უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.08.2002 ძალადაკარგული 12.06.2012
ნომერი
№218/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430.080.000.11.119.005.457
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 83, 15/08/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.11.119.005.457

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №218/ნ

2002 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ

„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესი“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე

ა. გამყრელიძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2003 წლის 10 აპრილის ბრძანება №88/ნ-სსმIII, №35, 18.04.2003წ.; მუხ.313

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2005 წლის 23 მაისის ბრძანება №138/ნ-სსმIII, №66, 01.06.2005წ.; მუხ.695

უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი შემუშავებულია „დასაქმების შესახებ” და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს სპეციალური პროფესიული სასწავლებლების (შემდგომში „სასწავლებლების“) შერჩევისა და კონკურსის (შემდეგში ტენდერის) ორგანიზების პირობებს უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

2. ამ წესის მიზანია:

ა) პროცედურების დადგენა, რომელთა მიხედვითაც წარმოებს სასწავლებლების შერჩევა უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების მიზნით;

ბ) სასწავლებლის შერჩევის მიზნით სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ორგანიზებული ტენდერის ჩატარების პერიოდულობის, ვადებისა და პრინ-ციპების განსაზღვრა;

გ) უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლებლის შერჩევის პროცესში სააგენტოს მონაწილეობის ფორმებისა და კონკრეტული ფუნქციების განსაზღვრა.

3. ამ წესით დადგენილი ნორმები ვრცელდება მხოლოდ სააგენტოს მიერ უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ორგანიზებული ტენდერების მონაწილე იურიდიულ პირებზე.

4. უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ორგანიზებული ტენდერის მიზანია:

ა) უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების მაღალი დონის უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის მაღალეფექტიანობისა და მიზნობრიობის უზრუნველყოფა;

გ) სასწავლო პროცესის ორგანიზაციის სრულყოფა;

დ) უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება და საჯაროობა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2003 წლის 10 აპრილის ბრძანება №88/ნ-სსმIII, №35, 18.04.2003წ.; მუხ.313

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2005 წლის 23 მაისის ბრძანება №138/ნ-სსმIII, №66, 01.06.2005წ.; მუხ.695

    მუხლი 2. ტენდერის ორგანიზაცია

1. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს ტენდერს უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლებლის შესარჩევად.

2. ტენდერი იმართება სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად, „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” დამტკიცების შემდეგ.

3. ტენდერი ტარდება მხოლოდ იმ ცალკეული პროფესიების (ან კვალიფიკაციაზე არსებული მოთხოვნების) მიხედვით, რომლებზეც არსებობს რეალური ან პერსპექტიული მოთხოვნა საქართველოს შრომის ბაზარზე.

4. ტენდერი შეიძლება ჩატარდეს, ასევე უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის სპეციალური სასწავლებლის შესარჩევად, უმუშევართა პროფესიული უნარ-ჩვევების გაფართოებისა და განვითარების მიზნით.

5. ტენდერი ტარდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაზე ლიცენზიის მქონე იმ სასწავლო დაწესებულების გამოსავლენად, რომელსაც გააჩნია საკმარისი ინტელექტუალური და ტექნიკური საშუალებები, რათა უზრუნველყოს უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება სპეციალობებში, რომლებზეც საქართველოს შრომის ბაზარზე არსებობს რეალური ან პერსპექტიული მოთხოვნა.

6. ტენდერის დროს სასწავლებლის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

ა) სასწავლებლის უნარი დააკმაყოფილოს კონკრეტული სპეციალობის მიხედვით საქართველოს შრომის ბაზარზე კვალიფიკაციისა და შრომითი უნარ-ჩვევების მიმართ ჩამოყალიბებული მოთხოვნები;

ბ) კონკრეტულ სპეციალობაში ერთი პირის მოსამზადებლად დანახარჯების წარმოდგენილი მოცულობა.

7. ტენდერის შედეგად კონკრეტული სპეციალობის მიხედვით შესაძლებელია გამოვლენილ იქნას სასწავლებელი, საქართველოს ცალკეულ რაიონში ან რაიონებში არსებული უმუშევრების პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

8. სააგენტო უზრუნველყოფს რეგისტრირებულ უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა გაგზავნას ტენდერის შედეგად შერჩეულ სასწავლებლებში პროფესიული მომზადების, გადამზადების ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, მოქმედი კანონმდებლობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

9. ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან (ორგანიზაციებთან) ფორმდება ხელშეკრულება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2003 წლის 10 აპრილის ბრძანება №88/ნ-სსმIII, №35, 18.04.2003წ.; მუხ.313

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2005 წლის 23 მაისის ბრძანება №138/ნ-სსმIII, №66, 01.06.2005წ.; მუხ.695

    მუხლი 3. სააგენტოს კომპეტენცია

1. სააგენტო ,,დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის მონიტორინგს.

2. ინფორმაციას შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და ცალკეულ პროფესიებზე რეალური თუ პერსპექტიული მოთხოვნის შესახებ სააგენტო საქართველოს შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგენს ყოველკვარტალურად, მომდევნო კვარტლის პირველი თვის 15 რიცხვამდე.

3. სააგენტო უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს ტენდერის ჩატარება, სასწავლებლის გამოვლენა და მასთან ხელშეკრულების დადება.

4. სააგენტო ახორციელებს უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგ-რამის მიმდინარეობისა და შესრულების კონტროლს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2003 წლის 10 აპრილის ბრძანება №88/ნ-სსმIII, №35, 18.04.2003წ.; მუხ.313

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2005 წლის 23 მაისის ბრძანება №138/ნ-სსმIII, №66, 01.06.2005წ.; მუხ.695

    მუხლი 4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენცია

1. ამოღებულია.

2. ამოღებულია.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს შრომის ბაზრის მდგომარეობის შეფასებას და განსაზღვრავს იმ სპეციალისტებისა და პროფესიების ჩამონათვალს, რომელთა მიხედვითაც წარმოებს უმუშევართა პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აწარმოებს შერჩეული სასწავლებლების მიერ მომზადებულ უმუშევართა დასაქმების მონიტორინგს და აფასებს სასწავლებელთა მომსახურების ეფექტიანობას.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2003 წლის 10 აპრილის ბრძანება №88/ნ-სსმIII, №35, 18.04.2003წ.; მუხ.313

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2005 წლის 23 მაისის ბრძანება №138/ნ-სსმIII, №66, 01.06.2005წ.; მუხ.695

    მუხლი 4​1 ამოღებულია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2003 წლის 10 აპრილის ბრძანება №88/ნ-სსმIII, №35, 18.04.2003წ.; მუხ.313

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2005 წლის 23 მაისის ბრძანება №138/ნ-სსმIII, №66, 01.06.2005წ.; მუხ.695

    მუხლი 5. ტენდერის მომზადების, ჩატარებისა და გამარჯვებულის გამოვლენის წესი და პირობები

ტენდერის მომზადება, ჩატარება, გამარჯვებულის გამოვლენა და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმება წარმოებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების თანახმად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ“, №218/ნ, 06.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.11.119.005.457 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.05.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54244-2/