მუხლი 24. მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლით მიწოდების აღდგენის ხარჯი
თავი IV — წყლის უკანონო მოხმარება და უკანონოდ მოხმარების აღკვეთის მექანიზმები
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის გადაუხდელობის, ტექნიკური წყლის უკანონოდ მოხმარების, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ან მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს ტექნიკური წყლით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს წყალმომარაგების ქსელიდან ჩახსნილი მომხმარებლის ტექნიკური წყლის მიწოდების აღდგენის საფასური.
2. ტექნიკური წყლით მომარაგების აღდგენის საფასური შეადგენს მომხმარებლის ტექნიკური წყლით მომარაგების ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენისათვის გაწეული ხარჯების ერთობლიობას, რომელსაც გაიანგარიშებს და ამტკიცებს მიმწოდებელი.
3. ქსელიდან ჩახსნისა და არდგენის ღირებულების დარიცხვა დაუშვებელია, თუ არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პენქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის ტექნიკური წყლით მომარაგების დაუსაბუთებელი შეწყვეტის და ამის შედეგად ტექნიკური წყლის საფასურის არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს ახალი გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის ტექნიკური წყლით მომარაგება.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების (ტექნიკური წყლით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის, აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი, სულადობრივი აღრიცხვისა და წყალმომარაგების შეწყვეტა/აღმდგენი აქტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 24, №6, 15.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016393 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5524740/muxli-24/