არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საკრედიტო კავშირების მიმართ, სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.050.10.008.005.526
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №257
2002 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების უსაფრთხოდ და სტაბილურად ფუნქციონირებისა და მოსალოდნელი დანაკარგების მინიმიზაციის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლების, აგრეთვე „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების თანდართული წესი.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის სამმართველომ განუხრელად უზრუნველყოს ამ წესების მოთხოვნათა შესრულება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მანაგაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 15 ივნისის ბრძანება №122-სსმIII, №64, 25.06.2004წ.; მუხ. 565
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების ზედამხედველობის განხორციელების შედეგად ამ დაწესებულებების საქმიანობაში არსებული პოტენციური სისუსტეების ან დარღვევების გამოვლენისას, მათი გამოსწორებისა და აღკვეთის ადეკვატური ღონისძიებების სახეობებს, მათ გამოყენებას, ასევე საეჭვო გარიგებების თაობაზე მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2003 წლის 31 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ” დებულების მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის სანქციებს.
2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებში აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს როგორც სავალდებულო, ისე ნებაყოფილობითი ზემოქმედების ზომებს.
3. ნებაყოფილობითი ზემოქმედების ზომების გამოყენება ძირითადად ხორციელდება ისეთი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ, რომელთა საქმიანობაც ხასიათდება გარკვეული ნაკლოვანებებით და მათი სერიოზულ პრობლემებად გადაქცევის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა გადაუდებელი რეაგირება. ნებაყოფლობითი ზემოქმედების ზომებს მიეკუთვნება:
ა) ნაკლოვანებების მქონე არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საგარანტიო წერილი მის საქ მ იანობაში არსებული ნაკლოვანებების აღიარების და მათი გამოსასწორებელი ღონისძიებების დადგენილ ვადებში განხორციელების შესახებ;
ბ) წერილობითი შეთანხმება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის დაწესებულების საქმიანობაში გამოვლენილი არსებითი ნეგატიური ასპექტების აღმოსაფხვრელად.
4. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ სავალდებულო ზემოქმედების ზომების გამოყენება ხორციელდება იმის გათვალისწინებით, თუ:
ა) რამდენად სრულად ან დროულად ასრულებს მის საზედამხედველო მოთხოვნებს ეს დაწესებულება;
ბ) როგორია ამ დაწესებულებაში დარღვევების ხარისხი და რა ზარალს განიცდის თავად ეს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება;
გ) რამდენად სრულად ან დროულად ასრულებს ეს დაწესებულება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2003 წლის 31 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ” დებულების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით შიდა კონტროლის განხორციელების თაობაზე ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
5. სავალდებულო ზემოქმედების ზომებს მიეკუთვნება:
ა) წერილობითი გაფრთხილება დადგენილ ვადებში კონკრეტული ნაკლოვანების (ნაკლოვანებების) აღმოფხვრის თაობაზე;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოსადმი მოთხოვნის წაყენება, რათა მოწვეულ იქნეს რიგგარეშე საგანგებო საერთო კრება დარღვევათა განსახილველად, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების გასატარებლად ან ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად;
გ) აქტივების ზრდის, მოგების განაწილების, დივიდენდების გაცემის, ხელფასის ზრდის, ანაბრების მოზიდვის, პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემის შეჩერება ან შეზღუდვა;
დ) ინსტრუქციის (მითითების) გამოცემა, რომლის მიხედვითაც არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება შეაჩერებს ან შეწყვეტს ამა თუ იმ საქმიანობას და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადებში მიიღებს ზომებს დარღვევების და სხვა ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად;
ე) საჯარიმო სანქციების დაკისრება დაწესებულებისათვის;
ვ) ფულადი ჯარიმის გადახდევინება დაწესებულების იმ ხელმძღვანელისათვის, რომლის ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა დაწესებულებას;
ვ1) საჯარიმო სანქციების დაკისრება დაწესებულებისათვის/პასუხისმგებელი პირისათვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით შიდა კონტროლის განუხორციელებლობაზე;
ზ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ხელმძღვანელისათვის (ხელმძღვანელებისათვის) ხელმოწერის უფლების შეჩერება;
თ) დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღება;
ი) ლიცენზიის გაუქმება.
6. ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო ზემოქმედების ზომების გამოყენებას საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების შესაბამის ხელმძღვანელ ორგანოში სათანადო მოთხოვნის შესახებ წერილის გაგზავნით, ხოლო ,,დ”, ,,ე”, ,,ვ”, ,,ზ”, ,,თ” და ,,ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზემოქმედების ზომების გამოყენებას – ადმინისტრაციული აქტის გამოცემით.
7. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას უფლება აქვს გაასაჩივროს საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტი ზემოქმედების ზომების გამოყენების თაობაზე. გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 15 ივნისის ბრძანება №122-სსმIII, №64, 25.06.2004წ.; მუხ. 565
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი – არის კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო, რომელიც მხოლოდ თავისი წევრებისაგან იღებს ანაბრებს, აძლევს მათ სესხს, ახორციელებს ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ” კანონით ნებადართულ სხვა საბანკო საქმიანობას და რომლის უმთავრესი მიზანი არ არის მოგების მიღება;
ბ) ზედამხედველობის განხორციელება – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობისადმი საქართველოს ეროვნული ბანკის მეთვალყურეობა დოკუმენტური შემოწმებისა და ადგილზე ინსპექტირების გზით;
გ) აქტივები – არის დაწესებულების განკარგულებაში არსებული მატერიალური ან არამატერიალური რესურსი, რომელიც წარსულის სამეურნეო მოვლენების შედეგია და რის საფუძველზეც დაწესებულება მოელის მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღებას;
დ) დივიდენდი – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საერთო კრების მიერ დადგენილი პროცენტის შესაბამისად მოგების განაწილება დაწესებულების პარტნიორებს (წევრებს) შორის, კაპიტალში მათ მიერ სრულად ინვენსტირებული წილის პროპორციულად;
ე) ანაბარი – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების პარტნიორის (წევრის) მიერ შეტანილი ფულადი თანხა, რომლის საკუთრების უფლებას იძენს დაწესებულება და რომელსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტი;
ვ) ხელმძღვანელი – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მართვის უფლების მქონე პირი;
ზ) ჯარიმა – არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დარღვევებისათვის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის, ასევე მისი ხელმძღვანელებისათვის დადგენილი ოდენობით ფულადი თანხის გადახდის დაკისრება;
თ) წერილობითი ფორმა – არის კომუნიკაციის ნაბეჭდი ან ლითოგრაფიული ფორმა;
ი) გადახდისუნარიანობა – არის ფულადი სახსრების არსებობა უფრო ხანგრძლივი პერიოდის ფინანსური ვალდებულებების დროულად შესასრულებლად;
კ) ადმინისტრაციული აქტი – არის ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ” – ,,ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საზედამხედველო ღონისძიების ამოქმედების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი;
ლ) უკანონო შემოსავალი – არის პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის, იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა;
მ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – არის უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ანდა ასეთი მოქმედების ჩადენის მცდელობა;
ნ) საეჭვო გარიგება – არის არასაბანკო სადეპოზიტო ოპერაცია, მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა, რომელზეც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან გარიგების თანხის წარმოშობის დადგენა და ა.შ.) ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ო) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – არის ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 15 ივნისის ბრძანება №122-სსმIII, №64, 25.06.2004წ.; მუხ. 565
მუხლი 3. სავალდებულო და ნებაყოფლობითი საზედამხედველო ღონისძიებების გამოყენების განსაზღვრა და დოკუმენტურად გაფორმება
1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობის სამმართველოს სპეციალისტების მიერ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საქმიანობის როგორც დოკუმენტური, ისე ადგილზე შემოწმების პროცესში აღმოჩენილი ნაკლოვანებები და პრობლემები უნდა აისახოს შესაბამისად მოხსენებით ბარათში ან შემოწმების თაობაზე აქტში, რომელიც მისი გაფორმებისთანავე განსახილველად წარედგინება, უპირველეს ყოვლისა, იმავე სამმართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის განყოფილების უფროსს.
