საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (17 მუხლი)
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №03/ნ |
|
2021 წლის 26 მარტი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
თავი I
ზოგადი დებულებანი მუხლი 1 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) (შემდგომში – ადმინისტრაცია) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2 ადმინისტრაცია არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პირველადი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 3 ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 4 დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. მინისტრი დეპარტამენტს უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II ადმინისტრაციის კომპეტენცია, სტრუქტურა და ადმინისტრაციაში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები მუხლი 5 ადმინისტრაციის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების (შემდგომში – რესურსცენტრი) საქმიანობის კოორდინაცია; ბ) სამინისტროში საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება, ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება და მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; გ) კომპეტენციის ფარგლებში მკაცრი აღრიცხვის ფორმების ენობრივი სისწორის თვალსაზრისით შემოწმება ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლებისა და ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ელექტრონული ფორმით გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა; ე) ადმინისტრაციის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ვ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება; ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და ადმინისტრაციის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6 ადმინისტრაციაში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) რეგიონალური კოორდინაციის სამმართველო; ბ) საქმისწარმოების სამმართველო; გ) ქართული ენის სამმართველო; დ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო. მუხლი 7 რეგიონალური კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების რესურსცენტრებთან საქმიანობის კოორდინაცია; ბ) რესურსცენტრებიდან პერიოდული და გადაუდებელი ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გაცემა; გ) რესურსცენტრებისათვის კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიწოდება; დ) რესურსცენტრების თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა; ე) სკოლის სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინაცია; ვ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ზ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 8 საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სისტემის საქმისწარმოების ერთიანი წესების დანერგვა და სრულყოფა; ბ) სამინისტროში ცენტრალიზებული ელექტრონული დოკუმენტბრუნვის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; გ) საქმისწარმოების საკითხებზე რეგულაციების შემუშავება და დანერგვა; დ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება; ე) სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის პირველადი დამუშავება, რეგისტრაცია და ადრესატისათვის მიწოდება; ვ) სამინისტროს არქივის მართვა, დოკუმენტების დაცულობისა და მათზე სწრაფი წვდომის უზრუნველყოფა; ზ) საქმისწარმოებისათვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების ორგანიზება და კონტროლი; თ) სამინისტროს ბრძანებათა და ადმინისტრაციული/შრომითი ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება და შენახვა; ი) სამინისტროს სახელით დადებული ხელშეკრულებების (გარდა შესყიდვის ხელშეკრულებებისა) და შეთანხმებების რეგისტრაცია და რეესტრის წარმოება; კ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, ორგანიზება და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის, საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობისა და გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზების უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროში მოქალაქეთა მისაღების მართვა; მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის, ელექტრონული ფორმით; ნ) სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება; ო) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; პ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 9 ქართული ენის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმების (გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტებისა) ენობრივი სისწორის თვალსაზრისით შემოწმება; ბ) ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და შესრულების მონიტორინგი. გ) ქართულის, როგორც უცხო ენის ფლობის დონეების სტანდარტული აღწერილობების შექმნა; დ) უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში არსებულ ქართული ენის ფაკულტეტებთან, ქართული ენის ცენტრებსა და უცხოეთის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ენობრივ საკითხებზე თანამშრომლობა; ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს სხვა უწყებებთან თანამშრომლობა; ვ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ზ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს აპარატის მოსამსახურეთა კონსულტირება; თ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 10 1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; ბ) თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება; გ) თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) უფროსებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასანიშნი მათი მოადგილეების საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება; დ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ე) სამინისტროს საშტატო ნუსხის პროექტისა და რესურსცენტრების საშტატო ნუსხების პროექტების შედგენა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ვ) საჯარო მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით კონკურსების ორგანიზება, ტესტირებისა და გასაუბრების დაგეგმვა და ჩატარება; ზ) საკონკურსო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; თ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კარიერის მართვა, დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, გადაყვანის, მობილობის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; ი) რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) უფროსებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასანიშნი მათი მოადგილეების შერჩევის მიზნით კონკურსების ორგანიზება, ტესტირებისა და გასაუბრების დაგეგმვა და ჩატარება, დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; კ) სამინისტროში დასასაქმებელ პირებთან ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა; ლ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, ასევე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნულ პირთა პირადი საქმეების შექმნა და წარმოება; მ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი დაცვის უზრუნველყოფა; ნ) სახელმწიფო ჯილდოებზე განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოღვაწეთა წარდგენის მიზნით მასალების მომზადება და