თავი VI — მონაცემების დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპები
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მონაცემების დაცვის სფეროში საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონითა და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტებით.
2. მონაცემების დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;
გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
ე) პროფესიონალიზმი;
ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
3. მონაცემების დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1289
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 39. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სტატუსი და საქმიანობის პრინციპები 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არის კანონის საფუძველზე შექმნილი და მოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონითა და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტებით. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; ე) პროფესიონალიზმი; ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა. 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგენის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. [მუხლი 39. მონაცემების დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპები 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მონაცემების დაცვის სფეროში საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონითა და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტებით. 2. მონაცემების დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; ე) პროფესიონალიზმი; ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა. 3. მონაცემების დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. (ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON PERSONAL DATA PROTECTION, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 03/07/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება