“საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.05.2001 ბოლო ცვლილება 21.10.2005
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
320.060.000.15.012.004.782
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55, 29/05/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.060.000.15.012.004.782

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული

კომისიის დადგენილება №5

2001 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე სატარიფო სისტემის მოწესრიგების მიზნით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 46-ე და 47-ე მუხლების, 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის და „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-7 მუხლების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:

1. დამტკიცდეს „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები” (თან ერთვის). (ძალადაკარგულია 2005 წლის 1 აპრილიდან)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №3-სსმIII, №156, 31.12.2004წ.; მუხ.1451

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 11 მარტის დადგენილება №2-სსმIII, №29, 15.03.2005წ.; მუხ.281

2. საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები მტკიცდება მომხმარებლებისათვის საერთაშორისო სატელეფონო კავშირით გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის მიზნით და მათი დაცვა სავალდებულოა ნებისმიერი პირისათვის, რომელიც ლიცენზიის საფუძველზე ეწევა საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას. (ძალადაკარგულია 2005 წლის 1 აპრილიდან)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №3-სსმIII, №156, 31.12.2004წ.; მუხ.1451

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 11 მარტის დადგენილება №2-სსმIII, №29, 15.03.2005წ.; მუხ.281

3. დადგინდეს საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების ადგილობრივი კავშირით მომსახურების ოპერატორების ქსელებში დასრულების ტარიფის ქვედა ზღვარი 14 თეთრის ოდენობით, ფიჭური მობილური კავშირით მომსახურების ოპერატორების ქსელებში – 25 თეთრის ოდენობით, ხოლო ზედა ზღვარი ორივე შემთხვევაში თავისუფალია. ლიცენზიის მფლობელებმა საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების დასრულების ტარიფი შეუსაბამონ წინამდებარე დადგენილების ამ პუნქტის მოთხოვნებს დადგენილების ამოქმედებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. (ძალადაკარგულია 2005 წლის 1 აპრილიდან)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №1-სსმIII, №102, 15.10.2002წ.; მუხ.894

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №3-სსმIII, №156, 31.12.2004წ.; მუხ.1451

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 11 მარტის დადგენილება №2-სსმIII, №29, 15.03.2005წ.; მუხ.281

3​1. საქართველოდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებების წინასწარი გადახდის ფორმის (მომსახურების მთლიან საფასურზე სადეპოზიტო წინასწარი შენატანების ან საბარათო წინასწარი გადახდის ფორმის გამოყენებისას) საქართველოდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებების განხორციელებისა ს ამ დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ქვედა ზღვრული ტარიფები მცირდება 15%-ით. (ძალადაკარგულია 2005 წლის 1 აპრილიდან)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №7-სსმIII, №118, 02.11.2001წ.; მუხ.851

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №1-სსმIII, №102, 15.10.2002წ.; მუხ.894

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №3-სსმIII, №156, 31.12.2004წ.; მუხ.1451

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 11 მარტის დადგენილება №2-სსმIII, №29, 15.03.2005წ.; მუხ.281

3​2. საერთაშორისო კავშირით მომსახურების მიმწოდებელმა ოპერატორებმა მომსახურების ტარიფების გამოქვეყნებისას შეთავაზების წინადადებაში მიუთითონ განხორციელებული ზარების საფასურის გადახდის ადგილი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №1-სსმIII, №102, 15.10.2002წ.; მუხ.894

33. ადგილობრივი და საერთაშორისო კავშირით მომსახურების ოპერატორებმა (მათ შორის ინტერნეტ ტელეფონის სისტემების მფლობელმა ოპერატორებმა) ურთიერთოპარაბელურობის უზრუნველყოფის მიზნით ტექნიკურ სტანდარტებთან (SS7, H323, SIP) შესაბამისობაში მოიყვანონ საკუთარი ქსელების სიგნალიზაციის სისტემები, შესაბამისი ინტერფეისები და უზრუნველყონ მათ შორის გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებში სიგნალიზაციის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ვალდებულებების ასახვა ამ ინფორმაციის სახისა და მოცულობის მითითებით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №3-სსმIII, №156, 31.12.2004წ.; მუხ.1451

4. საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები მოცემულია დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. (ძალადაკარგულია 2005 წლის 1 აპრილიდან)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №3-სსმIII, №156, 31.12.2004წ.; მუხ.1451

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 11 მარტის დადგენილება №2-სსმIII, №29, 15.03.2005წ.; მუხ.281

4​1. საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფების ოდენობები ლიცენზიის მფლობელების მიერ უნდა დადგინდეს ამ დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირები არ იხდიან დამატებული ღირებულების გადასახადს. (ძალადაკარგულია 2005 წლის 1 აპრილიდან)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №1-სსმIII, №102, 15.10.2002წ.; მუხ.894