2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მიღებიდან ერთ დღეში მის წარმდგენ სპეციალისტთან ერთად განიხილოს იგი, არსებული ნაკლოვანებებისა და პრობლემების გათვალისწინებით მოამზადოს და სამმართველოს უფროსს წარუდგინოს წინადადება სათანადო საზედამხედველო ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ ამა თუ იმ საზედამხედველო ღონისძიების გამოყენების თაობაზე წარდგენილი წინადადება დაწესებულების საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და ნაკლოვანებების გათვალისწინებით მისაღები იქნება სამმართველოს უფროსისათვის, სამმართველოს თანამშრომლები ამზადებენ სათანადო დოკუმენტის (წერილი ან განკარგულება) პროექტს კურატორი ვიცე-პრეზიდენტისათვის წარსადგენად.
4. იმ შემთხვევაში, თუ სამმართველოს უფროსი არ ეთანხმება ზედამხედველობის განყოფილების უფროსისა და სპეციალისტის მიერ წარდგენილ წინადადებას, იგი ვალდებულია წარმოდგენილი წინადადება და პირადი მოსაზრება განსახორციელებელი საზედამხედველო ღონისძიების შესახებ გააფორმოს წერილობით და წარუდგინოს კურატორ ვიცე-პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად.
5. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ კონკრეტული საზედამხედველო ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით ზედამხედველობის სამმართველოს სათანადო სპეციალისტები ადგენენ შესაბამისად წერილის, ინსტრუქციის ან განკარგულების პროექტს, რომლებიც სათანადოდ გაფორმების შემდეგ ეგზავნება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას.
მუხლი 4. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიმართ გამოყენებული საზედამხედველო ღონისძიების შესრულების მონიტორინგი
1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის სამმართველოს ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტები ვალდებული არიან:
ა) ყოველკვარტალურად არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისგან მიღებული ანგარიშგებების საფუძველზე განახორციელონ მათ მიმართ შეფარდებული საზედამხედველო ღონისძიებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
ბ) მონიტორინგის შედეგების თაობაზე წერილობითი ინფორმაცია წინადადებებით პერიოდულად წარუდგინონ თავიანთი განყოფილებისა და სამმართველოს უფროსებს.
2. მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, სამმართველომ უნდა განიხილოს დაწესებულების მიმართ საზედამხედველო ღონისძიების შერბილების, გაუქმების ან გამკაცრების საკითხი და წარუდგინოს წინადადებები კურატორ ვიცე-პრეზიდენტს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად.
მუხლი 5. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისა და მათი ადმინისტრატორებისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრება და გადახდევინება
1. იმ შემთხვევაში, როდესაც ხშირია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ზედამხედველობის მიზნებისათვის დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დარღვევების ფაქტები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ საჯარიმო სანქციის გამოყენების თაობაზე წინადადებას ერთობლივად ამზადებენ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობის სამმართველოს ლიცენზირებისა და ზედამხედველობის განყოფილებების სპეციალისტები და წარუდგენენ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების მისაღებად.
2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება დაჯარიმდება:
ა) თუ არ მოამზადებს და ეროვნულ ბანკს არ წარუდგენს საზედამხედველო ანგარიშგებას – 500 ლარით თითოეულ წარუდგენელ ანგარიშზე;
ბ) თუ ჩაშლილია და მოუწესრიგებელია აღრიცხვა-ანგარიშგება – 1500 ლარით.
3. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების:
ა) მმართველი ორგანოს წევრების მიერ ყალბ ანგარიშგებაზე ხელის მოწერა გამოიწვევს მათ დაჯარიმებას 500 ლარით;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დარღვევა გამოიწვევს ამ უბნისათვის პასუხისმგებელი ხელმძღვანელის დაჯარიმებას – 500 ლარით;
გ) ხელმძღვანელი, რომლის ქმედობამ (ქმედება ან უმოქმედობა) ფინანსური ზარალი მიაყენა დაწესებულებას, დაჯარიმდება – 1500 ლარით.
4. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი:
ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების დაჯარიმების თაობაზე მისი მიღებიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ეგზავნება დაწესებულების ხელმძღვანელობას, ასევე ამ დაწესებულების მომსახურე კომერციულ ბანკს, თანდართული საინკასო დავალებით მისი ანგარიშიდან საჯარიმო თანხის ჩამოწერის მიზნით;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ხელმძღვანელების დაჯარიმების თაობაზე ინფორმაცია ეგზავნება დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს, ხელმძღვანელის ხელფასიდან ან მისი სხვა ანგარიშიდან საჯარიმო თანხის დაკავების მიზნით.
მუხლი 6. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის თაობაზე დადგენილი მოთხოვნების დარღვევებისათვის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირებისა და შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისათვის სანქციების დაკისრება
1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება დაჯარიმდება:
ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით კონტროლის განხორციელების თაობაზე ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის 1000 ლარით;
ბ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის 500 ლარით.
2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების:
ა) პასუხისმგებელი პირი, რომელიც სათანადოდ არ ასრულებს საეჭვო გარიგების თაობაზე ინფორმაციის მიღებასთან, აღრიცხვასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და დადგენილ ვადაში ანგარიშგების დანიშნულებისამებრ წარდგენასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს დაჯარიმდება 500 ლარით;
ბ) აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც სათანადოდ არ ასრულებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით შიდა კონტროლის განხორციელების თაობაზე ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დაჯარიმდება 500 ლარით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 15 ივნისის ბრძანება №122-სსმIII, №64, 25.06.2004წ.; მუხ. 565
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.050.10.008.005.526
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №257
2002 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების უსაფრთხოდ და სტაბილურად ფუნქციონირებისა და მოსალოდნელი დანაკარგების მინიმიზაციის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლების, აგრეთვე „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების თანდართული წესი.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის სამმართველომ განუხრელად უზრუნველყოს ამ წესების მოთხოვნათა შესრულება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მანაგაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 15 ივნისის ბრძანება №122-სსმIII, №64, 25.06.2004წ.; მუხ. 565
2. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის ბრძანება №29/04 - ვებგვრედი, 09.02.2012წ.
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების ზედამხედველობის განხორციელების შედეგად ამ დაწესებულებების საქმიანობაში არსებული პოტენციური სისუსტეების ან დარღვევების გამოვლენისას, მათი გამოსწორებისა და აღკვეთის ადეკვატური ღონისძიებების სახეობებს, მათ გამოყენებას, ასევე საეჭვო გარიგებების თაობაზე მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2003 წლის 31 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ” დებულების მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის სანქციებს.
2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებში აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს როგორც სავალდებულო, ისე ნებაყოფილობითი ზემოქმედების ზომებს.
3. ნებაყოფილობითი ზემოქმედების ზომების გამოყენება ძირითადად ხორციელდება ისეთი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ, რომელთა საქმიანობაც ხასიათდება გარკვეული ნაკლოვანებებით და მათი სერიოზულ პრობლემებად გადაქცევის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა გადაუდებელი რეაგირება. ნებაყოფლობითი ზემოქმედების ზომებს მიეკუთვნება:
ა) ნაკლოვანებების მქონე არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საგარანტიო წერილი მის საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებების აღიარების და მათი გამოსასწორებელი ღონისძიებების დადგენილ ვადებში განხორციელების შესახებ;
ბ) წერილობითი შეთანხმება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის დაწესებულების საქმიანობაში გამოვლენილი არსებითი ნეგატიური ასპექტების აღმოსაფხვრელად.
4. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ სავალდებულო ზემოქმედების ზომების გამოყენება ხორციელდება იმის გათვალისწინებით, თუ:
ა) რამდენად სრულად ან დროულად ასრულებს მის საზედამხედველო მოთხოვნებს ეს დაწესებულება;
ბ) როგორია ამ დაწესებულებაში დარღვევების ხარისხი და რა ზარალს განიცდის თავად ეს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება;
გ) რამდენად სრულად ან დროულად ასრულებს ეს დაწესებულება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2003 წლის 31 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ” დებულების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით შიდა კონტროლის განხორციელების თაობაზე ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
5. სავალდებულო ზემოქმედების ზომებს მიეკუთვნება:
ა) წერილობითი გაფრთხილება დადგენილ ვადებში კონკრეტული ნაკლოვანების (ნაკლოვანებების) აღმოფხვრის თაობაზე;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოსადმი მოთხოვნის წაყენება, რათა მოწვეულ იქნეს რიგგარეშე საგანგებო საერთო კრება დარღვევათა განსახილველად, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების გასატარებლად ან ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად;
გ) აქტივების ზრდის, მოგების განაწილების, დივიდენდების გაცემის, ხელფასის ზრდის, ანაბრების მოზიდვის, პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემის შეჩერება ან შეზღუდვა;
დ) ინსტრუქციის (მითითების) გამოცემა, რომლის მიხედვითაც არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება შეაჩერებს ან შეწყვეტს ამა თუ იმ საქმიანობას და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადებში მიიღებს ზომებს დარღვევების და სხვა ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად;
ე) საჯარიმო სანქციების დაკისრება დაწესებულებისათვის;
ვ) ფულადი ჯარიმის გადახდევინება დაწესებულების იმ ხელმძღვანელისათვის, რომლის ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა დაწესებულებას;
ვ1) საჯარიმო სანქციების დაკისრება დაწესებულებისათვის/პასუხისმგებელი პირისათვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით შიდა კონტროლის განუხორციელებლობაზე;
ზ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ხელმძღვანელისათვის (ხელმძღვანელებისათვის) ხელმოწერის უფლების შეჩერება;
თ) დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღება;
ი) ლიცენზიის გაუქმება.
6. ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო ზემოქმედების ზომების გამოყენებას საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების შესაბამის ხელმძღვანელ ორგანოში სათანადო მოთხოვნის შესახებ წერილის გაგზავნით, ხოლო ,,დ”, ,,ე”, ,,ვ”, ,,ზ”, ,,თ” და ,,ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზემოქმედების ზომების გამოყენებას – ადმინისტრაციული აქტის გამოცემით.
7. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას უფლება აქვს გაასაჩივროს საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტი ზემოქმედების ზომების გამოყენების თაობაზე. გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 15 ივნისის ბრძანება №122-სსმIII, №64, 25.06.2004წ.; მუხ. 565
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი – არის კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო, რომელიც მხოლოდ თავისი წევრებისაგან იღებს ანაბრებს, აძლევს მათ სესხს, ახორციელებს ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ” კანონით ნებადართულ სხვა საბანკო საქმიანობას და რომლის უმთავრესი მიზანი არ არის მოგების მიღება;
ბ) ზედამხედველობის განხორციელება – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობისადმი საქართველოს ეროვნული ბანკის მეთვალყურეობა დოკუმენტური შემოწმებისა და ადგილზე ინსპექტირების გზით;
გ) აქტივები – არის დაწესებულების განკარგულებაში არსებული მატერიალური ან არამატერიალური რესურსი, რომელიც წარსულის სამეურნეო მოვლენების შედეგია და რის საფუძველზეც დაწესებულება მოელის მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღებას;
დ) დივიდენდი – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საერთო კრების მიერ დადგენილი პროცენტის შესაბამისად მოგების განაწილება დაწესებულების პარტნიორებს (წევრებს) შორის, კაპიტალში მათ მიერ სრულად ინვენსტირებული წილის პროპორციულად;
ე) ანაბარი – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების პარტნიორის (წევრის) მიერ შეტანილი ფულადი თანხა, რომლის საკუთრების უფლებას იძენს დაწესებულება და რომელსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტი;
ვ) ხელმძღვანელი – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მართვის უფლების მქონე პირი;
ზ) ჯარიმა – არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დარღვევებისათვის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის, ასევე მისი ხელმძღვანელებისათვის დადგენილი ოდენობით ფულადი თანხის გადახდის დაკისრება;
თ) წერილობითი ფორმა – არის კომუნიკაციის ნაბეჭდი ან ლითოგრაფიული ფორმა;
ი) გადახდისუნარიანობა – არის ფულადი სახსრების არსებობა უფრო ხანგრძლივი პერიოდის ფინანსური ვალდებულებების დროულად შესასრულებლად;
კ) ადმინისტრაციული აქტი – არის ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ” – ,,ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საზედამხედველო ღონისძიების ამოქმედების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი;
ლ) უკანონო შემოსავალი – არის პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის, იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა;
მ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – არის უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ანდა ასეთი მოქმედების ჩადენის მცდელობა;
ნ) საეჭვო გარიგება – არის არასაბანკო სადეპოზიტო ოპერაცია, მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა, რომელზეც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან გარიგების თანხის წარმოშობის დადგენა და ა.შ.) ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ო) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – არის ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 15 ივნისის ბრძანება №122-სსმIII, №64, 25.06.2004წ.; მუხ. 565
მუხლი 3. სავალდებულო და ნებაყოფლობითი საზედამხედველო ღონისძიებების გამოყენების განსაზღვრა და დოკუმენტურად გაფორმება🔗
1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობის სამმართველოს სპეციალისტების მიერ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საქმიანობის როგორც დოკუმენტური, ისე ადგილზე შემოწმების პროცესში აღმოჩენილი ნაკლოვანებები და პრობლემები უნდა აისახოს შესაბამისად მოხსენებით ბარათში ან შემოწმების თაობაზე აქტში, რომელიც მისი გაფორმებისთანავე განსახილველად წარედგინება, უპირველეს ყოვლისა, იმავე სამმართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის განყოფილების უფროსს.
2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მიღებიდან ერთ დღეში მის წარმდგენ სპეციალისტთან ერთად განიხილოს იგი, არსებული ნაკლოვანებებისა და პრობლემების გათვალისწინებით მოამზადოს და სამმართველოს უფროსს წარუდგინოს წინადადება სათანადო საზედამხედველო ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ ამა თუ იმ საზედამხედველო ღონისძიების გამოყენების თაობაზე წარდგენილი წინადადება დაწესებულების საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და ნაკლოვანებების გათვალისწინებით მისაღები იქნება სამმართველოს უფროსისათვის, სამმართველოს თანამშრომლები ამზადებენ სათანადო დოკუმენტის (წერილი ან განკარგულება) პროექტს კურატორი ვიცე-პრეზიდენტისათვის წარსადგენად.
4. იმ შემთხვევაში, თუ სამმართველოს უფროსი არ ეთანხმება ზედამხედველობის განყოფილების უფროსისა და სპეციალისტის მიერ წარდგენილ წინადადებას, იგი ვალდებულია წარმოდგენილი წინადადება და პირადი მოსაზრება განსახორციელებელი საზედამხედველო ღონისძიების შესახებ გააფორმოს წერილობით და წარუდგინოს კურატორ ვიცე-პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად.
5. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ კონკრეტული საზედამხედველო ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით ზედამხედველობის სამმართველოს სათანადო სპეციალისტები ადგენენ შესაბამისად წერილის, ინსტრუქციის ან განკარგულების პროექტს, რომლებიც სათანადოდ გაფორმების შემდეგ ეგზავნება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას.
მუხლი 4. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიმართ გამოყენებული საზედამხედველო ღონისძიების შესრულების მონიტორინგი🔗
1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის სამმართველოს ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტები ვალდებული არიან:
ა) ყოველკვარტალურად არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისგან მიღებული ანგარიშგებების საფუძველზე განახორციელონ მათ მიმართ შეფარდებული საზედამხედველო ღონისძიებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
ბ) მონიტორინგის შედეგების თაობაზე წერილობითი ინფორმაცია წინადადებებით პერიოდულად წარუდგინონ თავიანთი განყოფილებისა და სამმართველოს უფროსებს.
2. მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, სამმართველომ უნდა განიხილოს დაწესებულების მიმართ საზედამხედველო ღონისძიების შერბილების, გაუქმების ან გამკაცრების საკითხი და წარუდგინოს წინადადებები კურატორ ვიცე-პრეზიდენტს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად.
