“სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.02.2001 ბოლო ცვლილება 11.05.2018
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
040.040.040.12.201.004.656
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 28/02/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №2

2001 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ

"ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების საფუძველზე, დამტკიცდეს სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ თანდართული დებულება.

ზ. გაიპარაშვილი

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ

 

I. ზოგადი დებულება

1. საქართველოში სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად გრანტების მოსაპოვებელი კონკურსი ბავშვებსა და ახალგაზრდებზე, აგრეთვე მათ კავშირებზე სახელმწიფო ზრუნვის გამოხატულებაა და წარმოადგენს სტიმულირების ფორმას კავშირების წევრთა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში მონაწილეობისათვის.

2. სახელმწიფოს მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსება – ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით, ფინანსური სახსრების გრანტის წესით გადაცემა, "ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

II. კონკურსში მონაწილენი

3. სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების მისაღებად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს რეესტრში გატარებულ ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 20 მარტის ბრძანება №3/60-სსმIII, №42, 30.03.2006წ.; მუხ.480

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №41-სსმIII, №108, 31.08.2010წ.; მუხ.1686

 

III. კონკურსის ჩატარების ვადები, წესები და პირობები

4. წარმოდგენილი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებს.

5. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან გრანტის წესით მიღებული თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ პროგრამების პროექტში განსაზღვრული მიზნებისათვის.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №41-სსმIII, №108, 31.08.2010წ.; მუხ.1686

6. კონკურსი ტარდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №41-სსმIII, №108, 31.08.2010წ.; მუხ.1686

 

IV. სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების წარდგენისა და შერჩევის წესი

7. პროგრამების პროექტების წარდგენის ვადებს აწესებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სამინისტროს სათათბიროსთან ერთად.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 20 მარტის ბრძანება №3/60-სსმIII, №42, 30.03.2006წ.; მუხ.480

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №41-სსმIII, №108, 31.08.2010წ.; მუხ.1686

8. პროგრამების პროექტში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია პროექტის ავტორთა შესახებ. პრობლემის განსაზღვრა, პროექტის მიზანი, მოსალოდნელი შედეგები, სამუშაო და ხარჯთაღრიცხვა.

9. ზემოჩამოთვლილი პირობებისა და გამოყოფილი სახსრების გათვალისწინებით პროგრამების პროექტებს კონკურსის წესით განიხილავს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 20 მარტის ბრძანება №3/60-სსმIII, №42, 30.03.2006წ.; მუხ.480

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №41-სსმIII, №108, 31.08.2010წ.; მუხ.1686

10. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროგრამების პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე, წყვეტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 20 მარტის ბრძანება №3/60-სსმIII, №42, 30.03.2006წ.; მუხ.480

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №41-სსმIII, №108, 31.08.2010წ.; მუხ.1686

10​1. პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხ ზე გადაწყვეტილების მიღებამდე  სათათბიროს უფლება აქვს, რომ  საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საშუალებით პროექტის წარმომდგენ ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირს მიმართოს რეკომენდაციით წარმოდგენილი პროექტის ფინანსურ პარამეტრებში კორექტივების შეტანისა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებით წარმოდგენის თაობაზე, თუ  მოცემული პროექტის შინაარსობრივი ნაწილი შეესაბამება სათათბიროს მიერ განსაზღვრულ დასაფინანსებელ პრიორიტეტებს და ამ მხრივ მიზანშეწონილია მისი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერ ა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №01/236, ვებგვერდი - 15.04.2013წ.

11. კონკურსზე გამარჯვებულ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისა და პროექტების დაფინანსებას ახორციელებს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

12. კავშირი მიღებული სახსრების ხარჯვის შესახებ ანგარიშვალდებულია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების წინაშე.

13. კავშირი ვალდებულია წარუდგინოს მოხსენება სათათბიროს გაწეული მუშაობის შესახებ.

14. სათათბიროს წევრები პრიორიტეტების მიხედვით განიხილავენ კავშირების მიერ განსახორციელებელი პროექტების ანგარიშს და წარუდგენენ სათათბიროს დასკვნებს.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება “სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ”, №2, 15.02.2001, სარეგისტრაციო კოდი 040.040.040.12.201.004.656 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52060-3/