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №3-სსმIII, №156, 31.12.2004წ.; მუხ.1451

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 11 მარტის დადგენილება №2-სსმIII, №29, 15.03.2005წ.; მუხ.281

5. ლიცენზიის მფლობელებმა საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფები შეუსაბამონ წინამდებარე დადგენილების მოთხოვნებს დადგენილების ამოქმედებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში და უზრუნველყონ მომხმარებლებზე შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. (ძალადაკარგულია 2005 წლის 1 აპრილიდან)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №1-სსმIII, №102, 15.10.2002წ.; მუხ.894

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №3-სსმIII, №156, 31.12.2004წ.; მუხ.1451

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 11 მარტის დადგენილება №2-სსმIII, №29, 15.03.2005წ.; მუხ.281

6. ლიცენზიის მფლობელებმა წინამდებარე დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების ფარგლებში მათ მიერ შემოღებულ მომსახურების ტარიფზე, სათანადო გაანგარიშებით. (ძალადაკარგულია 2005 წლის 1 აპრილიდან)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №3-სსმIII, №156, 31.12.2004წ.; მუხ.1451

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 11 მარტის დადგენილება №2-სსმIII, №29, 15.03.2005წ.; მუხ.281

6​1. ლიცენზიის მფლობელებმა ყოველი თვის 20 რიცხვში კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია გასული საანგარიშო თვის საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების საქართველოდან გამავალი და შემომავალი ზარების და მიღებული შემოსავლების შესახებ კომისიასთან შეთანხმებული ფორმით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №1-სსმIII, №102, 15.10.2002წ.; მუხ.894

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №3-სსმIII, №156, 31.12.2004წ.; მუხ.1451

62. კოდის გამოყენებით საერთაშორისო კავშირით მომსახურების მიმწოდებელმა ლიცენზიის მფლობელმა ოპერატორებმა კომისიაში წარმოსადგენ გასული საანგარიშიო თვის ინფორმაციაში მიუთითონ:

ა) საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და ფიჭური მობილური სატელეფონო კავშირის ოპერატორების აბონენტებთან სატელეფონო კავშირით მომსახურების გამავალ ზარებზე სააბონენტო იდენტიფიცირების ნომრები შემდეგი ფორმატით: 8–XXXX–YYYYYY, სადაც XXXX – წარმოადგენს 2,3 ან 4 ციფრს –  ქალაქის ან მობილური კომპანიის ქსელების იდენტიფიცირების კოდს, ხოლო – YYYYYY ზარის წამომწყები აბონენტის იდენტიფიცირების ნომერს.

ბ) ყოველი განხორციელებული ზარის ჩანაწერში: არხის და არხჯგუფის ნომერი, სადგურის სიგნალის კოდი (ISPC – საერთაშორისო სიგნალის კოდი და №SPC – ადგილობრივი სიგნალის კოდი).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №3-სსმIII, №156, 31.12.2004წ.; მუხ.1451

7. ამოღებულია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №1-სსმIII, №102, 15.10.2002წ.; მუხ.894

8. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე

 

შეტანილი ცვლილებები:

 

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №7-სსმIII, №118, 02.11.2001წ.; მუხ.851

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №1-სსმIII, №102, 15.10.2002წ.; მუხ.894

3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №3-სსმIII, №156, 31.12.2004წ.; მუხ.1451

4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 11 მარტის დადგენილება №2-სსმIII, №29, 15.03.2005წ.; მუხ.281

 

 

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები (მომსახურების ერთ წუთზე)

 

ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ოპერატორების მომხმარებლებისათვის

 

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების მიმართულებები

ზღვრული ტარიფები

 

 

ქვედა ზღვრული ტარიფი (ლარი)

ზედა ზღვრული ტარიფი (ლარი)

1

აშშ, კანადა და რუსეთი

0.50

0.80

2

სხვა ქვეყნები

0.70

X

ფიჭური მობილური  სატელეფონო კავშირით მომსახურების ოპერატორების მომხმარებლებისათვის

 

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების მიმართულებები

ზღვრული ტარიფები

 

 

ქვედა ზღვრული ტარიფი (ლარი)

ზედა ზღვრული ტარიფი (ლარი)

1

აშშ, კანადა და რუსეთი

0.70

X

2

სხვა ქვეყნები

0.90

X

შენიშვნა: X – ზედა ზღვრული ტარიფი არ დგინდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №1-სსმIII, №102, 15.10.2002წ.; მუხ.894

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №3-სსმIII, №156, 31.12.2004წ.; მუხ.1451

 ძალადაკარგულია 2005 წლის 1 აპრილიდან - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 11 მარტის დადგენილება №2-სსმIII, №29, 15.03.2005წ.; მუხ.281

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება “საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე”, №5, 22.05.2001, სარეგისტრაციო კოდი 320.060.000.15.012.004.782 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52288-4/