ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.06.2004 ბოლო ცვლილება 12.12.2019
ნომერი
№372
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.11.117.006.503
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 58, 09/06/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (15)

შემდგომი ცვლილებები (12)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.006.503

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №372

2004 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 12 მარტის №140 ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ბრძანება №317-სსმIII, №56, 13.05.2005წ.; მუხ.621

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №614-სსმIII, №82, 20.06.2006წ.; მუხ.1095

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №962-სსმIII, №107, 11.08.2006წ.; მუხ.1473

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. ეს დებულება ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სპეციალური წოდების სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.

    მუხლი 2. სამინისტროს სპეციალური წოდებები

1. სამინისტროს სისტემაში, მოსამსახურეთა კატეგორიის მიხედვით, მოქმედებს შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება – III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, I კლასის მრჩეველი;

გ) უმ აღლესი სპეციალური წოდება – ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

2. სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „საგადასახადო სამსახურის”.

3. სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „საბაჟო სამსახურის”.

4. ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში მოქმედებს შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – ფინანსური პოლიციის გენერალ-მაიორი.

    მუხლი 3. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად

1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგინდეს სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა:

ა) უმცროსი ინსპექტორი, უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი;

ბ) III კლასის ინსპექტორი, ლეიტენანტი – 2 წელი;

გ) II კლასის ინსპექტორი, უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი;

დ) I კლასის ინსპექტორი, კაპიტანი – 3 წელი;

ე) III კლასის მრჩეველი, მაიორი – 4 წელი;

ვ) II კლასის მრჩეველი, ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი;

ზ) I კლასის მრჩეველი, პოლკოვნიკი – 5 წელი.

2. უმცროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებების მინიჭებისას სამსახურის ვადა არ განისაზღვრება.

3. სპეციალური წოდებით ნამსახურობის წლები განისაზღვრება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ხელმოწერის დღიდან.

    მუხლი 4. ზღვრული სპეციალური წოდებების დადგენის წესი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში დადგინდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:

ა) ფინანსური პოლიციის გენერალ-მაიორი – პოლიციის უფროსი, პოლიციის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი;

ბ) პოლკოვნიკი – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე;

გ) ვიცე-პოლკოვნიკი – სამსახურის უფროსი, მთავარი ბუღალტერი, კანცელარიის უფროსი, განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსი;

დ) მაიორი – სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე, უფროსი გამომძიებელი;

ე) კაპიტანი – გამომძიებელი, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;

ვ) უფროსი ლეიტენანტი – ოპერატიული თანამშრომელი, უფროსი ინსპექტორი;

ზ) ლეიტენანტი – ინსპექტორი, რეფერენტი;

თ) უმცროსი ლეიტენანტი – პოლიციელი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში დადგინდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:

ა) საბაჟო სამსახურის ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი – საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე;

ბ) საბაჟო სამსახურის ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი – საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რეგიონალური საბაჟოს უფროსი;

გ) საბაჟო სამსახურის I კლასის მრჩეველი – სამმართველოს უფროსი, აპარატის უფროსი, რეგიონალური საბაჟოს უფროსის მოადგილე;

დ) საბაჟო სამსახურის II კლასის მრჩეველი – სამმართველოს უფროსის მოადგილე, საბაჟო საგუშაგოს უფროსი, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი, განყოფილების უფროსი, საბაჟო დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი, კონსულტანტი;

ე) საბაჟო სამსახურის III კლასის მრჩეველი – საბაჟო საგუშაგოს უფროსის მოადგილე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილე, რეგიონალური საბაჟოს განყოფილების მთავარი ბუღალტერი;

ვ) საბაჟო სამსახურის I კლასის ინსპექტორი – მთავარი ინსპექტორი;

ზ) საბაჟო სამსახურის II კლასის ინსპექტორი – უფროსი ინსპექტორი;

თ) საბაჟო სამსახურის III კლასის ინსპექტორი – ინსპექტორი, ბუღალტერი;

ი) საბაჟო სამსახურის უმცროსი ინსპექტორი – სპეციალისტი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ბრძანება №317-სსმIII, №56, 13.05.2005წ.; მუხ.621

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №962-სსმIII, №107, 11.08.2006წ.; მუხ.1473

    მუხლი 5. სპეციალური წოდების მინიჭება

1. უფროსს სპეციალურ წოდებას სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს მინისტრი.

2. უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს დაქვემდებარებული საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, საბაჟო და საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს ანიჭებს მინისტრი;

ბ) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეებს (გარდა ამ პუნქტისა „ა” ქვეპუნქტში მითითებული მოსამსახურეებისა) ანიჭებს შესაბამისად საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი ან ტერიტორიული ორგანოს უფროსი, რომელსაც აქვს ამ თანამდებობაზე პირის დანიშვნის უფლება;

3. უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. სახელმწიფო სპეციალური წოდებები მიენიჭება პირებს, რომლებიც მიიღებიან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მათი პირადი თვისებების, სამსახურებრივი გამოცდილების, განათლების, დაკავებული თანამდებობის და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა პირობების გათვალისწინებით.

5. უმცროსი სპეციალური წოდებები მიენიჭებათ მოსამსახურეებს, რომლებიც მიიღებიან სამუშაოდ სამინისტროს სისტემაში რიგით თანამდებობებზე, ამასთან მინიჭებული წოდება უნდა შეესაბამებოდეს სამხედრო სამსახურში მინიჭებულ წოდებას, რომელიც ამ მოსამსახურეს გააჩნია.

6. სამინისტროს სისტემაში ახლად მიღებულ მოსამსახურეებს, რომლებსაც გააჩნიათ უმაღლესი განათლება და დაინიშნენ საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე და არ გააჩნიათ ოფიცრის სამხედრო ან სხვა სპეციალური წოდება, ენიჭებათ საშუალო სპეციალური წოდება – „უმცროსი ლეიტენანტი” და „უმცროსი ინსპექტორი”.

7. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.

7​1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთი დაწესებულებიდან მეორეში მოსამსახურის გადასვლისას მას მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.

8. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით.

9. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება დადგენილი თანმიმდევრობით, დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით.

10. სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხა ფინანსთა სამინისტროში და გასული არ აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა ან მისი წოდება აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას, ენიჭება ფინანსთა სამინისტროში მოქმედი ის სპეციალური წოდება, რომელიც შეესაბამება მინიჭებულ ბოლო სამხედრო ან სპეციალურ წოდებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა – ენიჭება ფინანსთა სამინისტროში მოქმედი შესაბამისი მორიგი სპეციალური წოდება თუ იგი არ აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას.

10​1. სამხედრო და ფინანსთა სამინისტროში მოქმედი სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესაბამისობა განისაზღვრება შემდეგი თანაფარდობით:

ა) რიგითი, ეფრეიტორი, მეორე კლასის ეფრეიტორი, პირველი კლასის ეფრეიტორი, მატროსი, უფროსი მატროსი, მეორე კლასის მატროსი, პირველი კლასის მატროსი – რიგითი;

ბ) კაპრალი, უმცროსი სერჟანტი, საზღვაო კაპრალი, უმცროსი მიჩმანი – უმცროსი სერჟანტი;

გ) სერჟანტი, მიჩმანი – სერჟანტი;

დ) უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი, ბატალიონის სერჟანტი, სერჟანტ-ლეიტენანტი, უფროსი მიჩმანი, მასტერ მიჩმანი, ხომალდის მიჩმანი (შტაბის მიჩმანი), მთავარი მიჩმანი, მიჩმან-ლეიტენანტი – უფროსი სერჟანტი;

ე) უმცროსი ლეიტენანტი – უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი ინსპექტორი;

ვ) ლეიტენანტი – ლეიტენანტი, III კლასის ინსპექტორი;

ზ) უფროსი ლეიტენანტი – უფროსი ლეიტენანტი, II კლასის ინსპექტორი;

თ) კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი – კაპიტანი, I კლასის ინსპექტორი;

ი) მაიორი, III რანგის კაპიტანი – მაიორი, III კლასის მრჩეველი;

კ) ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი – ვიცე-პოლკოვნიკი, II კლასის მრჩეველი;

ლ) პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი – პოლკოვნიკი, I კლასის მრჩეველი;

მ) ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი, კონტრ-ადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი – ფინანსური პოლიციის გენერალ-მაიორი.

11. ამოღებულია.

12. მოსამსახურეებს, რომლებიც ადრე მსახურობდნენ სამინისტროს სისტემაში და ხელახლა იწყებენ იქ მუშაობას, სამსახურიდან გათავისუფლებამდე ბოლო წოდებით წელთა ნამსახურობის დრო შეიძლება ჩაეთვალოთ ამ წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.

13. სამინისტროს სისტემაში არსებული ერთი ქვედანაყოფიდან მეორეში გადასვლისას, მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.

14. მორიგი სპეციალური წოდება მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის შემდეგ, დაკავებული თანამდებობის ზღვრული სპეციალური წოდების გათვალისწინებით.

15. მოსამსახურეებს პენსიაში გასვლის წინ, უმწიკვლო სამსახურისათვის თუ მათ სისტემაში იმსახურეს ათი ან მეტი წელი და გაუვიდათ სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა, შეიძლება მიენიჭოთ მორიგი სპეციალური წოდება, დადგენილ ზღვრულ წოდებაზე ერთი საფეხურით ზევით, მაგრამ არა უმეტეს პოლკოვნიკის ან I კლასის მრჩევლისა.

16. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ან მიმდინარეობს სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.

17. პირველი და მორიგი სპეციალური წოდებების მისანიჭებლად მოსამსახურეები წარდგენილ უნდა იქნენ მათი უშუალო უფროსის მიერ, ზემდგომი უფროსის თანხმობით.

18. სპეციალური წოდების მისანიჭებლად წარდგენის უსაფუძვლოდ დაგვიანებისათვის შესაბამის უფროსებს ეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

19. პირველი და მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ივსება სპეციალური წარდგინება, რომელიც იგზავნება სამინისტროს კადრების სამსახურში, მორიგი წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.

20. კონტროლს სპეციალური წოდებების მინიჭებაზე ახორციელებს სამინისტროს კადრების სამსახური.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №614-სსმIII, №82, 20.06.2006წ.; მუხ.1095

    მუხლი 6. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება

1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე (არა უმეტეს წელიწადში ერთხელ) ენიჭება:

ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით ან

ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

2. საშუალო და უფროსს სპეციალურ წოდებებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს ვადამდე ანიჭებს მინისტრი, შესაბამისი ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.

3. უმაღლეს სპეციალურ წოდებას სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს ვადამდე ანიჭებს პრეზიდენტი, ფინანსთა მინისტრის წარდგინების საფუძველზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №614-სსმIII, №82, 20.06.2006წ.; მუხ.1095

    მუხლი 7. სპეციალური წოდებების ჩამორთმევა

1. სპეციალური წოდება პირს შეიძლება ჩამოერთვას, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლოს წესით.

    მუხლი 8. ფინანსური პოლიციის თანამშრომელთათვის სპეციალური წოდების დაქვეითება

1. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება ფინანსური პოლიციის თანამშრომლის მიმართ შეიძლება გამოყენებელ იქნეს, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სპეციალური წოდებების ერთი საფეხურით დაქვეითება უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრს.

3. ფინანსთა მინისტრს შეუძლია წოდების აღდგენა, წოდების დაქვეითებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

4. დაქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში არ შედის.

    მუხლი 9. სოციალური გარანტიები

1. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.

3. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე““, №372, 03.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.006.503 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58066-3/