საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.07.2004 ძალადაკარგული 03.05.2016
ნომერი
№835
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.11.106.006.575
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 19/07/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (21)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (14)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.11.106.006.575

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №835

2004 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №1153-სსმIII, №103, 21.09.2004წ.; მუხ.892

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის ბრძანება №488-სსმIII, №65, 15.05.2006წ.; მუხ.838

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმIII, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №240-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1527

6. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №20-სსმIII, №10, 26.01.2009წ.; მუხ.96

7. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის ბრძანება №57-სსმIII, №25, 06.03.2009წ.; მუხ.329

8. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №227-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1872

9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №239-სსმIII, №172, 31.12.2010წ.; მუხ.2494

10. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 სექტემბრის  ბრძანება №127 - ვებგვერდი, 29.09.2011 წ.

11. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 31.05.2012 წ.

12. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 20.03.2013 წ.

13. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 23 მარტის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 23.03.2013 წ.

14. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის  ბრძანება №29 - ვებგვერდი, 03.06.2013 წ.

სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

დებულება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №240-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1527

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. სააგენტოს სრული დასახელებაა: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ ან ,,საჯარო რეესტრი“. სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების ბეჭდებზე, ბლანკებზე და ოფიციალურ დოკუმენტებზე გამოყენებული სააგენტოს დასახელება დასაწყისში უნდა მოიცავდეს მითითებას ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით.

4. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე.

5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში, სიმბოლიკა, მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის ფრაგმენტის გამოსახულებით და სააგენტოს დასახელებით, სხვა ბეჭდები, შტამპები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მექანიკური ან/და მართვის ავტომატური საშუალებებით.

8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, წმინდა ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის 2.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №240-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1527

    მუხლი 2.  სააგენტოს მიზანი და ფუნქციები

1.  სააგენტოს მიზანია ერთიანი საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ა და მისამართების რეესტრის ფორმირება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2.  სააგენტოს ფუნქციებია:

ა)  საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის და მისამართების რეესტრის წარმოება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, დამისამართების პროცესში სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;

ბ) საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის და მისამართების რეესტრის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მისამართების რეესტრის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ) საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მისამართების რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის მეთოდური ხელმძღვანელობა და შესაბამისი მითითებების შემუშავება;

ე)  საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მისამართების რეესტრის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ვ)  ტოპოგრაფიის, გეოდეზიის, გრავიმეტრიის, კარტოგრაფიის, აეროკოსმოსური გადაღებითი და გეოინფორმაციული სისტემების საქმიანობის სფეროში (შემდგომში – ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები) სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება;

ზ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სიმაღლეთა და კოორდინატთა ერთიანი სისტემის შექმნა, განახლება და მონიტორინგი;

თ) დარგის განვითარებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიულ-ტექნიკური შინაარსის აქტების პროექტების შემუშავება;

ი) სახელმწიფო და ადმინისტრაციული საზღვრების, კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების, აგრეთვე დასახლებული პუნქტებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების საზღვრების, სახელწოდებების და ინფორმაციის სწორი ასახვის უზრუნველყოფა კარტოგრაფიულ პროდუქციაზე;

კ) სახელმწიფო სახსრებით განხორციელებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შედეგად შექმნილი მონაცემებისა და მასალების ცენტრალიზებული აღრიცხვის ორგანიზება და სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში (ამობეჭდილი და ციფრული ფორმით) შენახვა;

ლ) სახელმწიფო დაწესებულებებისა და შესაბამისი უწყებების მაღალი სიზუსტის გეოდეზიური მონაცემებით, სახელმწიფო დანიშნულების შინაარსობრივად განახლებული სხვადასხვა მასშტაბების ტოპოგრაფიული, ზოგადგეოგრაფიული და სხვადასხვა დანიშნულების თემატიკური ციფრული რუკებით და აეროკოსმოსური სურათებით უზრუნველყოფის ორგანიზება;

მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა, დემარკაციისა და საზღვრის ხაზის მდებარეობის შემოწმების სამუშაოთა ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული მასალებით უზრუნველყოფისა და საზღვრების გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემთა ბაზის შექმნის ორგანიზება;

ნ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ციფრული სივრცითი ინფორმაციული მონაცემების ეროვნული სტანდარტების შემუშავება;

ო) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №240-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1527

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №227-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1872

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №239-სსმIII, №172, 31.12.2010წ.; მუხ.2494

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 სექტემბრის  ბრძანება №127 - ვებგვერდი, 29.09.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 31.05.2012 წ.

