1. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მომზადება ხდება ვერტიკალური ფორმატით და მასში აისახება აქტივები, ვალდებულებები და წმინდა აქტივები/კაპიტალი.

2. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში მიეთითება როგორც საანგარიშგებო წლის მონაცემები ასევე, საანგარიშგებო წლის წინა წლის მონაცემები. ამასთან, წინა წლის მონაცემების ცვლილება დაუშვებელია ერთეულის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილების გარეშე, გარდა კანონმდებლობის შესაბამისად ერთეულის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და სხვ. შემთხვევებისა.

3. აქტივები და ვალდებულებები ფინანსურ ანგარიშგებაში გამიჯნულია გრძელვადიან და მოკლევადიან მუხლებად.

4. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში მოცემულია ასევე საცნობარო ანგარიშები, რომლებიც გამოიყენება ერთეულის ფინანსური მდგომარეობის და ფინანსური შედეგების შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარსადგენად. საცნობარო ანგარიშებზე ჩანაწერები კეთდება ორმაგი ჩაწერის პრინციპის (წესის) გამოყენების გარეშე, ფულად გამოსახულებაში.

5. წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული საცნობარო ანგარიშების გარდა, ერთეულს, ერთიანი მეთოდოლოგიისა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დაცვით,  უფლება აქვს დამატებით შემოიღოს საცნობარო ანგარიშები, სსბასს-ებში მოცემული განმარტებითი შენიშვნების მოთხოვნების ასახვისათვი