საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.02.2001 ბოლო ცვლილება 11.06.2018
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010.040.020.12.201.004.657
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 28/02/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №4

2001 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ

"ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ’’ კანონის მე-10 და მე-15 მუხლების საფუძველზე დამტკიცდეს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს თანდართული დებულება.

ზ. გაიპარაშვილი

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

I. ზოგადი დებულება

1. სათათბირო იქმნება "ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე.

 

II. სათათბიროს ძირითადი მიზნები და ამოცანები

სათათბიროს ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

2. რეესტრში გატარებული ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი კოორდინაცია.

3. დასაფინანსებელი პრიორიტეტების განსაზღვრა.

4. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში გატარებულ ორგანიზაციათა პროექტების დაფინანსების საკითხის კონკურსის წესით გადაწყვეტა.

 

III. სათათბიროს საქმიანობა და შემადგენლობა

5. სათათბიროს საქმიანობის ძირითადი ფორმაა სათათბიროს სხდომები, რომლებიც მოიწვევა წელიწადში არანაკლებ ორჯერ.

6. სათათბიროში წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ბავშვთა, ასევე ახალგაზრდული კავშირები.

7. სათათბიროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სათათბიროს წევრთა უბრალო უმრავლესობა.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №3/437-სსმIII, №151, 23.12.2004წ.; მუხ.1370

8. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარეს და წევრთა არანაკლებ 1/3- ს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მოიწვიონ სათათბიროს რიგგარეშე სხდომა.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №3/437-სსმIII, №151, 23.12.2004წ.; მუხ.1370

9. სათათბირო შედგება თხუთმეტი წევრისაგან, რომელთაგან 6 წევრს წარადგენს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი რეესტრში გატარებულ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებიდან, ხოლო 8 წევრს ნიშნავს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003 წლის 21 აპრილის ბრძანება №12-სსმIII, №39, 01.05.2003წ.; მუხ.348

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №3/437-სსმIII, №151, 23.12.2004წ.; მუხ.1370

10. სათათბიროს თავმჯდომარეა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №3/437-სსმIII, №151, 23.12.2004წ.; მუხ.1370

11. სათათბირო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ერთობლივი განხილვის გზით, ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას. სათათბიროს გადაწყვეტილება ფორმდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №3/437-სსმIII, №151, 23.12.2004წ.; მუხ.1370

12. სათათბიროს წევრთა უფლებამოსილება განისაზღვრება ორი წლით.

 

IV. სათათბიროს წევრობა და უფლება-მოვალეობანი

13. სათათბიროს წევრებს უფლება აქვთ:

ა) შეიტანონ თავისი წინადადებები და რეკომენდაციები სათათბიროს მიერ განსახილველი ნებისმიერი საკითხების შემუშავებაში.

ბ) მონაწილეობა მიიღონ სათათბიროში წარმოდგენილი წინადადებების განხილვაში;

გ) მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში.

14. სათათბიროს წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს სათათბიროს საქმიანობაში, დაესწროს სხდომებს;

ბ) დაიცვას წინამდებარე დებულება;

გ) სათათბიროს წევრი, რომელიც არის იმ კავშირის წევრი, რომლის მიერ წარმოდგენილი პროექტის განხილვაც მიმდინარეობს სათათბიროს სხდომაზე, არ მონაწილეობს აღნიშნული პროექტის კენჭისყრაში.

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003 წლის 21 აპრილის ბრძანება №12-სსმIII, №39, 01.05.2003წ.; მუხ.348

15. სათათბიროს წევრის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) სათათბიროს სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა;

ბ) წარმოდგენილი კავშირის ლიკვიდაცია;

გ) წევრის წარმოდგენილი კავშირიდან გასვლა;

დ) პირადი განცხადება.

16. სათათბიროს წევრის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტისას შესაბამისი კავშირი და საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი ცვლის სათათბიროს წევრის კანდიდატურას.

 

V. სათათბიროს მართვა

17. სათათბიროს საქმიანობის საერთო კოორდინაციას და ხელმძღვანელობას, კოლეგიალობის პრინციპის დაცვით, ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მეშვეობით.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №3/437-სსმIII, №151, 23.12.2004წ.; მუხ.1370

18. სათათბიროს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №3/437-სსმIII, №151, 23.12.2004წ.; მუხ.1370

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №4, 15.02.2001, სარეგისტრაციო კოდი 010.040.020.12.201.004.657 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52066-2/