ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.05.2021 ბოლო ცვლილება 16.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№246
სარეგისტრაციო კოდი
300280000.10.003.022802
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №246

2021 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ
+
მუხლი 1
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჰ​​60“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ელექტროენერგიის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში მიიჩნევა ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოდ, თუ იგი წინა წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ხელთ არსებული მონაცემებით, თავისი მაჩვენებლების მიხედვით, არ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოს, არ წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას, არ არის ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტი/სადგური და ამავე დროს მიერთებულია მხოლოდ:

1. 0.4 კვ ძაბვის ქსელზე 2025 წლის 1 იანვრამდე.

2. 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 500 კვტ-ს 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე.

3. 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 200 კვტ-ს 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე.

4. 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 80 კვტ-ს 2027 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე.

5. 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 50 კვტ-ს 2028 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 12.01.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №542 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.
+
მუხლი 2
ყოველი საანგარიშო წლისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული  საწარმოს იდენტიფიცირების მიზნებისთვის, სამსახური ყოველი წლის არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა (გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), აწვდის პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოების სიას ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს – ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს.
+
მუხლი 3
1. 2021 წლისთვის, 1 ივლისიდან დაწყებული პერიოდისთვის, ელექტროენერგიის სექტორში მცირე საწარმოს იდენტიფიცირების მიზნებისთვის გამოიყენება საწარმოების 2019 წლის მონაცემები.

2. სამსახურმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიწოდება ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისთვის – ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისთვის უნდა უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.

+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ“, №246, 31.05.2021, სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.022802 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5180807-2/