პროცესის უზრუნველყოფა; ო) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა; პ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შეფასების პროცესში მონაწილეობა; ჟ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა და ამ მიზნით შესაბამისი ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; რ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კორპორატიული ფასეულობებისა და ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება და ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება; ს) სამინისტროში ახლად მიღებულ საჯარო მოსამსახურეთა ადაპტაციის პროცესის წარმართვა; ტ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია; ბრძანების პროექტების მომზადება სტაჟიორთა დანიშვნა/გათავისუფლების თაობაზე; უ) სამინისტროში ადამიანური რესურსების გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოება და პერიოდული ანალიზი; ფ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის მოძიება, სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება. სხვადასხვა სამინისტროსთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ურთიერთობა ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით; ქ) საშვების (ფიზიკური პირისათვის/ავტომანქანის) დამზადების უზრუნველყოფა; ღ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შემდეგი ბაზების წარმოება: ღ.ა) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მონაცემთა ბაზა; ღ.ბ) სამინისტროში დასაქმებულ პირებთან გაფორმებული ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების მონაცემთა ბაზა; ღ.გ) რესურსცენტრების უფროსების მონაცემთა ბაზა; ღ.დ) საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების მონაცემთა ბაზა; ღ.ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) ხელმძღვანელებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნული მათი მოადგილეების მონაცემთა ბაზა; ღ.ვ) მინისტრის მიერ დანიშნული საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორების მონაცემთა ბაზა; ღ.ზ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შვებულების/მივლინების მონაცემთა ბაზა; ღ.თ) საშვების (ფიზიკური პირისათვის/ავტომანქანის) მონაცემთა ბაზა; ყ) სამინისტროდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეთა შემოვლის ფურცლისა და სპეციალური კითხვარის შევსების ორგანიზება; შ) სამივლინებო მოწმობების გაცემისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოსათვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა; ჩ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებზე დასაქმებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ ცნობების გაცემა; ც) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ძ) მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან იმ დროს, როდესაც ვერ ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობას, სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. 6. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
თავი III ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და საჯარო მოსამსახურეები მუხლი 11 1. ადმინისტრაციაში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) ადმინისტრაციის უფროსი; ბ) ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; გ) სამმართველოს უფროსი; დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ვ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ზ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი; თ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი. 2. ადმინისტრაციაში დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 3. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით. 5. ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 12 1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი. 2. ადმინისტრაციის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 3. ადმინისტრაციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს ადმინისტრაციას დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; გ) ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის სამმართველოების მუშაობას; დ) ანაწილებს ფუნქციებს ადმინისტრაციის სამმართველოებსა და ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) ხელს აწერს და ითანხმებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას; ვ) ზედამხედველობს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ზ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა მიერ; თ) აკონტროლებს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; ი) წარუდგენს მინისტრს წლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის ბოლოს. ასევე, პერიოდულ ანგარიშებს მინისტრის მოთხოვნისამებრ; კ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს; ლ) სამინისტროს სახელით იღებს გადაწყვეტილებას და ხელს აწერს შესაბამის ბრძანებებს: ლ.ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, მათი მოადგილეებისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ფუნქციათა დაკისრების შესახებ; ლ.ბ) სამინისტროს მომსახურეთა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების შესახებ; ლ.გ) სამინისტროს მომსახურეთა შვებულებაში გასვლის შესახებ; ლ.დ) „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების საფუძველზე სტაჟირებასთან დაკავშირებით; ლ.ე) „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანების საფუძველზე სტაჟირებასთან დაკავშირებით; მ) სამინისტროს სახელით იღებს გადაწყვეტილებას და ხელს აწერს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში მომზადებულ შესაბამის კორესპონდენციას: მ.ა) ცნობა – სამსახურის ან/და ანაზღაურების შესახებ; მ.ბ) წერილი – საინფორმაციო ხასიათის კორესპონდენცია, პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან/და სადეკლარაციო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მ.გ) წერილი – საინფორმაციო ხასიათის კორესპონდენცია, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესახებ; ნ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 4. ადმინისტრაციის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში ადმინისტრაციის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, ადმინისტრაციის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. 5. ადმინისტრაციის უფროსის მიერ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს ადმინისტრაციის საქმიანობას, ასევე, ხელს აწერს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს. 6. ადმინისტრაციის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 13 1. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრული მოადგილე/მოადგილეები. 2. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს ადმინისტრაციის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას; გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის უფროსის დავალებებს; დ) ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხელს აწერს და ითანხმებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ითანხმებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსისა და მინისტრის წინაშე. 4. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან ადმინისტრაციის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 14 1. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამმართველოს და პასუხისმგებელია სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფლებამოსილებათა შესრულებაზე; გ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) ხელს აწერს და ითანხმებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანხმებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს; ე) აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ასევე, დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; ვ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ზ) ადმინისტრაციის უფროსის წინაშე შუამდგომლობს სამმართველოსათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც აუცილებელია სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებათა შესრულებისათვის; თ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის უფროსის/უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა, რეგიონალური კოორდინაციის სამმართველოს უფროსი სამინისტროს სახელით იღებს გადაწყვეტილებას რესურსცენტრის უფროსის შვებულებაში გასვლაზე თანხმობის ან უარის გაცემის თაობაზე და ხელს აწერს შესაბამის კორესპონდენციას. 3. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსისა და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის წინაშე. 4. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 15 1. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეები: ა) ახორციელებენ ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებას; ბ) ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან, დაიცვან წინამდებარე დებულება. 2. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისი სამმართველოს უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს. 3. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან ადმინისტრაციის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე. 4. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. |
+
ბრძანება №03/ნ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №154/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
+
დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №154/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი
და
მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულებასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი
+
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №154/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) (შემდგომში – ადმინისტრაცია) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №154/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
ადმინისტრაცია არის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №154/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №154/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. მინისტრი ადმინისტრაციას უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება №51/ნ - ვებგვერდი, 11.04.2022 წ.
ა) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სრულყოფის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თითოეული თანამდებობის სამუშაო აღწერილობების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შედგენა;
გ) პერსონალის შერჩევის მიზნით, კონკურსების ორგანიზება და ჩატარება, ასევე, სამინისტროს და სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება და შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმება;
დ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის ზედამხედველობა;
ე) სამინისტროს პერსონალისა და სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება, მათი პირადი საქმეების წარმოება;
ვ) სამინისტროს თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვა და შეფასების პროცესის მონიტორინგი;
ზ) სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა/ორგანიზება და ამ მიზნით შესაბამისი რესურსების მოძიება;
თ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
ი) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
კ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ლ) სამინისტროს არქივის მართვა, დოკუმენტების დაცულობისა და მათზე სწრაფი წვდომის უზრუნველყოფა;
მ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის შესაბამისად;
ნ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება;
ო) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე შესაბამის რეაგირება;
პ) საშვთა ბიუროს გამართულად და ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მისაღების მართვა;
ჟ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან, ასევე სხვა უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან მიღებული მონაცემების ანალიზი;
რ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში ტენდენციებისა და რეფორმების ანალიზი;
ს) განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ ანგარიშების, შეფასებებისა და ანალიზის მომზადება;
ტ) სხვა უწყებებთან და ორგანიზაციებთან მონაცემთა გაზიარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
უ) ანალიტიკური მიმართულების გასაძლიერებლად, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარება;
ფ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში დაგეგმილი სიახლეებისა და რეფორმების შესრულების კოორდინაცია;
ქ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ღ) სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ყ) სამინისტროს სისტემაში ინსტიტუციური გაძლიერების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
შ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროექტების დანერგვისა და განვითარების მხარდაჭერა და კოორდინაცია;
ჩ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ჩართულობის უზრუნველყოფა პროექტების განხორციელების პროცესში;
ც) საგანგებო სიტუაციების (სტიქიური მოვლენები, ინფრასტრუქტურული კრიზისები, ჯანმრთელობის სფეროს საგანგებო მდგომარეობები და სხვ.) შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ერთიანი რეაგირების კოორდინაცია;
ძ) საქართველოს კანონმდებლობითა და ადმინისტრაციის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება №51/ნ - ვებგვერდი, 11.04.2022 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 13.12.2023 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 9 ივნისის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
მუხლი 6🔗
ადმინისტრაციაში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
გ) საგანმანათლებლო პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველო;
დ) კოორდინაციისა და პროექტების მართვის სამმართველო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება №51/ნ - ვებგვერდი, 11.04.2022 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 13.12.2023 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 9 ივნისის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
მუხლი 7 (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 31 იანვრის ბრძანება №04/ნ - ვებგვერდი, 01.02.2023 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 13.12.2023 წ.
