„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.01.2021 ძალადაკარგული 04.11.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.022567
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/01/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №15

2021 წლის 15 იანვარი

 ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
1. „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ (პროგრამული კოდი:  27 04) პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

 

+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
+



სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის

2021 წლის სახელმწიფო პროგრამა


მუხლი 1. პროგრამის მიზანი

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.

მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები

პროგრამის კომპონენტებია:

ა) პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა:

ა.ა) პირველადი ჯანდაცვის ცენტრების (მათ შორის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრები) აღჭურვა;

ა.ბ) ტელემედიცინისათვის განკუთვნილი აპარატურა;

ბ) ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების სარემონტო, საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა და აღჭურვა;

გ) სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებისა და ლაბორატორიების:

გ.ა) საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, რეაბილიტაცია და აღჭურვა;

გ.ბ) წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის აღჭურვა;

დ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების (მუნიციპალიტეტების: სტეფანწმინდა, ამბროლაური, ცაგერი, ონი, ქუთაისი, თიანეთი, დმანისი, წალკა, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ლენტეხი) საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, რეაბილიტაცია და აღჭურვა;

ე) NordDRG Grouper-პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი;

ვ) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად:

ვ.ა) საიჯარო, მიწისა და ქონების გადასახადის დაფინანსება;

ვ.ბ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების შესყიდვა;

ზ) პროგრამის ადმინისტრირება;

თ) COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/ რეაბილიტაცია.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 თებერვლის დადგენილება №42 – ვებგვერდი, 03.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 ივნისის დადგენილება №305 – ვებგვერდი, 30.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №412 – ვებგვერდი, 17.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №470 – ვებგვერდი, 21.09.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №487 – ვებგვერდი, 04.10.2021წ.
მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია

ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ.ა“, „დ“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო „გ.ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 თებერვლის დადგენილება №42 – ვებგვერდი, 03.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №470 – ვებგვერდი, 21.09.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №487 – ვებგვერდი, 04.10.2021წ.
მუხლი 4. პროგრამის განხორციელება 

1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 27 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.

2. პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ.ა“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ცენტრალური აპარატი, ხოლო „გ.ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიების განმახორციელებელია სამინისტრო, მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული „COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების მართვის (WB)“ განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) მეშვეობით.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 თებერვლის დადგენილება №42 – ვებგვერდი, 03.02.2021წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №487 – ვებგვერდი, 04.10.2021წ.

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 55 926.5 ათასი ლარით:

№

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა

4 871.6

 

1.1. პირველადი ჯანდაცვის ცენტრების (მათ შორის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრების) აღჭურვა

1 631.6

 

1.2. ტელემედიცინისათვის განკუთვნილი აპარატურა

3 240.0

2

ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების სარემონტო, საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა და აღჭურვა

351.9

3

სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებისა და ლაბორატორიების  საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, რეაბილიტაცია და აღჭურვა

12 239.2

 

3.1. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, რეაბილიტაცია და აღჭურვა

 

3.2. წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის აღჭურვა

4

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების (მუნიციპალიტეტების: სტეფანწმინდა, ამბროლაური, ცაგერი, ონი, ქუთაისი, თიანეთი, დმანისი, წალკა, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ლენტეხი) საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, რეაბილიტაცია და აღჭურვა

2 601.6

5

NordDRG Grouper-პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი

283.0

6

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად:

1 351.2

 

6.1. საიჯარო, მიწისა და ქონების გადასახადის დაფინანსება

701.2

 

6.2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების შესყიდვა

650.0

7

პროგრამის ადმინისტრირება

387.0

8

COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაცია

33 841.0

 

სულ:

55 926.5

  

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 თებერვლის დადგენილება №42 – ვებგვერდი, 03.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 ივნისის დადგენილება №305 – ვებგვერდი, 30.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №412 – ვებგვერდი, 17.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №470 – ვებგვერდი, 21.09.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №487 – ვებგვერდი, 04.10.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №565 – ვებგვერდი, 03.12.2021წ.
 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ, №15, 15.01.2021, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022567 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5082278-6/