მუხლი 5. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისა და მათი ადმინისტრატორებისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრება და გადახდევინება🔗
1. იმ შემთხვევაში, როდესაც ხშირია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ზედამხედველობის მიზნებისათვის დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დარღვევების ფაქტები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ საჯარიმო სანქციის გამოყენების თაობაზე წინადადებას ერთობლივად ამზადებენ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობის სამმართველოს ლიცენზირებისა და ზედამხედველობის განყოფილებების სპეციალისტები და წარუდგენენ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების მისაღებად.
2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება დაჯარიმდება:
ა) თუ არ მოამზადებს და ეროვნულ ბანკს არ წარუდგენს საზედამხედველო ანგარიშგებას – 500 ლარით თითოეულ წარუდგენელ ანგარიშზე;
ბ) თუ ჩაშლილია და მოუწესრიგებელია აღრიცხვა-ანგარიშგება – 1500 ლარით.
3. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების:
ა) მმართველი ორგანოს წევრების მიერ ყალბ ანგარიშგებაზე ხელის მოწერა გამოიწვევს მათ დაჯარიმებას 500 ლარით;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დარღვევა გამოიწვევს ამ უბნისათვის პასუხისმგებელი ხელმძღვანელის დაჯარიმებას – 500 ლარით;
გ) ხელმძღვანელი, რომლის ქმედობამ (ქმედება ან უმოქმედობა) ფინანსური ზარალი მიაყენა დაწესებულებას, დაჯარიმდება – 1500 ლარით.
4. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი:
ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების დაჯარიმების თაობაზე მისი მიღებიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ეგზავნება დაწესებულების ხელმძღვანელობას, ასევე ამ დაწესებულების მომსახურე კომერციულ ბანკს, თანდართული საინკასო დავალებით მისი ანგარიშიდან საჯარიმო თანხის ჩამოწერის მიზნით;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ხელმძღვანელების დაჯარიმების თაობაზე ინფორმაცია ეგზავნება დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს, ხელმძღვანელის ხელფასიდან ან მისი სხვა ანგარიშიდან საჯარიმო თანხის დაკავების მიზნით.
მუხლი 6. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის თაობაზე დადგენილი მოთხოვნების დარღვევებისათვის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირებისა და შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისათვის სანქციების დაკისრება🔗
1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება დაჯარიმდება:
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი შემდეგი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით კონტროლის განხორციელების თაობაზე ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის 1000 ლარით;
ა) 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით, დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობისთვის;
ბ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის 500 ლარით.
ბ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესისა და ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
გ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
დ) იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში 150 (ას ორმოცდაათი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ე) მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში 150 (ას ორმოცდაათი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ვ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი წესისა და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ზ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
თ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებით ინფორმაციაზე მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ი) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში 1 000 (ერთი ათასი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
კ) გარიგების (ოპერაციის) სპეციალური პროგრამული საშუალებით აღურიცხაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ლ) საკრედიტო კავშირი ან მისი მმართველი ორგანოს წევრი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების მიღებას და/ან აღნიშნული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების დაცვას დაჯარიმდება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების:
ა) პასუხისმგებელი პირი, რომელიც სათანადოდ არ ასრულებს საეჭვო გარიგების თაობაზე ინფორმაციის მიღებასთან, აღრიცხვასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და დადგენილ ვადაში ანგარიშგების დანიშნულებისამებრ წარდგენასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს დაჯარიმდება 500 ლარით;
ბ) აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც სათანადოდ არ ასრულებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით შიდა კონტროლის განხორციელების თაობაზე ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დაჯარიმდება 500 ლარით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 15 ივნისის ბრძანება №122-სსმIII, №64, 25.06.2004წ.; მუხ. 565
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 15 ივნისის ბრძანება №122-სსმIII, №64, 25.06.2004წ.; მუხ. 565
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის ბრძანება №29/04 - ვებგვრედი, 09.02.2012წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საკრედიტო კავშირების მიმართ, სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“, №257, 08.10.2002, სარეგისტრაციო კოდი 220.020.050.10.008.005.526 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54556-1/