ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (15)
შემდგომი ცვლილებები (7)
წინა ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.006.503
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №372
2004 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 12 მარტის №140 ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ბრძანება №317-სსმIII, №56, 13.05.2005წ.; მუხ.621
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №614-სსმIII, №82, 20.06.2006წ.; მუხ.1095
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №962-სსმIII, №107, 11.08.2006წ.; მუხ.1473
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №958-სსმIII, №109, 02.08.2007წ.; მუხ.1212
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №1199-სსმIII, №158, 09.11.2007წ.; მუხ.1746
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №542-სსმIII, №90, 26.06.2008წ.; მუხ.985
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №910-სსმIII, №178, 15.12.2008წ.; მუხ.1812
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 იანვრის ბრძანება №29-სსმIII, №12, 02.02.2009წ.; მუხ.145
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. ეს დებულება ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში – სპეციალური წოდების) სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 იანვრის ბრძანება №29-სსმIII, №12, 02.02.2009წ.; მუხ.145
მუხლი 2. სამინისტროს სპეციალური წოდებები
1. სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, I კლასის მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2. სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება ამ სამსახურის სახელწოდება.
3. სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემის მოსამსახურეებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №958-სსმIII, №109, 02.08.2007წ.; მუხ.1212
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №1199-სსმIII, №158, 09.11.2007წ.; მუხ.1746
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №542-სსმIII, №90, 26.06.2008წ.; მუხ.985

მუხლი 3. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად
1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგინდეს სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა:
ა) უმცროსი ინსპექტორი, უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი;
ბ) III კლასის ინსპექტორი, ლეიტენანტი – 2 წელი;
გ) II კლასის ინსპექტორი, უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი;
დ) I კლასის ინსპექტორი, კაპიტანი – 3 წელი;
ე) III კლასის მრჩეველი, მაიორი – 4 წელი;
ვ) II კლასის მრჩეველი, ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი;
ზ) I კლასის მრჩეველი, პოლკოვნიკი – 5 წელი.
2. უმცროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებების მინიჭებისას სამსახურის ვადა არ განისაზღვრება.
3. სპეციალური წოდებით ნამსახურობის წლები აითვლება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ხელმოწერის დღიდან.

მუხლი 4. ზღვრული სპეციალური წოდებების დადგენის წესი
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში დადგინდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:
ა) გენერალ-მაიორი – სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი;
ბ) პოლკოვნიკი – საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსი, რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი, საგადასახადო ინსპექციის უფროსი;
გ) ვიცე-პოლკოვნიკი – საგამოძიებო დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსი, რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მოადგილე, საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი, საბაჟო საგუშაგოს უფროსი;
დ) მაიორი – უფროსი გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი მზვერავი, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის განყოფილების უფროსი;
ე) კაპიტანი – გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი, მზვერავი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის მთავარი ინსპექტორი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი;
ვ) უფროსი ლეიტენანტი – საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი ინსპექტორი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი სპეციალისტი;
ზ) ლეიტენანტი – საგამოძიებო დეპარტამენტის სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის ინსპექტორი;
თ) უმცროსი ლეიტენანტი – სპეციალური დანიშნულების რაზმის უმცროსი ინსპექტორი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ბრძანება №317-სსმIII, №56, 13.05.2005წ.; მუხ.621
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №962-სსმIII, №107, 11.08.2006წ.; მუხ.1473

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №910-სსმIII, №178, 15.12.2008წ.; მუხ.1812

მუხლი 5. სპეციალური წოდების მინიჭება
1. უფროსს სპეციალურ წოდებას სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს მინისტრი.
2. უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს ანიჭებს მინისტრი;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეებს (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მოსამსახურეებისა) ანიჭებს შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. სპეციალური წოდებები მიენიჭება პირებს, რომლებიც მიიღებიან სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მათი პირადი თვისებების, სამსახურებრივი გამოცდილების, განათლების, დაკავებული თანამდებობის და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა პირობების გათვალისწინებით.
5. უმცროსი სპეციალური წოდებები მიენიჭებათ უმაღლესი განათლების არქმონე მოსამსახურეებს, რომლებიც მიიღებიან სამუშაოდ სამინისტროს სისტემაში რიგით თანამდებობებზე, ამასთან, მინიჭებული წოდება უნდა შეესაბამებოდეს სამხედრო სამსახურში მინიჭებულ წოდებას, რომელიც ამ მოსამსახურეს გააჩნია.
6. სამინისტროს სისტემაში ახლად მიღებულ მოსამსახურეებს, რომლებსაც გააჩნიათ უმაღლესი განათლება და დაინიშნენ საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე და არ გააჩნიათ ოფიცრის სამხედრო ან სხვა სპეციალური წოდება, ენიჭებათ საშუალო სპეციალური წოდება – „უმცროსი ლეიტენანტი“ ან „უმცროსი ინსპექტორი.
7. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
71. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთი დაწესებულებიდან მეორეში მოსამსახურის გადასვლისას მას მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.
8. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით.
9. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება დადგენილი თანმიმდევრობით, დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით.
10. სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელიც დაინიშნა სამინისტროში და გასული არ აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა ან მისი წოდება აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას, ენიჭება სამინისტროში მოქმედი ის სპეციალური წოდება, რომელიც შეესაბამება მინიჭებულ ბოლო სამხედრო ან სპეციალურ წოდებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა – ენიჭება სამინისტროში მოქმედი შესაბამისი მორიგი სპეციალური წოდება, თუ იგი არ აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას.
101. სამხედრო და სამინისტროში მოქმედი სპეციალური წოდებების შესაბამისობა განისაზღვრება შემდეგი თანაფარდობით:
ა) რიგითი, ეფრეიტორი, მეორე კლასის ეფრეიტორი, პირველი კლასის ეფრეიტორი, მატროსი, უფროსი მატროსი, მეორე კლასის მატროსი, პირველი კლასის მატროსი – რიგითი;
ბ) კაპრალი, უმცროსი სერჟანტი, საზღვაო კაპრალი, უმცროსი მიჩმანი – უმცროსი სერჟანტი;
გ) სერჟანტი, მიჩმანი – სერჟანტი;
დ) უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი, ბატალიონის სერჟანტი, სერჟანტ-ლეიტენანტი, უფროსი მიჩმანი, მასტერ მიჩმანი, ხომალდის მიჩმანი (შტაბის მიჩმანი), მთავარი მიჩმანი, მიჩმან-ლეიტენანტი – უფროსი სერჟანტი;
ე) უმცროსი ლეიტენანტი – უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი ინსპექტორი;
ვ) ლეიტენანტი – ლეიტენანტი, III კლასის ინსპექტორი;
ზ) უფროსი ლეიტენანტი – უფროსი ლეიტენანტი, II კლასის ინსპექტორი;
თ) კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი – კაპიტანი, I კლასის ინსპექტორი;
ი) მაიორი, III რანგის კაპიტანი – მაიორი, III კლასის მრჩეველი;
კ) ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი – ვიცე-პოლკოვნიკი, II კლასის მრჩეველი;
ლ) პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი – პოლკოვნიკი, I კლასის მრჩეველი;
მ) ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი, კონტრ-ადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი – გენერალ-მაიორი.
11. ამოღებულია.
12. მოსამსახურეებს, რომლებიც ადრე მსახურობდნენ სამინისტროს სისტემაში და ხელახლა იწყებენ იქ მუშაობას, სამსახურიდან გათავისუფლებამდე ბოლო წოდებით წელთა ნამსახურობის დრო შეიძლება ჩაეთვალოთ ამ წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.
13. სამინისტროს სისტემაში არსებული ერთი ქვედანაყოფიდან მეორეში გადასვლისას, მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.
14. მორიგი სპეციალური წოდება მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის შემდეგ, დაკავებული თანამდებობის ზღვრული სპეციალური წოდების გათვალისწინებით.
15. მოსამსახურეებს პენსიაში გასვლის წინ, უმწიკვლო სამსახურისათვის თუ მათ სისტემაში იმსახურეს ათი ან მეტი წელი და გაუვიდათ სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა, შეიძლება მიენიჭოთ მორიგი სპეციალური წოდება, დადგენილ ზღვრულ წოდებაზე ერთი საფეხურით ზევით, მაგრამ არა უმეტეს პოლკოვნიკის ან I კლასის მრჩევლისა.
16. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ან მიმდინარეობს სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.
17. პირველი და მორიგი სპეციალური წოდებების მისანიჭებლად მოსამსახურეები წარდგენილ უნდა იქნენ მათი უშუალო უფროსის მიერ, ზემდგომი უფროსის თანხმობით.
18. სპეციალური წოდების მისანიჭებლად წარდგენის უსაფუძვლოდ დაგვიანებისათვის შესაბამის უფროსებს ეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
19. პირველი და მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ივსება სპეციალური წარდგინება, რომელიც ეგზავნება შესაბამის კადრების სამსახურს მორიგი წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.
20. კონტროლს სპეციალური წოდებების მინიჭებაზე ახორციელებს წოდების მინიჭების უფლებამოსილების მქონე უწყების შესაბამისი სამსახური.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №614-სსმIII, №82, 20.06.2006წ.; მუხ.1095

მუხლი 6. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე (არა უმეტეს წელიწადში ერთხელ) ენიჭება:
ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით ან
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
2. საშუალო და უფროსს სპეციალურ წოდებებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს ვადამდე ანიჭებს მინისტრი, შესაბამისი ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.
3. უმაღლეს სპეციალურ წოდებას სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს ვადამდე ანიჭებს პრეზიდენტი, ფინანსთა მინისტრის წარდგინების საფუძველზე.

მუხლი 7. სპეციალური წოდებების ჩამორთმევა
1. სპეციალური წოდება პირს შეიძლება ჩამოერთვას, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლოს წესით.
მუხლი 8. შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელთათვის სპეციალური წოდების დაქვეითება
1. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელთა მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრს.
3. ფინანსთა მინისტრს შეუძლია წოდების აღდგენა, წოდების დაქვეითებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.
4. დაქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში არ შედის.

მუხლი 9. სოციალური გარანტიები
1. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
3. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.006.503
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №372
2004 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 12 მარტის №140 ბრძანება „ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”.

2. ეს დებულება ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სპეციალური წოდების სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.
2. ეს დებულება ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში – სპეციალური წოდების) სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 იანვრის ბრძანება №29-სსმIII, №12, 02.02.2009წ.; მუხ.145
მუხლი 2. სამინისტროს სპეციალური წოდებები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
1. სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, I კლასის მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდ ება – ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება ამ სამსახურის სახელწოდება.
2. სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება ამ სამსახურის სახელწოდება.
3. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემის მოსამსახურეებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
3. სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემის მოსამსახურეებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №958-სსმIII, №109, 02.08.2007წ.; მუხ.1212
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №1199-სსმIII, №158, 09.11.2007წ.; მუხ.1746
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №542-სსმIII, №90, 26.06.2008წ.; მუხ.985
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 იანვრის ბრძანება №29-სსმIII, №12, 02.02.2009წ.; მუხ.145
მუხლი 3. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად
1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგინდეს სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა:
ა) უმცროსი ინსპექტორი, უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი;
ბ) III კლასის ინსპექტორი, ლეიტენანტი – 2 წელი;
გ) II კლასის ინსპექტორი, უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი;
დ) I კლასის ინსპექტორი, კაპიტანი – 3 წელი;
ე) III კლასის მრჩეველი, მაიორი – 4 წელი;
ვ) II კლასის მრჩეველი, ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი;
ზ) I კლასის მრჩეველი, პოლკოვნიკი – 5 წელი.
2. უმცროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებების მინიჭებისას სამსახურის ვადა არ განისაზღვრება.
3. სპეციალური წოდებით ნამსახურობის წლები აითვლება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ხელმოწერის დღიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №542-სსმIII, №90, 26.06.2008წ.; მუხ.985
მუხლი 4. ზღვრული სპეციალური წოდებების დადგენის წესი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში დადგინდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში დადგინდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:
ა) გენერალ-მაიორი – სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი;
ბ) პოლკოვნიკი – საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსი, რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი, საგადასახადო ინსპექციის უფროსი;
გ) ვიცე-პოლკოვნიკი – საგამოძიებო დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსი, რეგიონალური ცენტრის უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი, საბაჟო საგუშაგოს უფროსი;
გ) ვიცე-პოლკოვნიკი – საგამოძიებო დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსი, რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მოადგილე, საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი, საბაჟო საგუშაგოს უფროსი;
დ) მაიორი – უფროსი გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ გამომძიებელი, უფროსი მზვერავი, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის განყოფილების უფროსი;
დ) მაიორი – უფროსი გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი მზვერავი, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის განყოფილების უფროსი;
ე) კაპიტანი – გამომძიებელი, ინსპექტორ- გამომძიებელი, მზვერავი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის მთავარი ინსპექტორი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი;
ე) კაპიტანი – გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი, მზვერავი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის მთავარი ინსპექტორი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი;
ვ) უფროსი ლეიტენანტი – საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი ინსპექტორი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი სპეციალისტი;
ზ) ლეიტენანტი – საგამოძიებო დეპარტამენტის სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის ინსპექტორი;
თ) უმცროსი ლეიტენანტი – სპეციალური დანიშნულების რაზმის უმცროსი ინსპექტორი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ბრძანება №317-სსმIII, №56, 13.05.2005წ.; მუხ.621
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №962-სსმIII, №107, 11.08.2006წ.; მუხ.1473
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №958-სსმIII, №109, 02.08.2007წ.; მუხ.1212
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №1199-სსმIII, №158, 09.11.2007წ.; მუხ.1746
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №542-სსმIII, №90, 26.06.2008წ.; მუხ.985
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №910-სსმIII, №178, 15.12.2008წ.; მუხ.1812
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 იანვრის ბრძანება №29-სსმIII, №12, 02.02.2009წ.; მუხ.145
მუხლი 5. სპეციალური წოდების მინიჭება
1. უფროსს სპეციალურ წოდებას სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს მინისტრი.
2. უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს ანიჭებს მინისტრი;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეებს (გარდა ამ პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტში მითითებული მოსამსახურეებისა) ანიჭებს შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი.
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეებს (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მოსამსახურეებისა) ანიჭებს შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. სახელმწიფო სპეციალური წოდებები მიენიჭება პირებს, რომლებიც მიიღებიან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მათი პირადი თვისებების, სამსახურებრივი გამოცდილების, განათლების, დაკავებული თანამდებობის და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა პირობების გათვალისწინებით.
4. სპეციალური წოდებები მიენიჭება პირებს, რომლებიც მიიღებიან სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მათი პირადი თვისებების, სამსახურებრივი გამოცდილების, განათლების, დაკავებული თანამდებობის და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა პირობების გათვალისწინებით.
5. უმცროსი სპეციალური წოდებები მიენიჭებათ უმაღლესი განათლების არქმონე მოსამსახურეებს, რომლებიც მიიღებიან სამუშაოდ სამინისტროს სისტემაში რიგით თანამდებობებზე, ამასთან, მინიჭებული წოდება უნდა შეესაბამებოდეს სამხედრო სამსახურში მინიჭებულ წოდებას, რომელიც ამ მოსამსახურეს გააჩნია.
6. სამინისტროს სისტემაში ახლად მიღებულ მოსამსახურეებს, რომლებსაც გააჩნიათ უმაღლესი განათლება და დაინიშნენ საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე და არ გააჩნიათ ოფიცრის სამხედრო ან სხვა სპეციალური წოდება, ენიჭებათ საშუალო სპეციალური წოდება – „ უმცროსი ლეიტენანტი“ ან „ უმცროსი ინსპექტორი.
6. სამინისტროს სისტემაში ახლად მიღებულ მოსამსახურეებს, რომლებსაც გააჩნიათ უმაღლესი განათლება და დაინიშნენ საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე და არ გააჩნიათ ოფიცრის სამხედრო ან სხვა სპეციალური წოდება, ენიჭებათ საშუალო სპეციალური წოდება – „უმცროსი ლეიტენანტი“ ან „უმცროსი ინსპექტორი.
7. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
71. „ სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთი დაწესებულებიდან მეორეში მოსამსახურის გადასვლისას მას მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.
71. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთი დაწესებულებიდან მეორეში მოსამსახურის გადასვლისას მას მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.
8. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით.
9. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება დადგენილი თანმიმდევრობით, დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით.
10. სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელიც დაინიშნა ფინანსთა სამინისტროში და გასული არ აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა ან მისი წოდება აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას, ენიჭება ფინანსთა სამინისტროში მოქმედი ის სპეციალური წოდება, რომელიც შეესაბამება მინიჭებულ ბოლო სამხედრო ან სპეციალურ წოდებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა – ენიჭება ფინანსთა სამინისტროში მოქმედი შესაბამისი მორიგი სპეციალური წოდება. თუ იგი არ აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას.
10. სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელიც დაინიშნა სამინისტროში და გასული არ აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა ან მისი წოდება აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას, ენიჭება სამინისტროში მოქმედი ის სპეციალური წოდება, რომელიც შეესაბამება მინიჭებულ ბოლო სამხედრო ან სპეციალურ წოდებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა – ენიჭება სამინისტროში მოქმედი შესაბამისი მორიგი სპეციალური წოდება, თუ იგი არ აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას.
101. სამხედრო და ფინანსთა სამინისტროში მოქმედი სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესაბამისობა განისაზღვრება შემდეგი თანაფარდობით:
101. სამხედრო და სამინისტროში მოქმედი სპეციალური წოდებების შესაბამისობა განისაზღვრება შემდეგი თანაფარდობით:
ა) რიგითი, ეფრეიტორი, მეორე კლასის ეფრეიტორი, პირველი კლასის ეფრეიტორი, მატროსი, უფროსი მატროსი, მეორე კლასის მატროსი, პირველი კლასის მატროსი – რიგითი;
ბ) კაპრალი, უმცროსი სერჟანტი, საზღვაო კაპრალი, უმცროსი მიჩმანი – უმცროსი სერჟანტი;
გ) სერჟანტი, მიჩმანი – სერჟანტი;
დ) უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი, ბატალიონის სერჟანტი, სერჟანტ-ლეიტენანტი, უფროსი მიჩმანი, მასტერ მიჩმანი, ხომალდის მიჩმანი (შტაბის მიჩმანი), მთავარი მიჩმანი, მიჩმან-ლეიტენანტი – უფროსი სერჟანტი;
ე) უმცროსი ლეიტენანტი – უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი ინსპექტორი;
ვ) ლეიტენანტი – ლეიტენანტი, III კლასის ინსპექტორი;
ზ) უფროსი ლეიტენანტი – უფროსი ლეიტენანტი, II კლასის ინსპექტორი;
თ) კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი – კაპიტანი, I კლასის ინსპექტორი;
ი) მაიორი, III რანგის კაპიტანი – მაიორი, III კლასის მრჩეველი;
კ) ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი – ვიცე-პოლკოვნიკი, II კლასის მრჩეველი;
ლ) პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი – პოლკოვნიკი, I კლასის მრჩეველი;
მ) ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი, კონტრ-ადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი – გენერალ-მაიორი.
11. ამოღებულია.
12. მოსამსახურეებს, რომლებიც ადრე მსახურობდნენ სამინისტროს სისტემაში და ხელახლა იწყებენ იქ მუშაობას, სამსახურიდან გათავისუფლებამდე ბოლო წოდებით წელთა ნამსახურობის დრო შეიძლება ჩაეთვალოთ ამ წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.
13. სამინისტროს სისტემაში არსებული ერთი ქვედანაყოფიდან მეორეში გადასვლისას, მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.
14. მორიგი სპეციალური წოდება მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის შემდეგ, დაკავებული თანამდებობის ზღვრული სპეციალური წოდების გათვალისწინებით.
15. მოსამსახურეებს პენსიაში გასვლის წინ, უმწიკვლო სამსახურისათვის თუ მათ სისტემაში იმსახურეს ათი ან მეტი წელი და გაუვიდათ სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა, შეიძლება მიენიჭოთ მორიგი სპეციალური წოდება, დადგენილ ზღვრულ წოდებაზე ერთი საფეხურით ზევით, მაგრამ არა უმეტეს პოლკოვნიკის ან I კლასის მრჩევლისა.
16. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ან მიმდინარეობს სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.
17. პირველი და მორიგი სპეციალური წოდებების მისანიჭებლად მოსამსახურეები წარდგენილ უნდა იქნენ მათი უშუალო უფროსის მიერ, ზემდგომი უფროსის თანხმობით.
18. სპეციალური წოდების მისანიჭებლად წარდგენის უსაფუძვლოდ დაგვიანებისათვის შესაბამის უფროსებს ეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
19. პირველი და მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ივსება სპეციალური წარდგინება, რომელიც ეგზავნება შესაბამის კადრების სამსახურს მორიგი წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.
20. კონტროლს სპეციალური წოდებების მინიჭებაზე ახორციელებს წოდების მინიჭების უფლებამოსილების მქონე უწყების შესაბამისი სამსახური.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №614-სსმIII, №82, 20.06.2006წ.; მუხ.1095
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №958-სსმIII, №109, 02.08.2007წ.; მუხ.1212
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №542-სსმIII, №90, 26.06.2008წ.; მუხ.985
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №910-სსმIII, №178, 15.12.2008წ.; მუხ.1812
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 იანვრის ბრძანება №29-სსმIII, №12, 02.02.2009წ.; მუხ.145
მუხლი 6. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე (არა უმეტეს წელიწადში ერთხელ) ენიჭება:
ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით ან
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
2. საშუალო და უფროსს სპეციალურ წოდებებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს ვადამდე ანიჭებს მინისტრი, შესაბამისი ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.
3. უმაღლეს სპეციალურ წოდებას სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს ვადამდე ანიჭებს პრეზიდენტი, ფინანსთა მინისტრის წარდგინების საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №614-სსმIII, №82, 20.06.2006წ.; მუხ.1095
მუხლი 7. სპეციალური წოდებების ჩამორთმევა
1. სპეციალური წოდება პირს შეიძლება ჩამოერთვას, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლოს წესით.
