„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.12.2022 ბოლო ცვლილება 15.01.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.144.016419
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №24

2022 წლის 30 დეკემბერი

ქ. ქარელი

 

„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღურების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული მოხელეთა იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და განისაზღვროს თანამდებობრივი სარგოები დანართი  №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს №15 დადგენილება (www.matsne.gov.ge 16/08/2017 სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.144.016283) ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 01 იანვრიდან.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე
+



დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 თებერვლის დადგენილება №07 - ვებგვერდი, 27.02.2023 წ.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 03.07.2023წ.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 05.01.2024წ.
 

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა

 

№

პოლიტიკური თანამდებობის პირები

რიცხოვნობა

თანამდებობრივი სარგო

(ლარი)

1

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს თავმჯდომარე

1

5453

2

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

1

4123

3

პოლიტიკური თანამდებობის პირი  –

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2

3591

4

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

5

2926

5

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

2

2660

6

პოლიტიკური თანამდებობის პირი   –

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

7

2128

 

პროფესიული საჯარო მოხელეები

რიცხოვნობა

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

1.

პირველი რანგის საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-აპარატის უფროსი

1

2261

2.

მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

3

1463

3.

მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

10

1330

 

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ, №24, 30.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.144.016419 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5680873-3/