საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.09.2000 ძალადაკარგული 13.04.2004
ნომერი
№343
სარეგისტრაციო კოდი
200.012.004.445
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 90, 04/10/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №343

2000 წლის  29 სექტემბერი  

ქ. თბილისი  

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2003 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №392 - სსმIII, №91, 22.08.2003წ., მუხ. 783

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ო” ქვეპუნქტის და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. მაჭავარიანი

 

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2003 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №392 - სსმIII, №91, 22.08.2003წ., მუხ. 783

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამართლებრივი სტატუსი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია (შემდგომში  „ინსპექცია“) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.

2. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, ინსპექცია მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.

3. ინსპექციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბიუჯეტო და სპეციალური სახსრების ანგარიშები შესაბამის მომსახურე ხაზინაში.

მუხლი 2. ინსპექციის ბიუჯეტი

1. ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტსა და მის პროექტში ინსპექციის ბიუჯეტი გამოიყოფა ცალკე მუხლად.

2. ინსპექციას თავისი საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების, მატერიალური უზრუნველყოფის, თანამშრომელთა ანაზღაურების დონის და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უფლება აქვს გამართოს მოლაპარაკებები, შესაბამისი პროგრამებით, გრანტების და სხვა სახის დახმარების მიღების შესახებ.

მუხლი 3. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა სამართლებრივი აქტების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ამ დებულებების შესაბამისად.

მუხლი 4. ინსპექციის დებულების დამტკიცება

ინსპექციის დებულებას, ინსპექციის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

მუხლი 5. ინსპექციის ფუნქციები

ინსპექციის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მუშაობის ეფექტიანობის შემოწმება, მათ მიერ დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასა და კანონიერების დაცვაზე კონტროლი და ზედამხედველობა;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დისციპლინური (სამსახურებრივი მოკვლევა), ადმინისტრაციული, სამოქალაქო-სამართლებრივი დევნა და მათი თავიდან აცილება;

გ) საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საქმიანობის ფორმების, მეთოდების, პროცედურების რაციონალიზაციის, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების, მათ შორის კორუფციული სამართალდარღვევების ხელშემწყობი მიზეზების დადგენის და პრევენციის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის, მათ მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების სამართლებრივი დევნის პროცესში მოპოვებული მასალების და ინფორმაციის, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების და შედარებითი სამართლის წყაროების ანალიზი და განზოგადება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, მოქმედ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტების მომზადება;

დ) ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი ეთიკის წესების შემუშავება, დახვეწა და მათ შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოებისადმი ნდობის ამაღლება, მათი საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების პრევენციისა და აღმოფხვრის სფეროში მხარდაჭერის მოპოვება.

მუხლი 6. ინსპექციის დამოუკიდებლობა

1. ინსპექციის დამოუკიდებლობა მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას უზრუნველყოფილია კანონმდებლობით.

2. დაუშვებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების კანონით გაუთვალისწინებელი ჩარევა ინსპექციის და ინსპექციაში დასაქმებული სახელმწიფო მოსამსახურეების საქმიანობაში.

    თავი II

ინსპექციის უფლებამოსილება

მუხლი 7. ინსპექციის უფლებამოსილება

კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით ინსპექცია:

ა) გენერალურ ინსპექციაზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო გეგმის საფუძველზე ატარებს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის საფინანსო-სამეურნეო, კომპლექსურ და თემატურ შემოწმებებს;

ბ) ფინანსთა მინისტრთან შეთანხმების საფუძველზე ატარებს ფინანსთა სამინისტროს და მისი სისტემის ორგანოების საქმიანობის რიგგარეშე შემოწმებებს .