მუხლი 8. შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელთათვის სპეციალური წოდების დაქვეითება
1. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელთა მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრს.
3. ფინანსთა მინისტრს შეუძლია წოდების აღდგენა, წოდების დაქვეითებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.
4. დაქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში არ შედის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №958-სსმIII, №109, 02.08.2007წ.; მუხ.1212
მუხლი 9. სოციალური გარანტიები
1. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
3. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.006.503
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №372
2004 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 12 მარტის №140 ბრძანება „ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ბრძანება №317-სსმIII, №56, 13.05.2005წ.; მუხ.621
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №614-სსმIII, №82, 20.06.2006წ.; მუხ.1095
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №962-სსმIII, №107, 11.08.2006წ.; მუხ.1473
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №958-სსმIII, №109, 02.08.2007წ.; მუხ.1212
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №1199-სსმIII, №158, 09.11.2007წ.; მუხ.1746
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №542-სსმIII, №90, 26.06.2008წ.; მუხ.985
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №910-სსმIII, №178, 15.12.2008წ.; მუხ.1812
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 იანვრის ბრძანება №29-სსმIII, №12, 02.02.2009წ.; მუხ.145
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №783-სსმIII, №147, 30.11.2009წ.; მუხ.1730
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულება🔗
1. ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. ეს დებულება ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში – სპეციალური წოდების) სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 იანვრის ბრძანება №29-სსმIII, №12, 02.02.2009წ.; მუხ.145
მუხლი 2. სამინისტროს სპეციალური წოდებები🔗
1. სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, I კლასის მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2. სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება ამ სამსახურის სახელწოდება.
3. სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემის მოსამსახურეებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
3. სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის მოსამსახურეებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №958-სსმIII, №109, 02.08.2007წ.; მუხ.1212
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №1199-სსმIII, №158, 09.11.2007წ.; მუხ.1746
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №542-სსმIII, №90, 26.06.2008წ.; მუხ.985
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 იანვრის ბრძანება №29-სსმIII, №12, 02.02.2009წ.; მუხ.145
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №783-სსმIII, №147, 30.11.2009წ.; მუხ.1730
მუხლი 3. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად🔗
1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგინდეს სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა:
ა) უმცროსი ინსპექტორი, უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი;
ბ) III კლასის ინსპექტორი, ლეიტენანტი – 2 წელი;
გ) II კლასის ინსპექტორი, უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი;
დ) I კლასის ინსპექტორი, კაპიტანი – 3 წელი;
ე) III კლასის მრჩეველი, მაიორი – 4 წელი;
ვ) II კლასის მრჩეველი, ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი;
ზ) I კლასის მრჩეველი, პოლკოვნიკი – 5 წელი.
2. უმცროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებების მინიჭებისას სამსახურის ვადა არ განისაზღვრება.
3. სპეციალური წოდებით ნამსახურობის წლები აითვლება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ხელმოწერის დღიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №542-სსმIII, №90, 26.06.2008წ.; მუხ.985
მუხლი 4. ზღვრული სპეციალური წოდებების დადგენის წესი🔗
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში დადგინდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემაში დადგინდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:
ა) გენერალ-მაიორი – სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი;
ა) გენერალ-მაიორი – სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი;
ბ) პოლკოვნიკი – საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსი, რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი, საგადასახადო ინსპექციის უფროსი;
ბ) პოლკოვნიკი – ადმინისტრაციის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი, ტერიტორიული ორგანოს უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;
გ) ვიცე-პოლკოვნიკი – საგამოძიებო დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსი, რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მოადგილე, საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი, საბაჟო საგუშაგოს უფროსი;
გ) ვიცე-პოლკოვნიკი – მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე, ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
დ) მაიორი – უფროსი გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი მზვერავი, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის განყოფილების უფროსი;
დ) მაიორი –კანცელარიის უფროსი, უფროსი გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი მზვერავი, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის განყოფილების უფროსი;
ე) კაპიტანი – გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი, მზვერავი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის მთავარი ინსპექტორი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი;
ე) კაპიტანი – გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი, მზვერავი, მთავარი სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის მთავარი ინსპექტორი, მთავარი ბუღალტერი;
ვ) უფროსი ლეიტენანტი – საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი ინსპექტორი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი სპეციალისტი;
ვ) უფროსი ლეიტენანტი – უფროსი სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი ინსპექტორი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი სპეციალისტი;
ზ) ლეიტენანტი – საგამოძიებო დეპარტამენტის სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის ინსპექტორი;
ზ) ლეიტენანტი – სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის ინსპექტორი;
თ) უმცროსი ლეიტენანტი – სპეციალური დანიშნულების რაზმის უმცროსი ინსპექტორი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ბრძანება №317-სსმIII, №56, 13.05.2005წ.; მუხ.621
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №962-სსმIII, №107, 11.08.2006წ.; მუხ.1473
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №958-სსმIII, №109, 02.08.2007წ.; მუხ.1212
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №1199-სსმIII, №158, 09.11.2007წ.; მუხ.1746
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №542-სსმIII, №90, 26.06.2008წ.; მუხ.985
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №910-სსმIII, №178, 15.12.2008წ.; მუხ.1812
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 იანვრის ბრძანება №29-სსმIII, №12, 02.02.2009წ.; მუხ.145
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №783-სსმIII, №147, 30.11.2009წ.; მუხ.1730
მუხლი 5. სპეციალური წოდების მინიჭება🔗
1. უფროსს სპეციალურ წოდებას სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს მინისტრი.
2. უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს ანიჭებს მინისტრი;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეებს (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მოსამსახურეებისა) ანიჭებს შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. სპეციალური წოდებები მიენიჭება პირებს, რომლებიც მიიღებიან სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მათი პირადი თვისებების, სამსახურებრივი გამოცდილების, განათლების, დაკავებული თანამდებობის და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა პირობების გათვალისწინებით.
5. უმცროსი სპეციალური წოდებები მიენიჭებათ უმაღლესი განათლების არქმონე მოსამსახურეებს, რომლებიც მიიღებიან სამუშაოდ სამინისტროს სისტემაში რიგით თანამდებობებზე, ამასთან, მინიჭებული წოდება უნდა შეესაბამებოდეს სამხედრო სამსახურში მინიჭებულ წოდებას, რომელიც ამ მოსამსახურეს გააჩნია.
6. სამინისტროს სისტემაში ახლად მიღებულ მოსამსახურეებს, რომლებსაც გააჩნიათ უმაღლესი განათლება და დაინიშნენ საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე და არ გააჩნიათ ოფიცრის სამხედრო ან სხვა სპეციალური წოდება, ენიჭებათ საშუალო სპეციალური წოდება – „უმცროსი ლეიტენანტი“ ან „უმცროსი ინსპექტორი.
7. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
71. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთი დაწესებულებიდან მეორეში მოსამსახურის გადასვლისას მას მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.
8. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით.
9. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება დადგენილი თანმიმდევრობით, დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით.
10. სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელიც დაინიშნა სამინისტროში და გასული არ აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა ან მისი წოდება აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას, ენიჭება სამინისტროში მოქმედი ის სპეციალური წოდება, რომელიც შეესაბამება მინიჭებულ ბოლო სამხედრო ან სპეციალურ წოდებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა – ენიჭება სამინისტროში მოქმედი შესაბამისი მორიგი სპეციალური წოდება, თუ იგი არ აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას.
101. სამხედრო და სამინისტროში მოქმედი სპეციალური წოდებების შესაბამისობა განისაზღვრება შემდეგი თანაფარდობით:
ა) რიგითი, ეფრეიტორი, მეორე კლასის ეფრეიტორი, პირველი კლასის ეფრეიტორი, მატროსი, უფროსი მატროსი, მეორე კლასის მატროსი, პირველი კლასის მატროსი – რიგითი;
ბ) კაპრალი, უმცროსი სერჟანტი, საზღვაო კაპრალი, უმცროსი მიჩმანი – უმცროსი სერჟანტი;
გ) სერჟანტი, მიჩმანი – სერჟანტი;
დ) უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი, ბატალიონის სერჟანტი, სერჟანტ-ლეიტენანტი, უფროსი მიჩმანი, მასტერ მიჩმანი, ხომალდის მიჩმანი (შტაბის მიჩმანი), მთავარი მიჩმანი, მიჩმან-ლეიტენანტი – უფროსი სერჟანტი;
ე) უმცროსი ლეიტენანტი – უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი ინსპექტორი;
ვ) ლეიტენანტი – ლეიტენანტი, III კლასის ინსპექტორი;
ზ) უფროსი ლეიტენანტი – უფროსი ლეიტენანტი, II კლასის ინსპექტორი;
თ) კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი – კაპიტანი, I კლასის ინსპექტორი;
ი) მაიორი, III რანგის კაპიტანი – მაიორი, III კლასის მრჩეველი;
კ) ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი – ვიცე-პოლკოვნიკი, II კლასის მრჩეველი;
ლ) პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი – პოლკოვნიკი, I კლასის მრჩეველი;
მ) ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი, კონტრ-ადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი – გენერალ-მაიორი.
