თავი V — განსაკუთრებული შემთხვევები, სპეციალური რეჟიმები და ანგარიშგება
წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლებზე საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შესაბამისად ტექნიკური წყლის მიწოდება. ამ მიზნით იგი ვალდებულია:
ა) მუდმივად აკონტროლოს ტექნიკური წყლის მიწოდება და მისი შესაბამისობა საქართველოში მოქმედ ტექნიკურ ტეგლამენტებთან და სტანდარტებთან;
ბ) ტექნიკური წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და მათ შემადგენელ ყველა სახის მილსადენზე, დანადგარებზე თუ ხელსაწყოებზე უზრუნველყოს სანიტარული პირობების დაცვა;
გ) დაიცვას ტექნიკური წყლის წყალმომარაგების ობიექტები და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ ტექნიკური წყლის წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე სახის ზემოქმედება ან/და წყლის დაბინძურება;
დ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ტექნიკური წყლის წყალმომარაგების წყაროებზე განსაზღვროს სანიტარიული დამცავი ტერიტორიები (სანიტარიული დაცვის ზონა) და არ დაუშვას ამ ტერიტორიების ფარგლებში ნიადაგისა და გრუნტის წყლების დაბინძურება;
ე) ტექნიკური წყლის წყალმომარაგების სანიტარულ დამცავ ტერიტორიებსა (სანიტარული დაცვის ზონა) და ობიექტებზე დროულად აღკვეთოს დაბინძურება და შესაძლოდ მოკლე ვადაში გაასუფთაოს დაბინძურებული ტეროტორია დაბინძურების წყაროებისაგან;
ვ) ტექნიკური წყლის წყალმომარაგების სისტემაში ტექნიკური წყლის დაბინძურების ან დაბინძურების საშიშროების შემთხვევაში უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების (ტექნიკური წყლით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის, აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი, სულადობრივი აღრიცხვისა და წყალმომარაგების შეწყვეტა/აღმდგენი აქტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 27, №6, 15.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016393 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5524740/muxli-27/