ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-28/ნ |
|
2021 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი |
დამტკიცდეს „ფულადი დახმარების გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №868 ბრძანება.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
+
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ფულადი დახმარების გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად.დანართი
ფულადი დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1. მიზანი🔗
ამ წესის მიზანია, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, გამოყოფილი შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ფულადი დახმარების გაცემის წესის განსაზღვრა.
მუხლი 2. გადაწყვეტილების მიღების პროცედურა🔗
1. ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე განცხადებების დამუშავებას და ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს საქართველს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).
2. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სააგენტოს მიერ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ფულადი დახმარების გაცემის პროცესის ობიექტურად წარმართვის ხელშეწყობის მიზნით, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს მის მიერ ადმინისტრირებადი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დევნილთა მონაცემებზე სააგენტოს წვდომას, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.
3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესაბამისი ქირურგიული ოპერაციის დაფინანსების თაობაზე ცნობის წარმოდგენის ნაცვლად შესაბამისი ინფორმაცია, ერთი სარკმლის პრინციპით, თავად გამოითხოვოს და მიიღოს სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსგან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. დეპარტამენტის მიერ დამუშავებული მასალები გადაეცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას (შემდგომში – კომისია).
5. კომისია განიხილავს ფულადი დახმარების გაცემის შესახებ განცხადებებს და იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას.
6. კომისიის მიერ მიღებული სარეკომენდაციო გადაწყვეტილება, დეპარტამენტის მიერ წარედგინება სააგენტოს დირექტორს, ფულადი დახმარების გაცემის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.
7. ფულადი დახმარების გაცემის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე გამოცემული სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი არის შესაბამისი თანხის გადარიცხვის საფუძველი.
8. დეპარტამენტი უზრუნველყოფს ფულადი დახმარების მიღების თაობაზე უარის თქმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირებას წერილობითი ფორმით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 28 თებერვლის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 28.02.2024წ.
მუხლი 3. ფულადი დახმარებით მოსარგებლეები და კრიტერიუმები🔗
1. ფულადი დახმარებით მოსარგებლე შეიძლება იყოს დევნილი/დევნილი ოჯახი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმს.
2. ფულადი დახმარების გაცემის კრიტერიუმებია:
ა) ოჯახის წევრის გარდაცვალება – თუ გარდაცვლილის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 001-ზე ნაკლებს;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია – თუ დევნილი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 30 001-ზე ნაკლებს;
გ) ონკოლოგიური დაავადება;
დ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი;
ე) მრავალშვილიანობა – თუ ოჯახის შემადგენლობაში არის 3 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრი;
ვ) ქირურგიული ოპერაციის საჭიროება – თუ დევნილი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 001-ზე ნაკლებს;
ზ) ომის ვეტერანის/ომში დაღუპულის ან მარჩენალდაკარგულის სტატუსი – თუ ოჯახში არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი ან ოჯახის წევრს მინიჭებული აქვს ომში დაღუპულის/მარჩენალდაკარგულის სტატუსი;
თ) მარტოხელა მშობლის/ქვრივის სტატუსი;
ი) მსხვერპლის სტატუსი - თუ დევნილს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი და იმყოფება თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში;
კ) დევნილი ოჯახის საცხოვრებელის დაიზიანება/განადგურება – თუ დევნილ ოჯახს დაუზიანდა/გაუნადგურდა საცხოვრებელი იმგვარად, რომ მასში ცხოვრება ნაწილობრივ ან სრულად შეუძლებელია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №01-74/ნ - ვებგვერდი, 24.08.2021წ.
მუხლი 4. ფულადი დახმარების გაცემის პირობებ ი🔗
1. ფულადი დახმარება ამ წესის შესაბამისად შესაძლოა გაიცეს 6 თვეში ერთხელ გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების არსებობისას დევნილი განცხადებით მომართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს. განცხადებას, გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა (პირადობის მოწმობის/პასპორტისა და დევნილის მოწმობის ასლები), თან უნდა ერთოდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდაცვალების მოწმობა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს გარდაცვალებიდან 2 თვის ვადაში;
ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ონკოლოგიური დაავადების დამადასტურებელი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია;
გ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი – სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
დ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასრულწლოვანთა დაბადების მოწმობები;
ე) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია (ფორმა № IV- 100ა, ანგარიშფაქტურა, კალკულაცია და სხვა) და სადაზღვევო კომპანიის მიერ თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (თანხის გადარიცხვის ქვითარი/საგარანტიო წერილი) ან თანხის ანაზღაურების თაობაზე წერილობითი უარი, აგრეთვე, სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცნობა მოცემულ პირზე შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ქირურგიული ოპერაციის დაფინანსების თაობაზე;
ვ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი მოწმობა;
ზ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობა, ქორწინებისა და მეუღლის გარდაცვალების მოწმობა (მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში) ან/და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
თ) „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში ყოფნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი;
ი) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დაზიანებული/განადგურებული საცხოვრებლის ფოტომასალა; მუნიციპალიტეტის და/ან შესაბამისი სამსახურის ცნობა/წერილი საცხოვრებლის დაზიანება/განადგურების შესახებ; დაზიანებული/განადგურებული საცხოვრებლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია შესაძლებელია გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ კომპეტენციის გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია გაცემული უნდა იყოს არაუმეტეს 3 თვით ადრე ამ წესის შესაბამისად წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციის თარიღამდე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №01-74/ნ - ვებგვერდი, 24.08.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.08.2024.
- როდის იქნა მიღებული „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“?
- „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 08.04.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-28/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 280090050.22.035.016856.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.08.2024.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“, №01-28/ნ, 08.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 280090050.22.035.016856 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5146268/