არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საკრედიტო კავშირების მიმართ, სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №257
2002 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების უსაფრთხოდ და სტაბილურად ფუნქციონირებისა და მოსალოდნელი დანაკარგების მინიმიზაციის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №211/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №36/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.
1. დამტკიცდეს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების თანდართული წესი.
2. (ამოღებულია - 19.03.21 №36/04) .

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მანაგაძე
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების ზედამხედველობის განხორციელების შედეგად ამ დაწესებულებების საქმიანობაში არსებული პოტენციური სისუსტეების ან დარღვევების გამოვლენისას, მათი გამოსწორებისა და აღკვეთის ადეკვატური ღონისძიებების სახეობებს, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში - ფინანსური მონიტორინგის სამსახური) და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის სანქციებს.
2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებში აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს როგორც სავალდებულო, ისე ნებაყოფილობითი ზემოქმედების ზომებს.
3. ნებაყოფილობითი ზემოქმედების ზომების გამოყენება ძირითადად ხორციელდება ისეთი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ, რომელთა საქმიანობაც ხასიათდება გარკვეული ნაკლოვანებებით და მათი სერიოზულ პრობლემებად გადაქცევის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა გადაუდებელი რეაგირება. ნებაყოფლობითი ზემოქმედების ზომებს მიეკუთვნება:
ა) ნაკლოვანებების მქონე არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საგარანტიო წერილი მის საქმ იანობაში არსებული ნაკლოვანებების აღიარების და მათი გამოსასწორებელი ღონისძიებების დადგენილ ვადებში განხორციელების შესახებ;
ბ) წერილობითი შეთანხმება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის დაწესებულების საქმიანობაში გამოვლენილი არსებითი ნეგატიური ასპექტების აღმოსაფხვრელად.
4. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ სავალდებულო ზემოქმედების ზომების გამოყენება ხორციელდება იმის გათვალისწინებით, თუ:
ა) რამდენად სრულად ან დროულად ასრულებს მის საზედამხედველო მოთხოვნებს ეს დაწესებულება;
ბ) როგორია ამ დაწესებულებაში დარღვევების ხარისხი და რა ზარალს განიცდის თავად ეს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება;
გ) რამდენად სრულად ან/და დროულად ასრულებს ეს დაწესებულება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრულ მოთხოვნებს, წერილობით მითითებებს ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებს.
5. სავალდებულო ზემოქმედების ზომებს მიეკუთვნება:
ა) წერილობითი გაფრთხილება დადგენილ ვადებში კონკრეტული ნაკლოვანების (ნაკლოვანებების) აღმოფხვრის თაობაზე;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოსადმი მოთხოვნის წაყენება, რათა მოწვეულ იქნეს რიგგარეშე საგანგებო საერთო კრება დარღვევათა განსახილველად, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების გასატარებლად ან ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად;
გ) აქტივების ზრდის, მოგების განაწილების, დივიდენდების გაცემის, ხელფასის ზრდის, ანაბრების მოზიდვის, პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემის შეჩერება ან შეზღუდვა;
დ) ინსტრუქციის (მითითების) გამოცემა, რომლის მიხედვითაც არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება შეაჩერებს ან შეწყვეტს ამა თუ იმ საქმიანობას და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადებში მიიღებს ზომებს დარღვევების და სხვა ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად;
ე) საჯარიმო სანქციების დაკისრება დაწესებულებისათვის;
ვ) ფულადი ჯარიმის გადახდევინება დაწესებულების იმ ხელმძღვანელისათვის, რომლის ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა დაწესებულებას;
ვ1) საჯარიმო სანქციების დაკისრება დაწესებულებისათვის/პასუხისმგებელი პირისათვის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების თავიდან აცილების მიზნით შიდა კონტროლის განუხორციელებლობაზე;
ზ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ხელმძღვანელისათვის (ხელმძღვანელებისათვის) ხელმოწერის უფლების შეჩერება;
თ) დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღება;
ი) ლიცენზიის გაუქმება.
6. ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო ზემოქმედების ზომების გამოყენებას საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების შესაბამის ხელმძღვანელ ორგანოში სათანადო მოთხოვნის შესახებ წერილის გაგზავნით, ხოლო ,,დ”, ,,ე”, ,,ვ”, ,,ზ”, ,,თ” და ,,ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზემოქმედების ზომების გამოყენებას – ადმინისტრაციული აქტის გამოცემით.
7. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას უფლება აქვს გაასაჩივროს საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტი ზემოქმედების ზომების გამოყენების თაობაზე. გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.
8. ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საკრედიტო კავშირის მიმართ გამოყენებულ ღონისძიებებზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 15 ივნისის ბრძანება №122-სსმIII, №64, 25.06.2004წ.; მუხ. 565

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №189/04 - ვებგვერდი, 15.10.2019წ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი – არის კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო, რომელიც მხოლოდ თავისი წევრებისაგან იღებს ანაბრებს, აძლევს მათ სესხს, ახორციელებს ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ” კანონით ნებადართულ სხვა საბანკო საქმიანობას და რომლის უმთავრესი მიზანი არ არის მოგების მიღება;
ბ) ზედამხედველობის განხორციელება – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობისადმი საქართველოს ეროვნული ბანკის მეთვალყურეობა დოკუმენტური შემოწმებისა და ადგილზე ინსპექტირების გზით;
გ) აქტივები – არის დაწესებულების განკარგულებაში არსებული მატერიალური ან არამატერიალური რესურსი, რომელიც წარსულის სამეურნეო მოვლენების შედეგია და რის საფუძველზეც დაწესებულება მოელის მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღებას;
დ) დივიდენდი – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საერთო კრების მიერ დადგენილი პროცენტის შესაბამისად მოგების განაწილება დაწესებულების პარტნიორებს (წევრებს) შორის, კაპიტალში მათ მიერ სრულად ინვენსტირებული წილის პროპორციულად;
ე) ანაბარი – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების პარტნიორის (წევრის) მიერ შეტანილი ფულადი თანხა, რომლის საკუთრების უფლებას იძენს დაწესებულება და რომელსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტი;
ვ) ხელმძღვანელი – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მართვის უფლების მქონე პირი;
ზ) ჯარიმა – არის საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დარღვევებისათვის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის, ასევე მისი ხელმძღვანელებისათვის დადგენილი ოდენობით ფულადი თანხის გადახდის დაკისრება;
თ) წერილობითი ფორმა – არის კომუნიკაციის ნაბეჭდი ან ლითოგრაფიული ფორმა;
ი) გადახდისუნარიანობა – არის ფულადი სახსრების არსებობა უფრო ხანგრძლივი პერიოდის ფინანსური ვალდებულებების დროულად შესასრულებლად;
კ) ადმინისტრაციული აქტი – არის ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ” – ,,ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საზედამხედველო ღონისძიების ამოქმედების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი;
ლ) (ამოღებულია - 11.10.2019, №189/04);
მ) (ამოღებულია - 11.10.2019, №189/04);
ნ) (ამოღებულია - 11.10.2019, №189/04);
ო) (ამოღებულია - 11.10.2019, №189/04).

მუხლი 3. სავალდებულო და ნებაყოფლობითი საზედამხედველო ღონისძიებების გამოყენების განსაზღვრა და დოკუმენტურად გაფორმება
1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობის სამმართველოს სპეციალისტების მიერ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საქმიანობის როგორც დოკუმენტური, ისე ადგილზე შემოწმების პროცესში აღმოჩენილი ნაკლოვანებები და პრობლემები უნდა აისახოს შესაბამისად მოხსენებით ბარათში ან შემოწმების თაობაზე აქტში, რომელიც მისი გაფორმებისთანავე განსახილველად წარედგინება, უპირველეს ყოვლისა, იმავე სამმართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის განყოფილების უფროსს.
2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მიღებიდან ერთ დღეში მის წარმდგენ სპეციალისტთან ერთად განიხილოს იგი, არსებული ნაკლოვანებებისა და პრობლემების გათვალისწინებით მოამზადოს და სამმართველოს უფროსს წარუდგინოს წინადადება სათანადო საზედამხედველო ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ ამა თუ იმ საზედამხედველო ღონისძიების გამოყენების თაობაზე წარდგენილი წინადადება დაწესებულების საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და ნაკლოვანებების გათვალისწინებით მისაღები იქნება სამმართველოს უფროსისათვის, სამმართველოს თანამშრომლები ამზადებენ სათანადო დოკუმენტის (წერილი ან განკარგულება) პროექტს კურატორი ვიცე-პრეზიდენტისათვის წარსადგენად.
4. იმ შემთხვევაში, თუ სამმართველოს უფროსი არ ეთანხმება ზედამხედველობის განყოფილების უფროსისა და სპეციალისტის მიერ წარდგენილ წინადადებას, იგი ვალდებულია წარმოდგენილი წინადადება და პირადი მოსაზრება განსახორციელებელი საზედამხედველო ღონისძიების შესახებ გააფორმოს წერილობით და წარუდგინოს კურატორ ვიცე-პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად.
5. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ კონკრეტული საზედამხედველო ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით ზედამხედველობის სამმართველოს სათანადო სპეციალისტები ადგენენ შესაბამისად წერილის, ინსტრუქციის ან განკარგულების პროექტს, რომლებიც სათანადოდ გაფორმების შემდეგ ეგზავნება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას.
მუხლი 4. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიმართ გამოყენებული საზედამხედველო ღონისძიების შესრულების მონიტორინგი
1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის სამმართველოს ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტები ვალდებული არიან:
ა) ყოველკვარტალურად არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისგან მიღებული ანგარიშგებების საფუძველზე განახორციელონ მათ მიმართ შეფარდებული საზედამხედველო ღონისძიებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
ბ) მონიტორინგის შედეგების თაობაზე წერილობითი ინფორმაცია წინადადებებით პერიოდულად წარუდგინონ თავიანთი განყოფილებისა და სამმართველოს უფროსებს.
2. მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, სამმართველომ უნდა განიხილოს დაწესებულების მიმართ საზედამხედველო ღონისძიების შერბილების, გაუქმების ან გამკაცრების საკითხი და წარუდგინოს წინადადებები კურატორ ვიცე-პრეზიდენტს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად.
მუხლი 5. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისთვის-საკრედიტო კავშირებისათვის და მათი ხელმძღვანელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრება
1. თუ ხშირია ეროვნული ბანკის მიერ ზედამხედველობის მიზნებისათვის დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დარღვევების ფაქტები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის მიმართ საჯარიმო სანქციის გამოყენების თაობაზე წინადადება წარედგინება ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების მისაღებად.
2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება დაჯარიმდება:
ა) თუ არ მოამზადებს და ეროვნულ ბანკს არ წარუდგენს საზედამხედველო ანგარიშგებას – 500 ლარით თითოეულ წარუდგენელ ანგარიშზე;
ბ) თუ ჩაშლილია და მოუწესრიგებელია აღრიცხვა-ანგარიშგება – 1500 ლარით;
გ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების ამავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობისთვის - 10 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
3. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების:
ა) მმართველი ორგანოს წევრების მიერ ყალბ ანგარიშგებაზე ხელის მოწერა გამოიწვევს მათ დაჯარიმებას 500 ლარით;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დარღვევა გამოიწვევს ამ უბნისათვის პასუხისმგებელი ხელმძღვანელის დაჯარიმებას – 500 ლარით;
გ) ხელმძღვანელი, რომლის ქმედობამ (ქმედება ან უმოქმედობა) ფინანსური ზარალი მიაყენა დაწესებულებას, დაჯარიმდება – 1500 ლარით;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
4. (ამოღებულია - 19.03.21 №36/04) .

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 25 მარტის ბრძანება №58/04 - ვებგვრედი, 26.03.2019წ.

მუხლი 6. ფულადი ჯარიმები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისათვის
1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობით გამოწვეული დარღვევები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) განსაკუთრებით მძიმე დარღვევები;
ბ) მძიმე დარღვევები;
გ) ნაკლებად მძიმე დარღვევები.
2. განსაკუთრებით მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:
ა) დადგენილ ვადებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ (შემდეგში - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესი) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
გ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
დ) ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ ყადაღასთან მიმართებაში;
ე) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის, ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნებისათვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, (რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების, მათ შორის, დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენას და პირის ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში) არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;
ე1) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთან ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებული ოპერაციების (გარიგების) გამოვლენის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ვ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების შემოწმების პროცესში, ეროვნული ბანკისთვის მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარუდგენლობა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის;
ზ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ხელის შეშლა, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;
თ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისთვის საკრედიტო კავშირისათვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ფაქტზე;
ი) ადგილზე შემოწმების შედეგად, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ფაქტზე;
კ) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობა – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ლ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაუცემლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
3. მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:
ა) კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ბ) პირისთვის (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
გ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის კლიენტს არ აქვს რისკი მინიჭებული – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;
დ) რისკის შესაბამისად, აგრეთვე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის განუახლებლობა ან/და ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მიუღებლობა (გარდა პოლიტიკურად აქტიურ პირთან მიმართებაში) – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ე) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;
ვ) კლიენტისათვის რისკის მინიჭება/გადაფასება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;
ზ) კლიენტთან მიმართებაში არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირი არ ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლას – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;
თ) კლიენტის საქმიანობის არსის ან/და საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დაუდგენლობა – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;
ი) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას - საკრედიტო კავშირს არ აქვს შემუშავებული შიდა კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ან მის მიერ შემუშავებული/დანერგილი პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
კ) ხელმძღვანელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, დაჯარიმდება - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ლ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
მ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტითა ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გაგზავნისას არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ არასწორად წარდგენილ ანგარიშგებასთან მიმართებაში;
ნ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის ხელთ არსებული დოკუმენტების/ინფორმაციის არასწორად წარდგენის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ო) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით ან/და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადის გადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში.
4. ნაკლებად მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:
ა) პირების (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღრიცხვისათვის ან/და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ბ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ბ.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით;
ბ.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისთვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
გ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
დ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის 30 კალენდარულ დღემდე დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი ) ლარის ოდენობით;
ე) ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების (გარდა შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა) არასწორად ან/და არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
5. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭება სისტემატური დარღვევის სტატუსი და გამოიწვევს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:
ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარმოუდგენლობა, თუ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით წარმოუდგენელ ანგარიშგებაზე;
ბ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის 30 დღემდე დაგვიანებით წარმოდგენა, თუ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-4 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ დაგვიანებით წარმოდგენილ ანგარიშგებაზე;
გ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში განმეორებით შეუსრულებლობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;
დ) ადგილზე შემოწმების შედეგად არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში განმეორებით შეუსრულებლობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;
ე) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის აღურიცხაობის ფაქტის განმეორება იმავე პირთან ან/და ოპერაციებთან (გარიგებებთან) მიმართებაში, თუ უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ვ) კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე განმეორებით იმავე პირისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში, თუ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ზ) განმეორებით იმავე კლიენტის (ან/და კლიენტის სახელით მოქმედი პირის) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის შემთხვევაში, თუ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
6. თუ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა ისეთი დარღვევა, რომლისთვისაც არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის მიმართ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, ან/და გარკვეული დარღვევა/დარღვევები არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისთვის - საკრედიტო კავშირისთვის ქმნის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სისტემურ რისკს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირი დააჯარიმოს - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით ან/და გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 15 ივნისის ბრძანება №122-სსმIII, №64, 25.06.2004წ.; მუხ.565
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის ბრძანება №29/04 - ვებგვრედი, 09.02.2012წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №189/04 - ვებგვერდი, 15.10.2019წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №36/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 15 ივლისის ბრძანება №102/04 - ვებგვერდი, 16.07.2021წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №174/04 - ვებგვერდი, 02.12.2022წ.
მუხლი 7. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის - საკრედიტო კავშირისათვის ან/და მისი ხელმძღვანელისათვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდევინება
1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის - საკრედიტო კავშირისათვის ან/და მისი ხელმძღვანელისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება ჯარიმის აღსრულების წესი.
2. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისათვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
3. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის - საკრედიტო კავშირისათვის ან/და მისი ხელმძღვანელისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
4. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის - საკრედიტო კავშირისათვის ან/და მისი ხელმძღვანელისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის - საკრედიტო კავშირისათვის ან/და მისი ხელმძღვანელისათვის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

+

მუხლი 6. ფულადი ჯარიმები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისათვის🔗

ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის (რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების (მათ შორის, დანაწევრების) გამოვლენას და პირების ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში) არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების უსაფრთხოდ და სტაბილურად ფუნქციონირებისა და მოსალოდნელი დანაკარგების მინიმიზაციის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №211/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №36/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 1 მაისის ბრძანება №110/04 - ვებგვერდი, 02.05.2025წ.
1. დამტკიცდეს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების თანდართული წესი.
2. (ამოღებულია - 19.03.21 №36/04) .
