ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.141.224.006.594
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახურის უფროსის
ბრძანება №94
2004 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ”.
2. დამტკიცდეს დებულება „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ”.
3. დებულება „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” და დებულება „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” ამოქმედდეს 2004 წლის 1 სექტემბრიდან.
4. საქართველოში მოქმედმა სამორინეებმა 2004 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ ფინანსური მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით, „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ’’ დებულებით განსაზღვრული ინსტრუქციების (შიდა კონტროლის წესები) შემუშავება და დამტკიცება.
5. ლატარიის, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობმა (ორგანიზატორმა) პირებმა:
ა) უზრუნველყონ კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის ამოქმედება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში;
ბ) ამ ბრძანების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების აღრიცხვის ფორმა“.
51. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობ მა (ორგანიზატორ მა) პირებ მა და სამორინეებმა, რომლებიც ფუნქციონირებენ 2012 წლის 8 თებერვლისთვის, 2012 წლის 1 აპრილამდე „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებ ითა და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულები თ დადგენილი წესით, უზრუნველყონ შესაბამისი აღრიცხვის ფორმის წარდგენა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №11-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.956
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
6. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირები და სამორინეები, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ 2012 წლის 8 თებერვლიდან შემოსავლების სამსახურში შესაბამისი ნებართვის აღებიდან 10 დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შესაბამისი აღრიცხვის ფორმებს „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებითა და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულებით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
61. სამორინეებმა, რომლებიც ფუნქციონირებენ 2012 წლის 8 თებერვლისთვის 2012 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით მათ მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ინსტრუქციების (შიდა კონტროლის წესების) შესაბამისობაში მოყვანა „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების მოთხოვნებთან.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №11-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.956
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გეგუჩაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №167-სსმIII, №151, 23.12.2004წ.; მუხ.1377
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №11-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1941
3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №11-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.956
4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლ ის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
დებულება
ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. დებულება განკუთვნილია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირებისათვის.
3. დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე, აგრეთვე უწყებებზე, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე.
4. დებულება არეგულირებს ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების (შემდგომში – სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები) მიერ (გარდა სამორინეებისა) უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ფინანსური მონიტორინგის განხორციელების ზოგად პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის პირობებსა და წესებს.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №11-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1941
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №11-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.956
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
ბ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება;
გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
დ) მონიტორინგი – ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ გარიგებებში მონაწილე პირების იდენტიფიკაცია, გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ხელშეწყობის აღკვეთის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით;
ე) პირი – ნებისმიერი, როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი (ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა) რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს;
ვ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;
ზ) გარიგება – ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მათ შორის, მოგების ფულადი ან ნივთობრივი სახით გაცემა, ქონებრივი უფლების გაცემა;
თ) გარიგების მონაწილე პირი – გარიგების მონაწილე ყველა პირი, მათ შორის, გარიგების მხარეები;
ი) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
კ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი – ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) ფიზიკური პირი ან იურიდიული პირის თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული, რომელსაც სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა და მიენიჭება შესაბამისი უფლებამოვალეობანი, მათ შორის, გარიგების საეჭვოდ მიჩნევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების სპეციალური ფორმებისა და სხვა მასალების წარდგენასთან დაკავშირებული სხვა უფლება-მოვალეობანი;
ლ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
მ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძ-ველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;
ნ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები – ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრო-ბის მიერ;
ო) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;
პ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
ჟ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
რ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;
ს) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
ტ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი;
უ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №11-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1941
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №11-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.956
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები
1. ამ დებულების მიზნებისათვის, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში;
ბ) გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა).
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება (მიუხედავად თანხის ოდენობისა), თუ არსებობს ვარაუდი, რომ მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშეწმყობ პირებთან ან/და გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა, მიუხედავად თანხის ოდენობისა, მონიტორინგს ექვემდებარება საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი გარიგება (ოპერაცია).
4. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე საეჭვო გარიგების დადების ან ოპერაციის შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.