ა) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
ბ) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
გ) სამინისტროში ცენტრალიზებული ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროში შემოსული, შიდა და გასული კორესპონდენციების დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროსთვის საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს ძირითადი საქმიანობისა და საკადრო (დანიშვნა/გათავისუფლების) ელექტრონულ ბრძანებათა მატერიალური ასლების დამოწმებული სახით შენახვა;
ზ) სამინისტროს სახელით დადებული ხელშეკრულებების, შეთანხმებების (გარდა შესყიდვების ხელშეკრულებისა და შეთანხმებებისა) რეგისტრაცია, შენახვა და რეესტრის წარმოება;
თ) სამინისტროს სახელით დადებული მემორანდუმების რეგისტრაცია და შენახვა;
ი) სამინისტროს საქმისწარმოებისთვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების ორგანიზება;
კ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ კორესპონდენციების შესრულების კვარტალური და წლიური მონიტორინგი;
ლ) სამინისტროში დასაქმებული ახალი თანამშრომლებისათვის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (EFLOW) ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფა;
მ) სამინისტროში დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურის შემუშავების უზრუნველყოფა;
ნ) სამინისტროს არქივის მართვა, დოკუმენტების დაცულობისა და მათზე სწრაფი წვდომის უზრუნველყოფა;
ო) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის შესაბამისად;
პ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, ორგანიზება და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის, საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობისა და გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზების უზრუნველყოფა;
ჟ) საშვთა ბიუროს გამართულად და ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა;
რ) მოქალაქეთა მისაღების მართვა;
ს) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება;
ტ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის მომზადების უზრუნველყოფა;
უ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ფ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 9 ივნისის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
მუხლი 9 (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება №51/ნ - ვებგვერდი, 11.04.2022 წ.
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სრულყოფის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თითოეული თანამდებობის სამუშაო აღწერილობების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შედგენა;
დ) თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) უფროსებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასანიშნი მათი მოადგილეების საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;
ე) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ვ) სამინისტროს საშტატო ნუსხის პროექტისა და რესურსცენტრების საშტატო ნუსხების პროექტების შედგენა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ზ) საჯარო მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით კონკურსების ორგანიზება, ტესტირებისა და გასაუბრების დაგეგმვა და ჩატარება;
თ) საკონკურსო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
ი) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კარიერის მართვა, დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, გადაყვანის, მობილობის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
კ) რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) უფროსებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასანიშნი მათი მოადგილეების შერჩევის მიზნით კონკურსების ორგანიზება, ტესტირებისა და გასაუბრების დაგეგმვა და ჩატარება, დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
ლ) სამინისტროში დასასაქმებელ პირებთან ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა;
მ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, ასევე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნულ პირთა პირადი საქმეების შექმნა და წარმოება;
ნ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი დაცვის უზრუნველყოფა;
ო) სახელმწიფო ჯილდოებზე განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოღვაწეთა წარდგენის მიზნით მასალების მომზადება და პროცესის უზრუნველყოფა;
პ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა;
ჟ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შეფასების პროცესში მონაწილეობა;
რ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა და ამ მიზნით შესაბამისი ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ს) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კორპორატიული ფასეულობებისა და ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება და ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
ტ) სამინისტროში ახლად მიღებულ საჯარო მოსამსახურეთა ადაპტაციის პროცესის წარმართვა;
უ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია; ბრძანების პროექტების მომზადება სტაჟიორთა დანიშვნა/გათავისუფლების თაობაზე;
ფ) სამინისტროში ადამიანური რესურსების გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოება და პერიოდული ანალიზი;
ქ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის მოძიება, სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება. სხვადასხვა სამინისტროსთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ურთიერთობა ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით;
ღ) საშვების (ფიზიკური პირისათვის/ავტომანქანის) დამზადების უზრუნველყოფა;
ყ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შემდეგი ბაზების წარმოება:
ყ.ა) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მონაცემთა ბაზა;
ყ.ბ) რესურსცენტრების უფროსების მონაცემთა ბაზა;
ყ.გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) ხელმძღვანელებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნული მათი მოადგილეების მონაცემთა ბაზა;
ყ.დ) მინისტრის მიერ დანიშნული საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორების მონაცემთა ბაზა;