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №36/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მანაგაძე
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების ზედამხედველობის განხორციელების შედეგად ამ დაწესებულებების საქმიანობაში არსებული პოტენციური სისუსტეების ან დარღვევების გამოვლენისას, მათი გამოსწორებისა და აღკვეთის ადეკვატური ღონისძიებების სახეობებს, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში - ფინანსური მონიტორინგის სამსახური) და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის სანქციებს.
2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებში აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს როგორც სავალდებულო, ისე ნებაყოფილობითი ზემოქმედების ზომებს.
3. ნებაყოფილობითი ზემოქმედების ზომების გამოყენება ძირითადად ხორციელდება ისეთი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ, რომელთა საქმიანობაც ხასიათდება გარკვეული ნაკლოვანებებით და მათი სერიოზულ პრობლემებად გადაქცევის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა გადაუდებელი რეაგირება. ნებაყოფლობითი ზემოქმედების ზომებს მიეკუთვნება:
ა) ნაკლოვანებების მქონე არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საგარანტიო წერილი მის საქმ იანობაში არსებული ნაკლოვანებების აღიარების და მათი გამოსასწორებელი ღონისძიებების დადგენილ ვადებში განხორციელების შესახებ;
ბ) წერილობითი შეთანხმება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის დაწესებულების საქმიანობაში გამოვლენილი არსებითი ნეგატიური ასპექტების აღმოსაფხვრელად.
4. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ სავალდებულო ზემოქმედების ზომების გამოყენება ხორციელდება იმის გათვალისწინებით, თუ:
ა) რამდენად სრულად ან დროულად ასრულებს მის საზედამხედველო მოთხოვნებს ეს დაწესებულება;
ბ) როგორია ამ დაწესებულებაში დარღვევების ხარისხი და რა ზარალს განიცდის თავად ეს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება;
გ) რამდენად სრულად ან/და დროულად ასრულებს ეს დაწესებულება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრულ მოთხოვნებს, წერილობით მითითებებს ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებს.
5. სავალდებულო ზემოქმედების ზომებს მიეკუთვნება:
ა) წერილობითი გაფრთხილება დადგენილ ვადებში კონკრეტული ნაკლოვანების (ნაკლოვანებების) აღმოფხვრის თაობაზე;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოსადმი მოთხოვნის წაყენება, რათა მოწვეულ იქნეს რიგგარეშე საგანგებო საერთო კრება დარღვევათა განსახილველად, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების გასატარებლად ან ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად;
გ) აქტივების ზრდის, მოგების განაწილების, დივიდენდების გაცემის, ხელფასის ზრდის, ანაბრების მოზიდვის, პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემის შეჩერება ან შეზღუდვა;
დ) ინსტრუქციის (მითითების) გამოცემა, რომლის მიხედვითაც არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება შეაჩერებს ან შეწყვეტს ამა თუ იმ საქმიანობას და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადებში მიიღებს ზომებს დარღვევების და სხვა ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად;
ე) საჯარიმო სანქციების დაკისრება დაწესებულებისათვის;
ვ) ფულადი ჯარიმის გადახდევინება დაწესებულების იმ ხელმძღვანელისათვის, რომლის ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა დაწესებულებას;
ვ1) საჯარიმო სანქციების დაკისრება დაწესებულებისათვის/პასუხისმგებელი პირისათვის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების თავიდან აცილების მიზნით შიდა კონტროლის განუხორციელებლობაზე;
ზ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ხელმძღვანელისათვის (ხელმძღვანელებისათვის) ხელმოწერის უფლების შეჩერება;
თ) დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღება;
ი) ლიცენზიის გაუქმება.
6. ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო ზემოქმედების ზომების გამოყენებას საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების შესაბამის ხელმძღვანელ ორგანოში სათანადო მოთხოვნის შესახებ წერილის გაგზავნით, ხოლო ,,დ”, ,,ე”, ,,ვ”, ,,ზ”, ,,თ” და ,,ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზემოქმედების ზომების გამოყენებას – ადმინისტრაციული აქტის გამოცემით.
7. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას უფლება აქვს გაასაჩივროს საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტი ზემოქმედების ზომების გამოყენების თაობაზე. გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.
8. ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საკრედიტო კავშირის მიმართ გამოყენებულ ღონისძიებებზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 15 ივნისის ბრძანება №122-სსმIII, №64, 25.06.2004წ.; მუხ. 565
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №211/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №189/04 - ვებგვერდი, 15.10.2019წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №36/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი – არის კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო, რომელიც მხოლოდ თავისი წევრებისაგან იღებს ანაბრებს, აძლევს მათ სესხს, ახორციელებს ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ” კანონით ნებადართულ სხვა საბანკო საქმიანობას და რომლის უმთავრესი მიზანი არ არის მოგების მიღება;
ბ) ზედამხედველობის განხორციელება – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობისადმი საქართველოს ეროვნული ბანკის მეთვალყურეობა დოკუმენტური შემოწმებისა და ადგილზე ინსპექტირების გზით;
გ) აქტივები – არის დაწესებულების განკარგულებაში არსებული მატერიალური ან არამატერიალური რესურსი, რომელიც წარსულის სამეურნეო მოვლენების შედეგია და რის საფუძველზეც დაწესებულება მოელის მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღებას;
დ) დივიდენდი – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საერთო კრების მიერ დადგენილი პროცენტის შესაბამისად მოგების განაწილება დაწესებულების პარტნიორებს (წევრებს) შორის, კაპიტალში მათ მიერ სრულად ინვენსტირებული წილის პროპორციულად;
ე) ანაბარი – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების პარტნიორის (წევრის) მიერ შეტანილი ფულადი თანხა, რომლის საკუთრების უფლებას იძენს დაწესებულება და რომელსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტი;
ვ) ხელმძღვანელი – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მართვის უფლების მქონე პირი;
ზ) ჯარიმა – არის საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დარღვევებისათვის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის, ასევე მისი ხელმძღვანელებისათვის დადგენილი ოდენობით ფულადი თანხის გადახდის დაკისრება;
თ) წერილობითი ფორმა – არის კომუნიკაციის ნაბეჭდი ან ლითოგრაფიული ფორმა;
ი) გადახდისუნარიანობა – არის ფულადი სახსრების არსებობა უფრო ხანგრძლივი პერიოდის ფინანსური ვალდებულებების დროულად შესასრულებლად;
კ) ადმინისტრაციული აქტი – არის ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ” – ,,ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საზედამხედველო ღონისძიების ამოქმედების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი;
ლ) (ამოღებულია - 11.10.2019, №189/04);
მ) (ამოღებულია - 11.10.2019, №189/04);
ნ) (ამოღებულია - 11.10.2019, №189/04);
ო) (ამოღებულია - 11.10.2019, №189/04).
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 15 ივნისის ბრძანება №122-სსმIII, №64, 25.06.2004წ.; მუხ. 565
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №211/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №189/04 - ვებგვერდი, 15.10.2019წ.
მუხლი 3. სავალდებულო და ნებაყოფლობითი საზედამხედველო ღონისძიებების გამოყენების განსაზღვრა და დოკუმენტურად გაფორმება🔗
1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობის სამმართველოს სპეციალისტების მიერ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საქმიანობის როგორც დოკუმენტური, ისე ადგილზე შემოწმების პროცესში აღმოჩენილი ნაკლოვანებები და პრობლემები უნდა აისახოს შესაბამისად მოხსენებით ბარათში ან შემოწმების თაობაზე აქტში, რომელიც მისი გაფორმებისთანავე განსახილველად წარედგინება, უპირველეს ყოვლისა, იმავე სამმართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის განყოფილების უფროსს.
2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მიღებიდან ერთ დღეში მის წარმდგენ სპეციალისტთან ერთად განიხილოს იგი, არსებული ნაკლოვანებებისა და პრობლემების გათვალისწინებით მოამზადოს და სამმართველოს უფროსს წარუდგინოს წინადადება სათანადო საზედამხედველო ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ ამა თუ იმ საზედამხედველო ღონისძიების გამოყენების თაობაზე წარდგენილი წინადადება დაწესებულების საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და ნაკლოვანებების გათვალისწინებით მისაღები იქნება სამმართველოს უფროსისათვის, სამმართველოს თანამშრომლები ამზადებენ სათანადო დოკუმენტის (წერილი ან განკარგულება) პროექტს კურატორი ვიცე-პრეზიდენტისათვის წარსადგენად.
4. იმ შემთხვევაში, თუ სამმართველოს უფროსი არ ეთანხმება ზედამხედველობის განყოფილების უფროსისა და სპეციალისტის მიერ წარდგენილ წინადადებას, იგი ვალდებულია წარმოდგენილი წინადადება და პირადი მოსაზრება განსახორციელებელი საზედამხედველო ღონისძიების შესახებ გააფორმოს წერილობით და წარუდგინოს კურატორ ვიცე-პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად.
5. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ კონკრეტული საზედამხედველო ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით ზედამხედველობის სამმართველოს სათანადო სპეციალისტები ადგენენ შესაბამისად წერილის, ინსტრუქციის ან განკარგულების პროექტს, რომლებიც სათანადოდ გაფორმების შემდეგ ეგზავნება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას.
მუხლი 4. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიმართ გამოყენებული საზედამხედველო ღონისძიების შესრულების მონიტორინგი🔗
1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის სამმართველოს ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტები ვალდებული არიან:
ა) ყოველკვარტალურად არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისგან მიღებული ანგარიშგებების საფუძველზე განახორციელონ მათ მიმართ შეფარდებული საზედამხედველო ღონისძიებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
ბ) მონიტორინგის შედეგების თაობაზე წერილობითი ინფორმაცია წინადადებებით პერიოდულად წარუდგინონ თავიანთი განყოფილებისა და სამმართველოს უფროსებს.
2. მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, სამმართველომ უნდა განიხილოს დაწესებულების მიმართ საზედამხედველო ღონისძიების შერბილების, გაუქმების ან გამკაცრების საკითხი და წარუდგინოს წინადადებები კურატორ ვიცე-პრეზიდენტს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად.
მუხლი 5. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისთვის-საკრედიტო კავშირებისათვის და მათი ხელმძღვანელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრება🔗
1. თუ ხშირია ეროვნული ბანკის მიერ ზედამხედველობის მიზნებისათვის დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დარღვევების ფაქტები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის მიმართ საჯარიმო სანქციის გამოყენების თაობაზე წინადადება წარედგინება ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების მისაღებად.
2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება დაჯარიმდება:
ა) თუ არ მოამზადებს და ეროვნულ ბანკს არ წარუდგენს საზედამხედველო ანგარიშგებას – 500 ლარით თითოეულ წარუდგენელ ანგარიშზე;
ბ) თუ ჩაშლილია და მოუწესრიგებელია აღრიცხვა-ანგარიშგება – 1500 ლარით;
გ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების ამავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობისთვის - 10 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
3. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების:
ა) მმართველი ორგანოს წევრების მიერ ყალბ ანგარიშგებაზე ხელის მოწერა გამოიწვევს მათ დაჯარიმებას 500 ლარით;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დარღვევა გამოიწვევს ამ უბნისათვის პასუხისმგებელი ხელმძღვანელის დაჯარიმებას – 500 ლარით;
გ) ხელმძღვანელი, რომლის ქმედობამ (ქმედება ან უმოქმედობა) ფინანსური ზარალი მიაყენა დაწესებულებას, დაჯარიმდება – 1500 ლარით;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
4. (ამოღებულია - 19.03.21 №36/04) .
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №211/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 25 მარტის ბრძანება №58/04 - ვებგვრედი, 26.03.2019წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №36/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.
მუხლი 6. ფულადი ჯარიმები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისათვის🔗
1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობით გამოწვეული დარღვევები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) განსაკუთრებით მძიმე დარღვევები;
ბ) მძიმე დარღვევები;
გ) ნაკლებად მძიმე დარღვევები.
2. განსაკუთრებით მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:
ა) დადგენილ ვადებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ (შემდეგში - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესი) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
გ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
დ) ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ ყადაღასთან მიმართებაში;
ე) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის, ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნებისათვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, (რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების, მათ შორის, დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენას და პირის ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში) არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;
ე1) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთან ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებული ოპერაციების (გარიგების) გამოვლენის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ვ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების შემოწმების პროცესში, ეროვნული ბანკისთვის მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარუდგენლობა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის;
ზ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ხელის შეშლა, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;
თ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისთვის საკრედიტო კავშირისათვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ფაქტზე;
ი) ადგილზე შემოწმების შედეგად, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ფაქტზე;
კ) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობა – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ლ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაუცემლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
3. მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:
ა) კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ბ) პირისთვის (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
გ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის კლიენტს არ აქვს რისკი მინიჭებული – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;
დ) რისკის შესაბამისად, აგრეთვე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის განუახლებლობა ან/და ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მიუღებლობა (გარდა პოლიტიკურად აქტიურ პირთან მიმართებაში) – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ე) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;
ვ) კლიენტისათვის რისკის მინიჭება/გადაფასება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;
ზ) კლიენტთან მიმართებაში არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირი არ ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლას – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;
თ) კლიენტის საქმიანობის არსის ან/და საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დაუდგენლობა – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;
ი) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას - საკრედიტო კავშირს არ აქვს შემუშავებული შიდა კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ან მის მიერ შემუშავებული/დანერგილი პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
კ) ხელმძღვანელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, დაჯარიმდება - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ლ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
მ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტითა ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გაგზავნისას არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ არასწორად წარდგენილ ანგარიშგებასთან მიმართებაში;
ნ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის ხელთ არსებული დოკუმენტების/ინფორმაციის არასწორად წარდგენის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ო) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით ან/და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადის გადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში.
