„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 თებერვლის დადგენილება №07 - ვებგვერდი, 27.02.2023 წ.
|
+
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2022 წლის 30 დეკემბერი
ქ. ქარელი
„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღურების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული მოხელეთა იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და განისაზღვროს თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს №15 დადგენილება (www.matsne.gov.ge 16/08/2017 სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.144.016283) ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 01 იანვრიდან.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ შუბითიძე
+
დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 თებერვლის დადგენილება №07 - ვებგვერდი, 27.02.2023 წ.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 03.07.2023წ.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა
№
პოლიტიკური თანამდებობის პირები
რიცხოვნობა
თანამდებობრივი სარგო
(ლარი)
1.
პოლიტიკური თანამდებობის პირი –
საკრებულოს თავმჯდომარე
1
4961
2.
პოლიტიკური თანამდებობის პირი –
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
1
3751
3.
პოლიტიკური თანამდებობის პირი –
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
2
3267
4.
პოლიტიკური თანამდებობის პირი –
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
5
2662
5.
პოლიტიკური თანამდებობის პირი –
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
2
2420
6.
პოლიტიკური თანამდებობის პირი –
პოლიტიკური თანამდებობის პირი –
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
7
1936
1936
პროფესიული საჯარო მოხელეები
რიცხოვნობა
თანამდებობრივი სარგო (ლარი)
1.
პირველი რანგის საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-აპარატის უფროსი
1
1815
2057
2.
მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
3
1331
3.
მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
10
1210
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ, №24, 30.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.144.016419 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5680873-1/