ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.05.2021 ბოლო ცვლილება 16.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№246
სარეგისტრაციო კოდი
300280000.10.003.022802
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №246

2021 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ
+
მუხლი 1
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჰ​60“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ელექტროენერგიის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში მიიჩნევა ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოდ, თუ იგი წინა წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ხელთ არსებული მონაცემებით, თავისი მაჩვენებლების მიხედვით, არ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოს და ამავე დროს მიერთებულია მხოლოდ:

ა) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე 2024 წლის 1 იანვრამდე;

ბ) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 500 კვტ-ს 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე;

გ) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 200 კვტ-ს 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე;

დ) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 80 კვტ-ს 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე;

ე) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 50 კვტ-ს 2027 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 12.01.2023წ.

+
მუხლი 2
ყოველი საანგარიშო წლისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული  საწარმოს იდენტიფიცირების მიზნებისთვის, სამსახური ყოველი წლის არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა (გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), აწვდის პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოების სიას ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს – ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს.
+
მუხლი 3
1. 2021 წლისთვის, 1 ივლისიდან დაწყებული პერიოდისთვის, ელექტროენერგიის სექტორში მცირე საწარმოს იდენტიფიცირების მიზნებისთვის გამოიყენება საწარმოების 2019 წლის მონაცემები.

2. სამსახურმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიწოდება ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისთვის – ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისთვის უნდა უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.

+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ“, №246, 31.05.2021, სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.022802 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.01.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5180807-1/