საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.02.2001 ძალადაკარგული 26.08.2019
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
040.050.000.12.201.004.659
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 28/02/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №5

2001 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ

„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12, მე-15 მუხლის საფუძველზე:

1. შეიქმნას საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. დამტკიცდეს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის თანდართული დებულება.

ზ. გაიპარაშვილი

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა  

I. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
  2. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, კანონქვემდებარე აქტებით და წინამდებარე დებულებით.
   3. ფონდს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ფონდის სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი და საკუთარი ანგარიში.
   4. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის  სამინისტრო.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 ივლისის ბრძანება №3/125-სსმIII, №73, 19.07.2004წ.; მუხ.64

5. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №49ა.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 ივლისის ბრძანება №3/125-სსმIII, №73, 19.07.2004წ.; მუხ.64

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 24 მაისის ბრძანება №3/152-სსმIII, №72, 30.05.2006წ.; მუხ.900

 

II. ფონდის მიზნები და ამოცანები

6. ფონდის მიზნები და ამოცანებია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან არსებული სათათბიროს გადაწყვეტილებით, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში გატარებულ ორგანიზაციათა პროგრამების, ღონისძიებებისა და პროექტების დაფინანსება და ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კონტროლი ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 ივლისის ბრძანება №3/125-სსმIII, №73, 19.07.2004წ.; მუხ.64

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 24 მაისის ბრძანება №3/152-სსმIII, №72, 30.05.2006წ.; მუხ.900

III. ფონდის უფლება-მოვალეობანი

7. ქვეყანაში დადგენილი წესების დაცვით დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად ფონდს, თავისი კომპეტენციის ფაგლებში, უფლება აქვს:
  ა) მოამზადოს საკითხები ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის კომპეტენციის სფეროებიდან და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს;
  ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად განსაზღვროს ფონდის სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებანი;
  გ) იმოქმედოს საქართველოს კანონის „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;
   დ) მიიღოს შემოწირულობანი საქართველოს და საზღვარგარეთის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
   ე) მიიღოს გრანტი დადგენილი წესით;
   ვ) პოპულარიზაცია გაუწიოს საკუთარ საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
   ზ) ორგანიზება გაუწიოს ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 ივლისის ბრძანება №3/125-სსმIII, №73, 19.07.2004წ.; მუხ.64

IV. ფონდის სახსრები

8. ფონდის სახსრები ფორმირდება:
     ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;
   ბ) საქართველოს და საზღვარგარეთის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული შემოწირულობებით;
     გ) გრანტებით;
     დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 ივლისის ბრძანება №3/125-სსმIII, №73, 19.07.2004წ.; მუხ.64

V. ფონდის სახელმწიფო კონტროლი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 ივლისის ბრძანება №3/125-სსმIII, №73, 19.07.2004წ.; მუხ.64

9. ფონდის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 ივლისის ბრძანება №3/125-სსმIII, №73, 19.07.2004წ.; მუხ.64

10. ფონდის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 ივლისის ბრძანება №3/125-სსმIII, №73, 19.07.2004წ.; მუხ.64

11. საქმიანობას, რომლისათვისაც საჭიროა სპეციალური თანხმობა, ფონდი განახორციელებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სათანადო უფლებამოსილი ორგანოებისაგან თანხმობის მიღების შემდეგ.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 ივლისის ბრძანება №3/125-სსმIII, №73, 19.07.2004წ.; მუხ.64

VI. ფონდის ხელმძღვანელობა

12. ფონდს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 ივლისის ბრძანება №3/125-სსმIII, №73, 19.07.2004წ.; მუხ.64

13. დირექტორი:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად წყვეტს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს;

ბ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს ფონდის სახელით, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;

დ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის საქმიანობას.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 24 მაისის ბრძანება №3/152-სსმIII, №72, 30.05.2006წ.; მუხ.900

VII. დასკვნითი დებულებები

14. ფონდის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს ფონდის დირექტორი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 ივლისის ბრძანება №3/125-სსმIII, №73, 19.07.2004წ.; მუხ.64

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 24 მაისის ბრძანება №3/152-სსმIII, №72, 30.05.2006წ.; მუხ.900

15. ფონდის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.

16. ფონდის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 ივლისის ბრძანება №3/125-სსმIII, №73, 19.07.2004წ.; მუხ.64

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 24 მაისის ბრძანება №3/152-სსმIII, №72, 30.05.2006წ.; მუხ.900

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“, №5, 15.02.2001, სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.12.201.004.659 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52072-2/