სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.02.2022 ბოლო ცვლილება 21.12.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.023255
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №47

2022 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
1. „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა“.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ (პროგრამული კოდი: 27 04) პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა

+
მუხლი 1. პროგრამის მიზანი

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.

მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები

პროგრამის კომპონენტებია:

ა) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

ა.ა)  ავტოპარკის განახლება (სპეციალიზებული ავტომანქანების შესყიდვა);

ა.ბ)  საპროექტო/სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;

ბ) ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო/საექსპერტო/ სანებართვო სამუშაოების შესყიდვა;

გ) სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად:

გ.ა) საიჯარო, მიწისა და ქონების გადასახადის დაფინანსება;

გ.ბ) საპროექტო/სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;

გ.გ) საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა;

დ)  წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის:

დ.ა) რეაბილიტაცია;

დ.ბ) აღჭურვა;

დ.გ) კომპიუტერული ტექნიკის, ლაბორატორიული და საოფისე ავეჯის შესყიდვა;

დ.დ) ობიექტის ელექტროსისტემის გადამცემ ქსელთან მიერთებისა და მრიცხველის მოწყობისათვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება;

ე) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის:

ე.ა) ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების (ქუთაისი) ჟანგბადის ბალონების სასაწყობო ნაგებობის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა;

ე.ბ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული კლინიკების შენობა-ნაგებობების აღჭურვისა და საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;

ვ) პროგრამის ადმინისტრირება;

ზ) COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/ რეაბილიტაცია;

თ) საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 მარტის დადგენილება №143 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 18 აპრილის დადგენილება №204 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №441 – ვებგვერდი, 30.08.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 18.10.2022წ.
მუხლი 3

ამ პროგრამის მე-2 მუხლის:

ა) „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებული წესით;

გ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით, საქართველოს მთავრობის განკარგულების გათვალისწინებით.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 მარტის დადგენილება №143 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 18.10.2022წ.
მუხლი 4. პროგრამის განხორციელება 

1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 27 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.

2. პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ცენტრალური აპარატი, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განმახორციელებელია სამინისტრო, მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის (WB)“ განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) მეშვეობით.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 18.10.2022წ.

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი 

პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 31 840.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:

№
კომპონენტის დასახელება
ღირებულება
(ათასი ლარი)
1
სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:
7 300.0
 
1.1. ავტოპარკის განახლება (სპეციალიზებული ავტომანქანების შესყიდვა)
5 000.0
 
1.2. საპროექტო/სარემონტო სამუშაოების შესყიდვა
2 300.0
2
ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო/საექსპერტო/სანებართვო სამუშაოების შესყიდვა
228.0
3
სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად:
16 353.0
 
3.1. საიჯარო, მიწისა და ქონების გადასახადის დაფინანსება
853.0
 
3.2. საპროექტო/სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა
15 000.0
 
3.3. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა
500.0
4
წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის:
6 567.0
 
4.1. რეაბილიტაცია
1 429.0
 
4.2. აღჭურვა
4 613.0
 
4.3. კომპიუტერული ტექნიკის, ლაბორატორიული და საოფისე ავეჯის შესყიდვა
405.0
 
4.4. ობიექტის ელექტროსისტემის გადამცემ ქსელთან მიერთებისა და მრიცხველის მოწყობისათვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება
120.0
5
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის:
302.0
 
5.1. ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების (ქუთაისი) ჟანგბადის ბალონების სასაწყობო ნაგებობის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა
51.0
 
5.2. შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული კლინიკების შენობა-ნაგებობების  აღჭურვისა და საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა
251.0
6
პროგრამის ადმინისტრირება
230.0
7
COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაცია
840.0
8
საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა
20.0
 
სულ:
31 840.0
 
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 მარტის დადგენილება №143 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 18 აპრილის დადგენილება №204 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 18.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №441 – ვებგვერდი, 30.08.2022წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №47, 01.02.2022, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023255 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5374833-4/