საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.07.2004 ძალადაკარგული 03.05.2016
ნომერი
№835
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.11.106.006.575
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 19/07/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (21)

შემდგომი ცვლილებები (17)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.11.106.006.575

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №835

2004 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

 

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №1153-სსმIII, №103, 21.09.2004წ.; მუხ.892

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის ბრძანება №488-სსმIII, №65, 15.05.2006წ.; მუხ.838

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმIII, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

დებულება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. სააგენტოს სრული დასახელებაა: ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“. სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების ბეჭდებზე, ბლანკებზე, აბრებზე, სიმბოლიკაზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე, ვებგვერდზე, სხვა ნებისმიერ რეკვიზიტსა და საქმიან ურთიერთობებში შესაძლებელია სააგენტოს შემოკლებული დასახელების გამოყენება, მაგრამ ყველა შემთხვევაში სააგენტოს დასახელება დასაწყისში უნდა მოიცავდეს მითითებას ,,იუსტიციის სამინისტრო“.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით.

4. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე.

5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში, სიმბოლიკა, მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის ფრაგმენტის გამოსახულებით და სააგენტოს დასახელებით, სხვა ბეჭდები, შტამპები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. სააგენტოს (მათ შორის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების) მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ხელმოწერა შეიძლება აღიბეჭდოს მექანიკური საშუალებების გამოყენებით.

8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, წმინდა ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის 2.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

    მუხლი 2.  სააგენტოს მიზანი და ფუნქციები

1. სააგენტოს მიზანია:

ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციით, ერთიანი საჯარო რეესტრის ფორმირებით და მისი ხელმისაწვდომობით ქვეყანაში უძრავი და მოძრავი ნივთების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

2. სააგენტოს ფუნქციებია:

ა) უძრავ და მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია და ერთიანი რეესტრის ფორმირება;

ბ) უძრავ ნივთებზე საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა;

გ) საჯარო რეესტრში უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის ფართობის, მისი დანიშნულების და მასზე უფლების მქონე პირის შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოებისათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიწოდება;

დ) საჯარო რეესტრის ორგანიზება და წარმოება;

ე) საჯარო რეესტრის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ვ) საჯარო რეესტრის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

    მუხლი 3. ამოღებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

    მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე.

3. თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ან მინისტრი.

4. თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით.

5. თავმჯდომარის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის გამო არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №1153-სსმIII, №103, 21.09.2004წ.; მუხ.892

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

    მუხლი 5. სააგენტოს თავმჯდომარე

1. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სააგენტოს საქმიანობას ეხება;

ბ) ერთპიროვნულად წარმართავს სააგენტოს საქმიანობას და მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას;

გ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და გასცემს მინდობილობებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური და ნორმატიული ხასიათის სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);

ე) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს და სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების დებულებებს;

ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;

ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებს და ქონებას;

ი) სააგენტოს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

კ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

ლ) საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლება-მოვალეობებს;

მ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის შესაბამისად, თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების დადებას და განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ნ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, დადგენილი სახელფასო ფონდის ფარგლებში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს სააგენტოს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;

ო) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;

პ) უფლებამოსილია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება (სააგენტოს დოკუმენტაციის ხელმოწერით დამოწმების, სააგენტოს წარმომადგენლობის, სააგენტოს თანამშრომლის მივლინებაში ან/და შვებულებაში გაშვების და სხვა) მიანდოს თავის მოადგილეებს და სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების უფროსებს;

ჟ) ზედამხედველობს სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობას და უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს (ბათილად ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს) მათი გადაწყვეტილებები;

რ) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

ს) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ასევე საჯარო რეესტრის სისტემის რეგულირებისა და მისი სრულყოფის შესახებ;

ტ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეთანხმების არარსებობისას გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის ბრძანება №488-სსმIII, №65, 15.05.2006წ.; მუხ.838

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

    მუხლი 6. სააგენტოს სტუქტურა

1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის ფუნქციები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

3. ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს აქვს ბეჭედი და შტამპი. ცალკეულ შემთხვევებში სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს შეიძლება გააჩნდეს რამდენიმე ბეჭედი და შტამპი.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ან მინისტრი, ხოლო დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობის შემსრულებელს (შვებულების ან სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში) არა უმეტეს ერთი თვის ვადით – სააგენტოს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმების გარეშე.

5. ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ან სააგენტოს თავმჯდომარის მიერ მინდობილი ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება მიანდოს თავის მოადგილეს ან/და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის ცალკეულ თანამშრომელს.

6. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) კანცელარია;

გ) კადრების სამსახური;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

ვ) მარკეტინგის სამსახური;

ზ) რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახური;

თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური;

ი) იურიდიული სამსახური;

კ) შიდა კონტროლის სამსახური;

ლ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;

მ) შესყიდვების სამსახური;

ნ) სამეურნეო სამსახური.

7. სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა:

ა.ა) გაგრის სარეგისტრაციო სამსახური;

ა.ბ) გალის სარეგისტრაციო სამსახური;

ა.გ) გუდაუთის სარეგისტრაციო სამსახური;

ა.დ) გულრიფშის სარეგისტრაციო სამსახური;

ა.ე) ოჩამჩირის სარეგისტრაციო სამსახური;

ა.ვ) სოხუმის სარეგისტრაციო სამსახური;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა:

ბ.ა) ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური;

ბ.ბ) ქედის სარეგისტრაციო სამსახური;

ბ.გ) ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური;

ბ.დ) შუახევის სარეგისტრაციო სამსახური;

ბ.ე) ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური;

ბ.ვ) ხულოს სარეგისტრაციო სამსახური;

გ) გურიის რეგიონი:

გ.ა) ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახური;

გ.ბ) ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური;

გ.გ) ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახური;

დ) იმერეთის რეგიონი:

დ.ა) ბაღდათის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.ბ) ვანის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.გ) ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.დ) თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.ე) სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.ვ) საჩხერის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.ზ) ტყიბულის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.თ) ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.ი) წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახური;

დ.კ) ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.ლ) ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.მ) ხონის სარეგისტრაციო სამსახური;

ე) კახეთის რეგიონი:

ე.ა) ახმეტის სარეგისტრაციო სამსახური;

ე.ბ) გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახური;

ე.გ) დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახური;

ე.დ) თელავის სარეგისტრაციო სამსახური;

ე.ე) ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახური;

ე.ვ) საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახური;

ე.ზ) სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახური;

ე.თ) ყვარლის სარეგისტრაციო სამსახური;

ვ) რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი:

ვ.ა) ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახური;

ვ.ბ) ლენტეხის სარეგისტრაციო სამსახური;

ვ.გ) ონის სარეგისტრაციო სამსახური;

ვ.დ) ცაგერის სარეგისტრაციო სამსახური;

ზ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონი:

ზ.ა) ახალგორის სარეგისტრაციო სამსახური;

ზ.ბ) დუშეთის სარეგისტრაციო სამსახური;

ზ.გ) თიანეთის სარეგისტრაციო სამსახური;

ზ.დ) მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური;

ზ.ე) ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახური;

თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი:

თ.ა) აბაშის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.ბ) ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.გ) მარტვილის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.დ) მესტიის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.ე) სენაკის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.ვ) ფოთის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.ზ) ჩხოროწყუს სარეგისტრაციო სამსახური;

თ.თ) წალენჯიხის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.ი) ხობის სარეგისტრაციო სამსახური;

ი) სამცხე-ჯავახეთის რეგიონი:

ი.ა) ადიგენის სარეგისტრაციო სამსახური;

ი.ბ) ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახური;

ი.გ) ასპინძის სარეგისტრაციო სამსახური;

ი.დ) ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური;

ი.ე) ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახური

კ) ქვემო ქართლის რეგიონი:

კ.ა) ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახური;

კ.ბ) გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური;

კ.გ) დმანისის სარეგისტრაციო სამსახური;

კ.დ) თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახური;

კ.ე) მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური;

კ.ვ) რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური;

კ.ზ) წალკის სარეგისტრაციო სამსახური;

ლ) შიდა ქართლის რეგიონი:

ლ.ა) გორის სარეგისტრაციო სამსახური;

ლ.ბ) თბილისის სარეგისტრაციო სამსახური;

ლ.გ) კასპის სარეგისტრაციო სამსახური;

ლ.დ) ქარელის სარეგისტრაციო სამსახური;

ლ.ე) ხაშურის სარეგისტრაციო სამსახური;

მ) ცხინვალის რეგიონი:

მ.ა) ერედვის სარეგისტრაციო სამსახური;

მ.ბ) ქურთის სარეგისტრაციო სამსახური;

მ.გ) ცხინვალის სარეგისტრაციო სამსახური;

მ.დ) ჯავის სარეგისტრაციო სამსახური.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის ბრძანება №488-სსმIII, №65, 15.05.2006წ.; მუხ.838

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

    მუხლი 7. სახელმწიფო რეგისტრატორი და მისი მოადგილე

1. ზონის (ზონების) და სექტორის (სექტორების) სახელმწიფო რეგისტრატორებს (შემდგომში – სახელმწიფო რეგისტრატორი) და მათ მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ან მინისტრი, ხოლო დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობის შემსრულებელს (შვებულების ან სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში) არა უმეტეს ერთი თვის ვადით – სააგენტოს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმების გარეშე.

2. ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე იმავდროულად წარმოადგენს ზონის, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ზონების სახელმწიფო რეგისტრატორს და მის მოადგილეს (მოადგილეებს).

3. სარეგისტრაციო სამსახურში საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ასევე სექტორის (სექტორების) სახელმწიფო რეგისტრატორი და მისი მოადგილე (მოადგილეები), ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

4. სახელმწიფო რეგისტრატორის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის გამო არყოფნის შემთხვევაში სახელმწიფო რეგისტრატორის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

5. სახელმწიფო რეგისტრატორი უფლებამოსილია:

ა) მოახდინოს, უარი განაცხადოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს ხელახალი საკადასტრო აღწერის ჩატარება;

გ) დასაბუთებული უარი განაცხადოს საჯარო რეესტრში უფლებადაურეგისტრირებულ უძრავ ნივთზე გასხვისების, სარგებლობაში გადაცემის, უფლებრივად დატვირთვის და სხვა საფუძვლით წარმოშობილი უფლების რეგისტრაციაზე, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა;

დ) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობები.

6. სახელმწიფო რეგისტრატორი პასუხს არ აგებს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების და ამ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნამდვილობაზე.

7. სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ უფლებამოსილების ჯეროვნად შეუსრულებლობა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის ბრძანება №488-სსმIII, №65, 15.05.2006წ.; მუხ.838

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

    მუხლი 8. სააგენტოს ქონება

1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს, სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსში.

2. სააგენტოს ბალანსზე არსებული ქონება შედგება ასევე ძირითადი და საბრუნავი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფინანსური რესურსების და არამატერიალური აქტივებისაგან, რომელთა შეძენა და განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

    მუხლი 9. სააგენტოს დაფინანსების წყაროები

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური;

დ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

ე) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით, აგრეთვე მის მიერ შექმნილი პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები;

ვ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

ზ) საჩუქრად და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი;

თ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სააგენტოს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.

3. სააგენტო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

    მუხლი 10. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. სააგენტომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებილი ორგანოს მიერ, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან უარი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

    მუხლი 11. სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია

1. სააგენტოს რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახდენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

    მუხლი 12. დასკვნითი დებულებები

სააგენტოს დებულებაში ცვლილებები და დამატებები შედის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №835, 19.07.2004, სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.11.106.006.575 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58216-4/