ყ.ე) საშვების (ფიზიკური პირისათვის/ავტომანქანის) მონაცემთა ბაზა;
შ) სამინისტროდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეთა შემოვლის ფურცლისა და სპეციალური კითხვარის შევსების ორგანიზება;
ჩ) სამივლინებო მოწმობების გაცემისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოსათვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
ც) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებზე დასაქმებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ ცნობების გაცემა;
ძ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
წ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება №51/ნ - ვებგვერდი, 11.04.2022 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 9 ივნისის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
მუხლი 101🔗
საგანმანათლებლო პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან, ასევე სხვა უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან მიღებული მონაცემების ანალიზი;
ბ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში ტენდენციებისა და რეფორმების ანალიზი;
გ) ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროს ანალიზი, შედარებითი შეფასება;
დ) განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ ანგარიშების, შეფასებებისა და ანალიზის მომზადება;
ე) სხვა უწყებებთან და ორგანიზაციებთან მონაცემთა გაზიარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ვ) ანალიტიკური მიმართულების გასაძლიერებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარება;
ზ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 9 ივნისის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
მუხლი 102🔗
კოორდინაციისა და პროექტების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში დაგეგმილი სიახლეებისა და რეფორმების შესრულების კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
გ) სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
დ) განათლების და მეცნიერების სისტემაში ინსტიტუციური გაძლიერების, სოციალური მხარდაჭერის, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური საჭიროების იდენტიფიცირება, ცვლილებების ინიცირება, საპროექტო წინადადებების მომზადება, დანერგვის ხელშეწყობა. სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების საპროექტო ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერა;
ე) მიმდინარე პროექტების დანერგვის მონიტორინგი, განვითარების მხარდაჭერა (კომპეტენციის ფარგლებში), უკუკავშირის და ეფექტიანობის შეფასება;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ჩართულობის უზრუნველყოფა პროექტების განხორციელების პროცესში;
ზ) საგანგებო სიტუაციების (სტიქიური მოვლენები, ინფრასტრუქტურული კრიზისები, ჯანმრთელობის სფეროს საგანგებო მდგომარეობები და სხვ.) შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ერთიანი რეაგირების კოორდინაცია.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 9 ივნისის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
ვ) (ამოღებულია - 08.04.2022, №51/ნ);
თ) (ამოღებულია - 08.04.2022, №51/ნ);
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება №51/ნ - ვებგვერდი, 11.04.2022 წ.
2. ადმინისტრაციის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და ზედამხედველი მინისტრის პირველი მოადგილის წინაშე.
ი) წარუდგენს მინისტრსა და მინისტრის პირველ მოადგილეს წლიურ ანგარიშს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის ბოლოს. ასევე, პერიოდულ ანგარიშებს მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის მოთხოვნისამებრ;
ლ.დ) (ამოღებულია - 12.12.2023, №134/ნ);
ლ.ე) (ამოღებულია - 12.12.2023, №134/ნ);
მ.ა) ცნობა – სამსახურის ან/და ანაზღაურების, სტაჟირების შესახებ;
მ.დ) უზრუნველყოფს სამინისტროს სახელით რეკომენდაციების გაცემას.
6. ადმინისტრაციის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება №51/ნ - ვებგვერდი, 11.04.2022 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 13.12.2023 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 9 ივნისის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
დ) ადმინისტრაციის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილებას;
დ1) ადმინისტრაციის უფროსის მიერ, ამ მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, ადმინისტრაციის უფროსის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს ადმინისტრაციის საქმიანობას, ასევე ხელს აწერს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ავიზებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
3. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის, მინისტრისა და ზედამხედველი მინისტრის პირველი მოადგილის წინაშე.
4. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან ადმინისტრაციის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება №51/ნ - ვებგვერდი, 11.04.2022 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 9 ივნისის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
ზ) (ამოღებულია - 09.06.2025, №39/ნ);
2. (ამოღებულია - 12.12.2023, №134/ნ);
4. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება №51/ნ - ვებგვერდი, 11.04.2022 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 13.12.2023 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 9 ივნისის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
4. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.09.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.03.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №03/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.022.018003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 6 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.09.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 17 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“, №03/ნ, 26.03.2021, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.022.018003 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5129540/