1. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მიზანია ანგარიშგების თარიღისათვის ფულადი სახსრების წყაროების და გამოყენების შესახებ, ასევე, ფულადი სახსრების ნაშთების შესახებ სააღრიცხვო მონაცემებზე ინფორმაციის მიწოდება საანგარიშგებო პერიოდში საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ფულადი სახსრების ნაკადების სახით.
2. ერთეული ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას ამზადებს პირდაპირი მეთოდის შესაბამისად, რაც გულისხმობს ფულადი შემოსულობების და გადახდების მთლიანი ნაკადების აღრიცხვას საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობებიდან.
3. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში ფულადი სახსრების ნაკადების დაჯგუფება საოპერაციო, საინვესტიციო და ფინანსური საქმიანობების მიხედვით, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეაფასოს თითოეული საქმიანობის გავლენა ერთეულის ფინანსურ მდგომარეობაზე, საქმიანობის სახეებს შორის თანაფარდობა და ერთეულის ფულადი სახსრების ნაშთებ