ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გასაწევი ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.09.2021 ბოლო ცვლილება 23.09.2025
ნომერი
№87-81
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.101.016900
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/09/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №87-81

2021 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გასაწევი ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3  პუნქტის, 24-ე და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მუნუციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახე:

ა)  ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემის მომსახურება;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის (მათ შორის, ინფრასტრუქტურის სფეროში) მომსახურება;

გ) გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის მომსახურება;

დ) ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურება;

ე) ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურება;

ვ) ვებგვერდის სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურება;

ზ) შემსყიდველი ორგანიზაციის ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურება;

თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურება.

ი) ორთოფოტოს მომსახურების გაყიდვა;

კ) ვებგვერდის მხარდაჭერის მომსახურება;

ლ) ელექტრონული მმართველობის ერთიან სისტემაში შემავალი A პაკეტის არქივაციის მომსახურება;

მ) პარკირების მობილურ აპლიკაციაში შემავალი სერვისების მიწოდების მომსახურება;

ნ) მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურება. 

2. დამტკიცდეს სააგენტოს მიერ გაწეული ზოგიერთი მომსახურების პირობა, საფასურის ოდენობა და მათი დაანგარიშების წესი:

ა) ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემის მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები  (დანართი №1);

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის (მათ შორის, ინფრასტრუქტურის სფეროში) მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №2);

გ) გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №3);

დ) ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №4);

ე) ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №5);

ვ) ვებგვერდის სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №6);

ზ) ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით, შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №7);

თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №8).

ი) ორთოფოტოს მომსახურების გაყიდვა და მისი საფასურის ოდენობები (დანართი №9);

კ) ვებგვერდის მხარდაჭერის მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №10);

ლ) ელექტრონული მმართველობის ერთიან სისტემაში შემავალი A პაკეტის არქივაციის მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №11);

მ) პარკირების მობილურ აპლიკაციაში შემავალი სერვისების მიწოდების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №12);

ნ) მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურების პირობებისა და საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესი (დანართი №13). 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №24-21 - ვებგვერდი, 12.04.2023 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №31-75 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.
+
მუხლი 2
ორგანიზაციები, რომლებიც გადაწყვეტენ, შეისყიდონ სააგენტოსგან ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებები, უნდა იყვნენ აღჭურვილი შესაბამისი IT ინფრასტრუქტურით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საააგენტოს უფლება აქვს, უარი თქვას ასეთი ორგანიზაციებისთვის მომსახურების გაწევაზე და ამ დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით დაუბრუნოს გადახდილი მომსახურების საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
+
მუხლი 3
ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდა (ანგარიშსწორება) წარმოებს ამავე დადგენილების დანართებში გასაზღვრული წესის გათვალისწინებით.
+
მუხლი 4
ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურები ასევე შესაძლებელია, გადახდილ იქნეს წინასწარი ანგარიშსწორების გზითაც. ამასთან, წინასწარი ანგარიშსწორების გზით ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების შესყიდვის შემთხვევაში, სააგენტო თავისუფლდება წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის (საავანსო საბანკო გარანტიის) წარდგენის ვალდებულებისაგან.
+
მუხლი 5
გადახდილი საფასურის დაბრუნება და საფასურის გადახდისგან განთავისუფლება

1. გადახდილი საფასური უბრუნდება განმცხადებელს, თუ:

ა) საფასური გადახდილია ამ დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;

ბ) განმცხადებელმა ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიღებამდე უარი განაცხადა მომსახურების მიღებაზე და მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება.

2. საფასური ბრუნდება მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

3. მომსახურების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (მათ შორის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები), საკუთარი საქმიანობის ფარგლებში.

+
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
+



დანართი №1

 


ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემის მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №24-21 - ვებგვერდი, 12.04.2023 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №31-75 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.
 
მუხლი 1. ზოგადი აღწერა

1. ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა (შემდგომში – „მმართველობის სისტემა“) წარმოადგენს ერთიან ელექტრონულ სისტემას, რომელიც თავის თავში აერთიანებს რამდენიმე ელექტრიონულ სისტემებს, კერძოდ:

A პაკეტი

ა) საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (MS DOC);

ბ) კანცელარიის სისტემა (MS Chancellery);

გ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემა (MS HR);

დ) მაღალმთიანი და სოციალური სერვისების მართვის სისტემა (MS MOUNTAIN AND SOCIALS);

ე) ონლაინგანცხადებების პორტალი (MS LETTERS);

ვ) ინტერაქტიული რუკა (MS MAP);

ზ) ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის სისტემა (MS INFRASTRUCTURE);

თ) შენი იდეა ქალაქის მერს (MS IDEA);

ი) ნარჩენების მართვის სისტემა (MS WM);

კ) მოქალაქეთა დახმარების სისტემა (MS HELP);

ლ) ქონების აღრიცხვის სისტემა (MS ASSET MANAGMENT);

მ) მუნიციპალური კალენდარი - (MS Calendar);

B პაკეტი

ნ) ცხელი ხაზი (MS HOTLINE)

ო) აუზით სარგებლობა (MS POOL);

პ) უფასო კვების სისტემა (MS FREE MEAL);

ჟ) პარკირების სისტემა (MS PARKING);

რ) ტაქსების ნებართვის სისტემა (MS TAXI).

2. ორგანიზაციას, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოდან“ (შემდგომში – „სააგენტო“) ელექტრონული მმართველობის მომსახურება (შემდგომში – „შემსყიდველი ორგანიზაცია“) ეძლევა საშუალება შესყიდვა განახორციელოს ზემოაღნიშნული პაკეტების (A და B პაკეტი) შესაბამისად, კერძოდ: მიიღოს მხოლოდ A პაკეტით განსაზღვრული სისტემებით მომსახურება ან/და A პაკეტთან ერთად დამატებით მიიღოს B პაკეტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სისტემით მომსახურება.

 

მუხლი 2. ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემის მომსახურების საფასურის ოდენობები და მათი დაანგარიშების წესი

1. მმართველობის სისტემის A პაკეტის მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგი წესით, კერძოდ: ერთი მომხმარებლის (იგულისხმება ის მომხმარებლის რაოდენობა რომელიც ერთვება საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემში (MS DOC)) ერთი დღის მომსახურების საფასურის (რომელიც შეადგენს 0.40 (ორმოცი თეთრი) ლარს) ნამრავლით, შემსყიდველი ორგანიზაციის მომხმარებელთა რაოდენობაზე და მომსახურების პერიოდზე (იმ დღეების რაოდენობაზე რა პერიოდში უნდა განხორციელდეს მომსახურება).

2. თუ შემსყიდველ ორგანიზაციას A პაკეტთან ერთად, დამატებით სურს მიიღოს B პაკეტით განსაზღვრული  ერთი ან რამდენიმე სისტემით მომსახურება, ასეთ შემთხვევაში საფასური დაანგარიშდება შემდეგი სახით:

ა. ამავე დანართის პირველი მუხლის „ნ“, „ო“ ან/და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისტემებით სარგებლობის შემთხვევაში საფასური დაანგარიშდება ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით იმ გამონაკლისით, რომ ერთი დღის მომსახურების საფასური შეადგენს 0.40 (ორმოცი თეთრი) ლარს დამატებული იმდენი 0,04 ლარი, რამდენი სისტემის დამატება სურს ამავე პუნქტით განსაზღვრული სისტემებიდან;

(მაგ. თუ A პაკეტით სარგებლობს შემსყიდველი ორგანიზაციის 100 მომხმარებელი და სურს მიიღოს A პაკეტთან ერთად B პაკეტით განსაზღვრული „ნ“, „ო“  და „პ“ სისტემებით მომსახურება, ასეთ შემთხვევაში, საფასური განისაზღვრება 100 მომხმარებლის ნამრავლით ერთი დღის მომსახურების საფასურზე (რომელიც შეადგენს 0.52 (ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარს) და მომსახურების პერიოდზე (იმ დღეების რაოდენობაზე რა პერიოდშიც უნდა განხორციელდეს მომსახურება);

ბ) ამავე დანართის პირველი მუხლის „ჟ“ ან/და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისტემების შესყიდვის სურვილის შემთხვევაში საფასური დაანგარიშდება შემდეგი სახით: შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად A პაკეტის საფასურს დამატებული ამ პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სისტემებიდან შემოსული თანხის 30%.

 

მუხლი 3. ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემის მომსახურების პირობები

1. შემსყიდველი ორგანიზაცია, შეტყობინებას ელექტრონული მმართველობის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით სააგენტოში აგზავნის წერილობით. რომელშიც აუცილებლად მითითებული უნდა იყოს:

ა) არჩეული პაკეტის/სისტემების დასახელება (იმ შემთხვევაში თუ სურს შესისყიდოს A პაკეტით განსაზღვრული სისტემბით მომსახურება უთითებს მხოლოდ - A პაკეტს, ხოლო თუ სურვილი აქვს A პაკეტთან ერთად დამატებით შეისყიდოს B პაკატით განსაზღვრული სისტემებიდან რომელიმე სისტემის მომსახურება ასეთ შემთხვევაში უთითებს A პაკეტს დამატებული იმ სისტემების დასახელებას რომლის მომსახურების მიღება სურს შემსყიდველ ორგანიზაციას);

ბ) მომხმარებლების რაოდენობა;

გ) ელექტრონული მმართველობის მომსახურების გაწევის ვადა;

დ) საკონტაქტო სატელეფონო ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მკაცრად დაიცვას მომხმარებლების ოდენობა (ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომხმარებელთა რაოდენობა) და, სააგენტოსთან შესაბამისი შეთანხმების გარეშე, არ დაუშვას ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემაში ჩართული მომხმარებლებზე მეტი მომხმარებლების ჩართვა.

3. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოითხოვოს ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არჩეული პაკეტის/სისტემების ან/და სისტემაში ჩართული მომხმარებლების რაოდენობის (წინამდებარე დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლების რაოდენობის) ცვლილება, აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამისი შეტყობინება ეგზავნება სააგენტოს წერილობით და მომსახურების საფასური დაანგარიშდება ამავე დანართის პირველი მუხლით განსაზღვრული წესით აღნიშნული შეტყობინების მიღების დღიდან.

4. სააგენტო, სისტემის ელექტრონული მმართველობის მომსახურების გაწევის დაწყებასთან დაკავშირებით, უგზავნის შემსყიდველ ორგანიზაციას შეტყობინებას/დასტურს წერილობით ან/და ამავე მუხლის, პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე და სწორედ ასეთი დასტურის გაგზავნის/მიღების შემდგომ სააგენტო ახორციელებს ელექტრონული მმართველობის მომსახურების გაწევას.

5. სააგენტო ელექტრონული მმართველობის მომსახურებას ახორციელებს უწყვეტად ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

6. ელექტრონული მმართველობის მომსახურების მიღებაზე შემსყიდველ ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში, მიღება-ჩაბარების აქტი შესაძლებელია გაფორმდეს ელექტრონულად „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

7. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ამავე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

8.  მმართველობის სისტემა (რომელიც თავის თავში აერთიანებს რამდენიმე ელექტრონულ სისტემას) უზრუნველყოფს:

ა) საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (MS DOC)

ა.ა) საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (MS DOC) წარმოადგენს მუნიციპალიტეტებში არსებული ინფორმაციული ნაკადების ავტომატიზებული მართვის სისტემას. როგორც ონლაინგანცხადებების სისტემის, ასევე ელექტრონული კანცელარიის მეშვეობით შემოსული კორესპონდენციის ყოველგვარი შემდგომი დამუშავება ხდება საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში. გარდა ამისა, აქედანვე ხორციელდება საინიციატივო წერილების, სამსახურებრივი და პირადი განცხადებების მომზადება.

ა.ბ) საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (MS DOC) სრულად აკმაყოფილებს 2012 წლის 21 თებერვლის „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N64 დადგენილებით დამტკიცებულ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ბ) კანცელარიის სისტემა (MS Chancellery)

ბ.ა) კანცელარიის სისტემის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა კორესპოდენციების რეგისტრაცია, ასევე მათთვის მომზადებული დოკუმენტების გაცემა. შესაბამისად, აღნიშნული სისტემა განკუთვნილია მოქალაქეთა მომსახურებისა (წინა ხაზის) და საქმისწარმოების (კანცელარიის) სამსახურის თანამშრომლებისთვის. სისტემას გააჩნია ელექტრონული წვდომა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე.

გ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემა (MS HR)

გ.ა) ადამიანური რესურსების მართვის სისტემა (MS HR) მუნიციპალიტეტებს აძლევს საშუალებას, აწარმოონ ადამიანური რესურსების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც იქნება განახლებადი მუდმივ რეჟიმში. ასევე სისტემა გვთავაზობს საკადრო პროცესების მართვის ყველა ინსტრუმენტს.

გ.ბ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემა (MS HR) სრულად აკმაყოფილებს 2012 წლის 20 თებერვლის „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N57 დადგენილებით დამტკიცებულ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

დ) მაღალმთიანი და სოციალური სერვისების მართვის სისტემა (MS MOUNTAIN AND SOCIALS)

დ.ა) მაღალმთიანი და სოციალური სერვისების მართვის სისტემა უზრუნველყოფს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ჯანმრთელობის დაცვისა, სოციალური პროგრამების და მაღალმთიანი სერვისების ეფექტურ მართვასა და კონტროლს. სისტემა მუნიციპალიტეტებს საშუალებას აძლევს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოიყენონ ცენტრალური ხელისუფლების მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაცია, რაც ზრდის ბენეფიციარებისთვის სერვისების ეფექტურად მიწოდების ხარისხს.

ე) ნარჩენების მართვის სისტემა (MS WM)

ე.ა) ნარჩენების მართვის სისტემა (MS WM) სისტემა ეფუძნება ნარჩენების მართვის დარგში საყოველთაოდ აღიარებულ ინდიკატორებს, რომელთა აღრიცხვა/დაანგარიშება ხორციელდება წლიდან წლამდე. სწორედ აღნიშნულ ინდიკატორებზე დაკვირვებით, შესაძლებლობა ეძლევა ორგანიზაციებს სწორად დაგეგმონ ადამიანური, ფინანსური, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის რესურსები, რათა გააუმჯობესონ ნარჩენების მართვის ხარისხი.

ვ) ონლაინგანცხადებების პორტალი (MS LETTERS)

ვ.ა) ონლაინგანცხადებების პორტალის (letters.ms.gov.ge) საშუალებით მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ელექტრონულად შეიტანოს განაცხადი კონკრეტულ მუნიციპალიტეტში სასურველ საკითხთან დაკავშირებით.

ზ) შენი იდეა ქალაქის მერს (MS IDEA)

ზ.ა) შენი იდეა ქალაქის მერს - ეს არის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინიციატივების ონლაინწარდგენის მექანიზმი, რაც საშუალებას აძლევს მოსახლეობას მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის განვითარებაში. მომხმარებელს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდგომ შესაძლებლობა აქვს აღნიშნული პორტალის საშუალებით დაარეგისტრიროს საკუთარი იდეა.

თ) მუნიციპალური კალენდარი - (MS Calendar)

თ.ა) მუნიციპალური კალენდრის სისტემა (MS Calendar) შედგება მოქალაქის პორტალისგან და ადმინისტრირების გვერდისგან. პორტალზე შესაძლებელია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული ღონისძიებების განთავსება მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით. კონკრეტული ღონისძიება შესაძლებელია გაზიარებული იყოს სოციალურ ქსელში, ასევე შესაძლებელია მუნიციპალიტეტმა საკუთარ ვებგვერდზე გამოიტანოს მუნიციპალური კალენდრის ბმული. გარდა ამისა, მოქალაქეს შეუძლია ინტერაქტიულ რუკაზე იხილოს მიმდინარე ღონისძიებების ადგილმდებარეობა.

ი) ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის სისტემა (MS INFRASTRUCTURE)

ი.ა) ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის სისტემა (MS INFRASTRUCTURE) მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ მუნიციპალიტეტში მიმდინარე, დაგეგმილ და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. თითოეულ პროექტზე შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის გაცნობა შემდეგი მახასიათებლებით: ობიექტის მისამართი, პროექტის დამკვეთი, კატეგორია, სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის ნომერი, პროექტის ღირებულება, პროექტის შემსრულებელი, პროექტის დაწყების და დასრულების თარიღები, ასევე პროექტის დასრულებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა (თუ პროექტი არის მიმდინარე) და პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტომასალა.

კ) მოქალაქეთა დახმარების სისტემა (MS HELP)

კ.ა) მოქალაქეთა დახმარების სისტემა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველ საკითხზე კონსუკლტაციისათვის დაამყარონ პირდაპირი კომუნიკაცია მუნიციპალიტეტთან ონლაინ ჩათის საშუალებით.

ლ) ინტერაქტიული რუკა (MS MAP)

ლ.ა) ინტერაქტიული რუკა შესაძლებელს ხდის რუკაზე ფენების სახით გამოტანილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია:

•     ტერიტორიულ-სტრუქტურული, ფუნქციური და შეზღუდვის ზონები;

•     საკადასტრო მონაცემები;

•     გზები და შენობები;

•     პარკირების ზონები;

•     ხაზობრივი ნაგებობები;

•     ინფრასტრუქტურული და ბიზნეს ობიექტები;

•     მშენებლობის ნებართვები.

მ) ქონების აღრიცხვის სისტემა (MS ASSET MANAGMENT)

მ.ა) ქონების აღრიცხვის სისტემა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებში არსებული უძრავი ქონების აღწერას. სისტემის საშუალებით მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ, რუკაზე განათავსონ წინასწარ განსაზღვრული ქონების ტიპები და შეავსონ საინფორმაციო ველები.

ნ) ცხელი ხაზი (MS HOTLINE)

ნ.ა) ცხელი ხაზის სისტემით მუნიციპალიტეტისათვის შესაძლებელია ცხელ ხაზზე შემომავალი ზარების რეგისტრაცია, საჭიროების შემთხვევაში ზარის თემატიკიდან გამომდინარე შესაბამისი სამსახურის თანამშრომელზე რეაგირებისათვის გადაწერა, ზარების რეპორტების წარმოება, თემატიკების ადმინისტრირება და ბიზნეს პროცესების გაწერა.

ო) აუზით სარგებლობა (MS POOL)

ო.ა) აუზით სარგებლობის სისტემის გამოყენებით მუნიციპალიტეტს შეუძლია ბენეფიციარების აღრიცხვა და გადასარიცხი თანხების დაგენერირება. მომსახურე ობიექტებს საშუალება აქვთ,  საკუთარ სისტემაში აკონტროლონ მათ აუზებზე დარეგისტრირებული ბენეფიციარები, გადაანაწილონ ჯგუფებში და აღრიცხონ სისტემაში მათი ვიზიტები.

პ) უფასო კვების სისტემა (MS FREE MEAL)

პ.ა) უფასო კვების სისტემის საშუალებით მუნიციპალიტეტებს აქვთ შესაძლებლობა ელექტრონულად აღრიცხონ და აკონტროლონ უფასო სასადილოების ბენეფიციარები და მათთან დაკავშირებული აქტივობები: სისტემაში დაამატონ სასადილოები, დაარეგისტრირონ ბენეფიციარები, ავტომატურად აღრიცხონ მათი სასადილოებში დასწრება-გაცდენის მონაცემები, აწარმოონ სტატისტიკა.

ჟ) პარკირების სისტემა (MS PARKING)

ჟ.ა) პარკირების სისტემის საშუალებით მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ელექტრონულად შეიძინოს პარკირების საშვი, გადაიხადოს ჯარიმა, მობილურის ნომერზე გაიაქტიუროს SMS შეტყობინების მიღების სერვისი.

რ) ტაქსების ნებართვის სისტემა (MS TAXI)

რ.ა) ტაქსების ნებართვის სისტემა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ტაქსის ნებართვასთან დაკავშირებული პროცესების ელექტრონულად მართვას. სისტემის საშუალებით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს, გაააქტიუროს ან გაასხვისოს სხვადასხვა კატეგორიის ნებართვა.

9. ორგანიზაცია, რომელიც სააგენტოდან ელექტრონული მმართველობის მომსახურების შესყიდვამდე სარგებლობდა სააგენტოს საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (MSDoc) მოსახურებით, ელექტრონული მმართველობის მომსახურების შესყიდვის შემდგომ არ საჭიროებს საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (MSDoc) არქივაციის მომსახურების შესყიდვას, მას შესყიდვის პერიოდის განმავლობაში შეუზღუდავად ექნება წვდომა საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემაში (MSDoc) მის მიერ შექმნილ დოკუმენტაციაზე.

10. სააგენტო არ აგებს პასუხს მესამე პირთა მიერ ან/და სხვა ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოქმნილ უწესრიგობებზე.


+
დანართი №2

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის (მათ შორის, ინფრასტრუქტურის სფეროში) მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №31-75 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.


+
მუხლი 1. ინფრასტრუქტურის სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის მომსახურების საფასურის ოდენობები და მათი დაანგარიშების წესი
1. ინფრასტრუქტურის სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის მომსახურების საფასურის ოდენობები:

მომსახურების დასახელება

მომსახურების საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი)

ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაცია

(მათ შორის, ინფრასტრუქტურის სფეროში)

X

 

2. მომსახურების საფასური X გამოითვლება შემდეგი წესით: მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობა მრავლდება 1 კაც-საათის საფასურზე, აქედან, 1 კაც-საათის ღირებულება შეადგენს 34.00 (ოცდათოთხმეტი) ლარს, ამასთან, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გასაზღვრული მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.


+
მუხლი 2. ინფრასტრუქტურის სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის მომსახურების პირობები
1. ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოდან“ ინფრასტრუქტურის სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის მომსახურება (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარუდგინოს ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ (შემდგომში „სააგენტო“) წერილობით;

2. წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის მისამართს.

3. სააგენტო წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ამავე დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ელ.ფოსტის მისამართზე მიაწვდის შემსყიდველ ორგანიზაციას ინფორმაციას აღნიშნული მომსახურების საფასურთან (X) დაკავშირებით, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას და მომსახურების გაწევის პერიოდს.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სააგენტოს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 1399@msda.ge. დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

5. სააგენტოს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშვება წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ.

6. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ყოველთვიურად (ასეთ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს მომსახურების ერთი დღის საფასური, კერძოდ, მომსახურების საფასური X უნდა გაიყოს მომსახურებისათვის საჭირო დღეების სრულ რაოდენობაზე, ამით დადგინდება მომსახურების ერთი დღის საფასური, ხოლო ამის შემდგომ მომსახურების ერთი დღის საფასური უნდა გამრავლდეს შესაბამის თვეში არსებულ დღეების ოდენობაზე, რითაც მივიღებთ შესაბამისი თვის მომსახურების საფასურს) ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

7. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.



+
 

დანართი №3

 

გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნეს პროცესების ანალიზის გაწევის მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №31-75 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.


+
მუხლი 1. გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის/სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის გაწევის მომსახურების საფასურის ოდენობები და მათი დაანგარიშების წესი
1. გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის/სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის გაწევის მომსახურების საფასურის ოდენობები:

მომსახურების დასახელება

მომსახურების საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი)

გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნა, სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის გაწევა

X

 

2. მომსახურების საფასური X გამოითვლება შემდეგი წესით: მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობა მრავლდება 1 კაც-საათის საფასურზე, აქედან, 1 კაც-საათის ღირებულება შეადგენს 30.00 (ოცდათი) ლარს, ამასთან, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გასაზღვრული მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.


+
მუხლი 2. გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის გაწევის მომსახურების პირობები
1. ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოდან“ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნეს პროცესების ანალიზის გაწევის მომსახურება (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარუდგინოს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ (შემდგომში „სააგენტო“) წერილობით.

2. წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა იყოს მაქსიმალურად მკაფიო, მასში მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს აღწერილი ტექნიკური დავალების შესაბამისი პარამეტრები, საგენტოს უფლება აქვს არაერთხელ დააზუსტებინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა.

3. შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა ასევეე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შემსყიდველი ორგანიზაციის საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ.

4. სააგენტო წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ამავე დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ელ. ფოსტის მისამართზე მიაწვდის შემსყიდველ ორგანიზაციას ინფორმაციას აღნიშნული მომსახურების საფასურთან (X) დაკავშირებით, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას და მომსახურების გაწევის პერიოდს.

5. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სააგენტოს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 1399@msda.ge დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

6. სააგენტოს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშვება წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ.

7. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ყოველთვიურად (ასეთ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს მომსახურების ერთი დღის საფასური, კერძოდ, მომსახურების საფასური X უნდა გაიყოს მომსახურებისათვის საჭირო დღეების სრულ რაოდენობაზე, ამით დადგინდება მომსახურების ერთი დღის საფასური, ხოლო ამის შემდგომ მომსახურების ერთი დღის საფასური უნდა გამრავლდეს შესაბამის თვეში არსებულ დღეების ოდენობაზე, რითაც მივიღებთ შესაბამისი თვის მომსახურების საფასურს) ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

8. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.



+
 

დანართი №4

 

ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №31-75 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.


+
მუხლი 1. ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურების საფასურის ოდენობები და მათი დაანგარიშების წესი
1. ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურების საფასურის ოდენობები:

მომსახურების დასახელება

მომსახურების საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი)

ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავება, მხარდაჭერა ან/და განვითარება

X

 

2. მომსახურების საფასური X გამოითვლება შემდეგი წესით: მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობა მრავლდება 1 კაც-საათის საფასურზე, აქედან, 1 კაც-საათის ღირებულება შეადგენს 32.00 (ოცდათორმეტი) ლარს, ამასთან, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გასაზღვრული მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.


+
მუხლი 2. ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურების პირობები
1. ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოდან“  ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურება (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა შესაბამის ტექნიკურ დავალებასთან ერთად (გარდა ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების მხარდაჭერის მომსახურების შესყიდვისა, ასეთ შემთხვევაში ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს წარედგინება მხოლოდ   მოთხოვნა)      წარუდგინოს  ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში „სააგენტო“) წერილობით.

2. შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემსყიდველი ორგანიზაციის საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართს.

3. წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური დავალება უნდა იყოს მკაფიო, მასში მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს აღწერილი მოთხოვნილი ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამისა თუ აპლიკაციის შესაბამისი პარამეტრები.

4. სააგენტოს უფლებამოსილია მხოლოდ ერთხელ მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დააზუსტოს წარმოდგენილი ტექნიკური დავალება და, თუ ასეთი დაზუსტების შემდგომაც წარმოდგენილი ტექნიკური დავალება არ იქნება საკმარისი მოთხოვნილი ელექტრონული სისტემის, კომპიუტერული პროგრამისა თუ აპლიკაციის შესაქმნელად/განსავითარებლად, სააგენტო უარს განაცხადებს შემსყიდველი ორგანიზაციის მომსახურებაზე და აღნიშნულ გადაწყვეტილებას აცნობებს მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის განსაზღვრულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

5. სააგენტო წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, ან/და განვითარების მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დავალება აკმაყოფილებს მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს), ამავე დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიაწვდის შემსყიდველ ორგანიზაციას ინფორმაციას აღნიშნული მომსახურების საფასურთან (X) დაკავშირებით, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას და მომსახურების გაწევის პერიოდს.

6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სააგენტოს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 1399@msda.ge დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

7. სააგენტოს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშვება წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ;

8. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ყოველთვიურად (ასეთ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს მომსახურების ერთი დღის საფასური, კერძოდ, მომსახურების საფასური X უნდა გაიყოს მომსახურებისათვის საჭირო დღეების სრულ რაოდენობაზე, ამით დადგინდება მომსახურების ერთი დღის საფასური, ხოლო ამის შემდგომ მომსახურების ერთი დღის საფასური უნდა გამრავლდეს შესაბამის თვეში არსებულ დღეების ოდენობაზე, რითაც მივიღებთ შესაბამისი თვის მომსახურების საფასურს) ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

9. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.



+
 

დანართი №5

 

ვებგვერდის შექმნის ან/და მისი  განვითარების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №31-75 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.


+
მუხლი 1. ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურების საფასურის ოდენობები და მათი დაანგარიშების წესი
1. ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურების საფასურის ოდენობები:

 

მომსახურების საფასური

მომსახურების დასახელება

დღგ-ის ჩათვლით (ლარი)

ვებგვერდის შექმნა ან/და მისი განვითარება

X

 

2. მომსახურების საფასური X გამოითვლება შემდეგი წესით: მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობა მრავლდება 1 კაც-საათის საფასურზე, აქედან, 1 კაც-საათის ღირებულება შეადგენს 28.00 (ოცდარვა) ლარს, ამასთან, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გასაზღვრული მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.


+
მუხლი 2. ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურების პირობები
1. ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოდან“ ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურება (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა და შესაბამისი ტექნიკური დავალება წარუდგინოს ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ (შემდგომში „სააგენტო“) წერილობით.

2. შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას, კერძოდ:

ა) მოთხოვნილი ვებგვერდის დასახელებას;

ბ) საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართს.

3. სააგენტო უფლებამოსილია ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მიზნით, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა და ამისათვის განუსაზღვროს შესაბამისი ვადა. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების შეჩერების საფუძველს.

4. წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური დავალება უნდა იყოს მკაფიო, მასში მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს აღწერილი მოთხოვნილი ვებგვერდის შესაბამისი პარამეტრები.

5. სააგენტო უფლებამოსილია, მხოლოდ ერთხელ, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დააზუსტოს წარმოდგენილი ტექნიკური დავალება და, თუ ასეთი დაზუსტების შემდგომაც წარმოდგენილი ტექნიკური დავალება არ იქნება საკმარისი მოთხოვნილი ვებგვერდის შესაქმნელად ან/და მისი განვითარებისთვის, სააგენტო უარს განაცხადებს შემსყიდველი ორგანიზაციის მომსახურებაზე და აღნიშნულ გადაწყვეტილებას აცნობებს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

6. სააგენტო წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დავალება აკმაყოფილებს მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს) ამავე დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიაწვდის შემსყიდველ ორგანიზაციას ინფორმაციას აღნიშნული მომსახურების საფასურთან (X) დაკავშირებით, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას და მომსახურების გაწევის პერიოდს.

7. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სააგენტოს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 1399@msda.ge დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

8. სააგენტოს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშვება წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ.

9. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ყოველთვიურად (ასეთ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს მომსახურების ერთი დღის საფასური, კერძოდ; მომსახურების საფასური X უნდა გაიყოს მომსახურებისათვის საჭირო დღეების სრულ რაოდენობაზე, ამით დადგინდება მომსახურების ერთი დღის საფასური, ხოლო ამის შემდგომ მომსახურების ერთი დღის საფასური უნდა გამრავლდეს შესაბამის თვეში არსებულ დღეების ოდენობაზე, რითაც მივიღებთ შესაბამისი თვის მომსახურების საფასურს) ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

10. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.



+
 

დანართი №6

 

ვებგვერდის სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №31-75 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.


+
მუხლი 1. ვებგვერდის სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურების საფასურის ოდენობები და მათი დაანგარიშების წესი
 

მომსახურების დასახელება

ვებგვერდის მაქსიმალურ

მოცულობა (GB)

ერთი თვის მომსახურების საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი)

ვებგვერდის სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსება

5-მდე

118.90

5-დან – 10-მდე

184.10

10-დან – 20მდე

254.60

20 და მეტი

564.00

 


+
მუხლი 2. ვებგვერდის სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურების პირობები
1. ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოდან“ (შემდგომში „სააგენტო“) ვებგვერდის სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურება (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარუდგინოს სააგენტოს წერილობით.

2. შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას, კერძოდ:

ა) ვებგვერდის დასახელებას;

ბ) საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართს;

გ) მომსახურების გაწევის ვადას.

3. სააგენტო, ვებგვერდის სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურების გაწევის დაწყებასთან დაკავშირებით, უგზავნის შემსყიდველ ორგანიზაციას შეტყობინებას მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე და აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდგომ სააგენტო ახორციელებს მომსახურებას გაწევას.

4. სააგენტო მომსახურებას ახორციელებს უწყვეტად მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისად, მომსახურების მიღებაზე შემსყიდველ ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც შესაძლებელია გაფორმდეს როგორც ყოველთვიურად, ასევე მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ.

5. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ყოველთვიურად, ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

6. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან – 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.



+
 

დანართი №7

 

ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №31-75 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.


+
მუხლი 1. ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურების საფასურის ოდენობები
 

№

რესურსი

ოდენობა

ყოველდღიური საფასური (ლარი დღგ-ის ჩათვლით)

1

სერვერული ბირთვი (Server cores)

1 vcpu

2.26

2

ოპერატიული მეხსიერება (memory)

1 GB RAM

0.82

3

მყარი დისკი (storage) 

1 GB HDD

0.048

 


+
მუხლი 2
ელექტრონული სისტემების, ვებგვერდების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (შემდგომში „სააგენტო“) შემსყიდველ ორგანიზაციებს მათი სისტემების განთავსების მიზნით საკუთარ სერვერულ ინფრასტრუქტურაზე გამოუყოფს ისეთ რესურსს, როგორიცაა: ვირტუალური პროცესორი (CPU Core (vcpu)), ოპერატიული მეხსიერება memory (RAM), მყარი დისკის მოცულობა storage (HDD). სააგენტოსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის კავშირი ხორციელდება დახურული კერძო ქსელის (VPN) საშუალებით, რომლის კონფიგურაციის უზრუნველყოფა ხორციელდება 1 (ერთი) საათის ვადაში. შემსყიდველი ორგანიზაცია უზრუნველყოფილი იქნება მისი აპლიკაციის სერვერის განთავსებით სააგენტოს მონაცემთა სანახის სისტემაში, მომხმარებლის მონაცემთა კონფიდენციალობა დაცულია სტანდარტული პროცედურებით. აღნიშნული მომსახურება არ მოიცავს შემსყიდვლი ორგანიზაციის მიერ სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის ადმინისტრირებას.
+
მუხლი 3. ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურების პირობები:
1. ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურება (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარუდგინოს სააგენტოს წერილობით.

2. წინამდებარე დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას, კერძოდ:

ა) მომსახურების გაწევის ვადას/პერიოდს;

ბ) საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტის მისამართს.

3. სააგენტო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით უგზავნის შემსყიდველ ორგანიზაციას შეტყობინებას წინამდებარე დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდგომ სააგენტო ახორციელებს მომსახურებას გაწევას.

4. სააგენტო ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში, წინამდებარე დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე შემსყიდველ ორგანიზაციას უგზავნის ინფორმაციას გასულ თვეში გაწეული მომსახურების დროს, მის მიერ გამოყენებული რესურსების და აღნიშნულ თვეში მომსახურების საფასურის თაობაზე.

5. მომსახურების მიღება ხორციელდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც ფორმდება ყოველთვიურად, ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

6. ანგარიშსწორება ხორციელდება ყოველთვიურად, ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.



+
 

დანართი №8

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №31-75 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.


+
მუხლი 1. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სააგენტოს სერვერულ ინფრასტუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურების საფასურის ოდენობები და მათი დაანგარიშების წესი
1. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურების საფასურის ოდენობები:

მომსახურების დასახელება

მომსახურების საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი)

ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირება

X

 

2. მომსახურების საფასური X გამოითვლება შემდეგი წესით: მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობა მრავლდება 1 კაც-საათის ღირებულებაზე, აქედან, 1 კაც-საათის ღირებულება შეადგენს 36.00 (ოცდათექვსმეტი) ლარს, ამასთან, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გასაზღვრული მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.


+
მუხლი 2. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სააგენტოს სერვერულ ინფრასტუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურების პირობები
1. ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს მიიღოს ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოდან“ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურება (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარუდგინოს ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს “ (შემდგომში „სააგენტო“) წერილობით.

2. წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის მისამართს.

3. სააგენტო წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ამავე დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიაწვდის შემსყიდველ ორგანიზაციას ინფორმაციას აღნიშნული მომსახურების საფასურთან (X) დაკავშირებით, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას და მომსახურების გაწევის პერიოდს.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, გაუგზავნოს სააგენტოს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 1399@msda.ge დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

5. სააგენტოს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშვება წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ.

6. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ყოველთვიურად (ასეთ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს მომსახურების ერთი დღის საფასური, კერძოდ, მომსახურების საფასური X უნდა გაიყოს მომსახურებისათვის საჭირო დღეების სრულ რაოდენობაზე, ამით დადგინდება მომსახურების ერთი დღის საფასური, ხოლო ამის შემდგომ, მომსახურების ერთი დღის საფასური უნდა გამრავლდეს შესაბამის თვეში არსებული დღეების ოდენობაზე, რითაც მივიღებთ შესაბამისი თვის მომსახურების საფასურს) ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

7. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.



+
 

დანართი №9

 

 ორთოფოტოს  მომსახურების გაყიდვის  პირობები და საფასურის ოდენობები

+
მუხლი 1. ორთოფოტოს  საფასურის ოდენობები და მათი დაანგარიშების წესი
1. ორთოფოტოს საფასურის ოდენობის  განსაზღვრა ხდება ორთოფოტოს ბადის ზომის მიხედვით.

 

№

ბადის ზომა

ერთეული ბადის ფასი (ლარი)

ბადის ზომა

1

1000x1000 მ

900

1000x1000 მ

2

500х500 მ

300

500х500 მ

3

250x250 მ

100

250x250 მ

 


+
მუხლი 2. ორთოფოტოს შესყიდვის პირობები
1. ფიზიკური ან იურიდიული პირი (შემდგომში „შემსყიდველი“), რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსგან“ (შემდგომში ,,მესაკუთრე“) ორთოფოტო, ვალდებულია:

ა) გაიაროს რეგისტრაცია  ელექტრონულ მისამართზე www.maps.tbilisi.gov.ge.

ბ) ავტორიზაციის გავლის შემდგომ, შემსყიდველს აქვს საშუალება შეარჩიოს და მონიშნოს სასურველი ტერიტორია წინასწარ განსაზღვრული ინდექსური ბადის გამოყენებით.

2. სისტემაში სასურველი ტერიტორიის (ბადის) შერჩევის შემდეგ დაანგარიშდება გადასახდელი თანხა.

3.  საფასური გადაიხდება წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორებით, როგორც პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ისე სააგენტოს ანგარიშზე საბანკო გადმორიცხვით.

4. საბანკო გადმორიცხვის შემთხვევაში სისტემაში გენერირდება ინვოისი, რის საფუძველზეც შემდეგ ხორციელდება გადარიცხვა.

5. სისტემის მიერ გადახდის დადასტურების შემდეგ, აქტიურდება ორთოფოტოს ჩამოტვირთვის ღილაკი.



+

დანართი №10

ვებგვერდის მხარდაჭერის მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №24-21 - ვებგვერდი, 12.04.2023 წ.

 

მუხლი 1. ვებგვერდის მხარდაჭერის მომსახურების საფასურის ოდენობები და მათი დაანგარიშების წესი

1. ვებგვერდის მხარდაჭერის მომსახურების საფასურის ოდენობები:

მომსახურების დასახელება

მომსახურების გაწევის პერიოდი

(დღე)

მომსახურების საფასური

დღგ-ის ჩათვლით (ლარი)

ვებგვერდის მხარდაჭერა

365

12000.00

 

მუხლი 2. ვებგვერდის მხარდაჭერის მომსახურების პირობები

1. ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოდან“ (შემდგომში – „სააგენტო“) ვებგვერდის მხარდაჭერის (წინამდებარე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული) მომსახურება (შემდგომში – „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია წინამდებარე დანართის, პირველი მუხლის, პირველი პუნქტით განსაზღვრული შესყიდვასთან დაკავშირებული შეტყობინება წერილობით წარუდგინოს სააგენტოს.

2. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას, კერძოდ:

ა) ვებგვერდის დასახელებას;

ბ) საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართს.

3. სააგენტო წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ამავე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ორგანიზაციას უგზავნის დასტურს მომსახურების დაწყების თაობაზე და, ასევე, იმ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართს, რომელზედაც მომსახურების გაწევის პერიოდის განმავლობაში მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა გამოაგზავნოს შესმყიდველმა.

4. სააგენტო მომსახურების გაწევის მიზნით, მომსახურების გაწევის პერიოდის განმავლობაში უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა და ამისათვის განუსაზღვროს შესაბამისი ვადა. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევის შეჩერების საფუძველს.

5. დაუშვებელია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვადის დარღვევა, აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტო თავისუფლდება მომსახურების გაწევის ვალდებულების შესრულებისგან და შემსყიდველი ორგანიზაციის არ უბრუნდება მომსახურების გაწევისათვის გადახდილი მომსახურების საფასური.

6. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუქტით განსაზღვრული დასტურის გაგზავნიდან  7 (შვიდი) დღის განმავლობაში.

7. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

8. ვებგვერდის მხარდაჭერის მომსახურება მოიცავს:

ა) ახალი კონტენტის დამატებას;

ბ) არსებულ კონტენტში ცვლილების შეტანას;

გ) ახალი კონტენტისთვის გრაფიკული მასალის დამუშავება/ოპტიმიზაციას, ზომის შემცირებას ჰოსტინგის მოცულობის და ტრაფიკის დასაზოგად;

დ) ორგანიზაციის სტრუქტურულ დიაგრამაში ცვლილების შეტანას.

 

დანართი №11

ელექტრონული მმართველობის ერთიან სისტემაში შემავალი A პაკეტის არქივაციის მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №24-21 - ვებგვერდი, 12.04.2023 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №31-75 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.

 

მუხლი 1. ელექტრონული მმართველობის ერთიან სისტემაში შემავალი A პაკეტის არქივაციის მომსახურების საფასურის ოდენობები და მათი დაანგარიშების წესი

1. ელექტრონული მმართველობის ერთიან სისტემაში შემავალი A პაკეტის არქივაციის მომსახურების საფასურის ოდენობები:

მომსახურების დასახელება

მომსახურების საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი)

ელექტრონული მმართველობის ერთიან სისტემაში შემავალი A პაკეტის არქივაციის მომსახურება

X

2. ელექტრონული მმართველობის ერთიან სისტემაში შემავალი A პაკეტის არქივაციის მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში მომსახურების საფასური - X განისაზღვრება ერთი მომხმარებლის ერთი დღის არქივაციის მომსახურების საფასურის, რომლის ღირებულება შეადგენს 0.11 (ნული ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარს, ნამრავლით შემსყიდველი ორგანიზაციის არქივირებამდე არსებულ მომხმარებელთა რაოდენობაზე და მომსახურების გაწევის ვადაზე (იმ დღეების რაოდენობაზე რა ვადაშიც უნდა განხორციელდეს მომსახურება).

 

მუხლი 2. ელექტრონული მმართველობის ერთიან სისტემაში შემავალი A პაკეტის არქივაციის მომსახურების პირობები

1. ორგანიზაცია, (მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ორგანიზაცია უარს იტყვის ელექტრონული მმართველობის ერთიან სისტემაში შემავალი A პაკეტით სარგებლობაზე) რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოდან“ (შემდგომში – „სააგენტო“) ელექტრონული მმართველობის ერთიან სისტემაში შემავალი A პაკეტის არქივაციის მომსახურება (შემდგომში – „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა სააგენტოს წარუდგინოს წერილობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

ა) მომსახურების გაწევის ვადას;

ბ) საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართს.

3. სააგენტო ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ელ.ფოსტის მისამართზე გაუგზავნოს დასტური მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით.

4. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ყოველთვიურად, ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში.

5. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

6. ორგანიზაცია, რომელიც უარს იტყვის, ელექტრონული მმართველობის ერთიან სისტემაში შემავალი A პაკეტის არქივაციის მომსახურების შესყიდვაზე, ელექტრონული მმართველობის ერთიან სისტემაში შემავალი A პაკეტის არსებული მონაცემები, უსასყიდლოდ გადაეცემა დაარქივებული სახით, მის მიერვე წარმოდგენილ ინფორმაციის შესანახ მატარებელზე (ასეთ შემთხვევაში სააგენტო, ინფორმაციის გადაცემის შემდგომ, იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას გადაცემული ინფორმაციის შემდგომ გამოყენებაზე).

 

 დანართი №12

პარკირების მობილურ აპლიკაციაში შემავალი სერვისების მიწოდების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №31-75 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.

მუხლი 1. ზოგადი აღწერა

1. პარკირების მობილურ აპლიკაციაში შემავალი სერვისების მიწოდების მომსახურება წარმოადგენს მომსახურების ისეთ სახეს, რომელიც საშუალებას აძლევს პირს მისი შესყიდვის შემთხვევაში მოახდინოს პარკირების მობილურ აპლიკაციაში შემავალი სერვისების ინტეგრირება საკუთარ სისტემაში.

2. პარკირების მობილურ აპლიკაციაში შემავალი სერვისების მიწოდების მომსახურება მოიცავს როგორც სერვისების მიწოდებას, ასევე მის შემდგომ გამოყენებას.

 

მუხლი 2. პარკირების მობილურ აპლიკაციაში შემავალი სერვისების მიწოდების მომსახურების საფასურის ოდენობები

მომსახურების დასახელება

ერთი დღის მომსახურების საფასური დღგ-ს ჩათვლით (ლარი)

პარკირების მობილურ აპლიკაციაში შემავალი სერვისების მიწოდების მომსახურება

1,350.00

 

მუხლი 3. პარკირების მობილურ აპლიკაციაში შემავალი სერვისების მიწოდების მომსახურების პირობები

1. პირი,  რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოდან“ (შემდგომში – „სააგენტო“) პარკირების მობილურ აპლიკაციაში შემავალი სერვისების მიწოდების მომსახურება, ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა სააგენტოს წარუდგინოს წერილობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მომსახურების გაწევის პერიოდს/ვადას (აღნიშნული მომსახურების პერიოდი/ვადა მოიცავს როგორც სერვისების მიწოდებას, ასევე მისი შემდგომი გამოყენების ვადას).

3. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადა არ უნდა იყოს 180 (ას ოთხმოცი) დღეზე მეტი, ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან.

4. მხარეებმა შემსყიდველის მიერ შესყიდვასთან დაკავშირებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში უნდა გააფორმონ შესაბამისი ხელშეკრულება.

 

დანართი №13

მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურების პირობებისა და საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №31-75 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.

მუხლი 1. რეგულირების სფერო

მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურების პირობებისა და საფასურის ოდენობების განსაზღვრის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავების, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში დაინტერესებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისათვის პერსონალური კონსულტანტის მიერ საკონსულტაციო მომსახურების გაწევის ფორმებსა და პირობებს, ასევე პერსონალური კონსულტანტის მომსახურებისათვის საფასურის ანაზღაურების ოდენობებს.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებული ტერმინები წესის მიზნებისათვის განიმარტება შემდეგნაირად:

ა) პერსონალური კონსულტანტი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ თანამშრომელი;

ბ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;

გ) ელექტრონული პორტალი (consultant.tbilisi.gov.ge) – დაინტერესებული პირის მიერ პერსონალური კონსულტანტის მომსახურების მიღების თაობაზე ონლაინწარდგენის მექანიზმი, რომლის საშუალებით დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, ელექტრონულად შეიტანოს განაცხადი სააგენტოში პერსონალური კონსულტანტის მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებით;

დ) ობიექტი – დაინტერესებული პირის მიერ რეგისტრირებულ განაცხადში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთ(ებ)ი/არეალი, რაზეც მას სურს მიიღოს პერსონალური კონსულტანტის მომსახურება;

ე) პერსონალური კონსულტანტის მომსახურება (მომსახურება) – დაინტერესებული პირისათვის მის მიერ ელექტრონული პორტალის მეშვეობით მითითებულ ობიექტზე, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავების და დამტკიცების ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემის ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე შესაბამისი  განმარტებების ან/და კონსულტაციის მიწოდება ამ წესის შესაბამისად;

ვ) საფასური – პერსონალური კონსულტანტის მომსახურებისათვის ამ წესით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, რომელიც მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს (მათ შორის: გადასახადებს);

ზ) უფლებამოსილი სამსახური – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული ორგანო – რაიონული გამგეობა ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო თუ კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ჩართულია ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავების ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემის ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში;

თ) სააგენტო – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო.

 

მუხლი 3. განცხადების წარდგენა

1. დაინტერესებული პირი პერსონალური კონსულტანტის მომსახურების მიღების მიზნით, სააგენტოში განაცხადს წარადგენს ელექტრონული პორტალის მეშვეობით.

2. განაცხადის წარდგენის მიზნით, დაინტერესებული პირი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე consultant.tbilisi.gov.ge.

3. დაინტერესებული პირის მიერ პერსონალური კონსულტანტის მომსახურების მიღების მიზნით, განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავების, მშენებლობის ნებართვის გაცემისა ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით და თითოეული ამ პროცესის ნებისმიერ ეტაპზე.

4. განაცხადში მითითებული უნდა იყოს:

ა) დაინტერესებული პირის, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) დაინტერესებული პირის საკონტაქტო სატელეფონო ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) ობიექტის მისამართი ან/და საკადასტრო კოდი ან/და არეალი, რომლის თაობაზეც პირი გამოთქვამს დაინტერესებას ისარგებლოს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებით;

დ) პერსონალური კონსულტანტის მომსახურების შინაარსი და ფარგლები (რასთან დაკავშირებით სურს დაინტერესებულ პირს პერსონალური კონსულტანტის მომსახურება.

5. დაინტერესებულ პირს შეუძლია ელექტრონულ პორტალზე განთავსებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ინტერაქტიული რუკის მეშვეობით მონიშნოს მის დაინტერესებაში არსებული ობიექტი.

