„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №15 |
|
2021 წლის 15 იანვარი ქ. თბილისი |
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ (პროგრამული კოდი: 27 04) პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
|
2021 წლის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა. მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები
პროგრამის კომპონენტებია: ა) პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის ცენტრების (მათ შორის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრები) აღჭურვა; ა.ბ) ტელემედიცინისათვის განკუთვნილი აპარატურა; ბ) ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების აღჭურვა და სარემონტო სამუშაოების შესყიდვა; გ) სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებისა და ლაბორატორიების რეაბილიტაცია/აღჭურვა; დ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულების (მუნიციპალიტეტების: ამბროლაური, ცაგერი, ონი, ქუთაისი, თიანეთი, დმანისი, წალკა, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ლენტეხი) რეაბილიტაცია; ე) NordDRG Grouper-პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი; ვ) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადი; ზ) პროგრამის ადმინისტრირება. მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია
ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 4. პროგრამის განხორციელება
1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 27 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი. მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 30 000.0 ათასი ლარით:
|
+
ქ. თბილისი
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1🔗
1. „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“. 2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ (პროგრამული კოდი: 27 04) პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.+
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია
+
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.
მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები
პროგრამის კომპონენტებია:
ა) პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა:
ა.ა) პირველადი ჯანდაცვის ცენტრების (მათ შორის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრები) აღჭურვა;
ა.ბ) ტელემედიცინისათვის განკუთვნილი აპარატურა; |
ბ) ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების სარემონტო, საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა და აღჭურვა;
გ) წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის აღჭურვა;
დ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების (მუნიციპალიტეტების: სტეფანწმინდა, ამბროლაური, ცაგერი, ონი, ქუთაისი, თიანეთი, დმანისი, წალკა, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ლენტეხი) საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, რეაბილიტაცია და აღჭურვა;
ვ) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო, მიწისა და ქონების გადასახადის დაფინანსება;
ზ) პროგრამის ადმინისტრირება;
თ) COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/ რეაბილიტაცია.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 თებერვლის დადგენილება №42 – ვებგვერდი, 03.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 ივნისის დადგენილება №305 – ვებგვერდი, 30.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №412 – ვებგვერდი, 17.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №470 – ვებგვერდი, 21.09.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №487 – ვებგვერდი, 04.10.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №623 – ვებგვერდი, 29.12.2021წ.
მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია🔗
ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 თებერვლის დადგენილება №42 – ვებგვერდი, 03.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №470 – ვებგვერდი, 21.09.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №487 – ვებგვერდი, 04.10.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №623 – ვებგვერდი, 29.12.2021წ.
მუხლი 4. პროგრამის განხორციელება🔗
2. პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ცენტრალური აპარატი, ხოლო „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიების განმახორციელებელია სამინისტრო, მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული „COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების მართვის (WB)“ განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) მეშვეობით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 თებერვლის დადგენილება №42 – ვებგვერდი, 03.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №487 – ვებგვერდი, 04.10.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №623 – ვებგვერდი, 29.12.2021წ.
პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 40 383.0 ათასი ლარით:
№
კომპონენტის დასახელება
ღირებულება (ათასი ლარი)
1
პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა4 327.4
1 497.5
2 829.9
2
ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების სარემონტო, საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა და აღჭურვა
316.7
3
წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის აღჭურვა
4 800.0
4
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების (მუნიციპალიტეტების: სტეფანწმინდა, ამბროლაური, ცაგერი, ონი, ქუთაისი, თიანეთი, დმანისი, წალკა, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ლენტეხი) საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, რეაბილიტაცია და აღჭურვა
2 363.7
5
NordDRG Grouper პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი
283.0
6
სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო, მიწისა და ქონების გადასახადის დაფინანსება
701.2
7
პროგრამის ადმინისტრირება250.0
8
COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაცია
27 341.0
40 383.0
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 თებერვლის დადგენილება №42 – ვებგვერდი, 03.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 ივნისის დადგენილება №305 – ვებგვერდი, 30.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №412 – ვებგვერდი, 17.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №470 – ვებგვერდი, 21.09.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №487 – ვებგვერდი, 04.10.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №565 – ვებგვერდი, 03.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №623 – ვებგვერდი, 29.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №624 – ვებგვერდი, 29.12.2021წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.11.2022.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ?
- „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მიღებულია 15.01.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.022567.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ-ში?
- დოკუმენტში სულ 9 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.11.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.11.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ, №15, 15.01.2021, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022567 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5082278/