“საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.060.000.15.012.004.782
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის დადგენილება №5
2001 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე
საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე სატარიფო სისტემის მოწესრიგების მიზნით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 46-ე და 47-ე მუხლების, 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის და „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-7 მუხლების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:
1. დამტკიცდეს „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები” (თან ერთვის).
2. საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები მტკიცდება მომხმარებლებისათვის საერთაშორისო სატელეფონო კავშირით გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის მიზნით და მათი დაცვა სავალდებულოა ნებისმიერი პირისათვის, რომელიც ლიცენზიის საფუძველზე ეწევა საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას.
3. დადგინდეს საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების დასრულების ტარიფის ქვედა ზღვარი 14 თეთრის ოდენობით, ხოლო ზედა ზღვარი თავისუფალია. საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების დასრულება ამ დადგენილების მიზნებისათვის ნიშნავს საერთაშორისო გამოძახების საქართველოს ტერიტორიაზე საბოლოო მომხმარებლამდე გატარებას. ლიცენზიის მფლობელებმა საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების დასრულების ტარიფი შეუსაბამონ წინამდებარე დადგენილების ამ მუხლის მოთხოვნებს დადგენილების ამოქმედებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში.
31. გადახდის წინასწარი ფორმისა და ყოველი დაკავშირებისას მომხმარებლის მიერ აკრეფის რთული ფორმის გამოყენებით (ქვეყნის კოდის აკრეფამდე არანაკლებ ათი ციფრის აკრეფა) საქართველოდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებების განხორციელებისას ამ დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ქვედა ზღვრული ტარიფები მცირდება 30%-ით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №7-სსმIII, №118, 02.11.2001წ.; მუხ.851
4. საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები მოცემულია დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
5. ლიცენზიის მფლობელებმა საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფები შეუსაბამონ წინამდებარე დადგენილების მოთხოვნებს დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში და უზრუნველყონ მომხმარებლებზე შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
6. ლიცენზიის მფლობელებმა წინამდებარე დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების ფარგლებში მათ მიერ შემოღებულ მომსახურების ტარიფზე, სათანადო გაანგარიშებით.
7. დაევალოს კომისიის აპარატის ეკონომიკურ სამსახურს ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში შეისწავლოს, გააანალიზოს დადგენილების შესრულების შედეგები და წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები.
8. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №7-სსმIII, №118, 02.11.2001წ.; მუხ.851
საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები (მომსახურების ერთ წუთზე)
|
| საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების მიმართულება | ზღვრული ტარიფები | |
| ქვედა ზღვრული ტარიფი (ლარი) | ზედა ზღვრული ტარიფი (ლარი) | ||
| 1. | რუსეთი | 0.40 | 0.90 |
| 2. | დსთ-ი ს სხვა ქვეყნები | 0.60 | 1.10 |
| 3. | ევროპის ქვეყნები | 0.70 | 1.25 |
| 4. | აშშ და კანადა | 1.00 | 1.55 |
| 5. | მსოფლიოს სხვა ქვეყნები | 0.80 | X |
შენიშვნა: X – ზედა ზღვრული ტარიფი არ დგინდება.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.060.000.15.012.004.782
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის დადგენილება №5
2001 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე
საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე სატარიფო სისტემის მოწესრიგების მიზნით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 46-ე და 47-ე მუხლების, 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის და „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-7 მუხლების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:
1. დამტკიცდეს „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები” (თან ერთვის).
2. საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები მტკიცდება მომხმარებლებისათვის საერთაშორისო სატელეფონო კავშირით გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის მიზნით და მათი დაცვა სავალდებულოა ნებისმიერი პირისათვის, რომელიც ლიცენზიის საფუძველზე ეწევა საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას.
3. დადგინდეს საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების დასრულების ტარიფის ქვედა ზღვარი 14 თეთრის ოდენობით, ხოლო ზედა ზღვარი თავისუფალია. საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების დასრულება ამ დადგენილების მიზნებისათვის ნიშნავს საერთაშორისო გამოძახების საქართველოს ტერიტორიაზე საბოლოო მომხმარებლამდე გატარებას. ლიცენზიის მფლობელებმა საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების დასრულების ტარიფი შეუსაბამონ წინამდებარე დადგენილების ამ მუხლის მოთხოვნებს დადგენილების ამოქმედებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში.
3. დადგინდეს საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების ადგილობრივი კავშირით მომსახურების ოპერატორების ქსელებში დასრულების ტარიფის ქვედა ზღვარი 14 თეთრის ოდენობით, ფიჭური მობილური კავშირით მომსახურების ოპერატორების ქსელებში – 25 თეთრის ოდენობით, ხოლო ზედა ზღვარი ორივე შემთხვევაში თავისუფალია. ლიცენზიის მფლობელებმა საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების დასრულების ტარიფი შეუსაბამონ წინამდებარე დადგენილების ამ პუნქტის მოთხოვნებს დადგენილების ამოქმედებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში.