გ) ამოწმებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის მომწესრიგებელი კანონმდებლობით განსაზღვრული წესების, მათ შორის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, მოქმედებათა შეზღუდვას და სხვა ნორმების დაცვას;

დ) ხელმძღვანელობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთასამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მუშაობის ეფექტიანობის შემოწმებას და ამ მიზნით თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებთან, მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სახელმწიფო მოსამსახურეებთან;

ე) იღებს და განიხილავს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ფინანსთა სამინისტროში და ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოებში, მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემოსულ წერილებს, განცხადებებს და სხვა სახის კორესპონდენციას, მათ შორის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, სახაზინო დაწესებულებათა საჩივრებს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მოქმედებაზე (უმოქმედობაზე), უფლებამოსილია მოითხოვოს ამ წერილების, განცხადებების და სხვა კორესპონდენციის ასლები, დააწესოს კონტროლი მათ განხილვაზე და წარდგინებებით მიმართოს ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეებს, რომელთაც სამსახურებრივად ევალებათ მათი განხილვა;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე დისციპლინური (სამსახურებრივი მოკვლევა), სასამართლოში ადმინისტრაციული და სამოქალაქო-სამართლებრივი სარჩელის აღძვრის შესახებ;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმართავს დისციპლინურ წარმოებას (სამსახურებრივ მოკვლევას) ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი გადაცდომის გამოვლენილ ფაქტებზე;

თ) ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების მიერ სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობისას სახელმწიფოს სახელით აღძრავს ადმინისტრაციულ ან სამოქალაქო-სამართლებრივ სარჩელს სასამართლოში და მონაწილეობს მის განხილვაში როგორც მხარე ან მესამე პირი;

ი) უფლებამოსილია ადგილზე გაეცნოს, გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტური მასალა ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების სტრუქტურული ქვედანა ყოფებისა და საჯარო მოსამსახურეებისაგან;

კ) უფლებამოსილია გამოიძახოს ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეები და შესაბამისი წესით მიიღოს მათგან წერილობითი ან ზეპირი ახსნა-განმარტება.

ლ) საექსპერტო დასკვნის მიღების ან კონსულტაციის მიზნით უფლებამოსილია მოიწვიოს ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების შესაბამისი საჯარო მოსამსახურეები და მოითხოვოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისაგან კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე საჯარო მოსამსახურეების გამოცხადების უზრუნველყოფა;

მ) საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის, ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საქმიანობის ფორმების, მეთოდების, პროცედურის რაციონალიზაციის, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენის და პრევენციის მიზნით შეისწავლის, აანალიზებს და განაზოგადებს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის, მათ მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების სამართლებრივი დევნის პროცესში მოპოვებულ მასალებს და ინფორმაციას, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებას და შედარებითი სამართლის წყაროებს, ამზადებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს და მოქმედ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტებს;

ნ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოთხოვნით და წარდგინებით მიმართავს ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეებს;

ო) ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის დონის, მათდამი საზოგადოების ნდობის ამაღლების, ერთობლივი პროგრამების გან ხორციელების მიზნით კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გადასახადის გადამხდელებთან, არასამთავრობო სექტორის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან;

პ) ახორციელებს კანომდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №320 - სსმIII, №104, 17.10.2002წ., მუხ. 907

მუხლი 8. ინსპექციის მოთხოვნა

1. ინსპექცია თავის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებზე ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეებს მიმართავს მოთხოვნით:

ა) მისთვის აუცილებელი ინფორმაციის და დოკუმენტური მასალის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე;

ბ) ინსპექციაში (ინსპექციის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურესთან) გამოცხადების და/ან წერილობითი ან ზეპირი ახსნა-განმარტების მიღების თაობაზე;

გ) სხვა მოქმედების შესრულების თაობაზე.

2. ინსპექციის მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა და საჯარო მოსამსახურემ უნდა შეასრულოს მოთხოვნაში მითითებულ ვადაში.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

 მუხლი 9. ინსპექციის წარდგინება

1. ინსპექცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების სტრუქტურულ ქვედაყოფს და საჯარო მოსამსახურეს მიმართავს   წარდგინებით კანონ - მდებლობის დარღვევის, მისი გამომწვევი მიზეზების და ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრის, კანონმდებლობის დამრღვევ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების შეფარდების თაობაზე.

2. ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოს შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა და საჯარო მოსამსახურემ ინსპექციის მიერ განსაზღვრულ ან არა უგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში უნდა აცნობოს ინსპექციას წარდგინების განხილვის შედეგებისა და მიღებული ღონისძიებების შესახებ.

3. ფინანსთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა და საჯარო მოსამსახურემ უნდა აცნობოს ინსპექციას წარდგინების განხილვის თარიღი და დრო განხილვამდე არა უგვიანეს ერთი სამუშაო დღით ადრე, ხოლო ინსპექციის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს წარდგინების განხილვის პროცედურაში.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

მუხლი 10. ინსპექციის რეკომენდაცია

1. ინსპექციას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, ფინანსთა მინისტრს, ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების სტრუქტურულ ქვედანაყოფს და საჯარო მოსამსახურეს რეკომენდაციით საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის,  ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საქმიანობის ფორმების, მეთოდების, პროცედურის რაციონალიზაციის თაობაზე.

2. ინსპექციის რეკომენდაციის განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები. 

თავი III

ინსპექციის ხელმძღვანელობა

მუხლი 11. ინსპექციის უფროსი, ინსპექციის უფროსის უფლება-მოვალეობები

1. ინსპექციის საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ინსპექციის უფროსი:

ა) პერსონალურად პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის, ფინანსთა მინისტრის წინაშე და ანგარიშვალდებულია ინსპექციის მიერ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) კანონმდებლობით, ფინანსთა სამინისტროს და ამ დებულებით, მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) მოქმედებს ინსპექციის სახელით და წარმოადგენს ინსპექციას სახაზინო დაწესებულებებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობებში;

დ) ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს, ამტკიცებს ინსპექციის რეგლამენტს, შინაგანაწესს და ინსპექციის საქმიანობის მარეგულირებელ ინსტრუქციებს;

ე) (ამოღებულია - 09.10.2019, №320);

ვ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური (სამსახურებრივი მოკვლევა), წარმოების განხორციელების შესახებ;

თ) მოთხოვნით და წარდგინებით მიმართავს ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებს;

ი) ფინანსთა მინისტრს, სამინისტროს ბიუჯეტის პროექტში შესატანად, წარუდგენს წინადადებებს ინსპექციის ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურისა და საერთო მოცულობის შესახებ;

კ) ფინანსთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსპექციის ხარჯთაღრიცხვას;

ლ) განკარგავს ინსპექციისათვის ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებსა და სპეცსახსრების თანხებს;

მ) ფინანსთა მინისტრთან ათანხმებს ინსპექციის საშტატო რიცხოვნობასა და სტრუქტურას;

ნ) ფინანსთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს თავისი მოადგილეების კანდიდატურებს;

ო) ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის სამმართველოების უფროსებს;

პ) თანამდებობაზე ნიშნავს და კანონით დადგენილი წესით თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს, ამ მუხლის მეორე პუნქტის „ნ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად წყვეტს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების დისციპლინარული პასუხისმგებლობის და წახალისების საკითხებს;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს მოადგილეების, ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების და ინსპექციის საჯარო მოსამსახურეთა პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ამტკიცებს მათ თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

ს) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს ინსპექციის საქმიანობის შედეგების შესახებ;

ტ)  ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №320 - სსმIII, №104, 17.10.2002წ., მუხ. 907

მუხლი 12. ინსპექციის უფროსის მოადგილეები

1. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები.

2. ინსპექციის უფროსის მოადგილეები ხელს უწყობენ ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაში და ასრულებენ ინსპექციის უფროსის დავალებებს. მოადგილეების უფლებამოსილებას განსაზღვ - რავს ინსპექციის უფროსი.

3. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

მუხლი 13. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები

1. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები თანამდებობებზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან ინსპექციის უფროსის მიერ, თუ კანონმდებლობით და ამ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების უფლებამოსილება განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და ინსპექციის უფროსის ბრძანებებით.

    თავი IV

ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ფუნქციები

მუხლი 14. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფები

ინსპექციის შემადგენლობაში შედიან შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველო;

ბ) კონტროლისა და აუდიტის სამმართველო;

გ) სამართლებრივ საკითხთა და ანალიზის სამმართველო;

დ) ინსპექციის აპარატი;

ე) სპეციალურ დავალებათა სამმართველო;

ვ) ინსპექციის ბუღალტერია.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 25 მარტის ბრძანება №156 - სსმIII, №29, 27.03.2002წ., მუხ. 248

მუხლი 15. სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველო

1. სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველო:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების გამოვლენის და მხილებულ პირთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს დისციპლინურ (სამსახურებრივი მოკვლევა) დევნას;

ბ) იხილავს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ფინანსთა სამინისტროში და ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოებში შემოსულ წერილებს, განცხადებებს და სხვა სახის კორესპონდენციას, მათ შორის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, სახაზინო დაწესებულებათა საჩივრებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მოქმედებაზე (უმოქმედობაზე);

გ) დისციპლინური   დევნის (სამსახურებრივი მოკვლევა) წარმოების პროცესში ცალკეული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში აანალიზებს სამართალდარღვევების გამომწვევ და   ხელშემწყობ მიზეზებს.

2. სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

3. სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილეები.

4. სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოში იქმნება 2 განყოფილება, რომელთა ფუნქციებს გან - საზღვრავს ინსპექციის უფროსი.

5. სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს საქმიანობას აწესრიგებს სამმართველოს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2003 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №392 - სსმIII, №91, 22.08.2003წ., მუხ. 783

  მუხლი 16. კონტროლისა და აუდიტის სამმართველო

1. კონტროლისა და აუდიტის სამმართველო:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მუშაობის ეფექტიანობის შემოწმების, მათ მიერ დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასა და კანონიერების დაცვაზე კონტროლისა და ზედამხედველობის მიზნით ატარებს საფინანსო-სამეურნეო და სხვა სახის, მათ შორის კომპლექსურ შემოწმებებს;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აანალიზებს შემოწმებების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების წარმომშობ და ხელშემწყობ მიზეზებს.

2. კონტროლისა და აუდიტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

3. კონტროლისა და აუდიტის სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე.

4. კონტროლისა და აუდიტის სამმართველოში იქმნება 3 განყოფილება, რომელთა ფუნქციებს განსაზღვრავს ინსპექციის უფროსი.

5. კონტროლისა და აუდიტის სამმართველოს საქმიანობას აწესრიგებს სამმართველოს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №320 - სსმIII, №104, 17.10.2002წ., მუხ. 907

მუხლი 16​1. სპეციალურ დავალებათა სამმართველო

1. სპეციალურ დავალებათა სამმართველო:

ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის დავალების საფუძველზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე, ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს და მისი ორგანოების რიგგარეშე კომპლექსურ, საფინანსო-სამეურნეო და თემატურ შემოწმებებს;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის დავალების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მისი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის რთული სპეციფიკის ფაქტებზე ახორციელებს დისციპლინურ (სამსახურებრივი მოკვლევა) დევნას;

გ) დისციპლინური (სამსახურებრივი მოკვლევა) დევნისა და შემოწმებების პროცესში მოპოვებული მასალების საფუძველზე , თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აანალიზებს სამართალდარღვევათა გამომწვევ მიზეზებსა და ხელშემწყობ პირობებს.

2. სპეციალურ დავალებათა სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის დებულებით და იმ სამართლებრივი აქტებით, რომლითაც განსაზღვრულია გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დისციპლინური (სამსახურებრივი მოკვლევა) დევნისა და შემოწმებების ჩატარების წესი.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 25 მარტის ბრძანება №156 - სსმIII, №29, 27.03.2002წ., მუხ. 248

მუხლი 17. სამართლებრივ საკითხთა და ანალიზის სამმართველო

1. სამართლებრივ საკითხთა და ანალიზის სამმართველო:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის, მათ მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების სამართლებრივი დევნის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების, უცხოური გამოცდილების და შედარებითი სამართლის მასალების შესწავლის, განზოგადებისა და ანალიზის შედეგად შეიმუშავებს წინადადებებს და რეკომენდაციებს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების საქმიანობის ფორმების, მეთოდების, პროცედურების რაციონალიზაციის, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენის და პრევენციის მიზნით;

ბ) კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი წესით სასამართლოში აღძრავს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლებრივ წარმოებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მიერ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის განხორციელებისას სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების ან კანონმდებლობის დარღვევის სხვა ფაქტებზე, წარმოადგენს ინსპექციას სასამართლოში როგორც მხარე ან მესამე პირი;

გ) (ამოღებულია - 01.11.2001, №771);

დ) (ამოღებულია - 01.11.2001, №771).

2. (ამოღებულია - 25.03.2002, №155).

3. სამართლებრივ საკითხთა და ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

4. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე.

