აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.02.2023 ძალადაკარგული 02.03.2026
ნომერი
№06-ძ/ს
სარეგისტრაციო კოდი
040110000.33.062.016133
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის

ბრძანება №06-ძ/ს

2023 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №165-ძ/ს - ვებგვერდი, 08.12.2023 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2024 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №163-ძ/ს - ვებგვერდი, 26.08.2024 წ.

 

,„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 მუხლისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 და მე-19 მუხლების, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :


+
მუხლი 1
დამტკიცდეს აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესი დანართის შესაბამისად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №165-ძ/ს - ვებგვერდი, 08.12.2023 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2024 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №163-ძ/ს - ვებგვერდი, 26.08.2024 წ.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2021 წლის 15 აპრილის №59-ძ/ს ბრძანება (სსმ, ვებგვერდი, 16/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 040110000.33.062.016125).
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრიდავით ფაცაცია
+



 დანართი
აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №165-ძ/ს - ვებგვერდი, 08.12.2023 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2024 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №196-ძ/ს  - ვებგვერდი, 04.12.2024წ.

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. წესის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ წესის მიზანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) და მის სისტემაში მოქმედმა დაწესებულებებებმა განახორციელონ ამ წესით განსაზღვრული ბენეფიციართა მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.

2. ეს წესი არეგულირებს სამინისტროს სისტემის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების პროცესსა და ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს, განსაზღვრავს შესაბამისი კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობას, ადგენს პროგრამების ბენეფიციარ პირთა წრეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №165-ძ/ს - ვებგვერდი, 08.12.2023 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2024 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №163-ძ/ს - ვებგვერდი, 26.08.2024 წ.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) წესი – აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესი;

ბ) სამინისტრო – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო;

გ) მინისტრი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი;

გ​1) სამინისტროს სისტემა – წესის მიზნებისთვის, სამინისტროს სისტემაში იგულისხმება სამინისტრო, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო“ და სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები;

გ​2) სააგენტო – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო“;

გ​3) სააგენტოს დირექტორი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი;

დ) ტერიტორიული ორგანო  – სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები: აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო;  იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო;  სამეგრელო-ზემო სვანეთის  ტერიტორიული ორგანო;

ე) დევნილი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი;

ვ) დევნილი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრებ ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი);

ზ) ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა ჰუმანიტარული  სტატუსი და 1993 წლის 30 სექტემბრამდე  ცხოვრობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;

თ) საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა საქართველოში ბინადრობის უფლება და 1993 წლის 30 სექტემბრამდე  ცხოვრობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;

ი) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირი – აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირში მოიაზრება ისეთი პირი, რომელსაც უდასტურდება აღნიშნულ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებამდე ცხოვრების ფაქტი, ასევე ასეთი პირების შვილები;

კ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/საინიციატივო ჯგუფი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ადგილას კანონმდებლობის საფუძველზე  შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა და ამავე ადგილას მცხოვრებ პირთა ჯგუფი;

ლ) პროგრამა – ბენეფიციართა გარკვეული კატეგორიისთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული შენობების ინფრასტრუქტურული მოწესრიგების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა;

მ) კომისია – ამ წესით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების მიზნით მინისტრის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია;

ნ) დევნილთა განსახლების ობიექტი – დევნილი ოჯახების მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული  საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართი და მიმდებარე ტერიტორია;

ო) ბენეფიციარი – ამ წესით გათვალისწინებული პროგრამის მიმღები აფხაზეთის მოსახლეობა, მათ შორის,  დევნილი/დევნილი ოჯახი,  ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი, საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირი, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირი, სხვა აფხაზეთის მკვიდრი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/საინიციატივო ჯგუფი;

პ) კრიტერიუმი – ამ წესით დადგენილი ნიშან-თვისება, რომლის მიხედვითაც ფასდება ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობა;“.

ჟ) სტიქიური უბედურება – ბუნებრივი მოვლენა, რომელსაც მოჰყვა საცხოვრებელი შენობის განადგურება ან მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტით;

რ) უბედური შემთხვევა – გაუთვალისწინებელი მოვლენა, გარემოებათა მოულოდნელი დადგომა, რამაც გამოიწვია პირის  ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დაზიანება ან გარდაცვალება ან/და საცხოვრებელი ფართის მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებით ან/და დოკუმენტით;

ს) სოციალური უზრუნველყოფა – ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება  ფულადი დახმარების სახით;

ტ) დროებითი საცხოვრებლით  უზრუნველყოფა – გარკვეული კატეგორიის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაში მხარდაჭერა ქირის თანხის ანაზღაურების გზით;

