ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №209 განკარგულებით დამტკიცებული „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის“ მე-6 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების თანდართული ფორმები (დანართები №№1-2).
+
მუხლი 2
დამტკიცდეს „ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი”(დანართი №3).
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 6 აპრილიდან.
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“, №01/ნ, 01.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 310010010.77.090.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5427534-2/