სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №47 |
|
2022 წლის 1 თებერვალი ქ. თბილისი |
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ (პროგრამული კოდი: 27 04) პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
|
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა. მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები
პროგრამის კომპონენტებია: ა) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის: ა.ა) ავტოპარკის განახლება (სპეციალიზებული ავტომანქანების შესყიდვა); ა.ბ) საპროექტო/სარემონტო სამუშაოების შესყიდვა; ბ) ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო/საექსპერტო/ სანებართვო სამუშაოების შესყიდვა; გ) სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად: გ.ა) საიჯარო, მიწისა და ქონების გადასახადის დაფინანსება; გ.ბ) საპროექტო/სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა; დ) წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის: დ.ა) რეაბილიტაცია; დ.ბ) აღჭურვა; ე) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ − ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების (ქუთაისი) ჟანგბადის ბალონების სასაწყობო ნაგებობის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა; ვ) პროგრამის ადმინისტრირება. მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია
ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 4. პროგრამის განხორციელება
1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 27 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი. მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 31 000.0 ათასი ლარით:
|
+
+
+
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
+
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.
მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები
პროგრამის კომპონენტებია:
ა) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:
ა.ა) ავტოპარკის განახლება (სპეციალიზებული ავტომანქანების შესყიდვა);
ა.ბ) საპროექტო/სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;
ბ) ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო/საექსპერტო/ სანებართვო სამუშაოების შესყიდვა;
გ) სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად:
გ.ა) საიჯარო, მიწისა და ქონების გადასახადის დაფინანსება;
გ.ბ) საპროექტო/სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა; |
გ.გ) საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა;
დ.გ) კომპიუტერული ტექნიკის, ლაბორატორიული და საოფისე ავეჯის შესყიდვა;
დ.დ) ობიექტის ელექტროსისტემის გადამცემ ქსელთან მიერთებისა და მრიცხველის მოწყობისათვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება;
ე) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის:
ე.ა) ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების (ქუთაისი) ჟანგბადის ბალონების სასაწყობო ნაგებობის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა;
ე.ბ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული კლინიკების შენობა-ნაგებობების აღჭურვისა და საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;
ვ) პროგრამის ადმინისტრირება;
ზ) COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/ რეაბილიტაცია;
თ) საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 მარტის დადგენილება №143 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 18 აპრილის დადგენილება №204 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №441 – ვებგვერდი, 30.08.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 18.10.2022წ.
მუხლი 3🔗
ამ პროგრამის მე-2 მუხლის:
ა) „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებული წესით;
გ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით, საქართველოს მთავრობის განკარგულების გათვალისწინებით.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 მარტის დადგენილება №143 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 18.10.2022წ.
მუხლი 4. პროგრამის განხორციელება🔗
2. პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ცენტრალური აპარატი, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განმახორციელებელია სამინისტრო, მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის (WB)“ განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) მეშვეობით.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 18.10.2022წ.
მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი🔗
პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 31 840.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
№
კომპონენტის დასახელებაღირებულება
(ათასი ლარი)
1
სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:7 300.0
2 300.0
2
ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო/საექსპერტო/სანებართვო სამუშაოების შესყიდვა
228.0
3
სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად:
16 353.0
3.2. საპროექტო/სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა
15 000.0
3.3. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა
500.0
4
წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის:6 567.0
1 429.0
4 613.0
4.3. კომპიუტერული ტექნიკის, ლაბორატორიული და საოფისე ავეჯის შესყიდვა
405.0
4.4. ობიექტის ელექტროსისტემის გადამცემ ქსელთან მიერთებისა და მრიცხველის მოწყობისათვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება
120.0
5
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის:
302.0
5.1. ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების (ქუთაისი) ჟანგბადის ბალონების სასაწყობო ნაგებობის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა
51.0
5.2. შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული კლინიკების შენობა-ნაგებობების აღჭურვისა და საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა
251.0
6
პროგრამის ადმინისტრირება230.0
7
COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაცია
840.0
8
საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა
20.0
31 840.0
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 მარტის დადგენილება №143 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 18 აპრილის დადგენილება №204 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 18.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №441 – ვებგვერდი, 30.08.2022წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.12.2022.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 01.02.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №47. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.023255.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.12.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.12.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №47, 01.02.2022, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023255 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5374833/