უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.08.2002 ძალადაკარგული 12.06.2012
ნომერი
№218/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430.080.000.11.119.005.457
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 83, 15/08/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.11.119.005.457

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №218/ნ

2002 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ

„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესი“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე

ა. გამყრელიძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2003 წლის 10 აპრილის ბრძანება №88/ნ-სსმIII, №35, 18.04.2003წ.; მუხ.313

უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი შემუშავებულია „დასაქმების შესახებ” და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს სპეციალური პროფესიული სასწავლებლების (შემდგომში „სასწავლებლების“) შერჩევისა და კონკურსის (შემდეგში ტენდერის) ორგანიზების პირობებს უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

2. ამ წესის მიზანია:

ა) პროცედურების დადგენა, რომელთა მიხედვითაც წარმოებს სასწავლებლების შერჩევა უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების მიზნით.

ბ) სასაწავლებლის შერჩევის მიზნით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ ორგანიზებული ტენდერის ჩატარების პერიოდულობის, ვადებისა და პრინციპების განსაზღვრა;

გ) უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასაწავლებლის შერჩევის პროცესში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მონაწილეობის ფორმებისა და კონკრეტული ფუნქციების განსაზღვრა.

3. ამ წესით დადგენილი ნორმები ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ორგანიზებული ტენდერების მონაწილე იურიდიულ პირებზე.

4. უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ორგანიზებული ტენდერის მიზანია:

ა) უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების მაღალი დონის უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის მაღალეფექტიანობისა და მიზნობრიობის უზრუნველყოფა;

გ) სასწავლო პროცესის ორგანიზაციის სრულყოფა;

დ) უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება და საჯაროობა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2003 წლის 10 აპრილის ბრძანება №88/ნ-სსმIII, №35, 18.04.2003წ.; მუხ.313

    მუხლი 2. ტენდერის ორგანიზაცია

1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ყოველწლიურად ატარებს ტენდერს უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლებლის შესარჩევად.

2. ტენდერი იმართება სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად, „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” დამტკიცების შემდეგ.

3. ტენდერი ტარდება მხოლოდ იმ ცალკეული პროფესიების (ან კვალიფიკაციაზე არსებული მოთხოვნების) მიხედვით, რომლებზეც არსებობს რეალური ან პერსპექტიული მოთხოვნა საქართველოს შრომის ბაზარზე.

4. ტენდერი შეიძლება ჩატარდეს, ასევე უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის სპეციალური სასწავლებლის შესარჩევად, უმუშევართა პროფესიული უნარ-ჩვევების გაფართოებისა და განვითარების მიზნით.

5. ტენდერი ტარდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაზე ლიცენზიის მქონე იმ სასწავლო დაწესებულების გამოსავლენად, რომელსაც გააჩნია საკმარისი ინტელექტუალური და ტექნიკური საშუალებები, რათა უზრუნველყოს უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება სპეციალობებში, რომლებზეც საქართველოს შრომის ბაზარზე არსებობს რეალური ან პერსპექტიული მოთხოვნა.

6. ტენდერის დროს სასწავლებლის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

ა) სასწავლებლის უნარი დააკმაყოფილოს კონკრეტული სპეციალობის მიხედვით საქართველოს შრომის ბაზარზე კვალიფიკაციისა და შრომითი უნარ-ჩვევების მიმართ ჩამოყალიბებული მოთხოვნები;

ბ) კონკრეტულ სპეციალობაში ერთი პირის მოსამზადებლად დანახარჯების წარმოდგენილი მოცულობა.

7. ტენდერის შედეგად კონკრეტული სპეციალობის მიხედვით შესაძლებელია გამოვლენილ იქნას სასწავლებელი, საქართველოს ცალკეულ რაიონში ან რაიონებში არსებული უმუშევრების პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

8. ტენდერის შედეგად შერჩეულ სასწავლებელში საჭიროებისა და შეთანხმებული სასწავლო გრაფიკის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში, იწარმოებს უმუშევართა გაგზავნა პროფესიული მომზადების, გადამზადების ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, ამ მიზნით გათვალისწინებული საბიუჯეტო რესურსების ფარგლებში.

9. ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან (ორგანიზაციებთან) ფორმდება ხელშეკრულება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2003 წლის 10 აპრილის ბრძანება №88/ნ-სსმIII, №35, 18.04.2003წ.; მუხ.313

    მუხლი 3. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის კომპეტენცია

1. დასაქმების სახელმწიფო სამსახური „დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის მონიტორინგს.

2. ინფორმაციას შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და ცალკეულ პროფესიებზე რეალური, თუ პერსპექტიული მოთხოვნის შესახებ დასაქმების სახელმწიფო სამსახური საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგენს ყოველკვარტალურად, მომდევნო კვარტალის პირველი თვის 15 რიცხვამდე.

3. დასაქმების სახელმწიფო სამსახური შრომის ბაზრის მონიტორინგის პროცესში ახდენს ცალკეულ პროფესიებსა და კვალიფიკაციაზე არსებული მოთხოვნების იდენტიფიცირებას, დეტალიზაციასა და დოკუმენტირებას, აწარმოებს შედარებას არსებულ პროფესიულ სტანდარტებთან, აკეთებს ანალიზს.

4. დასაქმების სახელმწიფო სამსახური აწარმოებს დამსაქმებელთა კონკრეტული განაცხადების შეგროვებას სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე და შესაბამის წერილობით მოტივაციასთან ერთად აწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

5. ამოღებულია.

6. დასაქმების სახელმწიფო სამსახური აგზავნის სამუშაოს მაძიებლებს ტენდერის გზით შერჩეულ სასწავლო დაწესებულებებში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2003 წლის 10 აპრილის ბრძანება №88/ნ-სსმIII, №35, 18.04.2003წ.; მუხ.313

    მუხლი 4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენცია

1. ამოღებულია.

2. ამოღებულია.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს შრომის ბაზრის მდგომარეობის შეფასებას და ადგენს იმ სპეციალობებისა და პროფესიების ჩამონათვალს, რომელთა მიხედვითაც წარმოებს ტენდერის ჩატარება.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აწარმოებს შერჩეული სასწავლებლების მიერ მომზადებულ უმუშევართა დასაქმების მონიტორინგს და აფასებს სასწავლებელთა მომსახურების ეფექტიანობას.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2003 წლის 10 აპრილის ბრძანება №88/ნ-სსმIII, №35, 18.04.2003წ.; მუხ.313

 

მუხლი 4​1 საქართველოს სოციალურიო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კომპეტენცია

პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მოსამზადებელი კადრების რაოდენობისა და პროფესიების სახეობათა გათვალისწინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ატარებს ტენდერს სპეციალური პროფესიული სასწავლებლის გამოსავლენად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2003 წლის 10 აპრილის ბრძანება №88/ნ-სსმIII, №35, 18.04.2003წ.; მუხ.313

    მუხლი 5. ტენდერის მომზადების, ჩატარებისა და გამარჯვებულის გამოვლენის წესი და პირობები

ტენდერის მომზადება, ჩატარება, გამარჯვებულის გამოვლენა და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმება წარმოებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების თანახმად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ“, №218/ნ, 06.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.11.119.005.457 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54244-1/