5. თითოეული გარიგების და მასში მონაწილე პირის შესახებ არსებული ინფორმაცია, აგრეთვე გარიგების დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევის საკითხი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გაანალიზდება სათამაშო ბიზნესის დაწესებულების ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №11-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1941
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 4. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების ვალდებულებანი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
1. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის, ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის მიზნით, ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე ფინანსთა სამინისტრო ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან შეთანხმებით გამოსცემს შესაბამის ნორმატიულ აქტს.
2. კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეულ უნდა იქნეს:
ა) სათამაშო ბიზნესის დაწესებულებებთან დაკავშირებული მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების მონაწილე პირების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების და გარიგებაში მონაწილე სხვა პირების ამ დებუ-ლებით გათვალისწინებული წესით იდენტიფიკაცია; პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ბ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენა, ამ ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა;
გ) მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ანგარიშგების სპეციალური ფორმით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით უნდა განისაზღვროს:
ა) სათამაშო ბიზნესის დაწესებულებების კლიენტების, გარიგების მონაწილე მხარეების იდენტიფიკაციის პირობები და წესი;
ბ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის (და შესაბამისი სპეციალური სტრუქტურული ერთეულის – ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფუნქციები, უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა;
გ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და შენახვის წესი;
დ) ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების სპეციალური ფორმებისა და სხვა მასალების წარდგენის წესი;
ე) სათამაშო ბიზნესის დაწესებულების სხვა თანამშრომლების (სტრუქტურული ერთეულების), მათ შორის, ხელმძღვანელი მუშაკების ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით (მათ შორის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების გამოვლენისა და მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლისათვის ამის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების წესი).
4. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (სტრუქტურული ერთეული) თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებით და ამ უკანასკნელის, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
5. მონიტორინგის პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ სათამაშო ბიზნესის დაწესებულებების კლიენტებისათვის, გარიგებების მონაწილე და სხვა შესაბამისი პირებისათვის არ გახდეს ცნობილი, რომ მათი ქმედებები წარმოადგენენ მონიტორინგის ობიექტს (მიჩნეული იქნა საეჭვოდ).
6. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მონიტორინგის განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის, აგრეთვე საეჭვო გარიგებებთან დაკავშირებით ანგარიშგების სპეციალური ფორმების შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №11-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.956
მუხლი 5. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებების ვალდებულებები იდენტიფიკაციასა და გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასა და შენახვასთან დაკავშირები თ
1. სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ვალდებულია მოახდინოს გარიგების (ოპერაციის) მონაწილე ყველა პირის იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც:
ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ) ეს გარიგება (ოპერაცია) არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) ჩნდება ეჭვი გარიგების (ოპერაციის) მონაწილე პირის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.
2. სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ვალდებულია მოახდინოს გარიგების (ოპერაციის) მონაწილე პირის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის ვინ არის გარიგების მონაწილე პირის ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო პროცედურები.
3. იმ შემთხვევაში, თუ სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას გაუჩნდება ვარაუდი, რომ თამაშში ან გათამაშებაში მონაწილე რომელიმე პირი შეიძლება ახდენდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ან შეიძლება წარმოადგენდეს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირს, ან თამაშში ან გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ამ პირთა იდენტიფიკაციას ახდენს ფულადი თანხების მიღების დროსაც (თამაშში და გათამაშებაში მონაწილეობისათვის პირის მიერ თანხის გადახდის დროს).
4. სათამაშო ბიზნესის დაწესებულება გარიგების მონაწილე პირის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისას ან/და მისი ვინაობის გადამოწმებისას შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს პირის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციას და მათი ვინაობის გადამოწმებას, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვას და ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, სათამაშო ბიზნესის დაწესებულებამ იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში ამ დებულებით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისა და მისი ვინაობის გადამოწმებისათვის საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას.
5. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პირის იდენტიფიკაციის მოთხოვნის შესრულებამდე სათამაშო ბიზნესის დაწესებულებებს არა აქვთ უფლება გასცენ მოგება ფულადი ან ნივთობრივი სახით.
7. გარიგების (ოპერაციის) საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, სათამაშო ბიზნესის დაწესებულება არ აჩერებს მომსახურების შესრულებას (გასცემს მოგებულ თანხას ან ნივთს), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ სათამაშო ბიზნესის დაწესებულებასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის (კლიენტის) იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) ამ დებულების 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე უარის არსებობისას.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.
9. იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა პირის შემდეგი მონაცემები:
ა) სახელი, გვარი;
ბ) მოქალაქეობა;
გ) დაბადების თარიღი;
დ) მუდმივი (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ადგილი;
ე) პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;
ვ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი.
10. იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს;
ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს.
11. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები ვალდებულნი არიან აღრიცხონ ამ დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად გარიგების (ოპერაციის) შესახებ შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტები):
ა) გარიგების (ოპერაციის) სახე (ანუ რა სახის გარიგებასთან გვაქვს საქმე – მაგ., ხდება მოგებული თანხის გაცემა ან ფულადი თანხის მიღება გათამაშებაში მონაწილეობის მიზნით);
ბ) გარიგების (ოპერაციის) დადების თარიღი, მოგებული თანხის ოდენობა და ვალუტა, ნივთმოგების შესაბამისი თანხის ოდენობა ან მოგებული ნივთის სრული აღწერა;
გ) გარიგების (ოპერაციის) მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის, იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება და იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას.
12. სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი პირების (კლიენტის) იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის ან გარიგების გათვალისწინებით. სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ვალდებულია განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები. შესაბამისი კლიენტისათვის მაღალი რისკის კატეგორიის მიკუთვნების შემთხვევაში, სათამაშო ბიზნესის დაწესებულება უფლებამოსილია გამოიყენოს ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
13. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს გარიგების (ოპერაციის) განხორციელებამდე.
14. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები ვალდებულნი არიან პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) და მასთან საქმიანი კორესპონდენცია და გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), შეინახონ ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული.
15. პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტი ინახება ასლის სახით, რომელიც, დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან სათამაშო ბიზნესის დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრავენ პირს (პირებს), რომელსაც აქვს ასლის დამოწმების უფლება ამ პუნქტის მიზნებისათვის. გარიგების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას, მასში მონაწილე პირებს და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისას შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებაში ინახება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ეგზემპლარი (ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმით გაგზავნის შემთხვევაში – მისი ხელმოწერილი ეგზემპლარი).
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №11-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1941
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №11-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.956
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 51. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით
1. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა გარიგების მონაწილე პირი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.
2. თუ გარიგების მონაწილე პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, სათამაშო ბიზნესის დაწესებულებამ (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს სათამაშო ბიზნესის დაწესებულების ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.
3. თუ გარიგების მონაწილე პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობ (ორგანიზატორ) პირთან ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორ-განიზატორი) პირი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №11-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.956
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 6. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირები თ
1. ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარიგების (ოპერაციის) შესახებ ინფორმაცია, ასევე საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ან თუ, მცდელობის მიუხედავად, პირის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება შესაბამისი ცნობები, სათამაშო ბიზნესის დაწესებულების მიერ იგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს, ამ დებულებით დადგენილი წესით, სათამაშო ბიზნესის დაწესებულების მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით. ანგარიშგების ფორმის შევსება და გაგზავნა ხდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ მიხედვით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ანგარიშგების მიღების დადასტურება გულისხმობს ელექტრონულად, ვებპორტალის მეშვეობით ანგარიშგებისათვის „დადასტურებულია“ სტატუსის მინიჭებას.
3. ანგარიშგების ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი უნდა იქნეს:
ა) თუ გარიგების (ოპერაციის) ან მისი დანაწევრების მიზნით დადებულ გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში ან თუ გარიგება (ოპერაცია) წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარიგებას – გარიგების შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, გარიგებათა ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობის დღესვე;
გ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობის პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს სათამაშო ბიზნესის დაწესებულების ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
4. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების (ოპერაციის) ანგარიშგების ფორმის (საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) ნაბეჭდი სახით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ხდება გამონაკლისის სახით, მისი ელექტრონულად გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში, სათანადოდ დაბეჭდილი კონვერტით, სათამაშო ბიზნესის დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი სათამაშო ბიზნესის დაწესებულების სახელწოდება და მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”), მისი მისამართი – 0108, საქართველო, ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქ. №6 და გრიფით „კონფიდენციალური“.
5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციის) შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსითა და/ან თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.
6. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. ანგარიშგების ელექტრონულად შევსებული ფორმის ერთი ეგზემპლარი რჩება სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას ფორმა იბეჭდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით და ბეჭდით. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე – რჩება სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.
7. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს სათამაშო ბიზნესის დაწესებულებიდან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ გარიგებასთან და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები ვალდებულნი არიან მიაწოდონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
8. თუ ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ სათამაშო ბიზნესის დაწესებულება შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე უნდა აღინიშნოს იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და წარდგენის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების დამატებითი ინფორმაციისთვის „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ გათვალისწინებული წესით.
9. თუ სათამაშო ბიზნესის დაწესებულების მიერ გარიგება მიჩნეულია საეჭვოდ, ანგარიშგების ფორმაში შეიტანება საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი (გარემოებები).
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №167-სსმIII, №151, 23.12.2004წ.; მუხ.1377
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №11-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1941
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №11-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.956
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სათამაშო ბიზნესის დაწესებულების მიერ აღრიცხვის ფორმის წარდგენის ვალდებულება
1. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებებმა შესაბამისი აღრიცხვის ფორმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინონ ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღრიცხვის ფორმა წარდგენილად ჩაითვლება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შესაბამისი შინაარსის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები ვალდებულნი არიან, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ამ დებულებით დადგენილი წესით, წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სათანადოდ შევსებული აღრიცხვის ფორმა, რომელშიც აისახება განახლებული ინფორმაცია.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 8. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. ზედამხედველობას სათამაშო ბიზნესის დაწესებულებების მიერ “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის დაწესებულებების მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.
(ამოღებულია დანართი №1)
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირების აღრიცხვის ფორმა
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
დებულება
სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №11-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.956
2. დებულება განკუთვნილია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამორინეებისათვის (კაზინოებისათვის).
3. დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე.
4. დებულება არეგულირებს სამორინეების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ფინანსური მონიტორინგის განხორციელების ზოგად პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, სამორინეების კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის პირობებსა და წესებს.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №11-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1941
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
ბ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება;
გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
დ) მონიტორინგი სამორინეების მიერ მათი კლიენტების იდენტიფიკაცია, გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ზემოთ აღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით;
ე) პირი – ნებისმიერი, როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური პირი;
ვ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;
ზ) გარიგება – ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მათ შორის, მოგების ფულადი ან ნივთობრივი სახით გაცემა, ქონებრივი უფლების გაცემა, აგრეთვე სამორინეს მიერ ფულადი თანხის მიღება;
თ) გარიგების მონაწილე პირი – სამორინეს კლიენტი, რომელიც მონაწილეობას იღებს სამორინეს მიერ მოწყობილ ნებისმიერ თამაშში ან გათამაშებაში;
ი) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
