„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების” დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.10.2002 ძალადაკარგული 17.08.2010
ნომერი
№97
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.11.103.005.525
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 16/10/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.525

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №97

2002 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები.

1.1. ამ ბრძანების 1.1​1 პუნქტით განსაზღვრული ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა (სახეობების) და რეგიონების მიხედვით დადგენილი ვადების შესაბამისად ნადირობა ნებადართულია 5 სექტემბრიდან 1 მარტამდე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №783-სსმIII, №133, 29.09.2006წ.; მუხ. 1549

1.1​1 ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ცხოველებზე შემდეგ ვადებში:

ა) მწყერზე, მტრედზე, ჩიბუხაზე, გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – 5 სექტემბრიდან – 15 თებერვლამდე;

ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;

გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, ბოლოსადგისა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე;

დ) ხოხობზე და კაკაბზე – 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე (მხოლოდ სამონადირეო მეურნეობების ტერიტორიაზე);

ე) დმანისში, წალკაში, ნინოწმინდაში და ახალქალაქში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოყვანილ სახეობებზე ნადირობა დაიშვება – 5 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

ვ) მაღალმთიან რაიონებში – ახალქალაქი, ახალციხე, წალკა, ნინოწმინდა წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, ბოლოსადგისა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) ნადირობა ნებადართულია – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №783-სსმIII, №133, 29.09.2006წ.; მუხ. 1549

1.2. ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ მდინარეებზე და მათ შენაკადებში:

ა) მტკვარი – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;

ბ) ალაზანი და იორი –1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე (ქვემო ქედიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე);

გ) მდინარეების – ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთი კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ, ორი კილომეტრის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 1 ნოემბრიდან 19 მარტამდე;

დ) ყველა დანარჩენ შენაკად მდინარეებში თევზჭერის ლიცენზირება მოხდეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ დადგენილი კვოტებით და ვადებით.

1.3. ლიზენცირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ ტბებში:

ა) თავფარავანი (ფარავანი) – 1 თებერვლიდან 15 მარტამდე და 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე;

ბ) ტაბიწყური (ტაბაწყური) – 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე.

1.4. ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ წყალსატევებში:

ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი –15 აგვისტოდან 15 აპრილამდე:

ბ) თბილისის წყალსაცავი – 1 სექტემბრიდან 15 აპრილამდე;

გ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ დადგენილი კვოტებით, ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა) – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე.

1.5. შავ ზღვაში ლიცენზირებული თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:

ა) კეფალი (ლობანი) – 1 მარტიდან 1 მაისამდე, 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე;

ბ) კეფალი-პილენგასი – 1 მარტიდან 1 მაისამდე, 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე;

გ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია – 15 ნოემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;

დ) ქარსალა (შპროტი) – 1 მარტიდან 1 მაისამდე, 1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე;

ე) მერლანკა (ვირთევზა) – მთელი წლის განმავლობაში (გარდა 1 მაისიდან 1 ივლისამდე);

ვ) კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი) – მთელი წლის განმავლობაში (გარდა 1 მაისიდან 1 ივლისამდე);

ზ) ხონთქარა (ბარაბული) – 1 მარტიდან 1 მაისამდე, 1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე;

თ) სტავრიდა – 15 ნოემბრიდან 1 მაისამდე;

ი) ღორჯოები – მთელი წლის განმავლობაში (გარდა 1 მაისიდან 1 ივლისამდე);

კ) პელამიდა (ბალამუტი) – 1 მარტიდან 1 მაისამდე, 1 ივლისიდან 15 ნოემბრამდე;

ლ) სარღანი – 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე;

მ) შავი ზღვის ქაშაყი – 15 ნოემბრიდან 1 მაისამდე;

ნ) სმარისი – მთელი წლის განმავლობაში (გარდა 1 მაისიდან 1 ივლისამდე);

ო) რაპინი (ზღვის მოლუსკი) – 1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე (აკვალანგებით);

პ) მიდია (ზღვის მოლუსკი) – 1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე (აკვალანგებით).

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2006 წლის 21 თებერვლის ბრძანება №119-სსმIII, №26, 27.02.2006წ.; მუხ. 312

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 აპრილის ბრძანება №449-სსმIII, №61, 01.05.2007წ.; მუხ. 696

1.6. პალიასტომის ტბაში ლიცენზირებული თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:

ა) კეფალი (ლობანი) – 15 ივლისიდან 1 დეკემბრამდე;

ბ) კეფალი (პილენგასი) – 15 ივლისიდან 1 დეკემბრამდე;

გ) ოქროსფერი კეფალი – 15 ივლისიდან 1 დეკემბრამდე;

დ) ქარიყლაპია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 1 იანვრიდან 1 აპრილამდე;

ვ) შამაია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ზ) მცირე ვიმბა – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

თ) კარჩხანა – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე;

ი) კობრი – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;

ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

მ) მრგვალი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ნ) შავი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის ბრძანება №70-სსმIII, №15, 02.02.2007წ.; მუხ. 162

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 27 ივლისის №92 ბრძანება „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“.

3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნინო ჩხობაძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2006 წლის 21 თებერვლის ბრძანება №119-სსმIII, №26, 27.02.2006წ.; მუხ. 312

2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №783-სსმIII, №133, 29.09.2006წ.; მუხ. 1549

3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის ბრძანება №70-სსმIII, №15, 02.02.2007წ.; მუხ. 162

4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 აპრილის ბრძანება №449-სსმIII, №61, 01.05.2007წ.; მუხ. 696

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების” დამტკიცების თაობაზე, №97, 04.10.2002, სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.525 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54550-4/