თავი IV — დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ვალდებულებები
1. საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოში არსებული ტექნიკური საშუალებებით მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია საქართველოში არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა დამუშავებამდე საქართველოში დანიშნოს ან განსაზღვროს სპეციალური წარმომადგენელი. სპეციალური წარმომადგენელი რეგისტრირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მონაცემთა დამუშავების უფლება წარმოეშობა მხოლოდ სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის შემდეგ.
3. სპეციალური წარმომადგენელი ვალდებულია შეასრულოს გენერალური აუდიტორის მიერ კანონით დადგენილი წესით მის მიმართ წაყენებული მოთხოვნა ან/და მიღებული გადაწყვეტილება.
4. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიმართ მისი უფლების განხორციელება მოითხოვოს სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით.
5. სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა არ ათავისუფლებს საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებულ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს ვალდებულებისგან, მოახდინოს რეაგირება გენერალური აუდიტორის მიერ კანონით დადგენილი წესით მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნაზე ან/და მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირზე/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირზე, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, და მასზე ვრცელდება ევროკავშირში მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესები.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირზე/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირზე, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის მიერ აღიარებულ მონაცემთა ადეკვატური დაცვის მქონე სახელმწიფოში.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1289
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. სპეციალური წარმომადგენელი 1. საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოში არსებული ტექნიკური საშუალებებით მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია საქართველოში არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა დამუშავებამდე საქართველოში დანიშნოს ან განსაზღვროს სპეციალური წარმომადგენელი. სპეციალური წარმომადგენელი რეგისტრირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. [ 1. საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოში არსებული ტექნიკური საშუალებებით მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია საქართველოში არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა დამუშავებამდე საქართველოში დანიშნოს ან განსაზღვროს სპეციალური წარმომადგენელი. სპეციალური წარმომადგენელი რეგისტრირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან)] 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მონაცემთა დამუშავების უფლება წარმოეშობა მხოლოდ სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის შემდეგ. 3. სპეციალური წარმომადგენელი ვალდებულია შეასრულოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ კანონით დადგენილი წესით მის მიმართ წაყენებული მოთხოვნა ან/და მიღებული გადაწყვეტილება. [ 3. სპეციალური წარმომადგენელი ვალდებულია შეასრულოს გენერალური აუდიტორის მიერ კანონით დადგენილი წესით მის მიმართ წაყენებული მოთხოვნა ან/და მიღებული გადაწყვეტილება. (ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან)] 4. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიმართ მისი უფლების განხორციელება მოითხოვოს სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით. 5. სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა არ ათავისუფლებს საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებულ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს ვალდებულებისგან, მოახდინოს რეაგირება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ კანონით დადგენილი წესით მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნაზე ან/და მიღებულ გადაწყვეტილებაზე. [ 5. სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა არ ათავისუფლებს საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებულ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს ვალდებულებისგან, მოახდინოს რეაგირება გენერალური აუდიტორის მიერ კანონით დადგენილი წესით მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნაზე ან/და მიღებულ გადაწყვეტილებაზე. (ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან)] 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირზე/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირზე, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, და მასზე ვრცელდება ევროკავშირში მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესები. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირზე/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირზე, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის მიერ აღიარებულ მონაცემთა ადეკვატური დაცვის მქონე სახელმწიფოში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON PERSONAL DATA PROTECTION, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 03/07/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება