„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების” დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.525
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №97
2002 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე
„ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები.
1.1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ცხოველებზე შემდეგ ვადებში:
ა) მწყერზე, მტრედზე, ქედანზე, გვრიტზე, ჩიბუხაზე (ბეკასი), ღალღაზე, ჭაობის ქათამზე, ჭყიმპოზე (გარშნეპი) – აგვისტოს მესამე შაბათს – 15 თებერვლამდე, ხოლო გოჭაზე (დუპელი) _ პირველ მარტამდე;
ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე (ბატი, იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე;
დ) ხოხობზე და კაკაბზე – 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე (მხოლოდ სამონადირეო მეურნეობების ტერიტორიაზე);
ე) დმანისში, წალკაში, ნინოწმინდა სა და ახალქალაქში ამ ბრძანების 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნტში მოყვანილ სახეობებზე ნადირობა დაიშვება დადგენილი ვადიდან ორი კვირით გვიან – 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;
ვ) მაღალმთიან რაიონებში – ახალქალაქი, ახალციხე, წალკა, ნინოწმინდა წყალმცურავ ფრინველებზე (ბატი, იხვი, მელოტა) ნადირობა ნებადართულია – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე.
1.2. ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ მდინარეებზე და მათ შენაკადებში:
ა) მტკვარი – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ბ) ალაზანი და იორი –1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე (ქვემო ქედიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე);
გ) მდინარეების – ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთი კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ, ორი კილომეტრის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 1 ნოემბრიდან 19 მარტამდე;
დ) ყველა დანარჩენ შენაკად მდინარეებში თევზჭერის ლიცენზირება მოხდეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ დადგენილი კვოტებით და ვადებით.
1.3. ლიზენცირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ ტბებში:
ა) თავფარავანი (ფარავანი) – 1 თებერვლიდან 15 მარტამდე და 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე;
ბ) ტაბიწყური (ტაბაწყური) – 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე.
1.4. ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ წყალსატევებში:
ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი –15 აგვისტოდან 15 აპრილამდე:
ბ) თბილისის წყალსაცავი – 1 სექტემბრიდან 15 აპრილამდე;
გ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ დადგენილი კვოტებით, ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა) – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე.
1.5. შავ ზღვაში ლიცენზირებული თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი (ლობანი) – 1 მარტიდან 1 სექტემბრამდე;
ბ) კეფალი-პილენგასი – 1 მარტიდან 1 სექტემბრამდე;
გ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია – 15 ნოემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
დ) ქარსალა (შპროტი) – 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე;
ე) მერლანკა (ვირთევზა) – მთელი წლის განმავლობაში;
ვ) კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი) – მთელი წლის განმავლობაში;
ზ) ხონთქარა (ბარაბული) – 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე;
თ) სტავრიდა – 15 ნოემბრიდან 1 მაისამდე;
ი) ღორჯოები – მთელი წლის განმავლობაში;
კ) პელამიდა (ბალამუტი) – 1 მარტიდან 15 ნოემბრამდე;
ლ) სარღანი – 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე;
მ) შავი ზრვის ქაშაყი – 15 ნოემბრიდან 1 მაისამდე;
ნ) სმარისი – მთელი წლის განმავლობაში;
ო) რაპანი (ზღვის მოლუსკი) – 1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე (აკვალანგებით);
პ) მიდია (ზღვის მოლუსკი) – 1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე (აკვალანგებით).
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2006 წლის 21 თებერვლის ბრძანება №119-სსმIII, №26, 27.02.2006წ.; მუხ. 312
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 27 ივლისის №92 ბრძანება „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“.
3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნინო ჩხობაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2006 წლის 21 თებერვლის ბრძანება №119-სსმIII, №26, 27.02.2006წ.; მუხ. 312
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.525
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №97
2002 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე
„ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები.
1.1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ცხოველებზე შემდეგ ვადებში:
1.1. ამ ბრძანების 1.11 პუნქტით განსაზღვრული ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა (სახეობების) და რეგიონების მიხედვით დადგენილი ვადების შესაბამისად ნადირობა ნებადართულია 5 სექტემბრიდან 1 მარტამდე.