უ) აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერა – გარკვეული კატეგორიის დევნილ ომისა და სამხედრო/თავდაცვის ვეტერანთა  და აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დევნილი ოჯახის წევრის ფულადი დახმარება;

ფ) აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირება – გარკვეული კატეგორიის დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელ ფართებზე გამრიცხველიანება/აბონირებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურება;

ქ) სოციალური სოლიდარობა – ბენეფიციართა გარკვეული კატეგორიისთვის დახმარების/საჩუქრების გადაცემა;

ღ) დევნილთა განსახლების ობიექტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება – დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობა, დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა, დევნილთა განსახლების ობიექტებში წყალკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების აღდგენა/გამოცვლა, აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარება, დევნილთა საცხოვრებლების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება/მოპირკეთება;

ყ) გარკვეული კატეგორია – ამ წესით განსაზღვრული კრიტერიუმებისა ან/და სხვადასხვა გარემოებების შედეგად გამოწვეული მდგომარეობა;

შ) ჰუმანიტარული დახმარება – დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული ფულადი ან სხვა სახის დახმარება;

ჩ) ფორმა – მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დევნილთა განსახლების ობიექტში/დევნილ ოჯახში ვიზიტის აღწერის ფორმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 2 ივნისის ბრძანება №71-ძ/ს - ვებგვერდი, 06.06.2023 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №165-ძ/ს - ვებგვერდი, 08.12.2023 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2024 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №163-ძ/ს - ვებგვერდი, 26.08.2024 წ.

თავი II

პროგრამები და მათი განხორციელების მექანიზმები

მუხლი 3. დევნილთა სოციალური უზრუნველყოფა

1. დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს და პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა შედგება:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დევნილი – 300 ლარი;​1

ბ) 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე დევნილი – 150 ლარი; 

გ) 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე მარჩენალდაკარგული დევნილი – 150 ლარი;

დ) დედ-მამით ობოლი არასრულწლოვანი დევნილი, თითოეულზე  – 200 ლარი;

ე) 100 წელს გადაცილებული დევნილი – 250 ლარი;​2

ვ) 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი დევნილი  – 200 ლარი;

ზ) 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, ონკოლოგიური დაავადების მქონე დევნილი სოციალურად დაუცველი  – 200 ლარი;

თ) აუტიზმის სპექტრული აშლილობის მქონე არასრულწლოვანი დევნილი – 200 ლარი;

ი) სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ბენეფიციარი – არაუმეტეს 1000 ლარი;

ი​1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის წევრი (დედა, მამა, შვილი, ძმა, და, მეუღლე) – არაუმეტეს 1000 ლარი;

კ)  სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი, რომლის უმწეო მდგომარეობას მისი განცხადების გათვალისწინებითა და შეფასებით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს კომისია – არაუმეტეს 3000 ლარი.

2. ბენეფიციარზე დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ, გარდა საჭიროებიდან გამომდინარე გამონაკლისებისა.

3.  პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებისა;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობა (ასლი);

გ) ამავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.​3

 

​1 მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დევნილის დახმარების გაწევაზე ინიცირებას აკეთებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან ტერიტორიული ორგანო.

​2 100 წელს გადაცილებული დევნილის დახმარების გაწევაზე ინიცირებას აკეთებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან ტერიტორიული ორგანო.

​3 მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის გაცემიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 2 ივნისის ბრძანება №71-ძ/ს - ვებგვერდი, 06.06.2023 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №165-ძ/ს - ვებგვერდი, 08.12.2023 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2024 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №163-ძ/ს - ვებგვერდი, 26.08.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2024 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №196-ძ/ს  - ვებგვერდი, 04.12.2024წ.

 

მუხლი 4. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით  უზრუნველყოფის პროგრამა

1. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით  უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ბენეფიციარი;

ბ) 65 000-მდე   სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე დევნილი ოჯახი;

გ) მარტოხელა დევნილი მშობელი;

დ) აფხაზეთის ომში დაღუპული პირის დევნილი მშობელი;

ე) ოკუპირებულ აფხაზეთის  ტერიტორიაზე მცხოვრები პირი/ოჯახი;

ვ) დევნილი ოჯახი, რომლის შემადგენლობაში არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;

ზ) სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი, რომლის უმწეო მდგომარეობას მისი განცხადების გათვალისწინებითა და შეფასებით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს კომისია.

2. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს.

3. დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით ვერ ისარგებლებს ბენეფიციარი, რომელიც:

ა) სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით;​4

ბ)  იღებს ქირის თანხის დაფინანსებას სსიპ – „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან.

4. ბენეფიციარზე, სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ დევნილ/დევნილი ოჯახისათვის გადასახადი ქირის ვადა საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეადგენს 3 თვეს.​5

5. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობა (ასლი);

გ) ამავე მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია;

დ) ცნობა/წერილი სსიპ – „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან“ ან/და  შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიიდან/გამგეობიდან ქირის თანხის დაფინანსების არმიღების თაობაზე;​6

ე) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაქირავებული საცხოვრებელი ფართის შესახებ.

 

​4 ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შეზღუდვა არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ დევნილზე/დევნილ ოჯახზე და იმ დევნილზე/დევნილ ოჯახზე, რომელიც იძულებული გახდა სოციალური ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაესხვისებინა საცხოვრებელი ფართი და დარჩა უსახლკაროდ.​

​5 კომისიის გადაწყვეტილებით, გადასახადი ქირის ვადა საგამონაკლისო წესით შესაძლებელია გაგრძელდეს გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.

​6 აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ბენეფიციარზე, რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 30 000-ზე მეტს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 2 ივნისის ბრძანება №71-ძ/ს - ვებგვერდი, 06.06.2023 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №165-ძ/ს - ვებგვერდი, 08.12.2023 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2024 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №163-ძ/ს - ვებგვერდი, 26.08.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2024 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №196-ძ/ს  - ვებგვერდი, 04.12.2024წ.

 

მუხლი 5. აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის პროგრამა

1. აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს და პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა შედგება:

ა) 30 000-მდე   სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დევნილი ვეტერანი – 100 ლარი;

ბ) აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დევნილი ოჯახის წევრი, რომელიც არ სარგებლობს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყოველთვიური კომპენსაციით – 100 ლარი;

გ) საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი – 150 ლარი;

გ​1) საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული დაზიანების შედეგად ამპუტირებული კიდურების მქონე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი – 200 ლარი;

დ) სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი, რომლის უმწეო მდგომარეობას მისი განცხადების გათვალისწინებითა და შეფასებით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს კომისია – არაუმეტეს 300 ლარი.

2. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობა (ასლი);

გ) ამავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 2 ივნისის ბრძანება №71-ძ/ს - ვებგვერდი, 06.06.2023 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №165-ძ/ს - ვებგვერდი, 08.12.2023 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2024 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №163-ძ/ს - ვებგვერდი, 26.08.2024 წ.

 

მუხლი 6.  აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამა

1. აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამის ბენეფიციარია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს დევნილთა განსახლების ობიექტში ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში და არ გააჩნია დენის, წყლისა და გაზის აბონირება.

2. პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განსაზღვრულია კანონმდებლობით.

3. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობა (ასლი);

გ) ინფორმაცია დევნილთა განსახლების ობიექტის მესაკუთრის შესახებ (საჯარო რეესტრის ამონაწერი, საჭიროების შემთხვევაში, მესაკუთრის თანხმობა აბონირებაზე);

დ) ამავე მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №165-ძ/ს - ვებგვერდი, 08.12.2023 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2024 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №163-ძ/ს - ვებგვერდი, 26.08.2024 წ.

 

მუხლი 7. სოციალური სოლიდარობის პროგრამა

1. სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში სადღესასწაულო დღეებში სასაჩუქრე ნობათების მიმღებ ბენეფიციარებს წარმოადგენენ:

ა) აფხაზეთიდან დევნილი, დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირი, რომელიც არის:

ა.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;

ა.ბ) ომის ვეტერანი, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად გახდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;

ა.გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი;

ა.დ) ომის ვეტერანი;

ა.ე) ოთხი და მეტი არასრულწლოვანშვილიანი ოჯახი;

ა.ვ) 90 წელს გადაცილებული პირი;

ა.ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი; 

ბ) დედ-მამით ობოლი ბავშვი;

გ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;

დ) სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი, რომლის უმწეო მდგომარეობას მისი განცხადების გათვალისწინებითა და შეფასებით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს კომისია.

2. სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში სამინისტროსათვის/სააგენტოსათვის გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიმღებ ბენეფიციარებს წარმოადგენენ:

ა) ამ წესის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარი;

ბ) სხვადასხვა სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომელთა მიზანია მათთვის სამინისტროს მიერ გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთი გადასცენ აფხაზეთიდან დევნილს/დევნილ ოჯახს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს, სხვა აფხაზეთის მკვიდრს.

3. სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში  ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკის, სხვადასხვა სახის საკანცელარიო საქონლის, სპორტული ტანსაცმლის/ფეხსაცმლისა და ინვენტარის, სასოფლო-სამეურნეო, სარემონტო ხელსაწყოებისა და სხვა მოწყობილობების მიმღებ ბენეფიციარებს წარმოადგენენ ამ წესის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარები.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის გადაწყვეტილების მიღებისას  კომისია ადგენს შესაბამის რეესტრს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №165-ძ/ს - ვებგვერდი, 08.12.2023 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2024 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №163-ძ/ს - ვებგვერდი, 26.08.2024 წ.

 

მუხლი 8. დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამა

1. ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობის ქვეპროგრამის ფარგლებში:

ა) ბენეფიციარია დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა;

ბ) ბენეფიციარის დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება:

ბ.ა) შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების/მონაწილეობის შემდგომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ დასაფინანსებელი თანხის ოდენობის შესაბამისად (სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში შესაძლოა დასაფინანსებელი თანხის პროცენტულობა/ოდენობა იყოს განსხვავებული);

ბ.ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, სადაც დაფიქსირდება ამხანაგობის მიერ საცხოვრებელ კორპუსში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, რომლის ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდგომ ამხანაგობასთან შეთანხმებით მიიღება გადაწყვეტილება პროგრამის ფარგლებში  თანადაფინანსების მიღების ოდენობაზე;

გ) ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

გ.ა) დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განცხადება/მიმართვა;

გ.ბ) ბენეფიციარის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი), დევნილის მოწმობა (ასლი), ამხანაგობის რეგისტრაციის დოკუმენტი და ამხანაგობის კრების ოქმი პროგრამის ფარგლებში მიმართვის თაობაზე;

გ.გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი რაიონის გამგეობის, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია შესასრულებელი სამუშაოებისა და ამ სამუშაოების მუნიციპალიტეტისა და ამხანაგობის თანადაფინანსების/მონაწილეობის ოდენობა და შესასრულებელი სამუშაოების/მონაწილეობის  ხარჯთაღრიცხვა;

დ) კომისიის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით ბენეფიციარის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში,  შეიძლება გაიცეს ადმინისტრაციული დაპირება;

ე) უფლებამოსილი დაწესებულება ადმინისტრაციული დაპირების გაცემისას, მასში მითითებულ თანადაფინანსების წილს/ოდენობას აანაზღაურებს მას შემდეგ, როდესაც სამინისტროს სისტემაში წარმოდგენილი იქნება შესასრულებელი სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (მეწარმე სუბიექტთან/მიმწოდებელთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების შესრულების თაობაზე მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა (არსებობის შემთხვევაში));

2. დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში:

ა) ბენეფიციარია დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილები (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა და საინიციატივო ჯგუფი);

ბ) დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა ობიექტზე განსაზღვრულია არაუმეტეს 3000 ლარის ოდენობით;

გ) ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

გ.ა) დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილთა განცხადება/მიმართვა;

გ.ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

გ.გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობა (ასლი).

3. დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში:

ა) ბენეფიციარია დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილები (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/ საინიციატივო ჯგუფი);

ბ) დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების შესაბამისად, ამხანაგობის წილობრივი მონაწილეობის გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

გ.ა) დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან საინიციატივო ჯგუფის განცხადება/მიმართვა;

გ.ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი;

გ.გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დევნილის მოწმობა (ასლი);

გ.დ) საინიციატივო ჯგუფის წევრთა პირადობის მოწმობა და დევნილის მოწმობა (ასლი).

4. აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში:

ა) ბენეფიციარია​​7:

ა.ა) დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს დევნილთა განსახლების ობიექტში, რომელზეც არ განხორციელებულა სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები და არის:

ა.ა.ა) მარტოხელა სოციალურად დაუცველი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში;

ა.ა.ბ) ოჯახის შემადგენლობის უმეტესობა არის საპენსიო ასაკის და სოციალურად დაუცველი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში;

ა.ბ) დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ობიექტის საერთო სარგებლობის ფართის გარემონტებისთვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების მიზნით;

ა.გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;

ბ) დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში  განსაზღვრულია არაუმეტეს 1000 ლარისა, ხოლო „ა.ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში არაუმეტეს 5000 ლარისა;

გ) ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

გ.ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი)/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი;

გ.ბ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობა (ასლი);

გ.გ) ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მითითებული სოციალური კრიტერიუმის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ.დ) მოთხოვნილი სარემონტო/სამშენებლო მასალების (კერამოგრანიტი (მეტლახი), თაბაშირ-მუყაოს ფილა, ლინოლიუმი, წებოცემენტი, სამშენებლო ბათქაში (ფითხი), შპალერი, ლამინირებული იატაკი (ლამინატი), პლინტუსი, ლამინატის ქვეშ დასაგები გუბკის ფილები, შპალერის წებო, საღებავი, ქვიშა/ღორღი, ცემენტი, სამშენებლო აგური/ბლოკი, გრუნტი კონცენტრატი, ტიხრის პროფილი (თაბაშირ-მუყაოს ფილის მისაკრავი), წყალკანალიზაციის მილები, ელსადენები და სხვა) ჩამონათვალი და კომპანიის მიერ გაცემული ინვოისი.

 

​​7   კომისია უფლებამოსილია საგამონაკლისო წესით ქვეპროგრამაში ჩართოს სხვა ბენეფიციარიც.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 2 ივნისის ბრძანება №71-ძ/ს - ვებგვერდი, 06.06.2023 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №165-ძ/ს - ვებგვერდი, 08.12.2023 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2024 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №163-ძ/ს - ვებგვერდი, 26.08.2024 წ.

 

მუხლი 9. კომისიის შექმნისა და მუშაობის წესი

1. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

2. კომისია შედგება არანაკლებ 7 (შვიდი) წევრისაგან.

3. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

4. (ამოღებულია - 04.12.2024,  №196-ძ/ს).

5. კომისიის სხდომების ორგანიზებას უზრუნველყოფს სხდომის მდივანი, სააგენტოს მიერ წარდგენილი საკითხების შესაბამისად.

6. ამ წესით განსაზღვრული ამოცანების შესრულებისათვის კომისიის წევრები არ იღებენ არავითარ გასამრჯელოს.

7. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ მინისტრის/კომისიის თავმჯდომარის მოწვევით.

8. კომისიის სხდომები კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში.

9. კომისია სწავლობს და განიხილავს ბენეფიციარის მდგომარეობას და მათთვის ქმედითი დახმარების გაწევის მიზნით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

10. საკითხის განხილვა ხდება კომისიაზე სააგენტოს მიერ წარდგენილი დოკუმენტების (არსებული გარემოებების შესწავლის, მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებისა და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დაგროვილი მონაცემების, მათ შორის ტერიტორიული ორგანოს მიერ შევსებული ფორმების საფუძველზე, რომლებიც დამუშავებულია სააგენტოს შესაბამისი დარგობრივი სტრუქტურული ერთეულის მიერ) ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე, ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.

10​1. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამით/ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის მიზნით, ამუშავებს ბენეფიციარისა და მის ოჯახის წევრთა პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში მყოფი პირების პერსონალურ მონაცემებს.

11. საკითხის განხილვისას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით, კომისია უფლებამოსილია ბენეფიციარი მოიწვიოს გასაუბრებაზე, გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისგან, ტერიტორიული ორგანოსგან ან შესაბამისი დაწესებულებებიდან.

12. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექსპერტები ან სხვა პირები; მოწვეული პირები კენჭისყრაში არ მონაწილეობენ.

13. კომისია უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევებში, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება ბენეფიციარისთვის დახმარების გაწევის თაობაზე.

14. კომისიაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. ხმების თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისია განხილულ საკითხზე  საოქმო გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, თანხმდება შემდეგზე:

ა) ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

15. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება სააგენტოს დირექტორს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, რაც წარმოადგენს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველს.

16. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას, სააგენტოს დირექტორის ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უზრუნველყოფენ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები, მათი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში.

17. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ბენეფიციარს გადაწყვეტილება ეგზავნება მოთხოვნისამებრ.

18. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, კალენდარული წლის ბოლოს ან/და მოთხოვნისამებრ წარუდგინოს კომისიის საქმიანობის ანგარიში მინისტრს. კომისიის საქმიანობის, მათ შორის კომისიაზე განხილული საკითხების ერთიან სტატისტიკას აწარმოებს კომისიის მდივანი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №165-ძ/ს - ვებგვერდი, 08.12.2023 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2024 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №163-ძ/ს - ვებგვერდი, 26.08.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2024 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №196-ძ/ს  - ვებგვერდი, 04.12.2024წ.
თავი III

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 10. გარდამავალი დებულებები

სამინისტროში/ტერიტორიულ ორგანოში ამ წესის ამოქმედებამდე შემოსული ბენეფიციართა განცხადებები განიხილება ამ წესის შესაბამისად.

 

მუხლი 11. დასკვნითი დებულებები

ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება „აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, №06-ძ/ს, 07.02.2023, სარეგისტრაციო კოდი 040110000.33.062.016133 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5715913-4/