6. განაცხადი არ განიხილება და არ მიეცემა შემდგომი მსვლელობა, თუ არ იქნება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია შევსებული/წარდგენილი და ასევე არ იქნება დაინტერესებული პირის თანხმობა ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე.

 

მუხლი 4. მომსახურების მიღება

1. დაინტერესებულ პირს განაცხადის რეგისტრაციისთანავე გამოეყოფა პერსონალური კონსულტანტი. 

2. განაცხადის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში პერსონალური კონსულტანტი უკავშირდება დაინტერესებულ პირს და:

ა) უდასტურებს ობიექტზე მომსახურების გაწევის შესაძლებლობას; ან

ბ) საჭიროების შემთხვევაში სთავაზობს ობიექტის დაზუსტებას.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაინტერესებული პირის მიერ არ განხორციელდა ობიექტის დაზუსტება, პერსონალური კონსულტანტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე.

4. დაინტერესებული პირის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ობიექტის დაზუსტების შემთხვევაში ობიექტის დადასტურება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. მომსახურების მიღება ხორციელდება მხოლოდ სააგენტოს კუთვნილი სატელეფონო საშუალებით. სატელეფონო საუბარი მომსახურების მიღებაზე დაინტერესებული პირის თანხმობით იწერება.

6. მომსახურების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 3 (სამი) თვით.

7. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე, ელექტრონული პორტალის მეშვეობით წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია, მოახდინოს შესაბამისი საფასურის გადახდა და დამატებით მოითხოვოს მომსახურების მიღება შესაბამისი ვადით.

8. დაინტერესებული პირი არ არის შეზღუდული მომსახურების მიღების რაოდენობაზე ან მომსახურების ვად(ებ)ის გაგრძელებაზე.

9. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სააგენტოს თავიდანვე მიმართოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე მეტი ვადით მომსახურების მიღების მიზნით. 

10. დაინტერესებულ პირს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მომსახურების მიღება.

 

მუხლი 5. პერსონალური კონსულტანტის მომსახურება

1. პერსონალური კონსულტანტის მომსახურება მოიცავს:

ა) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავებისა და დამტკიცებისათვის ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

ბ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის დამტკიცების ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემის ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში, კანონმდებლობით დადგენილი ვადების ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოებისათვის კოორდინაციის პროცესში ხელშეწყობას;

გ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის განხილვის ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემის ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების დროს, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შენიშვნის/ხარვეზის/მოთხოვნის განმარტებას.

2. მომსახურების გაწევის პროცესში ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოების არსებობის შემთხვევაში, პერსონალური კონსულტანტი უფლებამოსილია თავად მიაწოდოს დაინტერესებულ პირს ეს ინფორმაცია.

 

მუხლი 6. პერსონალური კონსულტანტის უფლება-მოვალეობანი, მისი ანაზღაურება

1. პერსონალური კონსულტანტი ახორციელებს მომსახურებას ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პერსონალური კონსულტანტი არ შეიძლება ერთდროულად ეწეოდეს  10-ზე მეტი  ობიექტის მომსახურებას.

3. პერსონალურ კონსულტანტი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს დაინტერესებული პირის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე.

4. პერსონალური კონსულტანტი ვალდებულია დაინტერესებულ პირს მომსახურება გაუწიოს გონივრულ ვადებში და არ დაუშვას დროის ხელოვნურად გახანგრძლივება.

5. პერსონალური კონსულტანტი იღებს შრომის ანაზღაურებას კანონმდებლობით დადგენილი წესით რაც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოიცავდეს ასევე დამატებით შრომის ანაზღაურების მიცემას თითოეულ ობიექტზე ან/და ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად გაწეული მომსახურებისათვის. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №50-103 - ვებგვერდი, 28.12.2024 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 იანვრის დადგენილება №51-5 - ვებგვერდი, 29.01.2025 წ.

 

მუხლი 7. საფასურის ოდენობა

1. საფასურის ოდენობა პერსონალური კონსულტანტის 3 (სამ) თვიანი მომსახურებისათვის შეადგენს:

ა) 6000 (ექვსი ათას) ლარს, თუ ობიექტის ფართობი არ აღემატება 1 ჰექტარს;

ბ) 12000 (თორმეტი ათას) ლარს, თუ ობიექტის ფართობი მეტია 1 ჰექტარზე, მაგრამ არ აღემატება 5 ჰექტარს;

გ) 30000 (ოცდაათი ათას) ლარს, თუ ობიექტის ფართობი მეტია 5 ჰექტარზე.

2. საფასური გადაიხდება ერთიანად (სამი თვის) და გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების დაწყებამდე.

3. საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.

4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

 

მუხლი 8. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება

1. თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის.

2. გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე.

3. ამ წესის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად დაინტერესებული პირის მიერ თავისი ინიციატივით მომსახურების მიღების შეწყვეტის ან ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის დამტკიცების ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემის ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში უფლებამოსილი სამსახურის მიერ მიღებული ნებისმიერი შინაარსის გადაწყვეტილების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური უკან არ უბრუნდება.

4. მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნება ხორციელდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

 

მუხლი 9. პერსონალური კონსულტანტის მომსახურების განსაკუთრებული პირობები

1. პირი, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმართავს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის“  მე-5 მუხლის 4​1 პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“, „გ.ა“ ქვეპუნქტებით, 4​2 პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“, „გ.ა“ ქვეპუნქტებით, 4​3 პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“, „გ.ა“ ქვეპუნქტებით და 4​4 პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაჩქარებული მომსახურების გაწევის მიზნით, იგი იმავდროულად იღებს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებას. ასეთ შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებული განცხადების (პერსონალური კონსულტანტის მომსახურების მიღების მიზნით) წარდგენა არ ხდება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, პერსონალური კონსულტანტი დაუყოვნებლივ უკავშირდება დაინტერესებულ პირს და აცნობებს მის მიერ მომსახურების გაწევის შესახებ.

3. პერსონალური კონსულტანტის მომსახურება მოიცავს:

ა) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების ან განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების ან განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებისათვის შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში, კანონმდებლობით დადგენილი ვადების ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოებისათვის კოორდინაციის პროცესში ხელშეწყობას;

გ) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების ან განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვის დროს, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შენიშვნის/ხარვეზის/მოთხოვნის განმარტებას.

4. პერსონალური კონსულტანტის მომსახურება სრულდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 3 თვეში.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული პერსონალური კონსულტანტის მომსახურებისათვის საფასური არ გადაიხდება.

6. ეს მუხლი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური კონსულტანტი უკვე ახორციელებს მომსახურებას ამ წესის შესაბამისად და ამ მომსახურების ფარგლებში დაინტერესებული პირის მიერ განხორციელდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნა.

7. პერსონალური კონსულტანტის მიერ ამ მუხლის შესაბამისად მომსახურების გაწევის შემთხვევაში, მასზე ვრცელდება ამ წესით გათვალისწინებული დებულებები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №50-103 - ვებგვერდი, 28.12.2024 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 იანვრის დადგენილება №51-5 - ვებგვერდი, 29.01.2025 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გასაწევი ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“, №87-81, 07.09.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016900 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5253152-5/