„საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.040.000.11.117.005.640
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №439
2002 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №615-სსმIII, №117, 28.09.2009წ.; მუხ. 1340
„ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №615-სსმIII, №117, 28.09.2009წ.; მუხ. 1340
1. დამტკიცდეს „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქცია თანდართული რედაქციით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №615-სსმIII, №117, 28.09.2009წ.; მუხ. 1340
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
მინისტრი
მირიან გოგიაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 18 მაისის ბრძანება №458-სსმIII, №70, 25.05.2006წ.; მუხ. 879
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №615-სსმIII, №117, 28.09.2009წ.; მუხ. 1340
ინსტრუქცია
ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ
მუხლი 1
1. ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთა (შემდომში – ცვეთა) განისაზღვრება ამ ინსტრუქციით მოცემული ნორმების შესაბამისად და ყოველწლიურად აისახება ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებაში.
2. ცვეთის დარიცხვა იმ ძირითად აქტივებზე, რომლებიც მოცემული არ არის დამტკიცებულ ერთიან ნორმებში, წარმოებს ერთგვაროვან (ანალოგიურ) ძირითად აქტივებზე არსებული ცვეთის ნორმების შესაბამისად.
3. ცვეთის ერთგვაროვანი ნორმების გამოყენების შეუძლებლობისა და ძირითადი აქტივების ახალი ტიპების შექმნის შემთხვევაში, ორგანიზაციები შეიმუშავებენ ცვეთის ნორმების შესაბამის პროექტებს და დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
4. თუ ძირითადი აქტივის შემადგენელ ნაწილებს გააჩნიათ განსხვავებული სასარგებლო მომსახურების ვადა და მათთან დაკავშირებული ეკონომიკური სარგებლის მიღება ხდება სხვადასხვა დროს, ცვეთის დარიცხვის მიზნებისათვის საჭიროა მათი ცალ-ცალკე აღრიცხვა (თუ აკმაყოფილებენ ძირითად აქტივებად აღიარების კრიტერიუმებს), გაწეული საერთო დანახარჯების განაწილება მის შემადგენელ ნაწილებზე და ცვეთის დარიცხვის განსხვავებული ნორმების გამოყენება.
მუხლი 2
ცვეთა არ ერიცხება კულტივირებულ აქტივებს (მუშა პირუტყვისა და საექსპლუატაციო ასაკის მრავალწლიანი ნარგავების გარდა), დაუმთავრებელ მშენებლობას და საბიბლიოთეკო ფონდებს.
მუხლი 3
ძირითად აქტივებს ცვეთა ერიცხება წლის ბოლოს სრული კალენდარული წლისათვის და გამოიანგარიშება მათი საწყისი (პირვანდელი) ღირებულების გამრავლებით წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებულ წლიურ ნორმაზე (დამოუკიდებლად იმისა, საანგარიშო წლის რომელ თვეშია ისინი შეძენილი ან წარმოებული). ამასთან, სასარგებლო მომსახურების ვადის ბოლო წელს, ცვეთა დაერიცხება ნარჩენი ღირებულების ოდენობით.
მუხლი 4
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საანგარიშო წლის ბოლოს ძირითადი აქტივის ფიზიკური ცვეთა აღიარდება ხარჯად და აისახება ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ანგარიშის დებეტსა და ძირითადი აქტივების შესაბამისი ანგარიშის კრედიტში.
მუხლი 5
1. ანალიზური აღრიცხვისთვის, ყოველწლიურად დარიცხული ცვეთის თანხის ჩაწერა წარმოებს ძირითადი აქტივების აღრიცხვის საინვენტარო ბარათებში (დავთრებში) ან ელექტრონულ სისტემებში.
2. ცალკეული საინვენტარო ობიექტების მიხედვით ექსპლუატაციის მთელ პერიოდში დარიცხული ცვეთის თანხა განისაზღვრება აუცილებლობის დროს ობიექტის ლიკვიდაციის, სხვა ორგანიზაციაზე გადაცემის ან გაყიდვის შემთხვევაში.
3. ობიექტის ექსპლუატაციის მთელი პერიოდის ცვეთის თანხა, გადაცემის წლის ჩაუთვლელად, გამოიანგარიშება ძირითადი აქტივის საწყისი (პირვანდელი) ღირებულებისა და ორგანიზაციაში ყოფნის კალენდარული წლების რაოდენობის ცვეთის ნორმაზე გამრავლებით.
მუხლი 6
სრულად გაცვეთილი (ამორტიზებული) ძირითადი აქტივები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩამოწერამდე აღირიცხება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებით დამტკიცებული ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმა – ორგანიზაციის ბალანსის (ფორმა №1) საცნობარო მუხლის – ამორტიზებული ძირითადი აქტივების – 08 ანგარიშზე, საწყისი (პირვანდელი) ღირებულებით.
მუხლი 7
ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში გამოიყენება ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმები დანართი №1-ის მიხედვით.
დანართი №1
| შიფრი | ძირითადი აქტივების სახეები და ჯგუფები | ცვეთის წლიური ნორმა % | |
| 01 შენობები | |||
| საწარმოო და არასაწარმოო დანიშნულების შენობები | |||
| 1000 | მრავალსართულიანი შენობები (ორსართულიანზე მეტი), სპეციალური ტექნოლოგიური დანიშნულების შენობების გარდა; ერთსართულიანი შენობები რკინაბეტონის და ლითონის კარკასით, ქვის მასალის კედლებით, მსხვილი ბლოკებითა და პანელებით, რკინაბეტონის, ლითონის და სხვა გამძლე სახურავებით | 1,0 | |
| 1001 | ყველანაირი დანიშნულების ორსართულიანი შენობები (ხის შენობების გარდა) | 1,2 | |
| 1002 | სპეციალური ტექნოლოგიური დანიშნულების მრავალსართულიანი შენობები; ერთსართულიანი შენობები კარკასის გარეშე ქვის მასალის კედლებით, მსხვილი ბლოკებითა და პანელებით, რკინაბეტონის, ლითონის, ხის და სხვა გადასახურავებით და დახურვები | 1,7 | |
| 1003 | ხის შენობები ძელაკების ან მორის კედლებით, ერთი და მეტსართულიანი | 2,5 | |
| 1004 | ფენოვანი მასალებისაგან (ჰაერგაუმტარი, პნევმო-კარკასული და სხვ.) დამზადებული შენობები, შენობები დასაშლელ-ასაწყობი კონტეინერული შესრულებით, ხის, კარკასული, კარკასულ-პანელოვანი და პანელოვანი, ფიცრული და სხვა მსუბუქი შენობები | 10,0 | |
| 1005 | შენობები კარკასულ-პანელოვანი და პანელოვანი შესრულებით ლითონისა და ხის კარკასის კონსტრუქციებით | 5,0 | |
|
გადასატანი შენობები
| |||
| 1006 | მთლიანად ლითონის | 10,0 | |
| 1007 | ხე-ლითონის | 12,5 | |
| 1008 | ლითონკონსტრუქციების, მინაპლასტის, დაპრესილი ფილებისა და ხისაგან დამზადებული ჯიხურები, ფარდულები, კაფეები, პავილიონები, სასადილოები | 11,0 | |
| 1009 | მარცვლეულის, ხილისა და ბოსტნეულის საცავები | 3,0 | |
|
საცხოვრებელი შენობები
| |||
| 1010 | შენობები ქვის, განსაკუთრებით კაპიტალური, აგურის კედლებით (2,5-3,5 აგურის სისქის); აგურის შენობები რკინაბეტონის ან ლითონის კარკასით, რკინაბეტონის ან ბეტონის გადასახურავებით | 0,7 | |
| 1011 | შენობები აგურის კედლებით (1,5–2,5 აგურის სისქის), რკინაბეტონის, ბეტონის ან ხის გადასახურავებით; დიდი ბლოკების კედლებით, რკინაბეტონის გადასახურავებით | 0,8 | |
| 1012 | შენობები მსუბუქი წყობის აგურის, მონოლითური პემზა ბეტონის, მსუბუქი პემზაბლოკის, ნიჟარქვის კედლებით, რკინაბეტონის ან ბეტონის გადასახურავებით | 1,0 | |
| 1013 | შენობები მსხვილპანელოვანი კედლებით, რკინაბეტონის გადასახურავით | 0,7 | |
| 1014 | შენობები დიდი ბლოკების ან მსუბუქი წყობის აგურის კედლებით, მონოლითური პემზაბეტონის, წვრილი პემზაბლოკების, ხის გადასახურავებით | 1,0 | |
|
| |||
| 02 ნაგებობები | |||
|
ჰიდროტექნიკური ნაგებობები
| |||
| 2000 | ბეტონის და რკინაბეტონის თხევადკედლებიანი წყალსაშვებები, სალექარები, ღარები და სხვა წყალსადენი ნაგებობები | 1,0 | |
| 2001 | დაწნევის მილგაყვანილობები და მათანაბრებელი რეზერვუარები | 1,0 | |
| 2002 | დერივაციული არხები, ჰიდროელექტროსადგურების აუზები | 1,0 | |
| 2003 | რკინაბეტონის, ბეტონის და ქვის ნაპირსამაგრებელი და ნაპირდამცავი ნაგებობები | 3,3 | |
| 2004 | ყველა სახის მარეგულირებელი (გამმართველი) ნაგებობანი, საქვაბე | 10,0 | |
| 2005 | წყალსაცავები მიწის კაშხალებზე | 1,3 | |
| 2006 | ბეტონისა და რკინაბეტონის წყალსაგდებები და წყალსაშვებები ტბორებზე | 2,0 | |
| 2007 | მიწით შემოკავებული მოუპირკეთებელი ჯებირები | 1,0 | |
|
სარწყავი ქსელი
| |||
| 2008 | მოუპირკეთებელი მიწის არხები, მოპირკეთებული არხები (ქვებით, ბეტონით და რკინაბეტონით) | 2,0 | |
| 2009 | არხები რკინაბეტონის ღარებისაგან | 4,0 | |
| 2010 | არხები აზბესტცემენტის, ფოლადის და პოლიეთილენის მილებისაგან | 2,5 | |
| 2011 | დახურული კოლექტორულ-სადრენაჟო ქსელი | 2,5 | |
| 2012 | სასოფლო-სამეურნეო მიწების დასაშრობი დრენაჟები | 2,0 | |
| 2013 | საზღვაო და სამდინარო მისადგომები ბეტონის მასივებისაგან | 1,7 | |
| 2014 | მიწის კაშხალები, ჯებირები (ტბორების კაშხალების გარდა) და სამდინარო გადასაღობი ნაგებობანი | 1,3 | |
|
სატრანსპორტო მეურნეობისა და კავშირგამბულობის ნაგებობანი
| |||
| 2015 | ყველა სახეობისა და კონსტრუქციის ხიდები (გარდა ხისა და ლითონისა ხის ბურჯებზე) | 1,0 | |
| 2016 | ხისა და ლითონის ხიდები ხის ბურჯებზე | 5,0 | |
| 2017 | ფიცარნაგი ხიდები | 20,0 | |
| 2018 | დამაკავებელი და დამცავი ნაგებობანი – ქვის, ბეტონის და რკინაბეტონის (მეწყერსაწინააღმდეგო, ზვავსაწინააღმდეგო, ჩამონგრევის საწინააღმდეგო საყრდენები, დამჭერი კედლები და სხვა) | 1,7 | |
| 2019 | რკინიგზის ღია ბაქნები და სატვირთო მოედნები, რკინაბეტონის და ქვის | 2,0 | |
| 2020 | ბეტონის, რკინაბეტონის და ქვის ესტაკადები, ამაღლებული გზები | 2,5 | |
| 2021 | საწარმოთა მისასვლელი და სხვა სარკინიგზო გზები | 1,5 | |
| 2022 | ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო გზები | 6,7 | |
| 2023 | ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, ასაფრენი ბილიკი, თვითმფრინავების სადგომი ადგილები, პერონის მოედნები | 4,0 | |
| 2024 | ავტოსადგომი | 4,0 | |
|
საავტომობილო გზები, დახურული მოედნები და აეროდრომები
| |||
| 2025 | ცემენტბეტონის | 2,0 | |
| 2026 | ასფალტბეტონის | 3,2 | |
| 2027 | ღორღის და ხრეშის | 5,2 | |
|
ქალაქის გზები
| |||
| 2028 | ბეტონის | 3,8 | |
| 2029 | ასფალტის | 5,5 | |
| 2030 | ბითუმმინერალური შენარევებისაგან, შავი ღორღის და შავი ხრეშის | 7,5 | |
| 2031 | მოზაიკური ქვაფენილები ბეტონის ან ქვის საძირკველზე | 3,0 | |
| 2032 | ტროტუარი | 7,5 | |
| 2033 | საცალფეხო და საველოსიპედო ბილიკები | 7,5 | |
| 2034 | დახურული წყალსადინარები (წყალმიმღები და სათვარიელებელი ჭები) | 3,4 | |
| 2035 | რკინაბეტონის კოლექტორები, რკინაბეტონის ჭები და რკალები | 2,0 | |
| 2036 | საავტომობილო გზების სადრენაჟო, წყალსარინი და გამამაგრებელი ნაგებობანი | 3,6 | |
| 2037 | გადასასვლელები | 4,2 | |
| 2038 | საცალფეხო ხიდები და გვირაბები | 1,2 | |
| 2039 | სატელეფონო კანალიზაცია (ბეტონის და აზბესტ-ცემენტის) | 2,0 | |
| 2040 | მიმღები და გადამცემი ანტენები | 6,7 | |
| 2041 | რადიოსარელეო ხაზების ანტენები, სამიმართულო მოქმედების უნიკალური ანტენები | 5,0 | |
| 2042 | სატელევიზიო და სამაუწყებლო ანტენები | 10,0 | |
| 2043 | სრული ბრუნვითი და თანამგზავრული კავშირგაბმულობის ანტენები | 8,3 | |
| 2044 | რადიოკოშკები რკინის, აგურის და რკინაბეტონის | 1,7 | |
| 2045 | რკინის რადიო ანძები და ანძა-ანტენები | 2,0 | |
|
სხვა ნაგებობანი
| |||
| 2046 | სანაპირო გემთამწე ნაგებობანი | 2,5 | |
| 2047 | მეთანტენები (ჰიდროელევატორით) | 2,2 | |
| 2048 | ბიოფილტრები და აეროფილტრები | 5,0 | |
| 2049 | ლამიანი მოედნები | 8,9 | |
| 2050 | საკანალიზაციო გამშვებები | 3,7 | |
| 2051 | რკინაბეტონის ჰაეროტენკები | 2,0 | |
| 2052 | არტეზიული ჭაბურღილები | 7,8 | |
| 2053 | წყალგაყვანილობის გამწმენდი კომპლექსური ნაგებობანი (საკეტი და გამხსნელი ავზები, შესარევები, რეაქციის კამერები, სალექარები, ფილტრები) წყალსარბილებლები | 2,0 | |
| 2054 | ნაგებობები წყლის აერაციისათვის | 7,4 | |
| 2055 | საკანალიზაციო მტუმბავი ღრმა სადგურები, რომლებიც შეერთებულია მიმღებ რეზერვუარებთან | 2,0 | |
| 2056 | ქვიშის მომპოვებლები (ჰიდროელევატორით) | 4,3 | |
| 2057 | სალექარები (პირველადი და მეორადი) | 4,3 | |
| 2058 | საორთქლებელი კოშკურების შხეფსაცივრები-საცივრები | 3,4 | |
| 2059 | საკვამლე მილები | 3,0 | |
| 2060 | სუფთა წყლის რეზერვუარები | 2,9 | |
| 2061 | წყალსაწნევი კოშკები | 4,9 | |
| 2062 | ბითუმსაცავები რკინაბეტონის და ლითონის რეზერვუარებით და ვერტიკალური ლამაუზები | 2,5 | |
| 2063 | ავტოგასამართი სადგურები (შენობების და ნაგებობების ჩათვლით) | 5,0 | |
| 2064 | ნავთობპროდუქტების შესანახი რეზერვუარები | 3,5 | |
| 2065 | მიწისზედა და მიწისქვეშა ტევადობები თხევადი გაზისათვის | 3,7 | |
| 2066 | მიწისქვეშა ტევადობები მძიმე ნარჩენების ჩასასხმელად | 4,6 | |
| 2067 | მიწისქვეშა ლითონის ტევადობები თხევადი გაზების შესანახად | 2,2 | |
| 2068 | წყალგაყვანილობის ფოლადის დუკერები | 4,0 | |
| 2069 | შედურები და ფარდულები მხეცებისა და პირუტყვის შესანახად | 8,5 | |
| 2070 | შპალერები რკინაბეტონის, ლითონის დგარებზე და მუხის და სხვა მაგარი ჯიშის პალოებზე | 5,0 | |
| 2071 | ღობეები (შემონაღობები) | 3,8 | |
| 2072 | მუდმივი თოვლსაცავი ღობეები | 3,3 | |
| 2073 | ზამთრის სათბურები ერთმალიანი,მომინული შეღებილი ფოლადის კონსტრუქციის კარკასით | 3,2 | |
| 2074 | ზამთრის სათბურები მრავალმალიანი, მომინული ფოლადის მოთუთიებული კონსტრუქციის კარკასით | 1,5 | |
| 2075 | საზაფხულო სათბურები კორიზიული მდგრადი მასალების კარკასი | 1,5 | |
| 2076 | კვალსათბურები | 8,0 | |
| 2077 | მწვანე თეატრები, ესტრადები, მუსიკალური ნიჟარები, საცეკვაო მოედნები, სამკითხველოები, პავილიონები | 6,6 | |
| 2078 | ყველა სახის ატრაქციონები | 10,0 | |
| 2079 | ვაზები, ქანდაკებები, დეკორატიული ლარნაკები | 10,0 | |
| 2080 | შადრევნები, აუზები | 2,5 | |
| 2081 | მოედნები, ბილიკები, კოლონადები, სტენდები, კიბეები, ვიტრინები, ვოლიერები, გალიები, პანოები, სურათები და სხვა | 5,0 | |
| 2082 | სათხილამურე ტრამპლინები | 4,5 | |
| 2083 | ნახევრად დახურული სასროლეთი ტირები და სასროლეთი სტენდები და საფარი | 2,5 | |
| 2084 | მოედნის ტრიბუნები | 5,0 | |
|
| |||
| 03 გადამცემი მოწყობილობები | |||
|
ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის მოწყობილობები
| |||
| 3000 | ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზები 0,4-დან 20 კვტ. ძაბვით | 3,4 | |
| 3001 | კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზები ლითონის კარკასით | 2,3 | |
| 3002 | ბურჯებზე დაკიდებული და შენობების კედლებში გაყვანილი კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზები | 5,7 | |
| 3003 | კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზები პლასტმასის გარსით | 5,3 | |
| 3004 | გაზსადენი მილები | 2,0 | |
| 3005 | საკანალიზაციო ქსელი (კოლექტორები და ქუჩის ქსელები ჭებით და არმატურით) | 3,9 | |
| 3006 | წყალსადენი ქსელები | 3,3 | |
| 3007 | ლამსადენები | 3,4 | |
| 3008 | ცემენტის მილები | 12,5 | |
| 3009 | მაღალი ძაბვის კაბელი (მიწის ქვეშ) | 8,0 | |
|
| |||
| 04 მანქანები და მოწყობილობები | |||
|
ძალური მანქანები და მოწყობილობები
| |||
| 4000 | თბოტექნიკური მოწყობილობები | 3,7 | |
|
სატურბინო მოწყობილობები | |||
| 4001 | ყველა ტიპის ჰიდროაგრეგატები, დამხმარე და მაკომპლექტებელი მოწყობილობები | 2,0 | |
| 4002 | ენერგეტიკული გაზტურბინების მოწყობილობები 12–100 ათ. კვტ-მდე | 4,0 | |
| 4003 | მცირე სიმძლავრის (300 კვტ-მდე) ორთქლისა და ჰაერის სასწავლო-ექსპერიმენტული ტურბინები | 10,0 | |
|
ელექტროძრავები და დიზელგენერატორები
| |||
| 4004 | ელექტროძრავები | 14,0 | |
| 4005 | ჩქარი ბრუნვის დიზელ-გენერატორები | 5,0 | |
| 4006 | კომპლექსური დანადგარები | 6,0 | |
|
შიგაწვის ძრავები, ჩქარი ბრუნვის ძრავები
| |||
| 4007 | 500 ბრუნვამდე წუთში | 10,0 | |
| 4008 | 500-1000 ბრუნვამდე წუთში | 14,2 | |
| 4009 | 1000-ზე მეტი ბრუნვით წუთში | 33,3 | |
| 4010 | ტრაქტორები | 13,6 | |
|
სხვადასხვა ძალური მოწყობილობები
| |||
| 4011 | რეაქტორები ორთქლგენერატორებით, ძალური ტრანსფორმატორები | 3,3 | |
|
აკუმულატორები
| |||
| 4012 | სტაციონარული მჟავეების | 6,0 | |
| 4013 | სტაციონარული ტუტეების | 12,5 | |
| 4014 | გადასატანი მჟავეების | 33,3 | |
| 4015 | დოზიმეტრული კონტროლის მოწყობილობები | 6,6 | |
| 4016 | ხელისა და მაგნიტური ამამუშავებლები, ფიდერის ავტომატები, სითხური რეოსტატები, გამშვები აგრეგატები, განათების ტრანსფორმატორები | 22,2 | |
| 4017 | გადასატანი ქვესადგურები, მაღალი ძაბვის გამანაწილებელი ყუთები, გარდამქნელი ქვესადგურები, კონდესატორები, ყველა ტიპების გამმართველები; ტრანსფორმატორები და სატრანსფორმატორო ქვესადგურები | 10,5 | |
|
მუშა მანქანები და მოწყობილობები
| |||
| 4018 | ლითონსაჭრელი დაზგები | 4,9 | |
| 4019 | ტექნოლოგიური მოწყობილობები სამსხმელო წარმოებისათვის | 9,6 | |
| 4020 | სასწავლო-ექპერიმენტალური ღუმელები და გასახურებელი დანადგარები | 10,0 | |
| 4021 | სამჭედლო-დამწნეხი მანქანები და მოწყობილობა | 4,5 | |
| 4022 | კომპრესორული მანქანები და მოწყობილობა | 7,5 | |
| 4023 | ტუმბოები | 18,5 | |
| 4024 | აირსაწმენდი და სავენტილიაციო მანქანები და მოწყობილობები | 13,8 | |
| 4025 | კოშკურა ამწეები | 7,8 | |
| 4026 | ამწეები პნევმობორბლური და მუხლუხა სვლით | 8,6 | |
| 4027 | ღვედიანი კონვეიერები (ტრანსპორტიორები) | 15,4 | |
| 4028 | სახვეტი კონვეიერები | 22,2 | |
| 4029 | ავტომტვირთავები, ელექტრომტვირთავები და ავტოჰიდროამწე მანქანები | 16,0 | |
| 4030 | ავტოკოშკურები | 13,0 | |
| 4031 | ყინულეკიპირებული მანქანები | 16,0 | |
| 4032 | მექანიკური მტვირთავები | 10,0 | |
| 4033 | ამწე მანქანები (სამშენებლო და სატვირთო-სამგზავრო) | 17,9 | |
| 4034 | ჯალამბარები | 7,4 | |
| 4035 | მექანიკური და ელექტრო გრეიფერები | 12,5 | |
| 4036 | ესკალატორები | 2,0 | |
| 4037 | სამგზავრო ლიფტები | 10,0 | |
|
მიწისა და საკარიერო სამუშაოების მანქანები და მოწყობილობები
| |||
| 4038 | ერთჩამჩიანი ექსკავატორები მუხლუხა სვლაზე | 11.3 | |
| 4039 | ერთჩამჩიანი ექსკავატორები პნევმობორბლურ სვლაზე | 10,8 | |
| 4040 | თხრილისა და არხების გასაწმენდი მრავალჩამჩიანი ექსკავატორები | 12,0 | |
| 4041 | ავტოგრეიდერები | 10,8 | |
| 4042 | მისაბმელი გრეიდერები | 13,0 | |
| 4043 | სატკეპნი მანქანები | 11,0 | |
| 4044 | ბულდოზერები | 13,0 | |
|
ბეტონისა და ცალკეულ სამუშაოთა მანქანები და მოწყობილობები
| |||
| 4045 | ავტობეტონშემზელები | 14,0 | |
| 4046 | ბეტონსარევები და მოძრავი ხსნარშემრევები | 11,0 | |
| 4047 | ბეტონტუმბოები | 15,0 | |
| 4048 | ბეტონისა და დუღაბშემრევი მოძრავი მექანიზირებული დანადგარები, დანადგარები ბეტონის ქვების და რკინაბეტონის მილების დასამზადებლად, საარმატურო და სანიტარიულ-ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად, ცემენტქვემეხები და ბეტონის ვაკუუმირებისათვის საჭირო მოწყობილობები | 12,0 | |
| 4049 | ელექტრონული თვითამწე საკიდლები | 20,0 | |
| 4050 | მოზაიკურსახერხი, პარკეტსარანდი და პარკეტსახერხი მანქანები და საღებავი ხელსაწყოები | 20,0 | |
|
საგზაო-სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მანქანები და მოწყობილობები | |||
| 4051 | ავტოგუდრონატორები და ასფალტშემრევები | 13,7 | |
| 4052 | ასფალტდამგებები, სექციონური სამკვრივებლები | 12,0 | |
| 4053 | ბითუმსადნობი აგრეგატები და ბითუმის ქვაბები | 32,0 | |
|
ბითუმსადნობი დანადგარები
| |||
| 4054 | ცეცხლით გათბობით | 20,0 | |
| 4055 | ელექტრონული გათბობით | 6,6 | |
| 4056 | თვითმავალი სატკეპნები | 16,0 | |
| 4057 | მანქანის კომპლექტები გზებისა და აეროდრომების ბეტონსაფარის დასაგებად, გრუნტის დასაფხვნელი და შესარევი მანქანები, ღორღისა და ხრეშის გამანაწილებლები, გზის შესაკეთებლები | 16,0 | |
| 4058 | სახიმინჯე სამუშაოთა მანქანები და მოწყობილობები | 17,3 | |
| 4059 | წყალქვეშა-ტექნიკურ სამუშაოთა მანქანები და მოწყობილობები | 11,0 | |
| 4060 | ელექტრო გაზშემდუღებელი და საჭრელი მანქანები და მოწყობილობები | 17,7 | |
|
გეოლოგიურ-საძიებო მოწყობილობები
| |||
| 4061 | საძიებო ბურღვის მოწყობილობები, აგრეთვე საბურღი მოწყობილობები კარიერებში; გეოფიზიკური მოწყობილობები და ხელსაწყოები; მოწყობილობები ენერგეტიკულის ჩათვლით და ხელსაწყოები, რომლებიც გამოიყენება სამთო-საძიებო და გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების დროს | 20,0 | |
| 4062 | მიწისქვეშა და ღია სამთო სამუშაოთა მანქანები და მოწყობილობები | 21,2 | |
| 4063 | ფოლადის ტევადობები სითხეების და ფხვიერი ნივთიერებების შესანახად | 7,7 | |
| 4064 | სტაციონარული ტევადობები (ტანკები, ბაკები, როფები და სხვა) | 5,2 | |
|
იშვიათი ლითონების და ნახევრადგამტარების თვისებების გამოსაკვლევი მოწყობილობები
| |||
| 4065 | ორგმინის ექსტრაქტორები და იონშემცვლელი წერტები, ფოლადის ექსტრაქტორები, რექტიფიკაციის სვეტები, ფოლადის უჟანგავი რეაქტორები, აპარატები თუთიის ხსნარისათვის | 9,7 | |
| 4066 | მომინანქრებული რეაქტორები, მომინანქრებული ფოლადი, თუჯის მომინანქრებული ამწყობები | 25,0 | |
| 4067 | მოწყობილობები სუფთა და განსაკუთრებით სუფთა კვარცის და საკვარცო ნაკეთობათა წარმოებისათვის, სახეხი და საპრიალებელი დაზგები ნახევარგამტარების თვისებათა გამოსაკვლევად | 10,0 | |
| 4068 | ნახევრადგამტარების საჭრელი დაზგები | 10,0 | |
|
ქიმიურ გამოკვლევებში გამოყენებული მანქანები და მოწყობილობები
| |||
| 4069 | ზარფუხის აპარატები და პლასტმასის საწარმოებელი აპარატები შემრევებით | 6,5 | |
| 4070 | მერსერიზაციული წნეხები ტუმბოებით, ფისით შესამოსი აპარატები, ამომწოვი აპარატები და დამჭიმი საგლინავები ხელოვნური ბოჭკოების საწარმოებლად; ღუმელები კუბური ნარჩენების გასათხევადებლად ორგსინთეზის წარმოებაში | 6,6 | |
| 4071 | ფისის და პოლიმერების დაფური გასაშრობები სინთეზური ბოჭკოების წარმოებაში; კონდიცირების კამერები და გასაშრობები; შესარევები, გამხსნელები, ფილტრწნეხები | 6,4 | |
| 4072 | აპარატები ამზელი მოწყობილობებით და ფოლადის ასარევები, პოლიმერული მასალების აპარატურა ქიმიური რეაქტივების საწარმოებლად | 8,0 | |
| 4073 | წნეხები პლასტმასისათვის | 8,3 | |
| 4074 | სატაბლეტო მანქანები, თერმოპლასტოავტომატები, შემრევები წნეხ-ფხვნილების წარმოებაში | 10,0 | |
| 4075 | ცენტრიფუგები და ცენტრიდანული აპარატები, სადნობები, ავტოკლავები და უწყვეტი პოლიმერიზაციის აპარატები | 6,7 | |
| 4076 | ჰაერგამყოფი ბლოკები | 5,0 | |
| 4077 | საშრობები პლასტმასისა და ქიმიური რეაქტივების წარმოებაში | 7,4 | |
| 4078 | ნუტჩ-ფილტრები, ვიბრაციული მანქანები საღებავების, შემღებავი და ნახევარპროდუქტების საწარმოებლად | 6,7 | |
| 4079 | ჟანგბადის წარმოებაში გამოყენებული ჰაერის გამშრობი ბლოკები | 3,0 | |
| 4080 | ლაქ-საღებავების, ქიმიური ბოჭკოების, ქიმრეაქტივების და სხვა ქიმიური ელემენტების საწარმოებლად გამოყენებული ცენტროფუგები და ცენტრიდანული სეპარატორები | 11,5 | |
| 4081 | სარეცხი მანქანები ქიმიური წარმოების ტექნიკური ქსოვილების გასარეცხად | 9,6 | |
| 4082 | ფილტრები სოდისა და კაუსტიკის წარმოებაში, ვაკუუმ-ფილტრები კალცისა და სოდის ჰიპოქლორიდის წარმოებაში; ნატრიუმკატიონიტის ფილტრები, ფილტრები ფოსფორიანი მარილებისა და ფოსფოროვანი მჟავეების წარმოებაში; ციკლო-ფილტრები ვიბრატორებით ფოსფორიანი მარილების წარმოებაში | 10,4 | |
| 4083 | არასტანდარტიზირებული სპეციალური ქიმიური მოწყობილობები (წნევით მომუშავე ტევადობითი აპარატურები, სითბოშეცვლითი აპარატურები, დოზირებული მოწყობილობა) | 7,0 | |
|
ელექტრონული მოწყობილობები
| |||
| 4084 | ფიზიკურ-თერმული მოწყობილობები მიკროელექტრონული და ნახევარგამტარი ხელსაწყოების ნაკეთობათა წარმოებისათვის; ერთი და ორზონიანი დიფუზიური ღუმელები | 25,0 | |
| 4085 | მოწყობილობები ელექტრონული ტექნიკის მექანიკური და კლიმატური გამოცდისათვის | 25,0 | |
| 4086 | მოწყობილობები ნახევრადგამტარი მასალების ელექტრო-ფიზიკური პარამეტრების გასაზომად | 25,0 | |
| 4087 | მოწყობილობები ნახევრადგამტარი მასალების მექანიკური დამუშავებისათვის: საჭრელები, სახეხები, საგლუვებლები | 20,6 | |
| 4088 | ვაკუმური ტექნოლოგიური მოწყობილობა თხელი ფირფიტების მისაყენებლად: ვაკუუმური მტვერი; ელექტრო-იონურ-სხივური მოწყობილობები | 20,0 | |
| 4089 | ფოტოთარგების საწარმოებელი მოწყობილობები | 20,0 | |
| 4090 | მაღალთერმული მოწყობილობები გამოწვის, ჩრჩილვისა და შეცხობისათვის | 20,0 | |
| 4091 | მოწყობილობები ტექნოლოგიური გარემოს გასუფთავებისა და კონტროლისათვის | 20,0 | |
| 4092 | საამწყობო მოწყობილობები ნახევარგამტარი და ელექტრო ვაკუმური ხელსაწყოების, ინტეგრალური სქემების წარმოებისათვის: კონდესატორების ამწყობი ავტომატები; მოწყობილობები მიკროსქემების გამოყვანილობის მისადუღებლად, ულტრა-ბგერებით შესადუღებლად, ცივი და საკონტაქტო შედუღებისათვის; ელექტრონული და გაზის შეუდუღებელი აპარატურა | 20,0 | |
| 4093 | ტექნოქიმიური მოწყობილობები დეტალების ცხელი და ცივი ამოტვიფვრის, ცხიმის მოცილების, გაწმენდისა და გარეცხვისათვის | 14,3 | |
| 4094 | მინის დასამზადებელი და მინის დამამუშავებელი მოწყობილობები: გაჭრისათვის, გახეხვისა და ყალიბებისათვის | 14,3 | |
| 4095 | ვაკუმური ტუმბოები, მაგნიტურგანმმუხტველი, ელექტროგანმმუხტველი ზევაკუმური; უზეთო ამოქაჩვისა და ცეოლიტური აგრეგატები | 14,3 | |
| 4096 | მაღალსიხშირიანი და ულტრაბგერითი გენერატორები | 12,5 | |
|
პოლიგრაფიული მანქანები და მოწყობილობები
| |||
| 4097 | ასოთამწყობი და შრიფტსასხმელი მოწყობილობები | 6,0 | |
| 4098 | მოწყობილობები ოფსეტური და ღრმა ბეჭდვის კლიშეებისა და ოფსეტური ყალიბების დასამზადებლად; სტერეოტიპული მოწყობილობა | 7,7 | |
| 4099 | ტიგელის, ბრტყელსაბეჭდი და ქაღალდის საჭრელი მანქანები; სამკინძაო-საბროშურო ხაზები, ავტომატები და ნახევრად ავტომატები | 5,0 | |
| 4100 | საფურცლე და საგრაგნილო როტაციული მანქანები მაღალი, ოფსეტური და ღრმა ბეჭდვისათვის; ნარიმანდული და ძაფსაკერავი მანქანები | 6,3 | |
| 4101 | სხვა პოლიგრაფიული მოწყობილობები არა ავტომატური ციკლით (საკორექტორო და ბეჭდვისათვის; შემმოწმებელი დაზგები, ხაზსაჭრელები, მავთულსაქსოვი მანქანები და ა.შ.) | 5,6 | |
| 4102 | ბამბეულის წარმოების მანქანები და მოწყობილობები | 4,8 | |
| 4103 | შალის წარმოების მანქანები და მოწყობილობები | 4,8 | |
| 4104 | აბრეშუმის წარმოების მანქანები და მოწყობილობები | 5,2 | |
| 4105 | სელის წარმოების მანქანები და მოწყობილობები | 5,0 | |
| 4106 | სატრიკოტაჟო წარმოების მანქანები და მოწყობილობები | 7,8 | |
| 4107 | საქსოვი წარმოების მანქანები | 8,3 | |
| 4108 | საფეიქრო-საგალანტერიო წარმოების მოწყობილობები | 5,5 | |
| 4109 | ფეხსაცმლისა და ტყავსაგალანტერიო წარმოების მანქანები და მოწყობილობები | 7,0 | |
| 4110 | მსუბუქი მრეწველობის სხვა წარმოების მანქანები და მოწყობილობები | 6,3 | |
| 4111 | ხორცისა და რძის წარმოების მოწყობილობები | 12,2 | |
| 4112 | საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირგაბმულობის საწარმოო მოწყობილობა | 5,8 |
|
| 4113 | ქალაქისა და სოფლის სატელეფონო კავშირგაბმულობის საწარმოო მოწყობილობები | 5,4 |
|
| 4114 | სატელეგრაფო კავშირგაბმულობის საწარმოო მოწყობილობა | 4,9 |
|
| 4115 | რადიოკავშირგაბმულობის, რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო და რადიოფიკაციის საწარმოო მოწყობილობები | 8,0 |
|
|
ტელევიზიის, რადიომაუწყებლობისა და ტელერადიო სასტუდიო კომპლექსების გადამცემი სადგურების საწარმოო მოწყობილობები
|
| ||
| 4116 | ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სააპარატო-სასტუდიო კომპლექსის მოწყობილობა | 9,2 |
|
| 4117 | სასტუდიო მიკროფონები, სატელევიზიო მიმღებები, ვიდეო-საკონტროლო მოწყობილობა | 12,5
|
|
| 4118 | ყველა ტალღის რადიომიმღებები და საყოფაცხოვრებო ტელევიზორები | 10,0 |
|
| 4119 | სასოფლო-სამეურნეო მანქანები და მოწყობილობები | 15,0 |
|
|
ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების მოწყობილობები
|
| ||
| 4120 | სამაცივრო მოწყობილობები | 8,4 |
|
| 4121 | გამათბობელი მოწყობილობები | 10,0 |
|
| 4122 | უწყვეტი მოქმედების სადუღარები | 20,0 |
|
| 4123 | მექანიკური მოწყობილობა, ავტომატები, ნახევრად-ავტომატები და სხვა სავაჭრო მოწყობილობები | 12,5 |
|
| კინოტექნოლოგიური და ფოტომოწყობილობები |
| ||
| 4124 | კინოგადამღები მოწყობილობა | 10,1 |
|
| 4125 | ხმის ჩამწერი მოწყობილობა | 11,0 |
|
| 4126 | ელექტროგასანათებელი და მარეგულირებელი მოწყობილობა | 8,0 |
|
| 4127 | სამონტაჟო მოწყობილობა | 10,0 |
|
| 4128 | ფირების დამუშავებისა და ფილმების საბეჭდი მოწყობილობები | 8,4 |
|
| 4129 | კინოსაპროექციო მოწყობილობა | 6,6 |
|
| 4130 | ფოტომოწყობილობა | 7,0 |
|
|
სამედიცინო მრეწველობის მანქანები და მოწყობილობები
|
| ||
| 4131 | მანქანები და მოწყობილობები ინექციური ხსნარების ამპულირებისათვის, თხევადი მედიკამენტების ჩამოსასხმელად და თავის დასაცობად, სასტერილიზაციო და სადეზინფექციო მოწყობილობები | 14,2 |
|
| 4132 | დრაჟეებისა და ტაბლეტების დასამზადებელი, გალაქვისა და ტაბლეტშენარევების მოწყობილობა; ტაბლეტების, დრაჟის და მაგარი ჟელატინის კაპსულების დაფასოებისა და შესაფუთი მოწყობილობა; კონვალიუტებზე რეკვიზიტების დასასმელი და ფლაკონებსა და ამპულებზე ეტიკეტების დასაბეჭდი მოწყობილობა | 14,2 |
|
| 4133 | ქიმიურ-ფარმაცევტული, ფოტოქიმიური და სავიტამინო წარმოების მოწყობილობები და აპარატები | 16,6 |
|
| 4134 | სათვალე ოპტიკის წარმოების მანქანები და მოწყობილობები | 10,0 |
|
| 4135 | ამპულების, პენიცილინის და ინსულინის ფლაკონების დასამზადებელი მოწყობილობები; ტაბლეტების დასამზადებელი წნეხები; სტომატოლოგიური ხელსაწყოების და ინექციური ნემსების დასამზადებელი მოწყობილობები | 11,0 |
|
| 4136 | ლეიკოსალბუნებისა და შესახვევ საშუალებათა დასამზადებელი და შესახვევი მოწყობილობა; მოწყობილობა ჟელატინის კაფსულების, ლინიმენტების და გლობულების დასამზადებლად | 14,2 |
|
|
სხვა სახის სპეციალიზირებული სამუშაო მანქანები და მოწყობილობები |
| ||
| 4137 | თვითმფრინავების ტექნოლოგიური მომსახურების სპეციალიზებული მოწყობილობები | 9,8 |
|
| 4138 | თვითმფრინავების სათბობით და ზეთით მომარაგების მანქანები და მოწყობილობები | 8,8 |
|
|
საკონტროლო-საზომი და საცდელი აპარატურა კავშირგაბმულობის, სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების:
|
| ||
| 4139 | სტაციონალური | 6,7 |
|
| 4140 | გადასატანი | 12,5 |
|
| 4141 | სადისპეტჩერო ცენტრალიზაციის მოწყობილობები | 4,0 |
|
| 4142 | საცდელი სადგურების მოწყობილობები | 12,5 |
|
| 4143 | საზომი ლაბორატორიები | 8,4 |
|
| 4144 | კავშირგაბმულობის სპეციალური სახეების და ავტომატიზაციის სხვა საშუალებათა მართვის სადისპეჩერო აპარატურა | 22,2 |
|
| 4145 | ტემპერატურის და სიჩქარეთა განმსაზღვრელი ხელსაწყოები ქიმიურ წარმოებაში | 9,8 |
|
| 4146 | ასტრონომიული, გეოდეზიური ფოტოგრამმეტრიული და სტერეოტოპოგრაფიული ხელსაწყოები და მოწყობილობები (პასაჟის ხელსაწყოები, ასტრონომიული უნივერსალები, მაღალსიზუსტის თეოდოლიტები, სატრიანგულაციო გამომცდელები, ქრონომეტრები, კოორდინატოგრაფები, ფოტორედუქტორები, ფოტოტრანსფორმატორები, სტერეოპროექტორები, სტერეოგრაფები, სტერეოკომპარატორები) | 12,5 |
|
| 4147 | სხვადასხვა აეროფოტოგრამმეტრიული და ფოტოგრაფ-გეოდეზიური ხელსაწყოები და მოწყობილობები, რომლებიც განიცდიან ინტენსიურ ექსპლოატაციას და გამოიყენებიან არახელსაყრელ გარემო პირობებში | 16,7 |
|
| 4148 | ტექნოლოგიური პროცესების საკონტროლო და მარეგულირებელი ხელსაწყოები (ტემპერატურის ხელსაწყოების გარდა) | 13,0 |
|
|
ელექტროსაზომი და რადიოსაზომი ხელსაწყოები
|
| ||
| 4149 | დაფური ელექტროსაზომი ხელსაწყოები (ამპერმეტრები, ვოლტმეტრები მილიამპერმეტრები, ვატმეტრები, სიხშირმზომი, დენის ინდიკატორები და სხვა). ციფრული ელექტრო საზომი ხელსაწყოები; გადასატანი ელექტროსაზომი ხელსაწყოები; წინაღობათა საზომი კოჭები, პოტენციომეტრები, ძაბვის გამყოფები, ლაბორატორიული დენის ტრანსფომატორები; ელექტრო ტახომეტრები, ბრუნვათა აღმრიცხველები; მარეგისტრირებელი მოწყობილობა; ელექტრული საშემსრულებლო მექანიზმები; სიმძლავრეთა საზომი ხელსაწყოები (მცირე და დიდი სიმძლავრეების საზომები და სხვა); სიხშირეთა საზომი ხელსაწყოები (საყრდენ სიხშირეთა კვარცული გენერატორები; რხევათა და სიხშირეთა საზომები, სიხშირეთა სინქრონიზატორები და სხვ.) ხელსაწყოები სიგნალებისა და სპექტრების ფორმებზე დაკვირვები- სათვის; (სხვადასხვა ოსცილოგრაფები, სინქრონოსკოპები, ვერტიკალურ გადახრათა გამაძლიერებლები, სპექტრების ანალიზატორები და სხვ.); მასალათა ელექტრული და მაგნიტური თვისებების საზომი ხელსაწყოები (მასალების ელექტრულ სიმკვრივეთა საზომები, მაგნიტური ინდუქციის საზომები და სხვა); საზომი გამაძლიერებლები (შორისული სიხშირის გამაძლიერებლები, ფართეზოლიანი გამაძლიერებლები, ბგერითი სიხშირის გამაძლიერებლები და სხვ.), რადიომოწყობილობათა თვისებებზე დაკვირვებისა და გამოკვლევის ხელსაწყოები (ამპლიტუდური სიხშირის თვისებების საზომები, ხმის კოეფიციენტის საზომები და სხვა); იმპულსების ანალიზატორები; კვების წყაროები (მუდმივი დენის ძაბვის წყაროები, ძაბვის სტაბილიზატორები, კვების უნივერსალური წყაროები, სტაბილიზირებული გამმართველები და სხვა); ტენზომეტრიული დანადგარები; საზომი გენერატორები (ხმის გენერატორები, სასიგნალო გენერატორები და სხვა); ველის ძაბვისა და რადიო- დაბრკოლებათა საზომი ხელსაწყოები; ელექტრული ნათურებისნახევრადგამტარი ხელსაწყოების პარამეტრების საზომი ხელსაწყოები; სხვა ელექტროსაზომი და რადიოსაზომი ხელსაწყოები. | 10,0 |
|
|
ოპტიკურ-მექანიკური და სიგრძივ-კუთხური საზომების ხელსაწყოები
|
| ||
| 4150 | მიკროსკოპები (ბიოლოგიური, სტერეოსკოპული, მეტალოგრაფიული და სხვა); სინათლის მიკროსკოპების მოწყობილობა და კუთვნილებანი (სხვადასხვა გასანათებლები, მიკროფოტოდასაგებები, ინტერფერენციული მოწყობილობები და სხვა); სპექტრული ხელსაწყოების კვანძები და ელემენტები; დეფექტოსკოპიური ხელსაწყოები და აპარატურა; ეპიდიასკოპები, დიაპროექტორები, ზედაპირული ხორკლიანობის საკონტროლო ხელსაწყოები; სპექტროსკოპები და სპექტროგრაფები; სათვალთვალო ხელსაწყოები (გასაცქერი მხედველობითი მილები, გამადიდებელი შუშები); სარენ ტ გენო აპარატურა და სპეციალური დანადგარები; სხვა ოპტიკურ-მექანიკური ხელსაწყოები | 8,3 |
|
|
თბოენერგეტიკული ხელსაწყოები
|
| ||
| 4151 | ელექტრული პოტენციომეტრი და გამათანაბრებელი ხიდები, ავტომატური პოტენციომეტრები და სხვა; ტემპერატურის მარეგულირებლები; ფარისებრი და გადასატანი მილივოლტმეტრები; ფსიკომეტრები (ელექტრული და მექანიკური); ნივთიერებათა რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზის ხელსაწყოები (გაზანალიზატორები, სპირტსაზომები და სხვა); მემბრანული დიფერენციული მანომეტრები; დიფმანომეტრები; ზუსტი გაზომვის სანიმუშო და ტექნიკური მანომეტრები, ვაკუუმმეტრები და მანოვაკუუმეტრები; თვითმწერი მანომეტრები, დგუშიანი მანომეტრები; ვერცხლისწყლის ბარომეტრები; პირომეტრები; მანომეტრული და ელექტრო კონტაქტის თერმომეტრები და სხვა; სხვადასხვა წინააღმდეგობათა თერმომეტრები; სხვადასხვა თერმოწყვილები; წნევის რელეები, თერმორელე, დროის რელე და სხვა; ვიბრაციის საზომი ხელსაწყოები; თერმოსტატები; სხვა თბოენერგეტიკული ხელსაწყოები | 10,0 |
|
|
მექანიკურ სიდიდეთა საზომი ხელსაწყოები
|
| ||
| 4152 | ლითონების ღუნვის, ცვეთის, ბრუნვის, ცოცვის, გამძლეობის, დაჭიმულობის, კუმშვის, ხახუნის, დაღლილობის და სხვათა გამოსაცდელი ხელსაწყოები და მანქანები; მასალების მექანიკური გამოცდის მანქანები და ხელსაწყოები (ტენზომეტრიული ხელსაწყოები, დინამომეტრები, დრეკადობის საზომები და სხვა); მაგნიტური და რადიოლოგიური რხევის საკონტროლო ხელსაწყოები, ინტროსკოპიის ხელსაწყოები, უხილავი გამოსხივების გარდამქმნელები და სხვა; ვიბრაციული პროცესების ძირითადი პარამეტრების განმსაზღვრელი ხელსაწყოები და აპარატურა (ვიბრომეტრები, ვიბროცეცები, ვიბროგრაფები და სხვა); მრიცხველები (ბრუნვის, დროის და სხვა); სიჩქარის საზომები, ტაქომეტრები, სტრობოტაქომეტრები და სხვა; ტექნიკური და სპეციალური დანიშნულების საათები, ქრონომეტრები, ქრონოსკოპები და სხვა; საათების მოძრაობის შესამოწმებელი ხელსაწყოები და სხვა; მექანიკურ სიდიდეთა საზომი სხვა ხელსაწყოები და მანქანები | 10,0 |
|
|
ფიზიკური კვლევის ხელსაწყოები და აპარატურა
|
| ||
| 4153 | ატმოსფეროს პარამეტრების საზომი და სარეგისტრაციო ხელსაწყოები: ფიზიკური, ქიმიური, ოპტიკური და რადიოაქტიური, ფიზიკური პარამეტრებისა და ნიადაგისა, თოვლისა და მცენარეთა საფარის და სხვა. მდინარეებში, ტბებში, ზღვებსა და ოკეანეებში დინამიკური, ფიზიკური, ქიმიური, ოპტიკური, რადიოაქტიური და ბიოლოგიური პარამეტრების საზომი ხელსაწყოები და სხვა. კომპლექსური ჰიდროლოგიური და მეტროლოგიური პარამეტრების საზომი და სარეგისტრაციო ხელსაწყოები (ანემომეტრები, ბარომეტრები, დისტანციური მეტეოსადგურები და სხვა); სეისმოდასაზვერი აპარატურა და ხელსაწყოები, სეისმური გენერატორები, გრავიმეტრები, ინდიკატორები და გამომცდელები სხვადასხვა დანიშნულებისა და სხვა; ნიადაგის საკვლევი ხელსაწყოები, გეოდეზური სტერეომეტრები, თერმოგრადიენტული ხელსაწყოები, ფლუორიმეტრები და სხვა; ჰიდროაკუსტიკური საზომი დანადგარები; საზომი მიკროფონები; ფიზიკური კვლევის სხვა ხელსაწყოები და აპარატურა | 10,0 |
|
|
იონიზირებული გამოსხივების საზომი და რადიოიზოტოპიური ხელსაწყოები
|
| ||
| 4154 | დოზების დახასიათების საზომი ხელსაწყოები (დოზიმეტრები, რენდგენომეტრები, სიგნალიზატორები, ავტომატური სასიგნალო მოწყობილობები და სხვა); რადიომეტრები, ემანომეტრები და სხვა; იონიზირებულ გამოსხივებათა სპექტომეტრები, იმპულსების, ანალიზატორები, იონიზაციური კამერები, გადამთვლელი მოწყობილობა და სხვა; იონიზირებული გამოსხივების საზომი და რადიო ი ზოტოპიური სხვა ხელსაწყოები | 14,3 |
|
|
სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი სხვა საზომი და მარეგულირებელი ხელსაწყოები, დანადგარები და ტექნიკური საშუალებანი
|
| ||
| 4155 | სხვადასხვა დანიშნულების დაფები (ვიბრაციული, მექანიკური, ჰიდრავლიკური, ელექტრული და სხვა) ძრავების, მოტორების, ტურბინების, დაზგების და სხვათა გამოსაცდელად; ჰიდრავლიკური, პნევმატური და ელექტრული მექანიზმები, ამძრავი მარეგულირებელი მოწყობილობები, მარეგულირებელი სარქველები და სხვა; მიწისზედა რადიონავიგაციული საშუალებები, აეროდრომების გასათებელი მოწყობილობები და სხვა; საკონტროლო-საკასო აპარატები, ეგზამენატორები, დიქტოფონები, ვიდეომაგნიტოფონები, ლექტოგრაფები, რაციები, კავშირგაბმულობის აპარატურა | 10,0 |
|
| 4156 | ტრენაჟერები, ექსკავატორისა და ამწე კოშკურების მოქმედი მოდელები | 10,0 |
|
| 4157 | სავარჯიშო დაფები, საგზაო მოძრაობის წესების შესწავლისათვის, კარადები, სპეციალური მაგიდები | 10,0 |
|
| 4158 | მინისაგან დამზადებული ლაბორატორილი მოწყობილობა | 33,3 |
|
|
სასწორები
|
| ||
| 4159 | ლაბორატორიული სასწორები | 7,0 |
|
| 4160 | პლატფორმიანი სასწორები | 6,0 |
|
| 4161 | სტაციონალური საავტომობილო სასწორები | 5.9 |
|
| 4162 | მოძრავი საავტომობილო სასწორები | 11,1 |
|
| 4163 | საკონტროლო-ასაწონი პლატფორმები და ვაგონები | 2,6 |
|
|
გამომთვლელი ტექნიკა
|
| ||
| 4164 | ელექტრონული, მმართავი და სხვა ანალოგიური მანქანები | 10,0 |
|
| 4165 | კომპიუტერები, სკანერები, პრინტერი, სერვერი, ასლგადამღები მანქანები, როუტერი | 20,0 |
|
| 4166 | კომპიუტერის კვების წყარო | 12,5 |
|
| 4167 | სვიჩი, პროექტორი, ქაღალდის გამანადგურებელი, რიგის მარეგულირებელი ტურნიკეტები, სახანძრო სიგნალიზაცია |
10,0 |
|
|
კომუნალური მეურნეობის მანქანები და მოწყობილობები
|
| ||
| 4168 | სამსხვრეველები, მექანიკური ფოცხები, ცხრილები | 20,0 |
|
| 4169 | ცენტრიფუგები, თეთრეულის სარეცხი და გასაწური კომბინირებული მანქანები | 12,0 |
|
| 4170 | ქლორატორები (ამონიზატორები) | 50,0 |
|
| 4171 | კვარცის და კათიონიტური ფილტრები | 6,7 |
|
| 4172 | რეაგენტების დოზატორები | 33,4 |
|
| 4173 | ბაქტერიოციდული დანადგარები | 10,0 |
|
| 4174 | მოსარწყავ-მოსარეცხი მანქანები, გუთანჯაგრისიანი თოვლსაწმენდები ტრაქტორებზე, როტორული თოვლსაწმენდები, ლამსასრუტი მანქანები | 10,0 |
|
| 4175 | ქვიშის მომბნევი, მოსაწმენდ-ასაღები მანქანები, თოვლმტვირთავები, ტროტუარგამწყობი (სპეცმოწყობილობები) | 12,5 |
|
| 4176 | ასენიზაციის მანქანები და მისაბმელი ასენიზაციის ცისტერნები, საძარე და საკონტეინერო ნაგავსაზიდები | 10,0 |
|
| 4177 | კონტეინერები; ლითონის შესაგროვებლები საყოფაცხოვრებო ნაგავისათვის | 20,0 |
|
| 4178 | თხევადი გაზის ბალონების საკარადე დანადგარები | 9,8 |
|
| 4179 | საყოფაცხოვრებო გაზის აპარატურა (ქურები, წყლის გამათბობლები გაზსანთებელი მოწყობილობა სათბობი ღუმელებისათვის) საყოფაცხოვრებო ელექტროქურები | 6,1 |
|
| 4180 | საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტები, წყლის გამაცხელებლები, კონდიციონერები | 10,0 |
|
|
სამედიცინო მოწყობილობები
|
| ||
| 4181 | უნივერსალური ავტომატები ქსოვილების ფისტოლოგიური დამუშავებისათვის, მაკროტომები, მიკროტომები, ანატომიური ურიკები | 7,1 |
|
| 4182 | ფიზიოგრაფიის ბლოკები, ვექტორელექტროკარდიოსკოპები, კაპილაროსკოპები, ოქსიგემოგრაფები, ოქსისპიროგრაფები, პნევმოტაქომეტრები, ცენტრალური ნერვიული სისტემე-ბის, შინაგანი ორგანოების გამოსაკვლევი მოწყობილობები, პულსოტაქომეტრები, სპიროგრაფები, ფიზიოგრაფები, ელექტროკარდიოგრაფები, ელექტროთერმომეტრები, ელექტროენცელოგრაფები | 8,3 |
|
| 4183 | სისხლის აპარატები – შემრევები კონსერვანტით, აპარატები სისხლის პირდაპირი გადასხმისათვის, მექანიკური უნემსო ინექტორები, დანადგარები პერიტონიალური დიალიზისათვის | 9,1 |
