მუხლი 22. ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარების აღკვეთის საშუალებები და მომხმარებლის პასუხისმგებლობები
თავი IV — წყლის უკანონო მოხმარება და უკანონოდ მოხმარების აღკვეთის მექანიზმები
1. წყლის უკანონო მოხმარების აღკვეთის მექანიზმებია:
ა) მომხმარებლისათვის წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყალმომარაგების შეწყვეტა;
ბ) მომხმარებლის მიერ უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულების დარიცხვა;
გ) მომხმარებლის მიერ წყალმომარეგების სისტემის დაზიანებული მოწყობილობების აღდგენის ან შეძენის ღირებულების დარიცხვა;
დ) შეჭრის ან შეერთებისათვის მიმწოდებლის მიერ გაწეული საწარმოო დანახარჯების დარიცხვა.
2. ტექნიკური წყლით უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულება, წყალმომარაგების სისტემის დაზიანებული მოწყობილობების აღდგენის ან შეძენის ღირებულება, აგრეთვე ტექნიკური წყლით უკანონოდ მოხმარების აღკვეთის მიზნით, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული შეჭრის ან შეერთებისათვის გაწეული საწარმოო დანახარჯების დარიცხვ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების (ტექნიკური წყლით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის, აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი, სულადობრივი აღრიცხვისა და წყალმომარაგების შეწყვეტა/აღმდგენი აქტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 22, №6, 15.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016393 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5524740/muxli-22/