5. სამართლებრივ საკითხთა და ანალიზის სამმართველოს საქმიანობას აწესრიგებს სამმართველოს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 14 თებერვლის ბრძანება №75  - სსმIII, №15, 20.02.2001წ., მუხ.136

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 25 მარტის ბრძანება №155 - სსმIII, №29, 27.03.2002წ., მუხ. 247

მუხლი 17​1. ინსპექციის აპარატი

1. ინსპექციის აპარატი:

ა) ახორციელებს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ, ინფორმაციულ და კოორდინაციულ უზრუნველყოფას;

ბ) უზრუნველყოფს ინსპექციის საქმისწარმოების ორგანიზაციას, ინსპექციაში შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას და საკონტროლო დავალებათა შესრულების ორგანიზაციას, კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ინსპექციის მოსამსახურეების პირადი საქმეების შედგენას, საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებასა და საარქივო საქმის წარმოებას;

გ) უზრუნველყოფს ინსპექციაში ჩასატარებელი თათბირების ორგანიზაციას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მისი სისტემის ორგანოების საჯაროობისა და გამჭირვალობის დონის, მათდამი საზოგადოების ნდობის ამაღლების, ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიზნით კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საერთაშოროსო ორგანიზაციებთან, გადასახადის გადამხდელებთან, არასამთავრობო სექტორის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;

ე) უზრუნველყოფს ინსპექციის კომპიუტერიზაციას, ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულ ფუნქციონირებას, მის გაუმჯობესებასა და სრულყოფას, საპროექტო, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვას, ორგანიზებასა და შესრულების კონტროლს.

2. ინსპექციის უფროსის აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი.

3. აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე.

4. აპარატის უფროსს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი.

5. ინსპექციის აპარატის საქმიანობას აწესრიგებს აპარატის დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

მუხლი 18. ინსპექციის ბუღალტერია

1. ინსპექციის ბუღალტერია უზრუნველყოფს ინსპექციის ნაერთი ბალანსის და ბიუჯეტის შედგენას, საბუღალტრო აღრიცხვა - ანგარიშგებისა და საბუღალტრო საქმის წარმართვას.

2. ინსპექციის ბუღალტერიას ხელმძღვანელობს ინსპექციის მთავარი ბუღალტერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი.

3. ინსპექციის ბუღალტერია უშუალოდ ექვემდებარება გენერალური ინსპექციის უფროსს.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

 მუხლი 19. საგანგებო ერთობლივი ჯგუფი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების საჯარო მოსამსახურეების მიერ ჩადენილ განსაკუთრებით რთულ და მნიშვნელოვან საქმეებზე სამართლებრივი დევნის მიზნით ინსპექციის უფროსს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებისაგან შეუძლია შექმნას საგანგებო ერთობლივი ჯგუფი.

2. საგანგებო ერთობლივი ჯგუფის ხელმძღვანელს ნიშნავს ინსპექციის უფროსი.

3. ინსპექციის უფროსს უფლება აქვს ფინანსთა მინისტრს მიმართოს წარდგინებით საგანგებო ერთობლივ ჯგუფში ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების სხვა საჯარო მოსამსახურეების შეყვანის თაობაზე.

მუხლი 20. ინსპექციის უფროსის სათათბირო ორგანო

1. ინსპექციის საქმიანობის სტრატეგიის, მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავების, ინსპექციის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვის მიზნით ინსპექციის უფროსის მოადგილეების, ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების, აგრეთვე ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირების შემადგენლობით იქმნება ინსპექციის უფროსის სათათბირო ორგანო  კოლეგია.

2. ინსპექციის სათათბირო ორგანოს სხდომების პერიოდულობას და საქმიანობის წესს განსაზღვრავს კოლეგიის რეგლამენტი, რომელსაც ამტკიცებს ინსპექციის უფროსი.

 მუხლი 21. გარე მონიტორინგის საბჭო

1. ამ დებულების მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ინსპექციასთან იქმნება გარე მონიტორინგის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან გადასახადის გადამხდელთა, არასამთავრობო სექტორის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების და საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობების მიერ მოვლენილი პირები.

2. გარე მონიტორინგის საბჭოს დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ინსპექციის უფროსის ბრძანებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №343, 29.09.2000, სარეგისტრაციო კოდი 200.012.004.445 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.08.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51502-6/