1. ერთეულმა ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმები უნდა დააკორექტიროს იმ მაკორექტირებელი მოვლენების შედეგად, რომლებიც ერთეულისათვის ცნობილი გახდა ანგარიშგების თარიღის შემდგომ პერიოდში, ანგარიშგების დამტკიცების თარიღამდე (საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე), თუმცა, ეკუთვნის საანგარიშგებო პერიოდს.
2. ანგარიშგების თარიღის შემდგომი ისეთი მოვლენები, რომლებიც მოხდა ანგარიშგების თარიღის შემდგომ პერიოდში, ანგარიშგების დამტკიცების თარიღამდე (საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე), განიხილება არამაკორექტირებელ მოვლენად. ამასთან, ერთეულს მოეთხოვება ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში გაამჟღავნოს შინაარსობრივად ან თანხობრივად არსებითი ასეთი მოვლენებ