კ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი – სამორინეს თანამშრომელი, რომელსაც სამორინეს ადმინისტრაციის (თანამდებობის პირის) სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა და მიენიჭება შესაბამისი უფლებამოვალეობანი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და ამ დებულების საფუძველზე სამორინეების მიერ შემუშავებული ინსტრუქციით, მათ შორის გარიგების საეჭვოდ მიჩნევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან, სამორინეს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღებასთან, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების სპეციალური ფორმებისა და სხვა მასალების წარდგენასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოვალეობანი. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების მიზნით სამორინეში შექმნილია სპეციალური სტრუქტურული ერთეული, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლად ითვლება ამ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ლ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
მ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;
ნ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები – ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ;
ო) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;
პ) კონტროლი _ პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
ჟ) მაკონტროლებელი პირი _ კონტროლის განმახორციელებელი პირი;
რ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებ-რივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;
ს) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
ტ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი;
უ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №11-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1941
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №11-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.956
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები
1. ამ დებულების მიზნებისათვის, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულე-ბული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა);
ბ) პირის მიერ მიღებული მოგების (როგორც ფულადი, ისე ნივთობრივი) თანხა აჭარბებს 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), მათ შორის, იმ მოგების შემთხვევაშიც, თუ თანხამ გადააჭარბა 30 000 ლარს იმავე სამორინეში რამდენიმე მოგების შედეგად, ან ერთ სამორინეში თამაშში და გათამაშებაში მონაწილეობისთვის პირის მიერ გადახდილი მთლიანი თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება (მიუხედავად თანხის ოდენობისა), თუ არსებობს ვარაუდი რომ მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშეწმყობ პირებთან ან/და გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა, მიუხედავად თანხის ოდენობისა, მონიტორინგს ექვემდებარება საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი გარიგება (ოპერაცია).
4. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე საეჭვო გარიგების დადების ან ოპერაციის შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.
5. თითოეული გარიგების და მასში მონაწილე პირის შესახებ არსებული ინფორმაცია, აგრეთვე გარიგების დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევის საკითხი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გაანალიზდება სათამაშო ბიზნესის დაწესებულების ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №11-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1941
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 4. სამორინეების ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით სამორინეები ვალდებულნი არიან განახორციელონ შიდა კონტროლი.
2. შიდა კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეულ უნდა იქნეს:
ა) დებულებით გათვალისწინებული წესით სამორინეს კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაცია; პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ბ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენა, ამ ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა;
გ) მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ანგარიშგების სპეციალური ფორმით;
დ) საკუთარი თანამშრომლების სწავლების პროგრამების განხორციელება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების კუთხით.
3. საქართველოში მოქმედი სამორინეები ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეიმუშავებენ და სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით დაამტკიცებენ ინსტრუქციებს (შიდა კონტროლის წესს).
4. სამორინეს ინსტრუქციით უნდა განისაზღვროს:
ა) სამორინეს კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაციის, აგრეთვე პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენის პირობები და წესი;
ბ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის (და შესაბამისი სპეციალური სტრუქტურული ერთეულის – ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფუნქციები, უფლებამოვალეობანი და პასუხისმგებლობა;
გ) პირი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას გარიგების საეჭვოდ და/ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების სპეციალური ფორმის წარდგენის შესახებ (ასეთი პირი, როგორც წესი არის მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი, ამასთან, სამორინეს შიდა ინსტრუქციით საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ პირად შეიძლება განისაზღვროს სამორინეს ადმინისტრაციული ან სხვა თანამდებობის პირი);
დ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი;
ე) ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების სპეციალური ფორმებისა და სხვა მასალების წარდგენის წესი;
ვ) სამორინეს სხვა თანამშრომლების (სტრუქტურული ერთეულების), მათ შორის ხელმძღვანელი მუშაკების ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით (მათ შორის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების გამოვლენისა და მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლისათის ამის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების წესი).
5. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (სტრუქტურული ერთეული) თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებით, ინსტრუქციით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებით და ამ უკანასკნელის, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
6. მონიტორინგის პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ სამორინეს კლიენტებისათვის, გარიგებების მონაწილე და სხვა შესაბამისი პირებისათვის არ გახდეს ცნობილი, რომ მათი ქმედებები წარმოადგენენ მონიტორინგის ობიექტს (მიჩნეულ იქნა საეჭვოდ).
7. სამორინეები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მონიტორინგის განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის, აგრეთვე საეჭვო გარიგებებთან დაკავშირებით ანგარიშგების სპეციალური ფორმების შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №11-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.956
მუხლი 5. სამორინეების ვალდებულებები იდენტიფიკაციასა და გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასა და შენახვასთან დაკავშირები თ
1. სამორინე, ამ დებულების მიზნებისათვის, ვალდებულია მოახდინოს გარიგების (ოპერაციის) მონაწილე ყველა პირის იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც:
ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) ჩნდება ეჭვი გარიგების (ოპერაციის) მონაწილე პირის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
2. სამორინე ვალდებულია მოახდინოს გარიგების მონაწილე ყველა პირის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის ვინ არის გარიგების მონაწილე პირის ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო პროცედურები.
3. სამორინე გარიგების მონაწილე პირის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისას ან/და მისი ვინაობის გადამოწმებისას შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს პირის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციას და მათი ვინაობის გადამოწმებას, ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვას და ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, სამორინემ იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში ამ დებულებით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისა და მისი ვინაობის გადამოწმებისათვის საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება სამორინეს.
4. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პირის იდენტიფიკაციის მოთხოვნის შესრულებამდე სამორინეს არა აქვს უფლება დაუშვას პირის მონაწილეობა თამაშში ან გათამაშებაში, გასცეს მოგება ფულადი ან ნივთობრივი სახით ან მიიღოს ფულადი თანხა.
6. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, სამორინე არ აჩერებს მომსახურების შესრულებას (არ უშლის პირს ხელს მონაწილეობა მიიღოს თამაშში ან გათამაშებაში), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ სათამაშო ბიზნესის დაწესებულებასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის (კლიენტის) იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) ამ დებულების 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე უარის არსებობისას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში სამორინე ვალდებულია დაუყონებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.
8. იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა პირის შემდეგი მონაცემები:
ა) სახელი, გვარი;
ბ) მოქალაქეობა;
გ) დაბადების თარიღი;
დ) მუდმივი (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ადგილი;
ე) პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;
ვ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი.
9. იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს;
ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი (პირადობის მოწმობა) ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს.
11. სამორინე ვალდებულია აღრიცხოს ამ დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტები):
ა) გარიგების სახე (ანუ რა სახის გარიგებასთან გვაქვს საქმე – მაგ., ხდება მოგებული თანხის (ან ნივთის ქონებრივი უფლების) გაცემა ან ფულადი თანხის მიღება გათამაშებაში მონაწილეობის მიზნით);
ბ) გარიგების დადების თარიღი, მოგებული თანხის ოდენობა და ვალუტა, ნივთმოგების შესაბამისი თანხის ოდენობა ან მოგებული ნივთის სრული აღწერა;
გ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები).
12. სამორინე ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს:
ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას;
ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას;
გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას.
13. სამორინე ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი პირების (კლიენტის) იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციის, ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის ან გარიგების გათვალისწინებით. სამორინე ვალდებულია განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები. შესაბამისი კლიენტისათვის მაღალი რისკის კატეგორიის მიკუთვნების შემთხვევაში, სათამაშო ბიზნესის დაწესებულება უფლებამოსილია გამოიყენოს ამ დებულების მე-51 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
14. სამორინემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. სამორინეს უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს გარიგების (ოპერაციის) განხორციელებამდე.
15. საეჭვო და დანაწევრებული გარიგების (ოპერაციის) გამოვლენის მიზნით, სამორინე ვალდებულია შექმნას მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა).
16. სამორინე ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) და მასთან საქმიანი კორესპონდენცია, ასევე გარიგების შესახებ ინფორმაცია შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული.
17. პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტი ინახება ასლის სახით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან სამორინეს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. სამორინე სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრავს პირს (პირებს), რომელსაც აქვს ასლის დამოწმების უფლება ამ პუნქტის მიზნებისათვის. გარიგების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას, მასში მონაწილე პირებს და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლის სამართლებრივი დევნისას შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით. სამორინეში ინახება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ეგზემპლარი (ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმით გაგზავნის შემთხვევაში – მისი ხელმოწერილი ეგზემპლარი).
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №11-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1941
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №11-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.956
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 51. სამორინეს ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით
1. სამორინე ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირი (კლიენტი) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.
2. თუ მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირი (კლიენტი) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, სამორინემ დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის, აგრეთვე ანგარიშის ბენეფიციარის ვინაობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგი.
3. თუ საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირი (კლიენტი) (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) სამორინესთან ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, სამორინე ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №11-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.956
მუხლი 6. სამორინეების ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირები თ
1. ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარიგების შესახებ ინფორმაცია, ასევე საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ან თუ, მცდელობის მიუხედავად, პირის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, შესაბამისი ცნობები ანგარიშგების ფორმის სახით სამორინეს მიერ იგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს, ამ დებულებით დადგენილი წესით, სამორინის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით. ანგარიშგების ფორმის შევსება და გაგზავნა ხდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ მიხედვით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ანგარიშგების მიღების დადასტურება გულისხმობს ელექტრონულად, ვებპორტალის მეშვეობით ანგარიშგებისათვის „დადასტურებულია“ სტატუსის მინიჭებას.
3. ანგარიშგების ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილ უნდა იქნეს:
ა) თუ გარიგების ან გარიგების დანაწევრების მიზნით გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში ან გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარიგებას – გარიგების შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის გაჩენის დღესვე;
გ) თუ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს სამორინის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
4. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის (საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) ნაბეჭდი სახით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ხდება გამონაკლისის სახით, მისი ელექტრონულად გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში, საიმეოდ დაბეჭდილი კონვერტით, სამორინის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი სამორინის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი (ёსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”), მისი მისამართი – 0108, საქართველო, ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქ. №6 და გრიფით „კონფიდენციალური”.
5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსითა და/ან თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.
6. ანგარიშგების სპეციალური ფორმა ივსება სრულად. ანგარიშგების ელექტრონულად შევსებული ფორმის ერთი ეგზემპლარი რჩება სამორინეს და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას ფორმა იბეჭდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით და ბეჭდით. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე – რჩება სამორინეს და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.
7. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს სამორინედან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ გარიგებასთან და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების სპეციალური ფორმა არ იყო წარდგენილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. სამორინეები ვალდებულნი არიან მიაწოდონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
8. თუ ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ სამორინე შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, სამორინე ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე უნდა აღინიშნოს იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და წარდგენის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცი უნდა იყოს წარმოდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების დამატებითი ინფორმაციისთვის „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ გათვალისწინებული წესით.
9. თუ სამორინეს მიერ გარიგება მიჩნეულია საეჭვოდ, ანგარიშგების ფორმაში შეიტანება საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №167-სსმIII, №151, 23.12.2004წ.; მუხ.1377
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №11-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1941
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №11-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.956
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 7. სამორინეების მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენის ვალდებულებ ა
1. სამორინეებმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) შესაბამისი ვებგარსით განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით უნდა წარუდგინონ აღრიცხვის ფორმა. აღრიცხვის ფორმა წარდგენილად ჩაითვლება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შესაბამისი შინაარსის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სამორინეების აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) სამორინეები ვალდებულნი არიან, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შევსებული აღრიცხვის ფორმა, რომელშიც აისახება განახლებული ინფორმაცი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 8. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. ზედამხედველობას სამორინეების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის სამორინეების მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და ოდენობით.
(ამოღებულია დანართი №1)
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში
სამორინეების აღრიცხვის ფორმა
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
როგორ დავიმოწმოთ
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“, №94, 28.07.2004, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.141.224.006.594 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58288-4/