ა) გრაფაში „შემოსვლისას” – აღინიშნება გადაზიდვის საბოლოო ღირებულება, დანიშნულების სადგურში გადახდილი დამატებითი საფასური და საერთო თანხა გადაზიდვის საბუთების შესაბამისად;
ბ) გრაფაში „დანიშნულების სადგურზე აკრეფილი გადასახდელები” – აღინიშნება სხვადასხვა სახის საფასურის გადახდის ქვითრის, ბანკის საანგარიშსწორებო ჩეკის, საბანკო ბარათის ან საგადასახადო მოთხოვნა-დავალების ნომერი და ანგარიშსწორების ადგილი. გადასახდელების გადახდა მოწმდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით, ხოლო ზედნადების უკანა მხარესა და საგზაო უწყისში დაისმის სადგურის კალენდარული შტემპელი, ტვირთის გაცემის გაფორმების დროის შესახებ;
გ) გრაფაში „გადმოტვირთვა რკინიგზის მიერ ან ჩამოყენება მიმღების საშუალებით გადმოსატვირთად” – ზედნადების უკანა მხარეზე და საგზაო უწყისში დაისმის დანიშნულების სადგურის კალენდარული შტემპელი და აღინიშნება რკინიგზის მიერ გადმოსატვირთად ტვირთის მიწოდების დრო;
დ) გრაფა „ტვირთის გატანა” (ზედნადების უკანა მხარეს) – შეივსება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის მიერ საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთის გადმოტვირთვისა და დანიშნულების სადგურიდან გატანისას. თუ ტვირთის გატანა ხდება ნაწილ-ნაწილ, თითოეული ნაწილის გატანის შესახებ ამ გრაფაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. იმ სადგურზე, საიდანაც ტვირთის გატანა ხორციელდება საშვით ზედნადებში აგრეთვე მიეთითება საშვის ნომერი;
ე) გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნები” (ზედნადების უკანა მხარეს) – აღინიშნება მონაცემები ამ წესების 57-ე და 58-ე მუხლების მიხედვით, თუ შეიცვალა მიტანილი ტვირთის მისამართი;
ვ) გრაფაში „აღნიშვნები ტვირთის გაცემის შესახებ” (ზედნადების უკანა მხარეს) – ტვირთის გაცემის წესის შესაბამისად მიეთითება ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გაცემის თაობაზე,;
2. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, იგი შეივსება ამ მუხლით განსაზღვრული წესით
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 61. 1. ზედნადები დანიშნულების სადგურში შეივსება შემდეგი წესით:
თავი V — ტვირთის გადაზიდვის საბუთების შევსების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 92. 1. ტვირთგამგზავნი ან ფეთქებადი ნივთიერების ღია მოძრავ შემადგენლობაზე დატვირთვა-განლაგებასა და დამაგრებაზე პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია ზედნადების უკანა მხარის 1-ლ გრაფაში გააკეთოს შესაბამისი აღ
- მუხლი 10. 1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია საფრთხეშემცველი ტვირთის თითოეულ გზავნილზე გაგზავნის სადგურს წარუდგინოს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების” შესაბამისად შევსებული ზედნადები
- მუხლი 12. ზედნადები
- მუხლი 90. 1. ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვის საბუთების გაფორმებისას ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” ტვირთგამგზავნმა უნდა აღნიშნოს ამ ტვირთის პირობითი ნომერი და მიუთითოს „ფეთქებადი მასალა”, ტვირთის საკლ
- მუხლი 9. 1. ზედნადები წარმოადგენს გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების, მისი პირობების, გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღების მტკიცებულებას prima facie
- მუხლი 694. განსაკუთრებული დაინტერესების აღნიშვნა ზედნადებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 55. 1. ზედნადებისა და საგზაო უწყისის უკანა მხარეს, აგრეთვე საგზაო უწყისის ყუის წინაპირზე და ტვირთის გადასაზიდად მიღების ქვითარზე დაისმის სადგურის კალენდარული შტემპელი, ტვირთის გადასაზიდად მიღების დროის ჩვ
- მუხლი 56. 1. გაგზავნისა და დანიშნულების სადგურის სახელწოდების შემდეგ აღინიშნება ამ სადგურების კოდი
- მუხლი 57. 1. სადგური სვლის გზაზე ზედნადებს ავსებს შემდეგი წესით:
- მუხლი 58. 1. თუ ტვირთის მისამართის შეცვლისას გაფორმდა გადაზიდვის ახალი საბუთები, ზედნადების უკანა მხარეს, მე-5 გრაფაში აღინიშნება:
- მუხლი 59. 1. თუ ტვირთის მისამართის შეცვლისას გადაზიდვის ახალი საბუთები არ გაფორმებულა, სადგურისა და ტვირთმიმღების სახელწოდება და მათი კოდები გადაზიდვის საბუთებში გადაიხაზება ისე, რომ გადახაზული იკითხებოდეს და ჩ
- მუხლი 60. 1. თუ ტვირთმიმღები შეიცვალა, მაგრამ უცვლელი დანიშნულების სადგური დარჩა, ტვირთმიმღების სახელწოდება და მისი კოდი გადაიშლება ისე, რომ გადაშლილი იკითხებოდეს და ტვირთგამგზავნის განცხადების საფუძველზე აღინი
- მუხლი 62. 1. ტვირთის მიღებისა და გადაზიდვისთვის ანგარიშსწორების დასადასტურებლად ტვირთმიმღები და სადგური ავსებენ საგზაო უწყისის შემდეგ გრაფებს:
- მუხლი 63. 1. თუ ტვირთი გადაიზიდება სავაგონო და წვრილმანი გზავნილებით, გადაზიდვის საბუთების გაფორმების დაჩქარების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გუ-29-ი ფორმის გადაზიდვის საბუთების კომპლექტი, რომელიც მოიცავს
- მუხლი 64. 1. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, ტვირთგამგზავნი ავსებს ზედნადებს თავის ავტომატიზებულ ადგილზე ტვირთის ვაგონში ჩატვირთვამდე და ჩატვირთვის შემდეგ
- მუხლი 65. 1. ცემენტის, კირიანი და დაყრით გადასაზიდი სხვა მასალის გადმოტვირთის შემდეგ გამოთავისუფლებული ცარიელი ცისტერნების, ჰოპერ-ცემენტმზიდების, მინერალმზიდების, მარცვლეულმზიდების, აპატიტმზიდების, გუნდამზიდები
- მუხლი 66. 1. ტვირთის, აგრეთვე ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ცარიელი ვაგონების დანიშნულებისამებრ მიტანის ვადა გამოითვლება გაგზავნის სადგურში იმ მანძილის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც დგინდება გადაზიდვის
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 61, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-61/