“ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.02.2001 ძალადაკარგული 02.05.2013
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
040.040.040.12.201.004.658
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 28/02/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.040.020.12.201.004.658

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №3

2001 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ

„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11, მე-13, და მე-15 მუხლების საფუძველზე დამტკიცდეს ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის თანდართული დებულება.

ზ. გაიპარაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 11 ივლისის ბრძანება №3/180-სსმIII, №94, 14.07.2006წ.; მუხ.1250

 

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

I. ზოგადი დებულება

1. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის განსახორციელებლად და ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების აღრიცხვისათვის იქმნება ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრი.

2. რეესტრი იქმნება „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

 

II. რეესტრში გატარების უფლება

3. რეესტრში ტარდება:

ა) ბავშვთა კავშირი, რომლის წესდებით განსაზღვრული საქმიანობის მიზანია უფლებებისა და თავისუფლების დაცვა;

ბ)ახალგაზრდული კავშირი, რომლის წესდებით განსაზღვრულია, რომ წევრთა არანაკლებ 2/3 არის 26 წლამდე ასაკის საერთო ინტერესების მქონე მოქალაქე, გაერთიანებული თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად;

გ) ის კავშირები, რომლებიც აერთიანებენ ბავშვთა და/ან ახალგაზრდულ კავშირებს;

დ) რეესტრში კავშირი ტარდება ერთხელ.

 

III. რეესტრში შეტანისა და რეესტრიდან ამოღების წესი

4. ,,ბავშვთა“ ან „ახალგაზრდული“ სტატუსის მქონე კავშირმა, რომელსაც სურს სახელმწიფოსაგან ფინანასური დახმარება, კანონმდებლობით დადგენილი რეგისტაციის შემდეგ უნდა წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს განცხადება რეესტში გატარების შესახებ.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 11 ივლისის ბრძანება №3/180-სსმIII, №94, 14.07.2006წ.; მუხ.1250

5. რეესტ რ ში გასატარებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

ა) კავშირის წე ს დება (ასლი);

ბ) შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობა (ასლი).

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 11 ივლისის ბრძანება №3/180-სსმIII, №94, 14.07.2006წ.; მუხ.1250

6. რეესტრში გატარებულ კავშირს ეძლევა შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობა.

7. რეესტრში გატარებულ ორგანიზაციას ეძლევა შესაბამისი ნომერი და აღირიცხება საინფორმაციო ბანკში.

8. კავშირის რეესტრიდან ამოღების საფუძვლებს წარმოადგენს:

ა) კავშირის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;

ბ) კავშირის განცხადება რეესტრიდან გასვლის შესახებ.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 11 ივლისის ბრძანება №3/180-სსმIII, №94, 14.07.2006წ.; მუხ.1250

9. კავშირი რეესტრიდან გამოსულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს წარუდგენს კავშირის ფინანსურ ანგარიშს სახელმწიფოსაგან მიღებული თანხების გამოყენების ან დაბრუნების შესახებ.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 11 ივლისის ბრძანება №3/180-სსმIII, №94, 14.07.2006წ.; მუხ.1250

 

IV. დასკვნითი დებულებები

10. რეესტრის დებულებას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 11 ივლისის ბრძანება №3/180-სსმIII, №94, 14.07.2006წ.; მუხ.1250

11. რეესტრის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეაქვს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 11 ივლისის ბრძანება №3/180-სსმIII, №94, 14.07.2006წ.; მუხ.1250

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება “ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ”, №3, 15.02.2001, სარეგისტრაციო კოდი 040.040.040.12.201.004.658 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51910-1/