მუხლი 20. ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება
თავი III — მომხმარებელთა ელექტრონულული ფორმით ინფორმირების წესი და პროცედურები
1. წყალმომარაგების მიმწოდებელია უფლებამოსილია (სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის არსებობის შემთხვევაში), მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ქვითარზე დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადის შესახებ, სადაც მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გადახდის ვადის გასვლამდე 2 კალენდარული დღით ადრე მაინც;
ბ) ტექნიკური წყლით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის /აღდგენის შესახებ;
გ) ტექნიკური წყლით მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (რომლის შედეგადაც ხდება ტექნიკური წყლის წყალმომარაგების ქსელის ძირითდი საშუალებების შეცვლა/დამონტაჯება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია), გათიშვის ზუსტი მიზეზისა და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დროის შესახებ.
2. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე წყალმომარაგების მიმწოდებლისგან მოითხოვოს:
ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა წინასწარ მითითებულ ელექტრონულ (არსებულ) მისამართზე/ ნომერზე ან წერილობით ფორმით;
ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე, ასევე წერილობით ფორმით.
გ) ელექტრონული ქვითრის გაგზავნა წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე. თავი IV წყლის უკანონო მოხმარება და უკანონოდ მოხმარების აღკვეთის მექანიზმები
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების (ტექნიკური წყლით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის, აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი, სულადობრივი აღრიცხვისა და წყალმომარაგების შეწყვეტა/აღმდგენი აქტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 20, №6, 15.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016393 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5524740/muxli-20/