31. გადახდის წინასწარი ფორმისა და ყოველი დაკავშირებისას მომხმარებლის მიერ აკრეფის რთული ფორმის გამოყენებით (ქვეყნის კოდის აკრეფამდე არანაკლებ ათი ციფრის აკრეფა) საქართველოდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებების განხორციელებისას ამ დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ქვედა ზღვრული ტარიფები მცირდება 30%-ით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №1-სსმIII, №102, 15.10.2002წ.; მუხ.894
31. საქართველოდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებების წინასწარი გადახდის ფორმის (მომსახურების მთლიან საფასურზე სადეპოზიტო წინასწარი შენატანების ან საბარათო წინასწარი გადახდის ფორმის გამოყენებისას) საქართველოდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებების განხორციელებისას ამ დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ქვედა ზღვრული ტარიფები მცირდება 15%-ით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №7-სსმIII, №118, 02.11.2001წ.; მუხ.851
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №1-სსმIII, №102, 15.10.2002წ.; მუხ.894
32. საერთაშორისო კავშირით მომსახურების მიმწოდებელმა ოპერატორებმა მომსახურების ტარიფების გამოქვეყნებისას შეთავაზების წინადადებაში მიუთითონ განხორციელებული ზარების საფასურის გადახდის ადგილი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №1-სსმIII, №102, 15.10.2002წ.; მუხ.894
4. საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები მოცემულია დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
5. ლიცენზიის მფლობელებმა საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფები შეუსაბამონ წინამდებარე დადგენილების მოთხოვნებს დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში და უზრუნველყონ მომხმარებლებზე შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
41. საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფების ოდენობები ლიცენზიის მფლობელების მიერ უნდა დადგინდეს ამ დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირები არ იხდიან დამატებული ღირებულების გადასახადს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №1-სსმIII, №102, 15.10.2002წ.; მუხ.894
5. ლიცენზიის მფლობელებმა საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფები შეუსაბამონ წინამდებარე დადგენილების მოთხოვნებს დადგენილების ამოქმედებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში და უზრუნველყონ მომხმარებლებზე შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №1-სსმIII, №102, 15.10.2002წ.; მუხ.894
6. ლიცენზიის მფლობელებმა წინამდებარე დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების ფარგლებში მათ მიერ შემოღებულ მომსახურების ტარიფზე, სათანადო გაანგარიშებით.
7. დაევალოს კომისიის აპარატის ეკონომიკურ სამსახურს ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში შეისწავლოს, გააანალიზოს დადგენილების შესრულების შედეგები და წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები.
61. ლიცენზიის მფლობელებმა წინამდებარე დადგენილების ამოქმედებიდან ყოველი თვის 20 რიცხვში კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია გასული საანგარიშო თვის საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების საქართველოდან გამავალი და შემომავალი ტარიფების (მოცულობებისა) და მიღებული შემოსავლების შესახებ ამ დადგენილებით განსაზღვრული მიმართულებების მიხედვით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №1-სსმIII, №102, 15.10.2002წ.; მუხ.894
7. ამოღებულია.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №1-სსმIII, №102, 15.10.2002წ.; მუხ.894
8. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №7-სსმIII, №118, 02.11.2001წ.; მუხ.851
2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №1-სსმIII, №102, 15.10.2002წ.; მუხ.894
საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები (მომსახურების ერთ წუთზე)
ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ოპერატორების მომხმარებლებისათვის
საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების მიმართულება
საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების მიმართულებები
ზღვრული ტარიფები
ქვედა ზღვრული ტარიფი (ლარი)
ზედა ზღვრული ტარიფი (ლარი)
1.
1
რუსეთი
აშშ, კანადა და რუსეთი
0.40
0.50
0.90
0.80
2.
2
დსთ-ის სხვა ქვეყნები
სხვა ქვეყნები
0.60
0.70
1.10
X
3.
ფიჭური მობილური სატელეფონო კავშირით მომსახურების ოპერატორების მომხმარებლებისათვის
ევროპის ქვეყნები
საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების მიმართულებები
0.70
ზღვრული ტარიფები
1.25
ქვედა ზღვრული ტარიფი (ლარი)
4.
ზედა ზღვრული ტარიფი (ლარი)
1
აშშ და კანადა
აშშ, კანადა და რუსეთი
1.00
0.70
1.55
X
5.
2
მსოფლიოს სხვა ქვეყნები
სხვა ქვეყნები
0.80
0.90
X
შენიშვნა: X – ზედა ზღვრული ტარიფი არ დგინდება.
შენიშვნა: X – ზედა ზღვრული ტარიფი არ დგინდება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №1-სსმIII, №102, 15.10.2002წ.; მუხ.894
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება “საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე”, №5, 22.05.2001, სარეგისტრაციო კოდი 320.060.000.15.012.004.782 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.10.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52288-1/