4. ნაკლებად მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:
ა) პირების (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღრიცხვისათვის ან/და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ბ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ბ.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით;
ბ.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისთვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
გ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
დ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის 30 კალენდარულ დღემდე დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი ) ლარის ოდენობით;
ე) ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების (გარდა შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა) არასწორად ან/და არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
5. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭება სისტემატური დარღვევის სტატუსი და გამოიწვევს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:
ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარმოუდგენლობა, თუ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით წარმოუდგენელ ანგარიშგებაზე;
ბ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის 30 დღემდე დაგვიანებით წარმოდგენა, თუ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-4 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ დაგვიანებით წარმოდგენილ ანგარიშგებაზე;
გ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში განმეორებით შეუსრულებლობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;
დ) ადგილზე შემოწმების შედეგად არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში განმეორებით შეუსრულებლობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;
ე) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის აღურიცხაობის ფაქტის განმეორება იმავე პირთან ან/და ოპერაციებთან (გარიგებებთან) მიმართებაში, თუ უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ვ) კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე განმეორებით იმავე პირისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში, თუ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ზ) განმეორებით იმავე კლიენტის (ან/და კლიენტის სახელით მოქმედი პირის) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის შემთხვევაში, თუ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
6. თუ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა ისეთი დარღვევა, რომლისთვისაც არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის მიმართ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, ან/და გარკვეული დარღვევა/დარღვევები არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისთვის - საკრედიტო კავშირისთვის ქმნის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სისტემურ რისკს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირი დააჯარიმოს - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით ან/და გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 15 ივნისის ბრძანება №122-სსმIII, №64, 25.06.2004წ.; მუხ.565
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის ბრძანება №29/04 - ვებგვრედი, 09.02.2012წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №189/04 - ვებგვერდი, 15.10.2019წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №36/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 15 ივლისის ბრძანება №102/04 - ვებგვერდი, 16.07.2021წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №174/04 - ვებგვერდი, 02.12.2022წ.
მუხლი 7. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის - საკრედიტო კავშირისათვის ან/და მისი ხელმძღვანელისათვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდევინება🔗
1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის - საკრედიტო კავშირისათვის ან/და მისი ხელმძღვანელისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება ჯარიმის აღსრულების წესი.
2. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისათვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
3. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის - საკრედიტო კავშირისათვის ან/და მისი ხელმძღვანელისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
4. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის - საკრედიტო კავშირისათვის ან/და მისი ხელმძღვანელისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის - საკრედიტო კავშირისათვის ან/და მისი ხელმძღვანელისათვის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №36/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №36/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.
მუხლი 8. სხვა სანქციების გამოყენების წესი🔗
1. დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან/და მისი ხელმძღვანელის მიმართ ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, იმავე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების –საკრედიტო კავშირის ან/და მისი ხელმძღვანელის მიმართ გამოიყენოს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.
2. ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დარღვევების გამოვლენისას, დარღვევისა და არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების –საკრედიტო კავშირის ან/და მისი ხელმძღვანელის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების ნაცვლად გამოიყენოს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 1 მაისის ბრძანება №110/04 - ვებგვერდი, 02.05.2025წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საკრედიტო კავშირების მიმართ, სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“, №257, 08.10.2002, სარეგისტრაციო კოდი 220.020.050.10.008.005.526 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54556-8/