ა) მწყერზე, მტრედზე, ქედანზე, გვრიტზე, ჩიბუხაზე (ბეკასი), ღალღაზე, ჭაობის ქათამზე, ჭყიმპოზე (გარშნეპი) – აგვისტოს მესამე შაბათს – 15 თებერვლამდე, ხოლო გოჭაზე (დუპელი) _ პირველ მარტამდე;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №783-სსმIII, №133, 29.09.2006წ.; მუხ. 1549
1.11 ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ცხოველებზე შემდეგ ვადებში:
ა) მწყერზე, მტრედზე, ჩიბუხაზე, გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – 5 სექტემბრიდან – 15 თებერვლამდე;
ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე (ბატი, იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, ბოლოსადგისა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე;
დ) ხოხობზე და კაკაბზე – 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე (მხოლოდ სამონადირეო მეურნეობების ტერიტორიაზე);
ე) დმანისში, წალკაში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში ამ ბრძანების 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნტში მოყვანილ სახეობებზე ნადირობა დაიშვება დადგენილი ვადიდან ორი კვირით გვიან – 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;
ე) დმანისში, წალკაში, ნინოწმინდაში და ახალქალაქში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოყვანილ სახეობებზე ნადირობა დაიშვება – 5 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;
ვ) მაღალმთიან რაიონებში – ახალქალაქი, ახალციხე, წალკა, ნინოწმინდა წყალმცურავ ფრინველებზე (ბატი, იხვი, მელოტა) ნადირობა ნებადართულია – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე.
ვ) მაღალმთიან რაიონებში – ახალქალაქი, ახალციხე, წალკა, ნინოწმინდა წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, ბოლოსადგისა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) ნადირობა ნებადართულია – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №783-სსმIII, №133, 29.09.2006წ.; მუხ. 1549
1.2. ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ მდინარეებზე და მათ შენაკადებში:
ა) მტკვარი – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ბ) ალაზანი და იორი –1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე (ქვემო ქედიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე);
გ) მდინარეების – ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთი კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ, ორი კილომეტრის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 1 ნოემბრიდან 19 მარტამდე;
დ) ყველა დანარჩენ შენაკად მდინარეებში თევზჭერის ლიცენზირება მოხდეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ დადგენილი კვოტებით და ვადებით.
1.3. ლიზენცირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ ტბებში:
ა) თავფარავანი (ფარავანი) – 1 თებერვლიდან 15 მარტამდე და 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე;
ბ) ტაბიწყური (ტაბაწყური) – 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე.
1.4. ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ წყალსატევებში:
ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი –15 აგვისტოდან 15 აპრილამდე:
ბ) თბილისის წყალსაცავი – 1 სექტემბრიდან 15 აპრილამდე;
გ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ დადგენილი კვოტებით, ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა) – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე.
1.5. შავ ზღვაში ლიცენზირებული თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი (ლობანი) – 1 მარტიდან 1 სექტემბრამდე;
ბ) კეფალი-პილენგასი – 1 მარტიდან 1 სექტემბრამდე;
გ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია – 15 ნოემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
დ) ქარსალა (შპროტი) – 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე;
ე) მერლანკა (ვირთევზა) – მთელი წლის განმავლობაში;
ვ) კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი) – მთელი წლის განმავლობაში;
ზ) ხონთქარა (ბარაბული) – 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე;
თ) სტავრიდა – 15 ნოემბრიდან 1 მაისამდე;
ი) ღორჯოები – მთელი წლის განმავლობაში;
კ) პელამიდა (ბალამუტი) – 1 მარტიდან 15 ნოემბრამდე;
ლ) სარღანი – 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე;
მ) შავი ზრვის ქაშაყი – 15 ნოემბრიდან 1 მაისამდე;
ნ) სმარისი – მთელი წლის განმავლობაში;
ო) რაპანი (ზღვის მოლუსკი) – 1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე (აკვალანგებით);
პ) მიდია (ზღვის მოლუსკი) – 1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე (აკვალანგებით).
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2006 წლის 21 თებერვლის ბრძანება №119-სსმIII, №26, 27.02.2006წ.; მუხ. 312
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 27 ივლისის №92 ბრძანება „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“.
3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნინო ჩხობაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2006 წლის 21 თებერვლის ბრძანება №119-სსმIII, №26, 27.02.2006წ.; მუხ. 312
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2006 წლის 21 თებერვლის ბრძანება №119-სსმIII, №26, 27.02.2006წ.; მუხ. 312
2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №783-სსმIII, №133, 29.09.2006წ.; მუხ. 1549
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების” დამტკიცების თაობაზე, №97, 04.10.2002, სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.525 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54550-1/