი 4🔗
1. მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც ექვემდებარებიან ნაწილობრივ სუბსიდირებას და გადახდილი აქვთ/ექნებათ 2021 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე, გარდა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად მიღებული ნაწილობრივი სუბსიდირება არ უნდა იქნეს მიმართული მეწარმე სუბიექტის მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.
მუხლი 5🔗
1. მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ნაწილობრივ სუბსიდირებაზე.
2. მეწარმე სუბიექტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ნაწილობრივ სუბსიდირებაზე უარის თქმის გამარტივებული პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული იქნება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული სათანადო ელექტრონული პლატფორმა.
+
დანართი: ეკონომიკური საქმიანობების კოდები
კოდი
დასახელება
01.47
მეფრინველეობა
10.11
ხორცის გადამუშავება და კონსერვირება
10.12
შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება
10.13
ხორცის პროდუქტების წარმოება
10.20
თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება
10.31
კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება
10.39
ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და კონსერვირების სხვა სახეები
10.41
ზეთებისა და ცხიმების წარმოება
10.42
მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება
10.51
რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება
10.61
საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება
10.62
სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება
10.71
პურის წარმოება; არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების და მისთ. წარმოება
10.72
ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება
10.73
მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების
10.81
შაქრის წარმოება
10.84
სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება
10.86
ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება
10.91
მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისათვის
10.92
მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №5, 12.01.2021, სარეგისტრაციო კოდი 280000000.10.003.022557 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.08.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5080731-1/