1. სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობას აფასებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და მარეგულირებელი კანონმდებლობის, მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიების (მათ შორის, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების), მონაცემთა შემდგომი საერთაშორისო გადაცემის წესების, მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს არსებობის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის ანალიზის საფუძველზე.
2. იმ სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ნუსხა, რომლებშიც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, განისაზღვრება გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ნუსხა სულ მცირე 3 წელიწადში ერთხელ უნდა გადაისინჯოს. თუ სახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, აღნიშნული ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ნუსხაში შეტანილი უნდა იქნეს შესაბამისი ცვლილებები, რომლებსაც უკუქცევითი ძალა არ ექნება.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
თავი VIმონაცემების დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპები
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1289
- 17.12.2025 კანონი №1289
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 38. მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების დადგენა 1. სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობას აფასებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და მარეგულირებელი კანონმდებლობის, მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიების (მათ შორის, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების), მონაცემთა შემდგომი საერთაშორისო გადაცემის წესების, მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს არსებობის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის ანალიზის საფუძველზე. 2. იმ სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ნუსხა, რომლებშიც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ნუსხა სულ მცირე 3 წელიწადში ერთხელ უნდა გადაისინჯოს. თუ სახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ნუსხაში შეტანილი უნდა იქნეს შესაბამისი ცვლილებები, რომლებსაც უკუქცევითი ძალა არ ექნება. [მუხლი 38. მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების დადგენა 1. სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობას აფასებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და მარეგულირებელი კანონმდებლობის, მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიების (მათ შორის, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების), მონაცემთა შემდგომი საერთაშორისო გადაცემის წესების, მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს არსებობის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის ანალიზის საფუძველზე. 2. იმ სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ნუსხა, რომლებშიც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, განისაზღვრება გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ნუსხა სულ მცირე 3 წელიწადში ერთხელ უნდა გადაისინჯოს. თუ სახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, აღნიშნული ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ნუსხაში შეტანილი უნდა იქნეს შესაბამისი ცვლილებები, რომლებსაც უკუქცევითი ძალა არ ექნება. (ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან)] თავი VIVIმონაცემების პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილებათა განხორციელების გარანტიები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები, მისი არჩევა, ხელშეუხებლობა, თანამდებობრივი შეუთავსებლობა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა [თავი VI მონაცემების დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპები (ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON PERSONAL DATA PROTECTION, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 03/07/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება