ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
+
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის
სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №01/ნ
2022 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №209 განკარგულებით დამტკიცებული „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის“ მე-6 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების თანდართული ფორმები (დანართები №№1-2).
+
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი”(დანართი №3).
+
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 6 აპრილიდან.
დირექტორი ლევან გამყრელიძე
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 6 აპრილიდან. დირექტორილევან გამყრელიძე
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“, №01/ნ, 01.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 310010010.77.090.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.08.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5427534-3/