|
|
საერთო ქირურგიული დანიშნულების აპარატები და ხელსაწყოები
|
| ||
| 4184 | აპარატები საინგალაციო და გაზის ნარკოზისათვის, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, აპარა-ტები ხელოვნური სისხლის მიმოქცევისათვის, ორგანოს და სისხლძარღვების გადასაკერებელი და დასამოკლებელი აპარატები, საჭრელი და საკოაგულაციო აპარატები, აპარატები ანესთე-ზიისათვის, ბრონქოსკოპები, დერმატორები, საოპერაციო მიკროსკოპები, რესპირატორები, დეფიბ-რილატორები | 9,1 |
|
|
ნეიროქირურგიის აპარატები და ხელსაწყოები
|
| ||
| 4185 | ნეიროქირურგიული პერფორატორები, ზონების ობიექტური განსაზღვრის ხელსაწყო, ხელსაწყო სტერეოტაქსისათვის, დანადგარი ტვინის პარკუჭის დრენირებისათვის, თავის ქალის ელექტროსახვრეტელა | 9,1 |
|
|
ოფთალმოლოგიის აპარატები და ხელსაწყოები
|
| ||
| 4186 | თვალის საკვლევი აპარატები, დიათერმოკოაგულიატორები, დიოპტრიმეტრები, დიპლოსკო-პები, ჭვრიტული ლამპები, თვალის მაგნიტები, ოფტალმოსკოპები, პერიმეტრები, სინათლის კოაგულატორები, ოფთალმომეტრები | 8,3 |
|
|
ოტირინოლარინგოლოგიის აპარატები და ხელსაწყოები
|
| ||
| 4187 | აუდიომეტრები, ბრონქოსკოპები, ბრონქოეზოფაგოსკოპები, ხორხის ამომჭრელი, აეროზოლის ჟანგბადის ინჰალიატორები, ოტორინოლარინგოლოგიური დივანი, ლარინგოსკოპები, ოტორონო-ლარინგოსკოპები, რინოპნევმომეტრები | 10,0 |
|
|
უროლოგიის აპარატები და ხელსაწყოები
|
| ||
| 4188 | აპარატები „ხელოვნური თირკმელი“, ურეთროცისტოსკოპები, ფიტოცისტოსკოპები, ქოლედოხოსკოპები, ცისტოლითოტროპტორები, ცისტოსკოპები | 11,1 |
|
|
საბებიო და გინეკოლოგიური დანიშნულების აპარატები
|
| ||
| 4189 | აპარატები ორსულობის შეწყვეტისათვის, აპარატები ფალოპუისის მილში (საშვილოსნოში) ჩაბერვისათვის, ვაკუუმ-ექსპრაქტორი, სამშობიარო აპარატები, ვიბროგამფართოებლები, საშოს სარკეები, კოლპოსკოპები, გინეკოლოგიური დივნები, საწოლები მშობიარეთათვის, რძის გამომ-წოვებლები, საშვილისნოს ელექტროტონიზატორები, აპარატები გაუტკივრებული მშობიარო-ბისათვის | 8,3 |
|
|
აპარატები და მოწყობილობები სტომატოლოგიისათვის
|
| ||
| 4190 | ყველა სისტემის ბურღ-მანქანები, კბილის საექიმო სავარძლები, კბილის ქვების მოსახსნელი აპარატები კბილის პროთეზების წერტილოვანი შედუღებისათვის, კბილის ტექნიკური ვალცები, ყველა სისტემის სტომატოლოგიური დანადგარები, სატურბინე ბუნიკები, სტომატოლოგიური გასანათებლები, კბილის საექიმო მოძრავი ამბულატორია, ყბების ფიქსატორები (გასამაგ-რებლები), პირის ღრუს გამოსარეცხი დანადგარები | 7,1 |
|
|
აპარატები და ხელსაწყოები ტრავმატოლოგიისა და მექანოთერაპიისათვის
|
| ||
| 4191 | აპარატები სახსრებისა და ძველი ამოვარდნილობების ჩასასმელად, ფირფიტა-ფიქსატორები, აპარატები თაბაშირის კორსეტების დასაყენებლად, ძვლების გასაწევად, საწოლები ტრავმატო-ლოგიური სავადმყოფოებისათვის, წკირ-ფიქსატორები, დგარები აპარატებთან | 10,0 |
|
|
ფიზიოთერაპიის აპარატები და ხელსაწყოები
|
| ||
| 4192 | აპარატები ინდუქტოთერმიის, ელექტროძილით მკურნალობის, მიკროტალღური თერაპიის, უვჩ თერაპიისა და დაბალი სიხშირის თერაპიისათვის, ნაწლავების წყალქვეშ გამოსარეცხად, ფრანკლინიზაცისა და აეროიონიზაციისათვის; თერაპიული ულტრაბგერითი აპარატები, წყალსამ-კურნალო კათედრები, მოკლე-ტალღური მასხივებლები, ელექტროკარდიოსტიმულატორები, ვერცხლისწყალ-კვარცული მასხივებლები, აპარატები დიათერმიისათვის, ელექტროსტიმულა-ტორები, ვერცხლისწყალკვარცის ნათურები | 7,7 |
|
|
რენდგენოდიაგნოსტიკის, რენდგენოთერაპიისა და რადიოლოგიის აპარატები და ხელსაწყოები
|
| ||
| 4193 | ყველა სისტემის რენდგენული დიაგნოსტიკის, თერაპევტული და ფლუროგრაფიული აპარატები; მოძრავი რენდგენის სადგურები, ავზები რენდგენოგრამების დასამუშავებლად, ნეგა-ტოსკოპები, რენდგენოკიმოგრაფები, ტომოგრაფები, ელექტროკიმოგრაფები, სხვადასხვა დამცვე-ლი შირმები,რენდგენოგრამების გასაშრობი კარადები, გაზგანმუხტველი ბეტა-ზონდები, დოზი-მეტრები, რადიომეტრები, რენდგენომეტრები, ტყვიის მინები, დამცველი რადიო-სამანიპულაციო მაგიდები, ყველა სისტემის რადიოლოგიური დანადგარები | 7,1 |
|
|
სამედიცინო ავეჯი და საოპერაციო მოწყობილობები
|
| ||
| 4194 | ეტლი-საწოლები, სავარძელ-ეტლები, ყველა სისტემის ფუნქციონალური საწოლები, საკა-ცეები, მასხივებლები, ყველა სისტემის საოპერაციო ლუმინესცენტური ლამპარები, საოპერაციო მაგიდები, სამკურნალო ტანვარჯიშის მაგიდები, შესახვევი მაგიდები ურიკები, ამწე მანქანები, დანადგარები მძიმე ავადმყოფთა სანიტარ ი ული დამუშავებისათვის, სანიტარ ი ული ჭურჭლის გასარეცხად და სტერილიზებისათვის | 6,7 |
|
|
სასტერილიზაციო მოწყობილობები
|
| ||
| 4195 | ვერტიკალური, ჰორიზონტალური, ორთქლისა და საკარადო ავტოკლავები, სტერილიზატორები, საორთქლე ქვაბები, სტერილიზაციური დანადგარები | 10,0 |
|
|
ლაბორატორიული და სააფთიაქო მოწყობილობები
|
| ||
| 4196 | ანალიზატორები, ხსნარებისა და შრატების გასაფილტრი აპარატები გამომხდელები, მდოზავები, კალორიმეტრები, ლაბორატორიული ჭურჭლის სარეცხი მანქანები, სარეცეპტურო დამზადების სატრიალებლები, მაგნიტური ასარევები, მიკროფოტომეტრები, პოლარიმეტრები, რეფრაკტომეტრები, სპექტროგრაფები, სპექტროფოტომეტრები, ასისტენტური მაგიდები, თერმოსტატები, ფილტრები, ფოტომეტრები, ცენტრიფუგები, გასაშრობი კარადები, აპარატები ელექტროფორეზისათვის | 7,7 |
|
|
მოწყობილობები დეზინფექციისა და დეზინსექციისათვის
|
| ||
| 4197 | ყველა სისტემის სადეზინფექციო კამერები, მოძრავი ორთქლის ქვაბები, ბაქტერიციდული გამასხივებლები, სასხურები, ყველა სისტემის სადეზინფექციო დანადგარები, საშხაპე დანადგა-რები, ყველა სისტემის სადეზინფექციო კამერები | 9,1 |
|
|
სამედიცინო კომპლექტები
|
| ||
| 4198 | მედნაკეთობათა კომპლექტები, სამხედრო სამედიცინო კომპლექტები, სხვადასხვა ქირურგიული კომპლექტები | 11,1 |
|
|
სხვადასხვა ნაკეთობანი
|
| ||
| 4199 | ხელსაწყოები სამედიცინო იარაღების გასალესად, მოწყობილობები მიკროტომული დანების გასასწორებლად, დაზგა ქირურგიული ძაფების გადასახვევად, დასანამავები ელექტროგათბობით, ჰაერის გამწმენდი ფილტრები | 10,0 |
|
|
სისხლის სამსახურის მოწყობილობები
|
| ||
| 4200 | ღრმად გაყინვის მაგიდები, ყველა სისტემის ლიოფილიზებული დანადგარები, სადონორო სისხლის დამზადების დანადგარები, სუბლიმაციური დანადგარები, ცენტრიფუგები, ცვალებადი ტემპერატურის კარადები | 10,0 |
|
|
სასპორტო მოწყობილობა
|
| ||
| 4201 | მძლეოსნობის, ტანვარჯიშის, კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობის და სპორტის სხვა სახეობათა მოწყობილობები | 8,0 |
|
| 4202 | კრივის რინგი | 15,0 |
|
| 4203 | საჭიდაო ხალიჩა | 25,0 |
|
| 4204 | ძიუდოსა და აღმოსავლური ორთაბრძოლების ტატამები | 15,0 |
|
| 4205 | სპორტული ხალიჩები | 6,5 |
|
| 4206 | აკრობატიული საფენები, სატანვარჯიშო ჭილობი | 20,0 |
|
| 4207 | აკრობატული ბატუტი | 25,0 |
|
| 4208 | საკონტროლო-საზომი ხელსაწყოები | 11,6 |
|
| 4209 | იალქნიანი სპორტული ნავები | 12,0 |
|
| 4210 | ნიჩბიანი სპორტული ნავები | 24,0 |
|
| 4211 | სპორტული მანქანები | 25,0 |
|
| 4212 | სპორტული ველოსიპედები | 33,0 |
|
| 4213 | კალათბურთის ფარები, ბადეებიანი კარები, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები, გადასაღობი ბადეები, ფრენბურთის ბადეები | 25,0 |
|
| 4214 | ჩოგბურთის ჩოგანი | 33,0 |
|
| 4215
| სამსაჯო კოშკები და ჯიხურები, საპატიო კვარცხლბეკები, ტანვარჯიშული ფიცარნაგები, მსაჯებისა და მწვრთნელების მაგიდები | 10,0 |
|
| 4216 | ტაბლოები და სხვა საკონტროლო საზომი ხელსაწყოები | 15,0 |
|
| 4217 | სამედიცინო-ბიოლოგიური მოწყობილობები და აპარატურა, სამედიცინო კონტროლისათვის სპორტის სხვადასხვა სახეობებში | 20,0 |
|
| 4218 | სხვა სპორტული მოწყობილობები | 15,0 |
|
|
კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა სპეციალიზებული მოწყობილობები
|
| ||
| 4219 | სცენების, ესტრადების, არენების მექანიკური მოწყობილობები; ელექტრომარეგულირებელი აპარატურა მექანიკური და ელექტრონული მართვით | 6,5 |
|
| 4220 | ელექტროგასანათებელი მოწყობილობა | 8,0 |
|
| 4221 | ბუტაფორიები, დეკორაციები, რეკვიზიტები | 14,0 |
|
| 4222 | კოსტიუმები | 12,5 |
|
|
მუსიკალური ინსტრუმენტები
|
| ||
| 4223 | პიანინოები, როიალები, არფები | 5,0 |
|
| 4224 | სასულე, დასარტყმელი, სიმებიანი და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტები | 10,0 |
|
|
|
| ||
| 05 სატრანსპორტო საშუალებები |
| ||
|
საზღვაო ტრანსპორტი
|
| ||
| 5000 | უნივერსალური დანიშნულების მშრალტვირთიანი გემები | 4,0 |
|
| 5001 | წყალქვეშა ფრთიანი სამგზავრი კატერები | 12,3 |
|
| 5002 | სამოსამსახურო მიმოსვლის კატერები, სალოცმანო და საყვინთი ბოტები, მოტორიანი ნავები | 6,5 |
|
|
საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა
|
| ||
| 5003 | სატვირთო ავტომობილები 2 ტ-მდე ტვირთამწეობით | 15,0 |
|
| 5004 | სატვირთო ავტომობილები 2 ტ. მეტი ტვირთამწეობით | 11,2 |
|
| 5005 | ავტომობილი თვითმცლელები 25 ტ. და მეტი ტვირთამწეობით | 15,0 |
|
| 5006 | მისაბმელები და ნახევარმისაბმელები ყველა ტიპის | 13,0 |
|
| 5007 | მსუბუქი ავტომობილები მცირე კლასის (ძრავის მუშა მოცულობით 1,8 ლ-მდე.) | 13,0 |
|
| 5008 | მსუბუქი ავტომობილები საშუალო კლასის (ძრავის მუშა მოცულობით 1,8 ლ-ზე მეტი) | 11,2 |
|
| 5009 | ავტობუსები მცირე კლასის (სიგრძით 5 მ-მდე) | 15,0 |
|
| 5010 | ავტობუსები მცირე კლასის (სიგრძით 5 მ-ზე მეტი) | 13,0 |
|
| 5011 | ავტობუსები საშუალო, დიდი და განსაკუთრებით დიდი კლასის (სიგრძით 8მ-ზე მეტი) | 11,2 |
|
| 5012 | სპეციალური ავტომობილები (ვეტერინარული, სახანძრო, საავარიო, საოსტატო) და ა.შ. | 9,0 |
|
| 5013 | სანიტარიული ავტოტრანსპორტი | 11,0 |
|
|
საწარმოო ტრანსპორტი
|
| ||
| 5014 | მოტომავლები, ავტოდრეზინები, დასატვირთ-გადმოსატვირთი მანქანები | 4,8 |
|
| 5015 | მოტოციკლები, მოტოროლები, მოპედები | 20,0 |
|
| 5016 | ველოსიპედები (გარდა სპორტულისა) | 25,0 |
|
|
|
| ||
| 06 ხელსაწყოები |
| ||
|
საერთო დანიშნულების ხელსაწყოები
|
| ||
| 6000 | საბურღი და სამტვრევი ჩაქუჩები, პერფორატორები და სხვა მექანიკური, პნევმატური და ელექტროფიცირებული ხელსაწყოები | 50,0 |
|
| 6001 | საღებავი პულტები, პისტოლეტ-საფრქვეველები და ვიბრატორები | 44,3 |
|
| 6002 | სხვა ხელსაწყოები | 20,0 |
|
|
ხელსაწყოები რკინიგზის მომსახურებისა და რემონტისათვის
|
| ||
| 6003 | ჰიდრავლიკური გამშლელი ხელსაწყოები, საზუსტავები, შურუფსატრიალებლები, ომბოხსასობები | 24,7 |
|
| 6004 | რელსაჭრელი, რელსსაბურღი და რელსახერხი გადასატანი ჩარხები; სხვა საგზაო ინსტრუმენტები | 11,0 |
|
|
|
| ||
|
07 საწარმოო და სამეურნეო ინვენტარი და მოწყობილობები
|
| ||
| 7000 | ლითონის | 4,8 |
|
| 7001 | ხის | 8,3 |
|
| 7002 | ფოტორეპროდუქციული კამერები | 12,5 |
|
| 7003 | მაყურებელთა დარბაზის ავეჯი | 6,0 |
|
| 7004 | პარკების ავეჯი და ინვენტარი | 10,0 |
|
| 7005 | სასცენო ტანსაცმელი | 8,0 |
|
| 7006 | დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ავეჯი (გარდა ავეჯისა გარნიტურებში) | 10,0 |
|
| 7007 | დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ავეჯი გარნიტურებში, ხალიჩები, სარკეები | 6,5 |
|
| 7008 | ნოხის ბილიკები | 20,0 |
|
| 7009 | სურათები ჩარჩოებში | 2,0 |
|
| 7010 | ფანჯრებისა და კარების ფარდები | 25,0 |
|
| 7011 | ელექტროხელსაწყოები | 8,3 |
|
| 7012 | ბრინჯაოსა და მარმარილოს ქანდაკებები | 1,0 |
|
| 7013 | გერბი, დროშა, აბრა, საინფორმაციო დაფა, სამარკერო დაფა, კიბე | 10.0 |
|
| 7014 | ექსპედიციაში და სტაციონალურ ბანაკებში გამოყენებული კარვები | 33,3 |
|
| 7015 | ლითონის სეიფები და კარადები, ლითონის ჭიშკარი | 1,1 |
|
| 7016 | საბეჭდი მანქანები | 8,0 |
|
| 7017 | სტელაჟები, ჩამოსაკიდები, ლითონის ყუთები | 5,0 |
|
| 7018 | შაპიროგრაფები, დასანომრი ჰექტოგრაფები, სატვიფრი და მნიხრავი აპარატები | 5,0 |
|
| 7019 | სხვა საწარმოო და სამეურნეო ინვენტარი | 8,0 |
|
|
|
| ||
| 08 მუშა პირუტყვი |
| ||
| 8000 | ყველა სახის მუშა პირუტყვი | 12,0 |
|
|
|
| ||
| 09 მრავალწლიანი ნარგავები |
| ||
| 9000 | ტყის ნარგავები | 2,0 |
|
| 9001 | ჩაის პლანტაციები | 2,0 |
|
| 9002 | მანდარინის პლანტაციები | 5,0 |
|
| 9003 | ლიმონისა და ფორთოხლის პლანტაციები | 10,0 |
|
| 9004 | თესლოვანი და კურკოვანი ხილის ნარგავები | 6,0 |
|
| 9005 | ვენახი | 3,0 |
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №615-სსმIII, №117, 28.09.2009წ.; მუხ. 1340
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.040.000.11.117.005.640
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №439
2002 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №615-სსმIII, №117, 28.09.2009წ.; მუხ. 1340
„ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №615-სსმIII, №117, 28.09.2009წ.; მუხ. 1340
1. დამტკიცდეს „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქცია თანდართული რედაქციით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №615-სსმIII, №117, 28.09.2009წ.; მუხ. 1340
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
მინისტრი
მინისტრი მირიან გოგიაშვილი
მირიან გოგიაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 18 მაისის ბრძანება №458-სსმIII, №70, 25.05.2006წ.; მუხ. 879
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 18 მაისის ბრძანება №458-სსმIII, №70, 25.05.2006წ.; მუხ. 879
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №615-სსმIII, №117, 28.09.2009წ.; მუხ. 1340
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №615-სსმIII, №117, 28.09.2009წ.; მუხ. 1340
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №174 - ვებგვერდი, 29.03.2011წ.
ინსტრუქცია
ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ
მუხლი 1🔗
1. ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთა (შემდომში – ცვეთა) განისაზღვრება ამ ინსტრუქციით მოცემული ნორმების შესაბამისად და ყოველწლიურად აისახება ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებაში.
2. ცვეთის დარიცხვა იმ ძირითად აქტივებზე, რომლებიც მოცემული არ არის დამტკიცებულ ერთიან ნორმებში, წარმოებს ერთგვაროვან (ანალოგიურ) ძირითად აქტივებზე არსებული ცვეთის ნორმების შესაბამისად.
3. ცვეთის ერთგვაროვანი ნორმების გამოყენების შეუძლებლობისა და ძირითადი აქტივების ახალი ტიპების შექმნის შემთხვევაში, ორგანიზაციები შეიმუშავებენ ცვეთის ნორმების შესაბამის პროექტებს და დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
4. თუ ძირითადი აქტივის შემადგენელ ნაწილებს გააჩნიათ განსხვავებული სასარგებლო მომსახურების ვადა და მათთან დაკავშირებული ეკონომიკური სარგებლის მიღება ხდება სხვადასხვა დროს, ცვეთის დარიცხვის მიზნებისათვის საჭიროა მათი ცალ-ცალკე აღრიცხვა (თუ აკმაყოფილებენ ძირითად აქტივებად აღიარების კრიტერიუმებს), გაწეული საერთო დანახარჯების განაწილება მის შემადგენელ ნაწილებზე და ცვეთის დარიცხვის განსხვავებული ნორმების გამოყენება.
მუხლი 2🔗
ცვეთა არ ერიცხება კულტივირებულ აქტივებს (მუშა პირუტყვისა და საექსპლუატაციო ასაკის მრავალწლიანი ნარგავების გარდა), დაუმთავრებელ მშენებლობას და საბიბლიოთეკო ფონდებს.
მუხლი 3🔗
ძირითად აქტივებს ცვეთა ერიცხება წლის ბოლოს სრული კალენდარული წლისათვის და გამოიანგარიშება მათი საწყისი (პირვანდელი) ღირებულების გამრავლებით წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებულ წლიურ ნორმაზე (დამოუკიდებლად იმისა, საანგარიშო წლის რომელ თვეშია ისინი შეძენილი ან წარმოებული). ამასთან, სასარგებლო მომსახურების ვადის ბოლო წელს, ცვეთა დაერიცხება ნარჩენი ღირებულების ოდენობით.
ძირითად აქტივებს, მიუხედავად იმისა, საანგარიშო წლის რომელ თვეშია ისინი შეძენილი ან წარმოებული, ცვეთა ერიცხება წლის ბოლოს სრული კალენდარული წლისათვის და გამოიანგარიშება მათი საწყისი (ისტორიული) ღირებულების გამრავლებით წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებულ წლიურ ნორმაზე (ამ თანხას არსებითი/მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ან გადაფასების შემთხვევაში დაემატება ახლად მიღებულ ღირებულებაზე დარიცხული ცვეთის თანხა).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №174 - ვებგვერდი, 29.03.2011წ.
მუხლი 4🔗
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საანგარიშო წლის ბოლოს ძირითადი აქტივის ფიზიკური ცვეთა აღიარდება ხარჯად და აისახება ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ანგარიშის დებეტსა და ძირითადი აქტივების შესაბამისი ანგარიშის კრედიტში.
მუხლი 5🔗
1. ანალიზური აღრიცხვისთვის, ყოველწლიურად დარიცხული ცვეთის თანხის ჩაწერა წარმოებს ძირითადი აქტივების აღრიცხვის საინვენტარო ბარათებში (დავთრებში) ან ელექტრონულ სისტემებში.
2. ცალკეული საინვენტარო ობიექტების მიხედვით ექსპლუატაციის მთელ პერიოდში დარიცხული ცვეთის თანხა განისაზღვრება აუცილებლობის დროს ობიექტის ლიკვიდაციის, სხვა ორგანიზაციაზე გადაცემის ან გაყიდვის შემთხვევაში.
3. ობიექტის ექსპლუატაციის მთელი პერიოდის ცვეთის თანხა, გადაცემის წლის ჩაუთვლელად, გამოიანგარიშება ძირითადი აქტივის საწყისი (პირვანდელი) ღირებულებისა და ორგანიზაციაში ყოფნის კალენდარული წლების რაოდენობის ცვეთის ნორმაზე გამრავლებით.
3. ობიექტის ექსპლუატაციის მთელი პერიოდის ცვეთის თანხა, გადაცემის წლის ჩაუთვლელად, გამოიანგარიშება ძირითადი აქტივის საწყისი (ისტორიული) ღირებულებისა და ორგანიზაციაში ყოფნის კალენდარული წლების რაოდენობის ცვეთის ნორმაზე გამრავლებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №174 - ვებგვერდი, 29.03.2011წ.
მუხლი 6🔗
სრულად გაცვეთილი (ამორტიზებული) ძირითადი აქტივები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩამოწერამდე აღირიცხება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებით დამტკიცებული ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმა – ორგანიზაციის ბალანსის (ფორმა №1) საცნობარო მუხლის – ამორტიზებული ძირითადი აქტივების – 08 ანგარიშზე, საწყისი (პირვანდელი) ღირებულებით.
სრულად გაცვეთილი (ამორტიზებული) ძირითადი აქტივები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოწერამდე აღირიცხება ,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებით დამტკიცებული ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმა – ორგანიზაციის ბალანსის (ფორმა №1) საცნობარო მუხლის – ამორტიზებული ძირითადი აქტივების – 08 ანგარიშზე, საწყისი (ისტორიული) და არსებითი/მნიშვნელოვანი გაუმჯობესების (გადაფასების) შედეგად განსაზღვრული ღირებულებების მითითებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №174 - ვებგვერდი, 29.03.2011წ.
მუხლი 7🔗
ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში გამოიყენება ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმები დანართი №1-ის მიხედვით.
დანართი №1
შიფრი
ძირითადი აქტივების სახეები და ჯგუფები
ცვეთის წლიური ნორმა %
01 შენობები
საწარმოო და არასაწარმოო დანიშნულების
შენობები
1000
მრავალსართულიანი შენობები (ორსართულიანზე მეტი), სპეციალური ტექნოლოგიური დანიშნულების შენობების გარდა; ერთსართულიანი შენობები რკინაბეტონის და ლითონის კარკასით, ქვის მასალის კედლებით, მსხვილი ბლოკებითა და პანელებით, რკინაბეტონის, ლითონის და სხვა გამძლე სახურავებით
1,0
1001
ყველანაირი დანიშნულების ორსართულიანი შენობები (ხის შენობების გარდა)
1,2
1002
სპეციალური ტექნოლოგიური დანიშნულების მრავალსართულიანი შენობები; ერთსართულიანი შენობები კარკასის გარეშე ქვის მასალის კედლებით, მსხვილი ბლოკებითა და პანელებით, რკინაბეტონის, ლითონის, ხის და სხვა გადასახურავებით და დახურვები
1,7
1003
ხის შენობები ძელაკების ან მორის კედლებით, ერთი და მეტსართულიანი
2,5
1004
ფენოვანი მასალებისაგან (ჰაერგაუმტარი, პნევმო-კარკასული და სხვ.) დამზადებული შენობები, შენობები დასაშლელ-ასაწყობი კონტეინერული შესრულებით, ხის, კარკასული, კარკასულ-პანელოვანი და პანელოვანი, ფიცრული და სხვა მსუბუქი შენობები
10,0
1005
შენობები კარკასულ-პანელოვანი და პანელოვანი შესრულებით ლითონისა და ხის კარკასის კონსტრუქციებით
5,0
გადასატანი შენობები
1006
მთლიანად ლითონის
10,0
1007
ხე-ლითონის
12,5
1008
ლითონკონსტრუქციების, მინაპლასტის, დაპრესილი ფილებისა და ხისაგან დამზადებული ჯიხურები, ფარდულები, კაფეები, პავილიონები, სასადილოები
11,0
1009
მარცვლეულის, ხილისა და ბოსტნეულის საცავები
3,0
საცხოვრებელი შენობები
1010
შენობები ქვის, განსაკუთრებით კაპიტალური, აგურის კედლებით (2,5-3,5 აგურის სისქის); აგურის შენობები რკინაბეტონის ან ლითონის კარკასით, რკინაბეტონის ან ბეტონის გადასახურავებით
0,7
1011
შენობები აგურის კედლებით (1,5–2,5 აგურის სისქის), რკინაბეტონის, ბეტონის ან ხის გადასახურავებით; დიდი ბლოკების კედლებით, რკინაბეტონის გადასახურავებით
0,8
1012
შენობები მსუბუქი წყობის აგურის, მონოლითური პემზა ბეტონის, მსუბუქი პემზაბლოკის, ნიჟარქვის კედლებით, რკინაბეტონის ან ბეტონის გადასახურავებით
1,0
1013
შენობები მსხვილპანელოვანი კედლებით, რკინაბეტონის გადასახურავით
0,7
1014
შენობები დიდი ბლოკების ან მსუბუქი წყობის აგურის კედლებით, მონოლითური პემზაბეტონის, წვრილი პემზაბლოკების, ხის გადასახურავებით
1,0
02 ნაგებობები
ჰიდროტექნიკური ნაგებობები
2000
ბეტონის და რკინაბეტონის თხევადკედლებიანი წყალსაშვებები, სალექარები, ღარები და სხვა წყალსადენი ნაგებობები
1,0
2001
დაწნევის მილგაყვანილობები და მათანაბრებელი რეზერვუარები
1,0
2002
დერივაციული არხები, ჰიდროელექტროსადგურების აუზები
1,0
2003
რკინაბეტონის, ბეტონის და ქვის ნაპირსამაგრებელი და ნაპირდამცავი ნაგებობები
3,3
2004
ყველა სახის მარეგულირებელი (გამმართველი) ნაგებობანი, საქვაბე
10,0
2005
წყალსაცავები მიწის კაშხალებზე
1,3
2006
ბეტონისა და რკინაბეტონის წყალსაგდებები და წყალსაშვებები ტბორებზე
2,0
2007
მიწით შემოკავებული მოუპირკეთებელი ჯებირები
1,0
სარწყავი ქსელი
2008
მოუპირკეთებელი მიწის არხები, მოპირკეთებული არხები (ქვებით, ბეტონით და რკინაბეტონით)
2,0
2009
არხები რკინაბეტონის ღარებისაგან
4,0
2010
არხები აზბესტცემენტის, ფოლადის და პოლიეთილენის მილებისაგან
2,5
2011
დახურული კოლექტორულ-სადრენაჟო ქსელი
2,5
2012
სასოფლო-სამეურნეო მიწების დასაშრობი დრენაჟები
2,0
2013
საზღვაო და სამდინარო მისადგომები ბეტონის მასივებისაგან
1,7
2014
მიწის კაშხალები, ჯებირები (ტბორების კაშხალების გარდა) და სამდინარო გადასაღობი ნაგებობანი
1,3
სატრანსპორტო მეურნეობისა და კავშირგამბულობის ნაგებობანი
2015
ყველა სახეობისა და კონსტრუქციის ხიდები (გარდა ხისა და ლითონისა ხის ბურჯებზე)
1,0
2016
ხისა და ლითონის ხიდები ხის ბურჯებზე
5,0
2017
ფიცარნაგი ხიდები
20,0
2018
დამაკავებელი და დამცავი ნაგებობანი – ქვის, ბეტონის და რკინაბეტონის (მეწყერსაწინააღმდეგო, ზვავსაწინააღმდეგო, ჩამონგრევის საწინააღმდეგო საყრდენები, დამჭერი კედლები და სხვა)
1,7
2019
რკინიგზის ღია ბაქნები და სატვირთო მოედნები, რკინაბეტონის და ქვის
2,0
2020
ბეტონის, რკინაბეტონის და ქვის ესტაკადები, ამაღლებული გზები
2,5
2021
საწარმოთა მისასვლელი და სხვა სარკინიგზო გზები
1,5
2022
ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო გზები
6,7
2023
ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, ასაფრენი ბილიკი, თვითმფრინავების სადგომი ადგილები, პერონის მოედნები
4,0
2024
ავტოსადგომი
4,0
საავტომობილო გზები, დახურული მოედნები და აეროდრომები
2025
ცემენტბეტონის
2,0
2026
ასფალტბეტონის
3,2
2027
ღორღის და ხრეშის
5,2
ქალაქის გზები
2028
ბეტონის
3,8
2029
ასფალტის
5,5
2030
ბითუმმინერალური შენარევებისაგან, შავი ღორღის და შავი ხრეშის
7,5
2031
მოზაიკური ქვაფენილები ბეტონის ან ქვის საძირკველზე
3,0
2032
ტროტუარი
7,5
2033
საცალფეხო და საველოსიპედო ბილიკები
7,5
2034
დახურული წყალსადინარები (წყალმიმღები და სათვარიელებელი ჭები)
3,4
2035
რკინაბეტონის კოლექტორები, რკინაბეტონის ჭები და რკალები
2,0
2036
საავტომობილო გზების სადრენაჟო, წყალსარინი და გამამაგრებელი ნაგებობანი
3,6
2037
გადასასვლელები
4,2
2038
საცალფეხო ხიდები და გვირაბები
1,2
2039
სატელეფონო კანალიზაცია (ბეტონის და აზბესტ-ცემენტის)
2,0
2040
მიმღები და გადამცემი ანტენები
6,7
2041
რადიოსარელეო ხაზების ანტენები, სამიმართულო მოქმედების უნიკალური ანტენები
5,0
2042
სატელევიზიო და სამაუწყებლო ანტენები
10,0
2043
სრული ბრუნვითი და თანამგზავრული კავშირგაბმულობის ანტენები
8,3
2044
რადიოკოშკები რკინის, აგურის და რკინაბეტონის
1,7
2045
რკინის რადიო ანძები და ანძა-ანტენები
2,0
სხვა ნაგებობანი
2046
სანაპირო გემთამწე ნაგებობანი
2,5
2047
მეთანტენები (ჰიდროელევატორით)
2,2
2048
ბიოფილტრები და აეროფილტრები
5,0
2049
ლამიანი მოედნები
8,9
2050
საკანალიზაციო გამშვებები
3,7
2051
რკინაბეტონის ჰაეროტენკები
2,0
2052
არტეზიული ჭაბურღილები
7,8
2053
წყალგაყვანილობის გამწმენდი კომპლექსური ნაგებობანი (საკეტი და გამხსნელი ავზები, შესარევები, რეაქციის კამერები, სალექარები, ფილტრები) წყალსარბილებლები
2,0
2054
ნაგებობები წყლის აერაციისათვის
7,4
2055
საკანალიზაციო მტუმბავი ღრმა სადგურები, რომლებიც შეერთებულია მიმღებ რეზერვუარებთან
2,0
2056
ქვიშის მომპოვებლები (ჰიდროელევატორით)
4,3
2057
სალექარები (პირველადი და მეორადი)
4,3
2058
საორთქლებელი კოშკურების შხეფსაცივრები-საცივრები
3,4
2059
საკვამლე მილები
3,0
2060
სუფთა წყლის რეზერვუარები
2,9
2061
წყალსაწნევი კოშკები
4,9
2062
ბითუმსაცავები რკინაბეტონის და ლითონის რეზერვუარებით და ვერტიკალური ლამაუზები
2,5
2063
ავტოგასამართი სადგურები (შენობების და ნაგებობების ჩათვლით)
5,0
2064
ნავთობპროდუქტების შესანახი რეზერვუარები
3,5
2065
მიწისზედა და მიწისქვეშა ტევადობები თხევადი გაზისათვის
3,7
2066
მიწისქვეშა ტევადობები მძიმე ნარჩენების ჩასასხმელად
4,6
2067
მიწისქვეშა ლითონის ტევადობები თხევადი გაზების
შესანახად
2,2
2068
წყალგაყვანილობის ფოლადის დუკერები
4,0
2069
შედურები და ფარდულები მხეცებისა და პირუტყვის
შესანახად
8,5
2070
შპალერები რკინაბეტონის, ლითონის დგარებზე და მუხის და სხვა მაგარი ჯიშის პალოებზე
5,0
2071
ღობეები (შემონაღობები)
3,8
2072
მუდმივი თოვლსაცავი ღობეები
3,3
2073
ზამთრის სათბურები ერთმალიანი,მომინული შეღებილი ფოლადის კონსტრუქციის კარკასით
3,2
2074
ზამთრის სათბურები მრავალმალიანი, მომინული ფოლადის მოთუთიებული კონსტრუქციის კარკასით
1,5
2075
საზაფხულო სათბურები კორიზიული მდგრადი მასალების კარკასი
1,5
2076
კვალსათბურები
8,0
2077
მწვანე თეატრები, ესტრადები, მუსიკალური ნიჟარები, საცეკვაო მოედნები, სამკითხველოები, პავილიონები
6,6
2078
ყველა სახის ატრაქციონები
10,0
2079
ვაზები, ქანდაკებები, დეკორატიული ლარნაკები
10,0
2080
შადრევნები, აუზები
2,5
2081
მოედნები, ბილიკები, კოლონადები, სტენდები, კიბეები, ვიტრინები, ვოლიერები, გალიები, პანოები, სურათები და სხვა
5,0
2082
სათხილამურე ტრამპლინები
4,5
2083
ნახევრად დახურული სასროლეთი ტირები და სასროლეთი სტენდები და საფარი
2,5
2084
მოედნის ტრიბუნები
5,0
03 გადამცემი მოწყობილობები
ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის მოწყობილობები
3000
ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზები 0,4-დან 20 კვტ. ძაბვით
3,4
3001
კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზები ლითონის კარკასით
2,3
3002
ბურჯებზე დაკიდებული და შენობების კედლებში გაყვანილი კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზები
5,7
3003
კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზები პლასტმასის გარსით
5,3
3004
გაზსადენი მილები
2,0
3005
საკანალიზაციო ქსელი (კოლექტორები და ქუჩის ქსელები ჭებით და არმატურით)
3,9
3006
წყალსადენი ქსელები
3,3
3007
ლამსადენები
3,4
3008
ცემენტის მილები
12,5
3009
მაღალი ძაბვის კაბელი (მიწის ქვეშ)
8,0
04 მანქანები და მოწყობილობები
ძალური მანქანები და მოწყობილობები
4000
თბოტექნიკური მოწყობილობები
3,7
სატურბინო მოწყობილობები
4001
ყველა ტიპის ჰიდროაგრეგატები, დამხმარე და მაკომპლექტებელი მოწყობილობები
2,0
4002
ენერგეტიკული გაზტურბინების მოწყობილობები 12–100 ათ. კვტ-მდე
4,0
4003
მცირე სიმძლავრის (300 კვტ-მდე) ორთქლისა და ჰაერის სასწავლო-ექსპერიმენტული ტურბინები
10,0
ელექტროძრავები და დიზელგენერატორები
4004
ელექტროძრავები
14,0
4005
ჩქარი ბრუნვის დიზელ-გენერატორები
5,0
4006
კომპლექსური დანადგარები
6,0
შიგაწვის ძრავები, ჩქარი ბრუნვის ძრავები
4007
500 ბრუნვამდე წუთში
10,0
4008
500-1000 ბრუნვამდე წუთში
14,2
4009
1000-ზე მეტი ბრუნვით წუთში
33,3
4010
ტრაქტორები
13,6
სხვადასხვა ძალური მოწყობილობები
4011
რეაქტორები ორთქლგენერატორებით, ძალური ტრანსფორმატორები
3,3
აკუმულატორები
4012
სტაციონარული მჟავეების
6,0
4013
სტაციონარული ტუტეების
12,5
4014
გადასატანი მჟავეების
33,3
4015
დოზიმეტრული კონტროლის მოწყობილობები
6,6
4016
ხელისა და მაგნიტური ამამუშავებლები, ფიდერის ავტომატები, სითხური რეოსტატები, გამშვები აგრეგატები, განათების ტრანსფორმატორები
22,2
4017
გადასატანი ქვესადგურები, მაღალი ძაბვის გამანაწილებელი ყუთები, გარდამქნელი ქვესადგურები, კონდესატორები, ყველა ტიპების გამმართველები; ტრანსფორმატორები და სატრანსფორმატორო ქვესადგურები
10,5
მუშა მანქანები და მოწყობილობები
4018
ლითონსაჭრელი დაზგები
4,9
4019
ტექნოლოგიური მოწყობილობები სამსხმელო წარმოებისათვის
9,6
4020
სასწავლო-ექპერიმენტალური ღუმელები და გასახურებელი დანადგარები
10,0
4021
სამჭედლო-დამწნეხი მანქანები და მოწყობილობა
4,5
4022
კომპრესორული მანქანები და მოწყობილობა
7,5
4023
ტუმბოები
18,5
4024
აირსაწმენდი და სავენტილიაციო მანქანები და მოწყობილობები
13,8
4025
კოშკურა ამწეები
7,8
4026
ამწეები პნევმობორბლური და მუხლუხა სვლით
8,6
4027
ღვედიანი კონვეიერები (ტრანსპორტიორები)
15,4
4028
სახვეტი კონვეიერები
22,2
4029
ავტომტვირთავები, ელექტრომტვირთავები და ავტოჰიდროამწე მანქანები
16,0
4030
ავტოკოშკურები
13,0
4031
ყინულეკიპირებული მანქანები
16,0
4032
მექანიკური მტვირთავები
10,0
4033
ამწე მანქანები (სამშენებლო და სატვირთო-სამგზავრო)
17,9
4034
ჯალამბარები
7,4
4035
მექანიკური და ელექტრო გრეიფერები
12,5
4036
ესკალატორები
2,0
4037
სამგზავრო ლიფტები
10,0
მიწისა და საკარიერო სამუშაოების მანქანები და მოწყობილობები
4038
ერთჩამჩიანი ექსკავატორები მუხლუხა სვლაზე
11.3
4039
ერთჩამჩიანი ექსკავატორები პნევმობორბლურ სვლაზე
10,8
4040
თხრილისა და არხების გასაწმენდი მრავალჩამჩიანი ექსკავატორები
12,0
4041
ავტოგრეიდერები
10,8
4042
მისაბმელი გრეიდერები
13,0
4043
სატკეპნი მანქანები
11,0
4044
ბულდოზერები
13,0
ბეტონისა და ცალკეულ სამუშაოთა მანქანები და მოწყობილობები
4045
ავტობეტონშემზელები
14,0
4046
ბეტონსარევები და მოძრავი ხსნარშემრევები
11,0
4047
ბეტონტუმბოები
15,0
4048
ბეტონისა და დუღაბშემრევი მოძრავი მექანიზირებული დანადგარები, დანადგარები ბეტონის ქვების და რკინაბეტონის მილების დასამზადებლად, საარმატურო და სანიტარიულ-ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად, ცემენტქვემეხები და ბეტონის ვაკუუმირებისათვის საჭირო მოწყობილობები
12,0
4049
ელექტრონული თვითამწე საკიდლები
20,0
4050
მოზაიკურსახერხი, პარკეტსარანდი და პარკეტსახერხი მანქანები და საღებავი ხელსაწყოები
20,0
საგზაო-სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მანქანები და მოწყობილობები
4051
ავტოგუდრონატორები და ასფალტშემრევები
13,7
4052
ასფალტდამგებები, სექციონური სამკვრივებლები
12,0
4053
ბითუმსადნობი აგრეგატები და ბითუმის ქვაბები
32,0
ბითუმსადნობი დანადგარები
4054
ცეცხლით გათბობით
20,0
4055
ელექტრონული გათბობით
6,6
4056
თვითმავალი სატკეპნები
16,0
4057
მანქანის კომპლექტები გზებისა და აეროდრომების ბეტონსაფარის დასაგებად, გრუნტის დასაფხვნელი და შესარევი მანქანები, ღორღისა და ხრეშის გამანაწილებლები, გზის შესაკეთებლები
16,0
4058
სახიმინჯე სამუშაოთა მანქანები და მოწყობილობები
17,3
4059
წყალქვეშა-ტექნიკურ სამუშაოთა მანქანები და მოწყობილობები
11,0
4060
ელექტრო გაზშემდუღებელი და საჭრელი მანქანები და მოწყობილობები
17,7
გეოლოგიურ-საძიებო მოწყობილობები
4061
საძიებო ბურღვის მოწყობილობები, აგრეთვე საბურღი მოწყობილობები კარიერებში; გეოფიზიკური მოწყობილობები და ხელსაწყოები; მოწყობილობები ენერგეტიკულის ჩათვლით და ხელსაწყოები, რომლებიც გამოიყენება სამთო-საძიებო და გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების დროს
20,0
4062
მიწისქვეშა და ღია სამთო სამუშაოთა მანქანები და მოწყობილობები
21,2
4063
ფოლადის ტევადობები სითხეების და ფხვიერი ნივთიერებების შესანახად
7,7
4064
სტაციონარული ტევადობები (ტანკები, ბაკები, როფები და სხვა)
5,2
იშვიათი ლითონების და ნახევრადგამტარების თვისებების გამოსაკვლევი მოწყობილობები
4065
ორგმინის ექსტრაქტორები და იონშემცვლელი წერტები, ფოლადის ექსტრაქტორები, რექტიფიკაციის სვეტები, ფოლადის უჟანგავი რეაქტორები, აპარატები თუთიის ხსნარისათვის
9,7
4066
მომინანქრებული რეაქტორები, მომინანქრებული ფოლადი, თუჯის მომინანქრებული ამწყობები
25,0
4067
მოწყობილობები სუფთა და განსაკუთრებით სუფთა კვარცის და საკვარცო ნაკეთობათა წარმოებისათვის, სახეხი და საპრიალებელი დაზგები ნახევარგამტარების თვისებათა გამოსაკვლევად
10,0
4068
ნახევრადგამტარების საჭრელი დაზგები
10,0
ქიმიურ გამოკვლევებში გამოყენებული მანქანები და მოწყობილობები
4069
ზარფუხის აპარატები და პლასტმასის საწარმოებელი აპარატები შემრევებით
6,5
4070
მერსერიზაციული წნეხები ტუმბოებით, ფისით შესამოსი აპარატები, ამომწოვი აპარატები და დამჭიმი საგლინავები ხელოვნური ბოჭკოების საწარმოებლად; ღუმელები კუბური ნარჩენების გასათხევადებლად ორგსინთეზის წარმოებაში
6,6
4071
ფისის და პოლიმერების დაფური გასაშრობები სინთეზური ბოჭკოების წარმოებაში; კონდიცირების კამერები და გასაშრობები; შესარევები, გამხსნელები, ფილტრწნეხები
6,4
4072
აპარატები ამზელი მოწყობილობებით და ფოლადის ასარევები, პოლიმერული მასალების აპარატურა ქიმიური რეაქტივების საწარმოებლად
8,0
4073
წნეხები პლასტმასისათვის
8,3
4074
სატაბლეტო მანქანები, თერმოპლასტოავტომატები, შემრევები წნეხ-ფხვნილების წარმოებაში
10,0
4075
ცენტრიფუგები და ცენტრიდანული აპარატები, სადნობები, ავტოკლავები და უწყვეტი პოლიმერიზაციის აპარატები
6,7
4076
ჰაერგამყოფი ბლოკები
5,0
4077
საშრობები პლასტმასისა და ქიმიური რეაქტივების წარმოებაში
7,4
4078
ნუტჩ-ფილტრები, ვიბრაციული მანქანები საღებავების, შემღებავი და ნახევარპროდუქტების საწარმოებლად
6,7
4079
ჟანგბადის წარმოებაში გამოყენებული ჰაერის გამშრობი ბლოკები
3,0
4080
ლაქ-საღებავების, ქიმიური ბოჭკოების, ქიმრეაქტივების და სხვა ქიმიური ელემენტების საწარმოებლად გამოყენებული ცენტროფუგები და ცენტრიდანული სეპარატორები
11,5
4081
სარეცხი მანქანები ქიმიური წარმოების ტექნიკური ქსოვილების გასარეცხად
9,6
4082
ფილტრები სოდისა და კაუსტიკის წარმოებაში, ვაკუუმ-ფილტრები კალცისა და სოდის ჰიპოქლორიდის წარმოებაში; ნატრიუმკატიონიტის ფილტრები, ფილტრები ფოსფორიანი მარილებისა და ფოსფოროვანი მჟავეების წარმოებაში; ციკლო-ფილტრები ვიბრატორებით ფოსფორიანი მარილების წარმოებაში
10,4
4083
არასტანდარტიზირებული სპეციალური ქიმიური მოწყობილობები (წნევით მომუშავე ტევადობითი აპარატურები, სითბოშეცვლითი აპარატურები, დოზირებული მოწყობილობა)
7,0
ელექტრონული მოწყობილობები
4084
ფიზიკურ-თერმული მოწყობილობები მიკროელექტრონული და ნახევარგამტარი ხელსაწყოების ნაკეთობათა წარმოებისათვის; ერთი და ორზონიანი დიფუზიური ღუმელები
25,0
4085
მოწყობილობები ელექტრონული ტექნიკის მექანიკური და კლიმატური გამოცდისათვის
25,0
4086
მოწყობილობები ნახევრადგამტარი მასალების ელექტრო-ფიზიკური პარამეტრების გასაზომად
25,0
4087
მოწყობილობები ნახევრადგამტარი მასალების მექანიკური დამუშავებისათვის: საჭრელები, სახეხები, საგლუვებლები
20,6
4088
ვაკუმური ტექნოლოგიური მოწყობილობა თხელი ფირფიტების მისაყენებლად: ვაკუუმური მტვერი; ელექტრო-იონურ-სხივური მოწყობილობები
20,0
4089
ფოტოთარგების საწარმოებელი მოწყობილობები
20,0
4090
მაღალთერმული მოწყობილობები გამოწვის, ჩრჩილვისა და შეცხობისათვის
20,0
4091
მოწყობილობები ტექნოლოგიური გარემოს გასუფთავებისა და კონტროლისათვის
20,0
4092
საამწყობო მოწყობილობები ნახევარგამტარი და ელექტრო ვაკუმური ხელსაწყოების, ინტეგრალური სქემების წარმოებისათვის: კონდესატორების ამწყობი ავტომატები; მოწყობილობები მიკროსქემების გამოყვანილობის მისადუღებლად, ულტრა-ბგერებით შესადუღებლად, ცივი და საკონტაქტო შედუღებისათვის; ელექტრონული და გაზის შეუდუღებელი აპარატურა
20,0
4093
ტექნოქიმიური მოწყობილობები დეტალების ცხელი და ცივი ამოტვიფვრის, ცხიმის მოცილების, გაწმენდისა და გარეცხვისათვის
14,3
4094
მინის დასამზადებელი და მინის დამამუშავებელი მოწყობილობები: გაჭრისათვის, გახეხვისა და ყალიბებისათვის
14,3
4095
ვაკუმური ტუმბოები, მაგნიტურგანმმუხტველი, ელექტროგანმმუხტველი ზევაკუმური; უზეთო ამოქაჩვისა და ცეოლიტური აგრეგატები
14,3
4096
მაღალსიხშირიანი და ულტრაბგერითი გენერატორები
12,5
პოლიგრაფიული მანქანები და მოწყობილობები
4097
ასოთამწყობი და შრიფტსასხმელი მოწყობილობები
6,0
4098
მოწყობილობები ოფსეტური და ღრმა ბეჭდვის კლიშეებისა და ოფსეტური ყალიბების დასამზადებლად; სტერეოტიპული მოწყობილობა
7,7
4099
ტიგელის, ბრტყელსაბეჭდი და ქაღალდის საჭრელი მანქანები; სამკინძაო-საბროშურო ხაზები, ავტომატები და ნახევრად ავტომატები
5,0
4100
საფურცლე და საგრაგნილო როტაციული მანქანები მაღალი, ოფსეტური და ღრმა ბეჭდვისათვის; ნარიმანდული და ძაფსაკერავი მანქანები
6,3
4101
სხვა პოლიგრაფიული მოწყობილობები არა ავტომატური ციკლით (საკორექტორო და ბეჭდვისათვის; შემმოწმებელი დაზგები, ხაზსაჭრელები, მავთულსაქსოვი მანქანები და ა.შ.)
5,6
4102
ბამბეულის წარმოების მანქანები და მოწყობილობები
4,8
4103
შალის წარმოების მანქანები და მოწყობილობები
4,8
4104
აბრეშუმის წარმოების მანქანები და მოწყობილობები
5,2
4105
სელის წარმოების მანქანები და მოწყობილობები
5,0
4106
სატრიკოტაჟო წარმოების მანქანები და მოწყობილობები
7,8
4107
საქსოვი წარმოების მანქანები
8,3
4108
საფეიქრო-საგალანტერიო წარმოების მოწყობილობები
5,5
4109
ფეხსაცმლისა და ტყავსაგალანტერიო წარმოების მანქანები და მოწყობილობები
7,0
4110
მსუბუქი მრეწველობის სხვა წარმოების მანქანები და მოწყობილობები
6,3
4111
ხორცისა და რძის წარმოების მოწყობილობები
12,2
4112
საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირგაბმულობის საწარმოო მოწყობილობა
5,8
4113
ქალაქისა და სოფლის სატელეფონო კავშირგაბმულობის საწარმოო მოწყობილობები
5,4
4114
სატელეგრაფო კავშირგაბმულობის საწარმოო მოწყობილობა
4,9
4115
რადიოკავშირგაბმულობის, რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო და რადიოფიკაციის საწარმოო მოწყობილობები
8,0
ტელევიზიის, რადიომაუწყებლობისა და ტელერადიო სასტუდიო კომპლექსების გადამცემი სადგურების საწარმოო მოწყობილობები
4116
ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სააპარატო-სასტუდიო კომპლექსის მოწყობილობა
9,2
4117
სასტუდიო მიკროფონები, სატელევიზიო მიმღებები, ვიდეო-საკონტროლო მოწყობილობა
12,5
4118
ყველა ტალღის რადიომიმღებები და საყოფაცხოვრებო ტელევიზორები
10,0
4119
სასოფლო-სამეურნეო მანქანები და მოწყობილობები
15,0
ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების მოწყობილობები
4120
სამაცივრო მოწყობილობები
8,4
4121
გამათბობელი მოწყობილობები
10,0
4122
უწყვეტი მოქმედების სადუღარები
20,0
4123
მექანიკური მოწყობილობა, ავტომატები, ნახევრად-ავტომატები და სხვა სავაჭრო მოწყობილობები
12,5
კინოტექნოლოგიური და ფოტომოწყობილობები
4124
კინოგადამღები მოწყობილობა
10,1
4125
ხმის ჩამწერი მოწყობილობა
11,0
4126
ელექტროგასანათებელი და მარეგულირებელი მოწყობილობა
8,0
4127
სამონტაჟო მოწყობილობა
10,0
4128
ფირების დამუშავებისა და ფილმების საბეჭდი მოწყობილობები
8,4
4129
კინოსაპროექციო მოწყობილობა
6,6
4130
ფოტომოწყობილობა
7,0
სამედიცინო მრეწველობის მანქანები და მოწყობილობები
4131
მანქანები და მოწყობილობები ინექციური ხსნარების ამპულირებისათვის, თხევადი მედიკამენტების ჩამოსასხმელად და თავის დასაცობად, სასტერილიზაციო და სადეზინფექციო მოწყობილობები
14,2
4132
დრაჟეებისა და ტაბლეტების დასამზადებელი, გალაქვისა და ტაბლეტშენარევების მოწყობილობა; ტაბლეტების, დრაჟის და მაგარი ჟელატინის კაპსულების დაფასოებისა და შესაფუთი მოწყობილობა; კონვალიუტებზე რეკვიზიტების დასასმელი და ფლაკონებსა და ამპულებზე ეტიკეტების დასაბეჭდი მოწყობილობა
14,2
4133
ქიმიურ-ფარმაცევტული, ფოტოქიმიური და სავიტამინო წარმოების მოწყობილობები და აპარატები
16,6
4134
სათვალე ოპტიკის წარმოების მანქანები და მოწყობილობები
10,0
4135
ამპულების, პენიცილინის და ინსულინის ფლაკონების დასამზადებელი მოწყობილობები; ტაბლეტების დასამზადებელი წნეხები; სტომატოლოგიური ხელსაწყოების და ინექციური ნემსების დასამზადებელი მოწყობილობები
11,0
4136
ლეიკოსალბუნებისა და შესახვევ საშუალებათა დასამზადებელი და შესახვევი მოწყობილობა; მოწყობილობა ჟელატინის კაფსულების, ლინიმენტების და გლობულების დასამზადებლად
14,2
სხვა სახის სპეციალიზირებული სამუშაო მანქანები და მოწყობილობები
4137
თვითმფრინავების ტექნოლოგიური მომსახურების სპეციალიზებული მოწყობილობები
9,8
4138
თვითმფრინავების სათბობით და ზეთით მომარაგების მანქანები და მოწყობილობები
8,8
საკონტროლო-საზომი და საცდელი აპარატურა კავშირგაბმულობის, სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების:
4139
სტაციონალური
6,7
4140
გადასატანი
12,5
4141
სადისპეტჩერო ცენტრალიზაციის მოწყობილობები
4,0
4142
საცდელი სადგურების მოწყობილობები
12,5
4143
საზომი ლაბორატორიები
8,4
4144
კავშირგაბმულობის სპეციალური სახეების და ავტომატიზაციის სხვა საშუალებათა მართვის სადისპეჩერო აპარატურა
22,2
4145
ტემპერატურის და სიჩქარეთა განმსაზღვრელი ხელსაწყოები ქიმიურ წარმოებაში
9,8
4146
ასტრონომიული, გეოდეზიური ფოტოგრამმეტრიული და სტერეოტოპოგრაფიული ხელსაწყოები და მოწყობილობები (პასაჟის ხელსაწყოები, ასტრონომიული უნივერსალები, მაღალსიზუსტის თეოდოლიტები, სატრიანგულაციო გამომცდელები, ქრონომეტრები, კოორდინატოგრაფები, ფოტორედუქტორები, ფოტოტრანსფორმატორები, სტერეოპროექტორები, სტერეოგრაფები, სტერეოკომპარატორები)
12,5
4147
სხვადასხვა აეროფოტოგრამმეტრიული და ფოტოგრაფ-გეოდეზიური ხელსაწყოები და მოწყობილობები, რომლებიც განიცდიან ინტენსიურ ექსპლოატაციას და გამოიყენებიან არახელსაყრელ გარემო პირობებში
16,7
4148
ტექნოლოგიური პროცესების საკონტროლო და მარეგულირებელი ხელსაწყოები (ტემპერატურის ხელსაწყოების გარდა)
13,0
ელექტროსაზომი და რადიოსაზომი ხელსაწყოები
4149
დაფური ელექტროსაზომი ხელსაწყოები (ამპერმეტრები, ვოლტმეტრები მილიამპერმეტრები, ვატმეტრები, სიხშირმზომი, დენის ინდიკატორები და სხვა).
ციფრული ელექტრო საზომი ხელსაწყოები; გადასატანი ელექტროსაზომი ხელსაწყოები; წინაღობათა საზომი კოჭები, პოტენციომეტრები, ძაბვის გამყოფები, ლაბორატორიული დენის ტრანსფომატორები; ელექტრო ტახომეტრები, ბრუნვათა აღმრიცხველები; მარეგისტრირებელი მოწყობილობა; ელექტრული საშემსრულებლო მექანიზმები; სიმძლავრეთა საზომი ხელსაწყოები (მცირე და დიდი სიმძლავრეების საზომები და სხვა); სიხშირეთა საზომი ხელსაწყოები (საყრდენ სიხშირეთა კვარცული გენერატორები; რხევათა და სიხშირეთა საზომები, სიხშირეთა სინქრონიზატორები და სხვ.) ხელსაწყოები სიგნალებისა და სპექტრების ფორმებზე დაკვირვები- სათვის; (სხვადასხვა ოსცილოგრაფები, სინქრონოსკოპები, ვერტიკალურ გადახრათა გამაძლიერებლები, სპექტრების ანალიზატორები და სხვ.); მასალათა ელექტრული და მაგნიტური თვისებების საზომი ხელსაწყოები (მასალების ელექტრულ სიმკვრივეთა საზომები, მაგნიტური ინდუქციის საზომები და სხვა); საზომი გამაძლიერებლები (შორისული სიხშირის გამაძლიერებლები, ფართეზოლიანი გამაძლიერებლები, ბგერითი სიხშირის გამაძლიერებლები და სხვ.), რადიომოწყობილობათა თვისებებზე დაკვირვებისა და გამოკვლევის ხელსაწყოები (ამპლიტუდური სიხშირის თვისებების საზომები, ხმის კოეფიციენტის საზომები და სხვა); იმპულსების ანალიზატორები; კვების წყაროები (მუდმივი დენის ძაბვის წყაროები, ძაბვის სტაბილიზატორები, კვების უნივერსალური წყაროები, სტაბილიზირებული გამმართველები და სხვა); ტენზომეტრიული დანადგარები; საზომი გენერატორები (ხმის გენერატორები, სასიგნალო გენერატორები და სხვა); ველის ძაბვისა და რადიო- დაბრკოლებათა საზომი ხელსაწყოები; ელექტრული ნათურებისნახევრადგამტარი ხელსაწყოების პარამეტრების საზომი ხელსაწყოები; სხვა ელექტროსაზომი და რადიოსაზომი ხელსაწყოები.
10,0
ოპტიკურ-მექანიკური და სიგრძივ-კუთხური საზომების ხელსაწყოები
4150
მიკროსკოპები (ბიოლოგიური, სტერეოსკოპული, მეტალოგრაფიული და სხვა); სინათლის მიკროსკოპების მოწყობილობა და კუთვნილებანი (სხვადასხვა გასანათებლები, მიკროფოტოდასაგებები, ინტერფერენციული მოწყობილობები და სხვა); სპექტრული ხელსაწყოების კვანძები და ელემენტები; დეფექტოსკოპიური ხელსაწყოები და აპარატურა; ეპიდიასკოპები, დიაპროექტორები, ზედაპირული ხორკლიანობის საკონტროლო ხელსაწყოები; სპექტროსკოპები და სპექტროგრაფები; სათვალთვალო ხელსაწყოები (გასაცქერი მხედველობითი მილები, გამადიდებელი შუშები); სარენტგენო აპარატურა და სპეციალური დანადგარები; სხვა ოპტიკურ-მექანიკური ხელსაწყოები
8,3
თბოენერგეტიკული ხელსაწყოები
4151
ელექტრული პოტენციომეტრი და გამათანაბრებელი ხიდები, ავტომატური პოტენციომეტრები და სხვა; ტემპერატურის მარეგულირებლები; ფარისებრი და გადასატანი მილივოლტმეტრები; ფსიკომეტრები (ელექტრული და მექანიკური); ნივთიერებათა რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზის ხელსაწყოები (გაზანალიზატორები, სპირტსაზომები და სხვა); მემბრანული დიფერენციული მანომეტრები; დიფმანომეტრები; ზუსტი გაზომვის სანიმუშო და ტექნიკური მანომეტრები, ვაკუუმმეტრები და მანოვაკუუმეტრები; თვითმწერი მანომეტრები, დგუშიანი მანომეტრები; ვერცხლისწყლის ბარომეტრები; პირომეტრები; მანომეტრული და ელექტრო კონტაქტის თერმომეტრები და სხვა; სხვადასხვა წინააღმდეგობათა თერმომეტრები; სხვადასხვა თერმოწყვილები; წნევის რელეები, თერმორელე, დროის რელე და სხვა; ვიბრაციის საზომი ხელსაწყოები; თერმოსტატები; სხვა თბოენერგეტიკული ხელსაწყოები
10,0
მექანიკურ სიდიდეთა საზომი ხელსაწყოები
4152
ლითონების ღუნვის, ცვეთის, ბრუნვის, ცოცვის, გამძლეობის, დაჭიმულობის, კუმშვის, ხახუნის, დაღლილობის და სხვათა გამოსაცდელი ხელსაწყოები და მანქანები; მასალების მექანიკური გამოცდის მანქანები და ხელსაწყოები (ტენზომეტრიული ხელსაწყოები, დინამომეტრები, დრეკადობის საზომები და სხვა); მაგნიტური და რადიოლოგიური რხევის საკონტროლო ხელსაწყოები, ინტროსკოპიის ხელსაწყოები, უხილავი გამოსხივების გარდამქმნელები და სხვა; ვიბრაციული პროცესების ძირითადი პარამეტრების განმსაზღვრელი ხელსაწყოები და აპარატურა (ვიბრომეტრები, ვიბროცეცები, ვიბროგრაფები და სხვა); მრიცხველები (ბრუნვის, დროის და სხვა); სიჩქარის საზომები, ტაქომეტრები, სტრობოტაქომეტრები და სხვა; ტექნიკური და სპეციალური დანიშნულების საათები, ქრონომეტრები, ქრონოსკოპები და სხვა; საათების მოძრაობის შესამოწმებელი ხელსაწყოები და სხვა; მექანიკურ სიდიდეთა საზომი სხვა ხელსაწყოები და მანქანები
10,0
ფიზიკური კვლევის ხელსაწყოები და აპარატურა
4153
ატმოსფეროს პარამეტრების საზომი და სარეგისტრაციო ხელსაწყოები: ფიზიკური, ქიმიური, ოპტიკური და რადიოაქტიური, ფიზიკური პარამეტრებისა და ნიადაგისა, თოვლისა და მცენარეთა საფარის და სხვა. მდინარეებში, ტბებში, ზღვებსა და ოკეანეებში დინამიკური, ფიზიკური, ქიმიური, ოპტიკური, რადიოაქტიური და ბიოლოგიური პარამეტრების საზომი ხელსაწყოები და სხვა. კომპლექსური ჰიდროლოგიური და მეტროლოგიური პარამეტრების საზომი და სარეგისტრაციო ხელსაწყოები (ანემომეტრები, ბარომეტრები, დისტანციური მეტეოსადგურები და სხვა); სეისმოდასაზვერი აპარატურა და ხელსაწყოები, სეისმური გენერატორები, გრავიმეტრები, ინდიკატორები და გამომცდელები სხვადასხვა დანიშნულებისა და სხვა; ნიადაგის საკვლევი ხელსაწყოები, გეოდეზური სტერეომეტრები, თერმოგრადიენტული ხელსაწყოები, ფლუორიმეტრები და სხვა; ჰიდროაკუსტიკური საზომი დანადგარები; საზომი მიკროფონები; ფიზიკური კვლევის სხვა ხელსაწყოები და აპარატურა
10,0
იონიზირებული გამოსხივების საზომი და რადიოიზოტოპიური ხელსაწყოები
4154
დოზების დახასიათების საზომი ხელსაწყოები (დოზიმეტრები, რენდგენომეტრები, სიგნალიზატორები, ავტომატური სასიგნალო მოწყობილობები და სხვა); რადიომეტრები, ემანომეტრები და სხვა; იონიზირებულ გამოსხივებათა სპექტომეტრები, იმპულსების, ანალიზატორები, იონიზაციური კამერები, გადამთვლელი მოწყობილობა და სხვა; იონიზირებული გამოსხივების საზომი და რადიოიზოტოპიური სხვა ხელსაწყოები
14,3
სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი სხვა საზომი და მარეგულირებელი ხელსაწყოები, დანადგარები და
ტექნიკური საშუალებანი
4155
სხვადასხვა დანიშნულების დაფები (ვიბრაციული, მექანიკური, ჰიდრავლიკური, ელექტრული და სხვა) ძრავების, მოტორების, ტურბინების, დაზგების და სხვათა გამოსაცდელად; ჰიდრავლიკური, პნევმატური და ელექტრული მექანიზმები, ამძრავი მარეგულირებელი მოწყობილობები, მარეგულირებელი სარქველები და სხვა; მიწისზედა რადიონავიგაციული საშუალებები, აეროდრომების გასათებელი მოწყობილობები და სხვა; საკონტროლო-საკასო აპარატები, ეგზამენატორები, დიქტოფონები, ვიდეომაგნიტოფონები, ლექტოგრაფები, რაციები,კავშირგაბმულობის აპარატურა
10,0
4156
ტრენაჟერები, ექსკავატორისა და ამწე კოშკურების მოქმედი მოდელები
10,0
4157
სავარჯიშო დაფები, საგზაო მოძრაობის წესების შესწავლისათვის, კარადები, სპეციალური მაგიდები
10,0
4158
მინისაგან დამზადებული ლაბორატორილი მოწყობილობა
33,3
სასწორები
4159
ლაბორატორიული სასწორები
7,0
4160
პლატფორმიანი სასწორები
6,0
4161
სტაციონალური საავტომობილო სასწორები
5.9
4162
მოძრავი საავტომობილო სასწორები
11,1
4163
საკონტროლო-ასაწონი პლატფორმები და ვაგონები
2,6
გამომთვლელი ტექნიკა
4164
ელექტრონული, მმართავი და სხვა ანალოგიური მანქანები
10,0
4165
კომპიუტერები, სკანერები, პრინტერი, სერვერი, ასლგადამღები მანქანები, როუტერი
20,0
4166
კომპიუტერის კვების წყარო
12,5
4167
სვიჩი, პროექტორი, ქაღალდის გამანადგურებელი, რიგის მარეგულირებელი ტურნიკეტები, სახანძრო სიგნალიზაცია
10,0
კომუნალური მეურნეობის მანქანები და მოწყობილობები
4168
სამსხვრეველები, მექანიკური ფოცხები, ცხრილები
20,0
4169
ცენტრიფუგები, თეთრეულის სარეცხი და გასაწური კომბინირებული მანქანები
12,0
4170
ქლორატორები (ამონიზატორები)
50,0
4171
კვარცის და კათიონიტური ფილტრები
6,7
4172
რეაგენტების დოზატორები
33,4
4173
ბაქტერიოციდული დანადგარები
10,0
4174
მოსარწყავ-მოსარეცხი მანქანები, გუთანჯაგრისიანი თოვლსაწმენდები ტრაქტორებზე, როტორული თოვლსაწმენდები, ლამსასრუტი მანქანები
10,0
4175
ქვიშის მომბნევი, მოსაწმენდ-ასაღები მანქანები, თოვლმტვირთავები, ტროტუარგამწყობი (სპეცმოწყობილობები)
12,5
4176
ასენიზაციის მანქანები და მისაბმელი ასენიზაციის ცისტერნები, საძარე და საკონტეინერო ნაგავსაზიდები
10,0
4177
კონტეინერები; ლითონის შესაგროვებლები საყოფაცხოვრებო ნაგავისათვის
20,0
4178
თხევადი გაზის ბალონების საკარადე დანადგარები
9,8
4179
საყოფაცხოვრებო გაზის აპარატურა (ქურები, წყლის გამათბობლები გაზსანთებელი მოწყობილობა სათბობი ღუმელებისათვის) საყოფაცხოვრებო ელექტროქურები
6,1
4180
საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტები, წყლის გამაცხელებლები, კონდიციონერები
10,0
სამედიცინო მოწყობილობები
4181
უნივერსალური ავტომატები ქსოვილების ფისტოლოგიური დამუშავებისათვის, მაკროტომები, მიკროტომები, ანატომიური ურიკები
7,1
4182
ფიზიოგრაფიის ბლოკები, ვექტორელექტროკარდიოსკოპები, კაპილაროსკოპები,ოქსიგემოგრაფები, ოქსისპიროგრაფები, პნევმოტაქომეტრები, ცენტრალური ნერვიული სისტემე-ბის, შინაგანი ორგანოების გამოსაკვლევი მოწყობილობები, პულსოტაქომეტრები, სპიროგრაფები, ფიზიოგრაფები, ელექტროკარდიოგრაფები, ელექტროთერმომეტრები, ელექტროენცელოგრაფები
8,3
4183
სისხლის აპარატები – შემრევები კონსერვანტით, აპარატები სისხლის პირდაპირი გადასხმისათვის, მექანიკური უნემსო ინექტორები, დანადგარები პერიტონიალური დიალიზისათვის
9,1
საერთო ქირურგიული დანიშნულების აპარატები და ხელსაწყოები
4184
აპარატები საინგალაციო და გაზის ნარკოზისათვის, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, აპარა-ტები ხელოვნური სისხლის მიმოქცევისათვის, ორგანოს და სისხლძარღვების გადასაკერებელი და დასამოკლებელი აპარატები, საჭრელი და საკოაგულაციო აპარატები, აპარატები ანესთე-ზიისათვის, ბრონქოსკოპები, დერმატორები, საოპერაციო მიკროსკოპები, რესპირატორები, დეფიბ-რილატორები
9,1
ნეიროქირურგიის აპარატები და ხელსაწყოები
4185
ნეიროქირურგიული პერფორატორები, ზონების ობიექტური განსაზღვრის ხელსაწყო, ხელსაწყო სტერეოტაქსისათვის, დანადგარი ტვინის პარკუჭის დრენირებისათვის, თავის ქალის ელექტროსახვრეტელა
9,1
ოფთალმოლოგიის აპარატები და ხელსაწყოები
4186
თვალის საკვლევი აპარატები, დიათერმოკოაგულიატორები, დიოპტრიმეტრები, დიპლოსკო-პები, ჭვრიტული ლამპები, თვალის მაგნიტები, ოფტალმოსკოპები, პერიმეტრები, სინათლის კოაგულატორები, ოფთალმომეტრები
8,3
ოტირინოლარინგოლოგიის აპარატები და ხელსაწყოები
4187
აუდიომეტრები, ბრონქოსკოპები, ბრონქოეზოფაგოსკოპები, ხორხის ამომჭრელი, აეროზოლის ჟანგბადის ინჰალიატორები, ოტორინოლარინგოლოგიური დივანი, ლარინგოსკოპები, ოტორონო-ლარინგოსკოპები, რინოპნევმომეტრები
10,0
უროლოგიის აპარატები და ხელსაწყოები
4188
აპარატები „ხელოვნური თირკმელი“, ურეთროცისტოსკოპები, ფიტოცისტოსკოპები, ქოლედოხოსკოპები, ცისტოლითოტროპტორები, ცისტოსკოპები
11,1
საბებიო და გინეკოლოგიური დანიშნულების აპარატები
4189
აპარატები ორსულობის შეწყვეტისათვის, აპარატები ფალოპუისის მილში (საშვილოსნოში) ჩაბერვისათვის, ვაკუუმ-ექსპრაქტორი, სამშობიარო აპარატები, ვიბროგამფართოებლები, საშოს სარკეები, კოლპოსკოპები, გინეკოლოგიური დივნები, საწოლები მშობიარეთათვის, რძის გამომ-წოვებლები, საშვილისნოს ელექტროტონიზატორები, აპარატები გაუტკივრებული მშობიარო-ბისათვის
8,3
აპარატები და მოწყობილობები სტომატოლოგიისათვის
4190
ყველა სისტემის ბურღ-მანქანები, კბილის საექიმო სავარძლები, კბილის ქვების მოსახსნელი აპარატები კბილის პროთეზების წერტილოვანი შედუღებისათვის, კბილის ტექნიკური ვალცები, ყველა სისტემის სტომატოლოგიური დანადგარები, სატურბინე ბუნიკები, სტომატოლოგიური გასანათებლები, კბილის საექიმო მოძრავი ამბულატორია, ყბების ფიქსატორები (გასამაგ-რებლები), პირის ღრუს გამოსარეცხი დანადგარები
7,1
აპარატები და ხელსაწყოები ტრავმატოლოგიისა და მექანოთერაპიისათვის
4191
აპარატები სახსრებისა და ძველი ამოვარდნილობების ჩასასმელად, ფირფიტა-ფიქსატორები, აპარატები თაბაშირის კორსეტების დასაყენებლად, ძვლების გასაწევად, საწოლები ტრავმატო-ლოგიური სავადმყოფოებისათვის, წკირ-ფიქსატორები, დგარები აპარატებთან
10,0
ფიზიოთერაპიის აპარატები და ხელსაწყოები
4192
აპარატები ინდუქტოთერმიის, ელექტროძილით მკურნალობის, მიკროტალღური თერაპიის, უვჩ თერაპიისა და დაბალი სიხშირის თერაპიისათვის, ნაწლავების წყალქვეშ გამოსარეცხად, ფრანკლინიზაცისა და აეროიონიზაციისათვის; თერაპიული ულტრაბგერითი აპარატები, წყალსამ-კურნალო კათედრები, მოკლე-ტალღური მასხივებლები, ელექტროკარდიოსტიმულატორები, ვერცხლისწყალ-კვარცული მასხივებლები, აპარატები დიათერმიისათვის, ელექტროსტიმულა-ტორები, ვერცხლისწყალკვარცის ნათურები
7,7
რენდგენოდიაგნოსტიკის, რენდგენოთერაპიისა და რადიოლოგიის აპარატები და ხელსაწყოები
4193
ყველა სისტემის რენდგენული დიაგნოსტიკის, თერაპევტული და ფლუროგრაფიული აპარატები; მოძრავი რენდგენის სადგურები, ავზები რენდგენოგრამების დასამუშავებლად, ნეგა-ტოსკოპები, რენდგენოკიმოგრაფები, ტომოგრაფები, ელექტროკიმოგრაფები, სხვადასხვა დამცვე-ლი შირმები,რენდგენოგრამების გასაშრობი კარადები, გაზგანმუხტველი ბეტა-ზონდები, დოზი-მეტრები, რადიომეტრები, რენდგენომეტრები, ტყვიის მინები, დამცველი რადიო-სამანიპულაციო მაგიდები, ყველა სისტემის რადიოლოგიური დანადგარები
7,1
სამედიცინო ავეჯი და საოპერაციო მოწყობილობები
4194
ეტლი-საწოლები, სავარძელ-ეტლები, ყველა სისტემის ფუნქციონალური საწოლები, საკა-ცეები, მასხივებლები, ყველა სისტემის საოპერაციო ლუმინესცენტური ლამპარები, საოპერაციო მაგიდები, სამკურნალო ტანვარჯიშის მაგიდები, შესახვევი მაგიდები ურიკები, ამწე მანქანები, დანადგარები მძიმე ავადმყოფთა სანიტარიული დამუშავებისათვის, სანიტარიული ჭურჭლის გასარეცხად და სტერილიზებისათვის
6,7
სასტერილიზაციო მოწყობილობები
4195
ვერტიკალური, ჰორიზონტალური, ორთქლისა და საკარადო ავტოკლავები, სტერილიზატორები, საორთქლე ქვაბები, სტერილიზაციური დანადგარები
10,0
ლაბორატორიული და სააფთიაქო მოწყობილობები
4196
ანალიზატორები, ხსნარებისა და შრატების გასაფილტრი აპარატები გამომხდელები, მდოზავები, კალორიმეტრები, ლაბორატორიული ჭურჭლის სარეცხი მანქანები, სარეცეპტურო დამზადების სატრიალებლები, მაგნიტური ასარევები, მიკროფოტომეტრები, პოლარიმეტრები, რეფრაკტომეტრები, სპექტროგრაფები, სპექტროფოტომეტრები, ასისტენტური მაგიდები, თერმოსტატები, ფილტრები, ფოტომეტრები, ცენტრიფუგები, გასაშრობი კარადები, აპარატები ელექტროფორეზისათვის
7,7
მოწყობილობები დეზინფექციისა და
დეზინსექციისათვის
4197
ყველა სისტემის სადეზინფექციო კამერები, მოძრავი ორთქლის ქვაბები, ბაქტერიციდული გამასხივებლები, სასხურები, ყველა სისტემის სადეზინფექციო დანადგარები, საშხაპე დანადგა-რები, ყველა სისტემის სადეზინფექციო კამერები
9,1
სამედიცინო კომპლექტები
4198
მედნაკეთობათა კომპლექტები, სამხედრო სამედიცინო კომპლექტები, სხვადასხვა ქირურგიული კომპლექტები
11,1
სხვადასხვა ნაკეთობანი
4199
ხელსაწყოები სამედიცინო იარაღების გასალესად, მოწყობილობები მიკროტომული დანების გასასწორებლად, დაზგა ქირურგიული ძაფების გადასახვევად, დასანამავები ელექტროგათბობით, ჰაერის გამწმენდი ფილტრები
10,0
სისხლის სამსახურის მოწყობილობები
4200
ღრმად გაყინვის მაგიდები, ყველა სისტემის ლიოფილიზებული დანადგარები, სადონორო სისხლის დამზადების დანადგარები, სუბლიმაციური დანადგარები, ცენტრიფუგები, ცვალებადი ტემპერატურის კარადები
10,0
სასპორტო მოწყობილობა
4201
მძლეოსნობის, ტანვარჯიშის, კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობის და სპორტის სხვა სახეობათა მოწყობილობები
8,0
4202
კრივის რინგი
15,0
4203
საჭიდაო ხალიჩა
25,0
4204
ძიუდოსა და აღმოსავლური ორთაბრძოლების ტატამები
15,0
4205
სპორტული ხალიჩები
6,5
4206
აკრობატიული საფენები, სატანვარჯიშო ჭილობი
20,0
4207
აკრობატული ბატუტი
25,0
4208
საკონტროლო-საზომი ხელსაწყოები
11,6
4209
იალქნიანი სპორტული ნავები
12,0
4210
ნიჩბიანი სპორტული ნავები
24,0
4211
სპორტული მანქანები
25,0
4212
სპორტული ველოსიპედები
33,0
4213
კალათბურთის ფარები, ბადეებიანი კარები, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები, გადასაღობი ბადეები, ფრენბურთის ბადეები
25,0
4214
ჩოგბურთის ჩოგანი
33,0
4215
სამსაჯო კოშკები და ჯიხურები, საპატიო კვარცხლბეკები, ტანვარჯიშული ფიცარნაგები, მსაჯებისა და მწვრთნელების მაგიდები
10,0
4216
ტაბლოები და სხვა საკონტროლო საზომი ხელსაწყოები
15,0
4217
სამედიცინო-ბიოლოგიური მოწყობილობები და აპარატურა, სამედიცინო კონტროლისათვის სპორტის სხვადასხვა სახეობებში
20,0
4218
სხვა სპორტული მოწყობილობები
15,0
კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა სპეციალიზებული მოწყობილობები
4219
სცენების, ესტრადების, არენების მექანიკური მოწყობილობები; ელექტრომარეგულირებელი აპარატურა მექანიკური და ელექტრონული მართვით
6,5
4220
ელექტროგასანათებელი მოწყობილობა
8,0
4221
ბუტაფორიები, დეკორაციები, რეკვიზიტები
14,0
4222
კოსტიუმები
12,5
მუსიკალური ინსტრუმენტები
4223
პიანინოები, როიალები, არფები
5,0
4224
სასულე, დასარტყმელი, სიმებიანი და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტები
10,0
05 სატრანსპორტო საშუალებები
საზღვაო ტრანსპორტი
5000
უნივერსალური დანიშნულების მშრალტვირთიანი გემები
4,0
5001
წყალქვეშა ფრთიანი სამგზავრი კატერები
12,3
5002
სამოსამსახურო მიმოსვლის კატერები, სალოცმანო და საყვინთი ბოტები, მოტორიანი ნავები
6,5
საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა
5003
სატვირთო ავტომობილები 2 ტ-მდე ტვირთამწეობით
15,0
5004
სატვირთო ავტომობილები 2 ტ. მეტი ტვირთამწეობით
11,2
5005
ავტომობილი თვითმცლელები 25 ტ. და მეტი ტვირთამწეობით
15,0
5006
მისაბმელები და ნახევარმისაბმელები ყველა ტიპის
13,0
5007
მსუბუქი ავტომობილები მცირე კლასის (ძრავის მუშა მოცულობით 1,8 ლ-მდე.)
13,0
5008
მსუბუქი ავტომობილები საშუალო კლასის (ძრავის მუშა მოცულობით 1,8 ლ-ზე მეტი)
11,2
5009
ავტობუსები მცირე კლასის (სიგრძით 5 მ-მდე)
15,0
5010
ავტობუსები მცირე კლასის (სიგრძით 5 მ-ზე მეტი)
13,0
5011
ავტობუსები საშუალო, დიდი და განსაკუთრებით დიდი კლასის (სიგრძით 8მ-ზე მეტი)
11,2
5012
სპეციალური ავტომობილები (ვეტერინარული, სახანძრო, საავარიო, საოსტატო) და ა.შ.
9,0
5013
სანიტარიული ავტოტრანსპორტი
11,0
საწარმოო ტრანსპორტი
5014
მოტომავლები, ავტოდრეზინები, დასატვირთ-გადმოსატვირთი მანქანები
4,8
5015
მოტოციკლები, მოტოროლები, მოპედები
20,0
5016
ველოსიპედები (გარდა სპორტულისა)
25,0
06 ხელსაწყოები
საერთო დანიშნულების ხელსაწყოები
6000
საბურღი და სამტვრევი ჩაქუჩები, პერფორატორები და სხვა მექანიკური, პნევმატური და ელექტროფიცირებული ხელსაწყოები
50,0
6001
საღებავი პულტები, პისტოლეტ-საფრქვეველები და ვიბრატორები
44,3
6002
სხვა ხელსაწყოები
20,0
ხელსაწყოები რკინიგზის მომსახურებისა და რემონტისათვის
6003
ჰიდრავლიკური გამშლელი ხელსაწყოები, საზუსტავები, შურუფსატრიალებლები, ომბოხსასობები
24,7
6004
რელსაჭრელი, რელსსაბურღი და რელსახერხი გადასატანი ჩარხები; სხვა საგზაო ინსტრუმენტები
11,0
07 საწარმოო და სამეურნეო ინვენტარი და მოწყობილობები
7000
ლითონის
4,8
7001
ხის
8,3
7002
ფოტორეპროდუქციული კამერები
12,5
7003
მაყურებელთა დარბაზის ავეჯი
6,0
7004
პარკების ავეჯი და ინვენტარი
10,0
7005
სასცენო ტანსაცმელი
8,0
7006
დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ავეჯი (გარდა ავეჯისა გარნიტურებში)
10,0
7007
დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ავეჯი გარნიტურებში, ხალიჩები, სარკეები
6,5
7008
ნოხის ბილიკები
20,0
7009
სურათები ჩარჩოებში
2,0
7010
ფანჯრებისა და კარების ფარდები
25,0
7011
ელექტროხელსაწყოები
8,3
7012
ბრინჯაოსა და მარმარილოს ქანდაკებები
1,0
7013
გერბი, დროშა, აბრა, საინფორმაციო დაფა, სამარკერო დაფა, კიბე
10.0
7014
ექსპედიციაში და სტაციონალურ ბანაკებში გამოყენებული კარვები
33,3
7015
ლითონის სეიფები და კარადები, ლითონის ჭიშკარი
1,1
7016
საბეჭდი მანქანები
8,0
7017
სტელაჟები, ჩამოსაკიდები, ლითონის ყუთები
5,0
7018
შაპიროგრაფები, დასანომრი ჰექტოგრაფები, სატვიფრი და მნიხრავი აპარატები
5,0
7019
სხვა საწარმოო და სამეურნეო ინვენტარი
8,0
08 მუშა პირუტყვი
8000
ყველა სახის მუშა პირუტყვი
12,0
09 მრავალწლიანი ნარგავები
9000
ტყის ნარგავები
2,0
9001
ჩაის პლანტაციები
2,0
9002
მანდარინის პლანტაციები
5,0
9003
ლიმონისა და ფორთოხლის პლანტაციები
10,0
9004
თესლოვანი და კურკოვანი ხილის ნარგავები
6,0
9005
ვენახი
3,0
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №615-სსმIII, №117, 28.09.2009წ.; მუხ. 1340
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №439, 31.12.2002, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.640 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.09.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55000-2/