11. ამოღებულია.
12. მოსამსახურეებს, რომლებიც ადრე მსახურობდნენ სამინისტროს სისტემაში და ხელახლა იწყებენ იქ მუშაობას, სამსახურიდან გათავისუფლებამდე ბოლო წოდებით წელთა ნამსახურობის დრო შეიძლება ჩაეთვალოთ ამ წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.
13. სამინისტროს სისტემაში არსებული ერთი ქვედანაყოფიდან მეორეში გადასვლისას, მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.
14. მორიგი სპეციალური წოდება მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის შემდეგ, დაკავებული თანამდებობის ზღვრული სპეციალური წოდების გათვალისწინებით.
15. მოსამსახურეებს პენსიაში გასვლის წინ, უმწიკვლო სამსახურისათვის თუ მათ სისტემაში იმსახურეს ათი ან მეტი წელი და გაუვიდათ სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა, შეიძლება მიენიჭოთ მორიგი სპეციალური წოდება, დადგენილ ზღვრულ წოდებაზე ერთი საფეხურით ზევით, მაგრამ არა უმეტეს პოლკოვნიკის ან I კლასის მრჩევლისა.
16. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ან მიმდინარეობს სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.
17. პირველი და მორიგი სპეციალური წოდებების მისანიჭებლად მოსამსახურეები წარდგენილ უნდა იქნენ მათი უშუალო უფროსის მიერ, ზემდგომი უფროსის თანხმობით.
18. სპეციალური წოდების მისანიჭებლად წარდგენის უსაფუძვლოდ დაგვიანებისათვის შესაბამის უფროსებს ეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
19. პირველი და მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ივსება სპეციალური წარდგინება, რომელიც ეგზავნება შესაბამის კადრების სამსახურს მორიგი წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.
20. კონტროლს სპეციალური წოდებების მინიჭებაზე ახორციელებს წოდების მინიჭების უფლებამოსილების მქონე უწყების შესაბამისი სამსახური.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №614-სსმIII, №82, 20.06.2006წ.; მუხ.1095
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №958-სსმIII, №109, 02.08.2007წ.; მუხ.1212
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №542-სსმIII, №90, 26.06.2008წ.; მუხ.985
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №910-სსმIII, №178, 15.12.2008წ.; მუხ.1812
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 იანვრის ბრძანება №29-სსმIII, №12, 02.02.2009წ.; მუხ.145
მუხლი 6. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება🔗
1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე (არა უმეტეს წელიწადში ერთხელ) ენიჭება:
ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით ან
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
2. საშუალო და უფროსს სპეციალურ წოდებებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს ვადამდე ანიჭებს მინისტრი, შესაბამისი ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.
3. უმაღლეს სპეციალურ წოდებას სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს ვადამდე ანიჭებს პრეზიდენტი, ფინანსთა მინისტრის წარდგინების საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №614-სსმIII, №82, 20.06.2006წ.; მუხ.1095
მუხლი 7. სპეციალური წოდებების ჩამორთმევა🔗
1. სპეციალური წოდება პირს შეიძლება ჩამოერთვას, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლოს წესით.
მუხლი 8. შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელთათვის სპეციალური წოდების დაქვეითება🔗
1. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელთა მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრს.
3. ფინანსთა მინისტრს შეუძლია წოდების აღდგენა, წოდების დაქვეითებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.
4. დაქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში არ შედის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №958-სსმIII, №109, 02.08.2007წ.; მუხ.1212
მუხლი 9. სოციალური გარანტიები🔗
1. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
3. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.
მუხლი 10. გარდამავალი დებულება🔗
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებსაც 2009 წლის 1 დეკემბრამდე სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიღებისას ან სამსახურის გავლის პერიოდში მიენიჭათ სპეციალური სახელმწიფო წოდებები, შეუნარჩუნდეთ აღნიშნული სპეციალური სახელმწიფო წოდებები, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდებებისთვის კანონმდებლობით დადგენილი დანამატები შეუნარჩუნდეთ სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მუშაობის მთელი პერიოდის მანძილზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №783-სსმIII, №147, 30.11.2009წ.; მუხ.1730
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე““, №372, 03.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.006.503 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58066-8/