    მუხლი 3. ამოღებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

    მუხლი 4. ამოღებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №1153-სსმIII, №103, 21.09.2004წ.; მუხ.892

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №240-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1527

    მუხლი 5. ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს სააგენტოს და ერთპიროვნულად წარმართავს მის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სააგენტოს საქმიანობას ეხება;

გ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და გასცემს მინდობილობებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);

ე) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების დებულებებს;

ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

ზ) უფლებამოსილია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება (სააგენტოს დოკუმენტაციის ხელმოწერით დამოწმების, სააგენტოს წარმომადგენლობის, სააგენტოს თანამშრომლის მივლინებაში ან/და შვებულებაში გაშვების და სხვა) მიანდოს სააგენტოს ცალკეულ თანამშრომლებს;

თ) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

ი) საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;

ი​1) საქართველოს იუსტიციის მინისტრს დასანიშნად წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურებს;

კ) საშტატო განრიგის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს და განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ლ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს და გაათავისუფლოს სააგენტოს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;

მ) უფლებამოსილია სამსახურებრივი მივლინებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი სადღეღამისო ხარჯების ნორმის ფარგლებს გარეთ, არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის და სხვა შემთხვევებში სააგენტოს თანამშრომლებისთვის განსაზღვროს დამატებითი საზღაური (დანამატი);

ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;

ო) საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს;

პ) სააგენტოს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააგენტოს თავმჯდომარე ვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ.

3​1. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე.

3​2. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს სააგენტოს თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მინისტრი უფლებამოსილია სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლოს საკუთარი ინიციატივით.

3​3. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით.

4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული  თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის ბრძანება №488-სსმIII, №65, 15.05.2006წ.; მუხ.838

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №240-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1527

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №20-სსმIII, №10, 26.01.2009წ.; მუხ.96

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №227-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1872

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის  ბრძანება №29 - ვებგვერდი, 03.06.2013 წ.

    მუხლი 6. სააგენტოს სტუქტურა

1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის ფუნქციები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

3. ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს აქვს ბეჭედი და შტამპი. ცალკეულ შემთხვევებში სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს შეიძლება გააჩნდეს რამდენიმე ბეჭედი და შტამპი.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს და მის მოადგილეს მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

4​1. ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

5. სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ან სააგენტოს თავმჯდომარის მიერ მინდობილი ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება მიანდოს თავის მოადგილეს ან/და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის ცალკეულ თანამშრომელს.

6. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაცია; 

ბ) კანცელარია;

გ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახური;

ვ) რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახური;

ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური;

თ) იურიდიული სამსახური;

ი) შიდა კონტროლის სამსახური;

კ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;

ლ) შესყიდვების სამსახური;

მ) სამეურნეო სამსახური;

ნ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახური;

ო) გირავნობის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის სამსახური;

პ) კარტოგრაფიის და გეოდეზიის სამსახური;

ჟ) ტექნიკური აღრიცხვის არქივის სამსახური;

რ) არქივის სამსახური;

ს) სამისამართო სამსახური;

ტ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციის სამსახური.

7. სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა:

ა.ა) გაგრის სარეგისტრაციო სამსახური;

ა.ბ) გალის სარეგისტრაციო სამსახური;

ა.გ) გუდაუთის სარეგისტრაციო სამსახური;

ა.დ) გულრიფშის სარეგისტრაციო სამსახური;

ა.ე) ოჩამჩირის სარეგისტრაციო სამსახური;

ა.ვ) სოხუმის სარეგისტრაციო სამსახური;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა:

ბ.ა) ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური;

ბ.ბ) ქედის სარეგისტრაციო სამსახური;

ბ.გ) ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური;

ბ.დ) შუახევის სარეგისტრაციო სამსახური;

ბ.ე) ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური;

ბ.ვ) ხულოს სარეგისტრაციო სამსახური;

გ) გურიის რეგიონი:

გ.ა) ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახური;

გ.ბ) ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური;

გ.გ) ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახური;

დ) იმერეთის რეგიონი:

დ.ა) ბაღდათის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.ბ) ვანის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.გ) ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.დ) თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.ე) სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.ვ) საჩხერის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.ზ) ტყიბულის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.თ) ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.ი) წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახური;

დ.კ) ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.ლ) ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.მ) ხონის სარეგისტრაციო სამსახური;

ე) კახეთის რეგიონი:

ე.ა) ახმეტის სარეგისტრაციო სამსახური;

ე.ბ) გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახური;

ე.გ) დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახური;

ე.დ) თელავის სარეგისტრაციო სამსახური;

ე.ე) ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახური;

ე.ვ) საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახური;

ე.ზ) სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახური;

ე.თ) ყვარლის სარეგისტრაციო სამსახური;

ვ) რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი:

ვ.ა) ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახური;

ვ.ბ) ლენტეხის სარეგისტრაციო სამსახური;

ვ.გ) ონის სარეგისტრაციო სამსახური;

ვ.დ) ცაგერის სარეგისტრაციო სამსახური;

ზ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონი:

ზ.ა) ახალგორის სარეგისტრაციო სამსახური;

ზ.ბ) დუშეთის სარეგისტრაციო სამსახური;

ზ.გ) თიანეთის სარეგისტრაციო სამსახური;

ზ.დ) მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური;

ზ.ე) ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახური;

თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი:

თ.ა) აბაშის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.ბ) ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.გ) მარტვილის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.დ) მესტიის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.ე) სენაკის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.ვ) ფოთის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.ზ) ჩხოროწყუს სარეგისტრაციო სამსახური;

თ.თ) წალენჯიხის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.ი) ხობის სარეგისტრაციო სამსახური;

ი) სამცხე-ჯავახეთის რეგიონი:

ი.ა) ადიგენის სარეგისტრაციო სამსახური;

ი.ბ) ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახური;

ი.გ) ასპინძის სარეგისტრაციო სამსახური;

ი.დ) ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური;

ი.ე) ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახური;

ი.ვ) ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური;

კ) ქვემო ქართლის რეგიონი:

კ.ა) ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახური;

კ.ბ) გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური;

კ.გ) დმანისის სარეგისტრაციო სამსახური;

კ.დ) თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახური;

კ.ე) მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური;

კ.ვ) რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური;

კ.ზ) წალკის სარეგისტრაციო სამსახური;

ლ) შიდა ქართლის რეგიონი:

ლ.ა) გორის სარეგისტრაციო სამსახური;

ლ.ბ) თბილისის სარეგისტრაციო სამსახური;

ლ.გ) კასპის სარეგისტრაციო სამსახური;

ლ.დ) ქარელის სარეგისტრაციო სამსახური;

ლ.ე) ხაშურის სარეგისტრაციო სამსახური;

მ) ცხინვალის რეგიონი:

მ.ა) ერედვის სარეგისტრაციო სამსახური;

მ.ბ) ქურთის სარეგისტრაციო სამსახური;

მ.გ) ცხინვალის სარეგისტრაციო სამსახური;

მ.დ) ჯავის სარეგისტრაციო სამსახური.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის ბრძანება №488-სსმIII, №65, 15.05.2006წ.; მუხ.838

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №240-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1527

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №20-სსმIII, №10, 26.01.2009წ.; მუხ.96

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის ბრძანება №57-სსმIII, №25, 06.03.2009წ.; მუხ.329

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №227-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1872

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №239-სსმIII, №172, 31.12.2010წ.; მუხ.2494

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 სექტემბრის  ბრძანება №127 - ვებგვერდი, 29.09.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 31.05.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 20.03.2013 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 23 მარტის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 23.03.2013 წ.

    მუხლი 7. ამოღებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის ბრძანება №488-სსმIII, №65, 15.05.2006წ.; მუხ.838

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №240-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1527

    მუხლი 8. სააგენტოს ქონება

1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს, სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსში.

2. სააგენტოს ბალანსზე არსებული ქონება შედგება ასევე ძირითადი და საბრუნავი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფინანსური რესურსების და არამატერიალური აქტივებისაგან, რომელთა შეძენა და განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

    მუხლი 9. სააგენტოს დაფინანსების წყაროები

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური;

დ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

ე) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით, აგრეთვე მის მიერ შექმნილი პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები;

ვ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

ზ) საჩუქრად და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი;

თ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სააგენტოს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.

3. სააგენტო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

    მუხლი 10. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. სააგენტომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელე-ბილი ორგანოს მიერ, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №240-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1527

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №227-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1872

    მუხლი 11. სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია

1. სააგენტოს რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახდენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

    მუხლი 12. დასკვნითი დებულებები

სააგენტოს დებულებაში ცვლილებები და დამატებები შედის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №835, 19.07.2004, სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.11.106.006.575 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58216-14/